Monday, 9 January 2017

როგორ ვწეროთ ესე – პრაქტიკული რჩევები აბიტურიენტებსა და მოსწავლეებს

პრაქტიკული რჩევები მოსწავლეებისთვის
ნებისმიერი ტიპის ესე შედგება სამი ძირითადი ნაწილისაგან:
I.შესავალი
იმისათვის, რომ ესეს შესავალი ეფექ­­ტური და საინტერესო გამოვიდეს, სასურველია რამდენიმე მარტივი წესის დაცვა:
1. ტექსტის შესავალ ნაწილში მკაფიოდ გამოკვეთეთ მიზანი, ანუ თავიდანვე გააცანით მკითხ­ველს განსახილველი საკითხი.
2.დასვით ისეთი შეკითხვა, რომლის შესახებაც შეიძლება ისაუბროთ ესეში;
3. შესავალი დაიწყეთ მკითხვე­ლი­სათვის ნაცნობი, ადვილად აღ­­საქმელი სიტუაციის (ფაქტი; ამ­­ბავი; ინფორმაცია) აღწერით, რათა დააინტერესოთ მკითხველი.
II.ძირითადი ნაწილი
ძირითად ნაწილში გადმოეცით თქვენი მთავარი სათქმელი, განმარ­­ტეთ და დაასაბუთეთ თქვენ მიერ გამოთქმული დებულებები და მოსაზრებები.
მსჯელობა ააგეთ ლოგიკურად და თანმიმდევრულად. წარმოაჩინეთ თქვენი პირადი დამოკიდებულება და პოზიცია განსახილველი საკითხისადმი.
III.დასკვნითი ნაწილი
დასკვნით ნაწილში შეაჯამეთ ესეში გადმოცემული მოსაზრებები, მკით­­ხველს კიდევ ერთხელ დაუ­კონ­კ­რე­ტეთ თქვენი მთავარი სათქმელი და დაასაბუთეთ შერჩეული თემის აქტუალობა.
ფორმის თვალსაზრისით, გვხვდება ორი სახის ესე:
1. ახსნითი (განმარტებითი), ინფორმაციული ესე;
2. არგუმენტირებული ესე.
ახსნითი ესე
ახსნითი ესეს ფუნქციაა ამა თუ იმ მოვლენის ან ფაქტის აღწერა, ზოგა­დი ანალიზი ან ახსნა. შესაბამისად, ამ ტიპის ესე არ გულისხმობს საკით­­ხის სიღრმისეულ ანალიზს ან გარკვეული პრობლემის გადაჭრას. ახსნითი ესე აწვდის მკითხველს გარკვეულ ონფორმაციას, ეხმარება მას ამა თუ იმ საკითხზე ზოგადი ცოდნის მიღებაში.
არგუმენტირებული ესე
არგუმენტირებულ ესეში ავტორი წარმოაჩენს თავის სუბიექტურ მოსაზრებებს, გვთავაზობს საკუთარ პოზიციას და კონკრეტული არგუ­­მენტებით ლოგიკურად ასაბუთებს თავის სათქმელს.
მსჯელობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია არგუმენ­ტაცია, ანუ პოზიციის დასაბუთება და ადეკვატური არგუმენტებით გამყარება.
შინაარსობრივი თვალსაზრისით, ესე რამდენიმე სახეობად იყოფა:
ლიტერატურულ-პუბლიცისტური; კრიტიკული; ფილოსოფიური; ის­­-ტორიული; სამეცნიერო; ბიოგრა­ფი­ული; ფსიქოლოგიური; სოციოლო­გი­ური და ა.შ.
დეტალური გეგმის შედგენა
ტექსტის შესაქმნელად, დეტალური გეგმის შედგენა გაგიადვილებთ ესეს წერას, რადგან სწორად შედგე­­ნილ გეგმას ეყრდნობა მთელი ტექსტი.
დეტალური გეგმა საშუალებას მოგ­­ცემთ, მკაფიოდ და გამართულად ჩამოაყალიბოთ სათქმელი, ლოგი­კუ­რად წარმართოთ მსჯელობა და არ გადატვირთოთ იგი ზედმეტი ინფორმაციით.
გეგმის პირველი ვარიანტი შეიძ­ლე­ბა ჩაასწოროთ მუშაობის პროცესში, დაუმატოთ ახალი პუნქტები ან პირიქით – ამოიღოთ ან გადაად­გი­ლოთ მისი შემადგენელი ნაწილები.
                                                                                      ნიკოლოზ ჩუბინიძე
წყარო: mastsavlebeli.ge

კალკი – ვწეროთ და ვიმეტყველოთ გამართულად


    ერთი ენა გავლენას ახდენს მეორეზე არა მხოლოდ სიტყვების პირდაპირი სესხებით, არამედ  სტრუქტურული ცვლილებებითაც. ერთი  ენიდან მეორე ენაში გადადის მისთვის დამახასიათებელი კონსტრუქციები. მიმღები ენისთვის  ლექსიკური ცვლილებები შესამჩნევია და შემოსული სიტყვები ენისთვის “ზედმეტი სხეულია” , სტრუქტურული ცვლილებების შემთხვევაში კი ამგვარი კონსტრუქციები ძნელად შესამჩნევია.
სწორედ ენათა სტრუქტურული ურთიერთგავლენის შედეგებს უწოდებენ კალკებს. კალკი ბოჭავს ენის ხასიათს, აღარიბებს ენის შინაგან ბუნებას და უკარგავს მას ხიბლს.
გაყიდვაშია  – მართებულია: იყიდება;
შეტევაშია    –  მართებულია: უტევს, შეუტია;
მიმალვაშია –  მართებულია: იმალება, დამალულია;
პირდაპირ კავშირშია –  მართებულია: კავშირი აქვს
რა კავშირშია? –  მართებულია: რა კავშირი აქვს?
საუბარი მშვიდ ტონში წარიმართა –  მართებულია: მშვიდი ტონით;
მუქ ფერებში დახატა –  მართებულია: მუქი ფერებით დახატა
თავდებში ჩაუდგა –  მართებულია: თავდებად დაუდგა;
ლართან მიმართებაში დოლარი გაძვირდა –  მართებულია: ლართან მიმართებით;
დეპუტატი სიტყვაში გამოვიდა –  მართებულია: სიტყვით გამოვიდა;
მოსახლეობაზე დაკისრებული ვალდებულება –  მართებულია: მოსახლეობისთვის…
თავი უნდა შეიკავონ თანამშრომლობაზე –  მართებულია: თანამშრომლობისგან;
დახმარება აღმოუჩინა –  მართებულია: დაეხმარა;
წესრიგში მოიყვანა –  მართებულია: მოაწესრიგა;
სისრულეში მოიყვანა –  მართებულია: აღასრულა, შეასრულა;
მოძრაობაში მოიყვანა –  მართებულია: აამოძრავა;
შეცდომაში შეიყვანა –  მართებულია: შეაცდინა;
ზრუნვას იჩენს –  მართებულია: ზრუნავს;
გამოყენება აქვს – მართებულია: გამოიყენება.
საქმე იმაშია, რომ –  მართებულია: საქმე ისაა, რომ..
                                                  ავტორი – ლელა ტეფნაძე
წყარო:edu.ars.ge

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...