Saturday, 23 July 2016

ვეფხისტყაოსანი

მეტაფორები
ვეფხისტყაოსანში მეტაფორები იმდენად უხვადაარომ პოემის მხატვრულ ენის სტილად ხშირად სწორედ მეტაფორულობას თვლიანაზრის გამოხატვის მეტაფორული ხერხი ვეფხისტყაოსანში უმთავრესი მხატვრული ხერხიარუსთაველის ზოგიერთი მეტაფორული სახერომელიც ყველაზე ხშირად მეორდება პოემაშისხვადასხვა კონტექსტში სხვადასხვა მნიშვნელობითაა გამოყენებულიასეთებიამაგალითად: ვარდი, ნარგიზი, მელნის ტბა, მზე, მთვარე, მარგალიტი, ბროლი და სხვავარდი ზოგჯერ ადამიანის სახის ცალკეულ ნაკვთს გამოხატავსზოგჯერ კი მთელ პირისახესმაგალითადქვემოთ მოყვანილ ნაწყვეტში ვარდი პირს აღნიშნავს, ძოწ-მარგალიტი კი კბილებს:
მუნ ვარდსა შუა შვენოდეს ძოწ-მარგალიტნი ტყუბანი.
მკვლევართა აზრითრუსთაველის მეტაფორა ხელს უწყობს აზრის სწორად და მოხდენილად ჩამოყალიბებასვეფხისტყაოსნის მეტაფორები არ აბუნდოვნებენ ტექსტის შინაარსს. ალექსანდრე ბარამიძის აზრით რუსთველი ამმხრივ განსხვავდება ზოგიერთი აღმოსავლელი პოეტისაგანრომლებიც რომლებიც „თვითმიზნური მეტაფორიზაციით“ არიან გატაცებულნი.
ეპითეტები
ვეფხისტყაოსანში უხვადაა ეპითეტებიცმაგალითადთითქმის მთლიანად ეპითეტებითაა აგებული პოემის ძირითადი ნაწილის პირველი სტროფირომელშიც არაბეთის მეფეა დახასიათებული:
იყო არაბეთს როსტევანმეფე ღმრთისაგან სვიანი
მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ-მრავალი, ყმიანი,მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, განგებიანი,თვით მეომარი უებრო, კვლა მოუბარი წყლიანი.
პერსონაჟების აღწერისას ხშირად გამოყენებულია შემდეგი ეპითეტები: ამაყი, ლაღი, უკადრი, კუშტი, მხნე, ლაღადმავალი,ტანის მრხეველი, მხიარული, მორჭმული და სხვავეფხისტყაოსანში გვხვდება ასევე უეცარი და ორიგინალური ეპითეტებიცროგორიცაამაგალითად ხმა შაქრისფერიხშირია მუდმივი ეპითეტებირომლებსაც უშუალო მხატვრული იერი დაკარგული აქვთ: ცხელი ცრემლი ან ცეცხლი ცხელი და სხვა.
მხატვრული შედარება
პოემაში ბევრია მხატვრული შედარებებიცხშირია ორიგინალურიცოცხალირეალისტური შედარებებირომლებშიც აღბეჭდილია ეროვნულიუბრალო ხალხის ყოფა-ცხოვრებაზოგიერთი შედარება გამოირჩევა ექსპრესიულობითაღსანიშნავიარომ რუსთაველის მხატვრულ შედარებებს ხშირად ჰიპერბოლური ხასიათი აქვთთუმცა ვეფხისტყაოსნის ყოველი ჰიპერბოლური შედარების საფუძველი სინამდვილეა და იგი არასოდეს ეხება ფანტასტიკურ წარმოდგენებს.
გამეორება
ვეფხისტყაოსნისათვის უცხო არაა ეპიკური და სიუჟეტური განმეორებებიცსიუჟეტური განმეორებები პოემაში მცირეაეპიკური კი უფრო ხშირად გვხვდებასიუჟეტური განმეორების მაგალითია 993-999 სტროფებირომლებშიც პოემის ერთ-ერთი მთავარი გმირი — ავთანდილი ფრიდონს მოკლედ უამბობს ტარიელის თავგადასავალსაღსანიშნავიარომ ეს თავგადასავალი მკითხველისათვის უკვე ცნობილია ვრცლადხოლო სიუჟეტის მიხედვითფრიდონმაც უკვე იცის ტარიელის ამბავიმიუხედავად იმისარომ ამბის განვითარებისთვის არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენდაპოეტი მოკლედ კიდევ ერთხელ იმეორებს ამ ამბავსრითაც ხაზს უსვამს მის დიდ მნიშვნელობას.
ეპიკური განმეორებები ვეფხისტყაოსანში სხვადასხვაგვარიაარის როგორც მოტივურ-აზრობრივიასევე სიტყვიერ-ფრაზეოლოგიური განმეორებებიცმოტივურ-აზრობრივი განმეორების შემთხვევაშიზოგჯერ რომელიმე სტროფის შინაარსი სხვა სტროფშიცაა გადმოცემულიაღსანიშნავიარომ იმ სტროფებსრომლებშიც წინა სტროფის შინაარსია გამეორებულიმკვლევართა ერთი ნაწილი ყალბად მიიჩნევს და შემდეგი დროის დამატებად თვლის.
