„ალი და ნინო“ ყურბან საიდის პოპულარული აზერბაიჯანული რომანი. ნაწარმოებში მოთხრობილია ორი ბაქოელის აზერბაიჯანელი-მუსლიმი ალი ხან შირვანშირისა და ქართველი-ქრისტიანის ნინო ყიფიანის სიყვარულის ისტორია. წიგნის ავტორის, ყურბან საიდის, ნამდვილი სახელი და გვარია ლევ ნასიმბაუმი, რომელიც 1905 წელს ბაქოში დაიბადა. ახალგაზრდობაში მაჰმადიანობა მიიღო და ასად ბეი დაირქვა.
წიგნი, სადაც ნათლად ჩანს კონტრასტი ქრისტიანსა და მაჰმადიანს შორის. განსხვავებული კულტურა, განსხვავებული ფასეულებები და სხვადასხვა ყოველდღიური აუცილებლობა. ისტორია ქრისტიანისა და მუსლიმის სიყვარულზე, მათ შორის არსებულ უფსკრულსა და სირთულეებზე მოგვითხრობს. ცდილობენ, ერთმანეთის ყოველდღიურებას ფეხი აუწყონ და პატივი სცენ ერთმანეთის აღმსარებლობას.
“თუ ვინმე ჩვენს ქალაქში სასამართლოს ეძიებდა, კედლის იქითა მხარეს, რუს მოსამართლესთან უნდა წასულიყო. თუმცა ასე ცოტანი იქცეოდნენ. იმიტომ კი არა, რომ რუსი მოსამართლეები ცუდები ან უსამართლონი იყვნენ. არა, შეიძლება შემწყნარებლები და სამართლიანებიც ყოფილიყვნენ, მაგრამ ისინი ჩვენს ხალხს არ მოსწონდა. ქურდებს აპატიმრებდნენ, მაგრამ ისინი სუფთა საკანში ისხდნენ და ჩაის შეექცეოდნენ, თანაც შაქრით. ჩვენი ხალხი ამაზე მხრებს იჩეჩავდა და სამართალს თვითონვე ეძიებდა. მომჩივანნი ისხდნენ და შარიათის, ალაჰის კანონით ასამართლებდნენ: “თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ.”
” პირველი ცეკვა ჩემთან . -დაიძახა ილიას ბეგმა. ნინომ კითხვის ნიშნად გამომხედა. მე თავი დაუქნიე, რადგან ცუდად ვცეკვავი, ილიას ბეგისთვის კი ნინოს მინდობა შეიძლებოდა.
მე, რა თქმა უნდა, ეს გათვალისწინებული მქონდა და ცეკვის წინ ილიას ბეგს ჩემი ხანჯალი მივეცი. ასე რომ, ნინოს მანდილი იატაკზე ჩემი ხანჯლის წვერით იყო დამაგრებული. ნათქვამია: “ვიდრე აქლემს ალაჰს მიანდობ, ჯერ შენს ბაგაზე მაგრად მიაბიო.”
No comments:
Post a Comment