ვეფხისტყაოსნის ფაბულის ორიგინალობაზე ეჭვი დაბადა თავად პოემის პროლოგის ერთ-ერთმა სტროფმა, რომელშიც ავტორი წერს:
„
|
ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები ...
... ვპოვე და ლექსად გარდავთქვი, საქმე ვქმენ საჭოჭმანები ... |
“
|
ამ სტროფის მიხედვით, რუსთაველს ხელთ ჰქონია სპარსულ ენაზე დაწერილი და შემდეგ ქართულად ნათარგმნი პროზაული მოთხრობა და ის გაურითმავს, ლექსად „გარდაუთქვამს“. ამ სტროფის აზრი ამგვარად, პირდაპირი მნიშვნელობით ესმოდათXVIII საუკუნემდე. პირველად ვეფხისტყაოსნის ფაბულის სპარსულობაში ეჭვი ვახტანგ VI-ს შეეპარა; იგი თავის კომენტარებში კრიტიკულად განიხილავს ამ საკითხს და აღნიშნავს:
„
|
ეს ამბავი სპარსში არ არის... სპარსშიდ ეს ამბავი არსად იპოება.
|
“
|
ვეფხისტყაოსნის სიუჟეტის სპარსულიდან წარმოშობის თეორიას იცავდა ნიკოლოზ მარი. მას ერთ დროს ბრიტანეთის მუზეუმში ეგულებოდა რუსთაველის პოემის სპარსული პროტოტიპის ხელნაწერი, თუმცა მისი მოლოდინი არ გამართლდა. მიუხედავად ამისა, იგი თავის მონოგრაფიულ ნაშრომებში მაინც ვეფხისტყაოსნის ფაბულის სპარსულობას იცავს[. ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგებოდა ვაჟა-ფშაველა და აღნიშნავდა, რომ თუ პოემის ფაბულა სპარსულია, მას სპარსეთშიც ბევრი გალექსავდა. XX საუკუნის მკვლევართა უმრავლესობამ უარყო ძველი შეხედულებები, საყოველთაოდ აღიარებული იქნა ვეფხისტყაოსნის სიუჟეტური ორიგინალურობა. მოგვიანებით სარგის კაკაბაძემ სცადა აღედგინა მივიწყებული თეორიის აღდგენა და ივარაუდა, რომ ვეფხისტყაოსანი სპარსულ ენაზე მეხოტბე ჩახრუხაძის ძმამ პროზაულად დაწერა; იგი ქართულად გადმოთარგმნა სარგის თმოგველმა, ხოლო საბოლოოდ კი შოთა რუსთაველმა გალექსა. ამ აზრმა მეცნიერებაში ფეხი ვერ მოიკიდა; იგი გააკრიტიკა რუსთველოლოგმა ალექსანდრე ბარამიძემ, გაიოზ იმედაშვილმა, სოლომონ ცაიშვილმა.
დღეს როგორც საზოგადოების, ისე მკვლევართა შორის გავრცელებული და მიღებულია მოსაზრება, რომ შოთა რუსთაველმა„სპარსული ამბის“ მომიზეზებით გამოიყენა მსოფლიო ლიტერატურაში ფართოდ გავრცელებული სიუჟეტის ხელოვნურად შენიღბვისა და გაუცხოების ხერხი. ეს ხერხი ფართოდ იყო გავრცელებული განსაკუთრებით შუა საუკუნეებში როგორცევროპის ქვეყნებში, ისე საქართველოში. სიუჟეტის გაუცხოების აუცილობლობა, ალექსანდრე ბარამიძის აზრით გამოწვეული იყო ვეფხისტყაოსანში ასახული გამჭვირვალე ისტორიული ასოციაციებითა და პოემაში გატარებული შეხედულებების რადიკალიზმით.
ვეფხისტყაოსნის ფაბულის ორიგინალურობის თეორიას ამყარებს იმ მკვლევართა მოსაზრებები, რომლებიც პოემის სიუჟეტშიშოთა რუსთაველის თანადროული საქართველოს ისტორიულ სინამდვილეს ხედავენ. რუსთველოლოგთა უმრავლესობა პოემაში აღწერილ თინათინისა და ნესტან-დარეჯანის ამბებში საქართველოს რეალური მეფის, გიორგი III-ის მიერ თამარისგამეფების, რუმის სულთნის მიერ ხელის თხოვნის ისტორიებთან პოულობს მსგავსებას. ამგვარ აზრს ავითარებდნენ მარი ბროსე, დავით ჩუბინაშვილი, დიმიტრი ბაქრაძე, მოსე ჯანაშვილი, ვაჟა ფშაველა. ეს აზრი მოგვიანებით გაიზიარეს სხვებმაც: დიმიტრი ბენაშვილმა, დ. ქუმსიშვილმა, ნიკო მარმა და სხვებმა. საკმაოდ გავრცელებულია მოსაზრება, რომ შოთა რუსთაველი თავად მონაწილეობს პოემაში, როგორც პერსონაჟი, ავთანდილის ან ტარიელის სახით. ამ აზრს იცავდნენ და ავითარებდნენ ვაჟა-ფშაველა, სერგი გორგაძე პავლე ინგოროყვა.
No comments:
Post a Comment