ნიკო მარი აღნიშნავდარომ ეპიკური სიტყვიერ-ფრაზეოლოგიური განმეორებები შოთა რუსთაველის ერთ-ერთი საყვარელი მხატვრული ხერხიაამის დასადასტურებლად იგი რამდენიმე მაგალითს ასახელებსმათ შორისაა პროლოგის ერთ-ერთი სტროფი:
შორით ბნედა, შორით კდომა, შორით დაგვა, შორით ალვა.
ამგვარი ლექსიკური გამეორებები ვეფხისტყაოსანში ათეულობით მოიპოვებამათთვისმიუხედავად სიტყვების გამეორებისადამახასიათებელია ტავტოლოგიის არარსებობაგამეორების განსაკუთრებული სახეაროდესაც სიტყვა რამდენჯერმე სხვადასხვა ფორმით მეორდება:
მზე აღარ მზეობს ჩვენთანა, დარი არ დარობს დარულად.
გამეორების ამგვარი ფორმები ვეფხისტყაოსანში გამოიკვლია ჭიჭინაძემ. პავლე ინგოროყვა აცხადებსრომ ამგვარი სპეციფიკური განმეორებანი იშვიათად მოიძებნება მსოფლიო პოეზიაში და მათ შეიძლება „ვერბალური ალიტერაციაც“ ეწოდოსვეფხისტყაოსანში გამოყენებული გამეორებების ერთ-ერთი სახეა სინონიმური სიტყვების დაჯგუფება.
ალიტერაცია
ვეფხისტყაოსნისათვის ბგერული გამეორების ორივე სახეა დამახასიათებელი, ასონანსიცა და ალიტერაციაცთუმცა უფრო ხშირია ალიტერაციამაგალითადქვემოთ მოცემულ ტაეპში გამოყენებულია როგორც ალიტერაციაისე ასონანსი:
კარვის კალთა ჩახლართული ჩავჭერ, ჩავაკარაბაკე.
ვეფხისტყაოსნისათვის ასევე დამახასიათებელია ალიტერაციის განსაკუთრებული სახესიტყვათა ნაწილაკებისზმნისწინების გამეორებამაგალითად ერთსა და იმავე ტაეპში გვხვდება: წავე ... წა, წაგვივიდა ... წა, მირთმა ... მი, მისრულვარ ... მი, გავიდა ... გა, მომხვდეს ... მო, მოგკლავს ... მო და სხვაყველა ამ მაგალითში მეორე ნაწილაკი წინა სიტყვის უბრალოდ შემოკლებული გამეორებაამათი ერთ ტაეპში არსებობა კი ერთგვარ ალიტერაციას ქმნის.
ბუნების აღწერა
ბუნების სურათები ვეფხისტყაოსანში შედარებით ნაკლებადაა. რუსთაველი ბუნებას თითქმის არსად არ ხატავს თავისთავადსიუჟეტისაგან მოწყვეტილადვეფხისტყაოსნის ბუნების აღწერილობანი დაკავშირებულია უშუალოდ პერსონაჟებთანმათ განცდებთან და განწყობასთანპოემის პერსონაჟებს ბუნება ერთგვარად თანაუგრძნობს მწუხარებასხოლო სიხარულის დროს მათთან ერთად „მხიარულობს“. ბუნების შესაბამისობის მოტივი ადამიანის შინაგან სამყაროსთან მოგვიანებით, XIX საუკუნის ქართული კლასიკური მწერლობისათვის ტრადიციული გახდა.
აფორიზმები
ერთ-ერთი გვერდი ვეფხისტყაოსნის ბეგთაბეგისეული ნუსხიდანთითოეული ტაეპის ბოლოს გარითმული სიტყვა წითელი მელნითგაშლილადაა დაწერილირათა უკეთ გამოჩნდესთუ როგორ ზუსტად შეესაბამება ერთმანეთს გარითმული სიტყვების უკანასკნელი ასოები
ვეფხისტყაოსანი მდიდარი ნაწარმოებია აფორიზმებითრუსთველოლოგის, ალექსანდრე ბარამიძის აზრით, შოთასროგორც აფორიზმებით მაზროვნე პოეტსმსოფლიოლიტერატურაში ტოლი არ ჰყავს[112]რუსთაველი აფორიზმების საშუალებით მოკლედსხარტად გადმოსცემს ბრძნულ აზრებსჩვეულებრივვეფხისტყაოსნის აფორიზმები ერთი სტროფის ფარგლებშია მოქცეულისტროფის პირველ სამ ტაეპში პოეტი ავითარებს საჭირო მოსაზრებასთვალსაზრისსრასაც მეოთხე ტაეპის სახით მოსდევს უფრო ზოგადი აზრის შემცველი დასკვნითი აფორიზმიხშირად აფორისტული ხასიათისაა წინა სამი ტაეპიცშესაბამისადმთელი სტროფი აფორიზმიათუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა ყოველთვის უკანასკნელმეოთხე ტაეპს ეკუთვნის.
რუსთაველის აფორიზმები შთამაგონებელ-აღმზრდელობითი ხასიათისააისინი ფართოდ გავრცელდა ხალხში ხალხური სიბრძნის სახითაღსანიშნავიარომ ხალხმა შოთა რუსთაველს მიაწერა ზოგიერთი ხალხური სიბრძნეც.

No comments:

Post a Comment

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...