მკითხველთა კლუბის
განაცხადი და
შესაბამისი ატრიბუტიკა
კლუბის სახელწოდება :
,,ბიბლონი“
კლუბის სლოგანი: სლოგანი: “ვიკითხოთ რომ გავიზარდოთ
და არ დავრჩეთ ბავშვობაში
“. ნინო ძიგანიძე
კლუბის ემბლემა:
კლუბში ბავშვები სიამოვნებით მოისმენენ და წაიკითხავენ სხვადასხვა ტიპის ქართულ და მსოფლიო ლიტერატურას და ხალისით შეასრულებენ სასწავლო, ინტერაქტიურ აქტივობებს,რომლებიც ხელს შეუწყობს გააზრებული კითხვის უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და თვალსაწიერის გაფართოებას, მოსწავლის მკითხველად ჩამოყალიბებას .კლუბში შედგენილია სპეციალური პროგრამა ბავშვის ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით.
მსურველებმა დაგვიკავშირდით, შეავსეთ შესაბამისი განაცხადის ფორმა.
გელოდებით ბევრი სიახლით .ვიმედოვნებთ, ერთად საინტერესო და თავგადასავლებით სავსე წელს გავატარებთ.
კლუბის კურატორი: ნათია
ჩაკვეტაძე
მკითხველთა კლუბ
,,ბიბლონის“ წესდება
დამტკიცებულია: სკოლის დირექტორის
#---- ბრძანებით (--- ---- -2021-2022)
ქ.ზესტაფონის ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“
საბაზო საფეხურის VII კლასის
მკითხველთა კლუბი ,,ბიბლონი“
1. ჩამოყალიბდეს მკითხველთა კლუბი;
2. დამტკიცდეს მკითხველთა კლუბის წესდება;
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
წესდება
მუხლი 1.
დებულებით რეგულირებული ურთიერთობები
წინამდებარე დებულება განსაზღვრავს მკითხველთა კლუბ ‘’ბიბლონის“ ძირითად პრინციპებს, საქმიანობის მიმართულებებს, კლუბის ხელმძღვანელის, წევრის უფლება-მოვალეობებს.
მუხლი2. მკითხველთა კლუბის მიზნები და ამოცანები
მკითხველთა კლუბის მთავარი მიზნებია:
1.მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება;
2.მშობლიურ და მსოფლიო ლიტერატურასთან ზიარება;
3.კულტურათაშორისი კავშირების ძიება,კულტურათა დიალოგი;
4. კითხვისა და კრიტიკული აზროვნების, განსჯისა და წვდომის უნარ-ჩვევის გამომუშავება;
5.მოსწავლეთა აქტიურ მკითხველად ჩამოყალიბება;
6.ზეპირმეტყველების ,აზრის გამოხატვის უნარ-ჩვევების, მოსმენის კულტურის,სოციალური კომუნიკაციის უნარების განვითარება;
7.ინფორმაციისა და საკუთარი აზრის წერილობითი გადმოცემის უნარის განვითარება;
8.ინდივიდუალური შემოქმედებითი უნარის გამოვლენა- განვითარება.
მუხლი 3. მკითხველთა კლუბის ფუნქციები:
1. მოსწავლეთა მიერ ნაირგვარი წერილობითი ტექსტის წაკითხვა. მათში მოცემული ინფორმაციის გაგება ,გააზრება და გამოყენება;
2.სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვა-განხორციელება, შეხვედრების, წაკითხული ლიტერატურის განხილვების ორგანიზება;
3. ლიტერატურის სწავლისა და მასთან დაკავშირებულ პროექტებში მონაწილეობის წახალისება.
მუხლი 4. მკითხველთა კლუბის წევრობა
1.მკითხველთა კლუბის წევრი შეიძლება გახდეს მოსწავლე,(მათ შორის სხვა საჯარო ,თუ კერძო სკოლის) რომელიც გამოთქვამს გაწევრიანების სურვილს;
2. წევრობა არის ნებაყოფლობითი და მკითხველთა კლუბის წევრი იმავდროულად შეიძლება იყოს სხვა კლუბის წევრიც;
მკითხველთა კლუბის წევრს უფლება აქვს:
ა) მონაწილეობდეს მკითველთა კლუბის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;
ბ) ისარგებლოს მკითხველთა კლუბის ყველა რესურსით;
მკითხველთა კლუბის ხელმძღვანელობა
მკითხველთა კლუბს ხელმძღვანელობს პედაგოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ერთ-ერთი წევრი, რომელიც გამოხატავს ინიციატივას, მზადყოფნას საკლუბო მუშაობის წარმართვისა და წარმოადგენს განაცხადსა და სამოქმედო გეგმას.
ხელმძღვანელი მიმართულებას აძლევს და წარმართავს საკლუბო მუშაობას.
ზრუნავს მკითხველთა კლუბის საქმიანობისა და ეფექტური მუშაობისათვის.
კლუბის სამუშაო პერიოდი
ა) კლუბის სამუშაო პერიოდი ემთხვევა სასწავლო სემესტრებს;
ბ) კლუბი იკრიბება თვეში ორჯერ, ასევე საჭიროებისამებრ შაბათ-კვირა;.
გ) კლუბი მუშაობას იწყებს საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ.
კლუბის კურატორი: ნათია ჩაკვეტაძე
კლუბის მუშაობის განრიგი
კლუბის წევრები შეიკრიბებიან 2021 სასწავლო წლის I-II სემესტრის განმავლობაში , თვეში ორჯერ, ხუთშაბათს 14:15 საათზე.
კლუბში
გაწევრიანების მსურველთა განცხადების ფორმა
ქართულ-ევროპული
სკოლა „ორნატის“ მკითხველთა კლუბი“ ბიბლონი ,, .კლუბის
სლოგანი:“ვიკითხოთ რომ გავიზარდოთ და არ დავრჩეთ ბავშვობაში“.
ნინო ძიგანიძე
სახელი, გვარი
...........................................................................
სკოლა
........................................................................................
საკონტაქტო ინფორმაცია
(მისამართი, ტელეფონი)...........................................................
ჩემი ინტერესები
.......................................................................
რატომ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი სასკოლო
მკითხველთა კლუბში მუშაობა, რას მოველი ამ საქმიანობისაგან ? .......................................................................................................
სურვილი მაქვს გავხდე კლუბის წევრი . გთხოვთ, ჩამრიცხოთ მკითხველთა კლუბ ,, ბიბლონი“.
თარიღი : ........................................................................
მკითხველთა კლუბ ,, ,,ბიბლონის“ სამუშაო გეგმა
მასწავლებელი:ნათია ჩაკვეტაძე
კლუბის სამუშაო გეგმა VIIკლასი
კომპონენტები ინსტრუქცია
1 სასწავლო საგნის სახელწოდება მკითხველთა კლუბი ,,ბიბლონი“
2 საშუალო განათლების საფეხური (დაწყებითი, საბაზო, საშუალო) საბაზო
3 სწავლების კლასი VII კლასი
4 სასწავლო საგნის საათების ხანგრძლივობა I-II სემესტრი
5 სასწავლო საგნის სტატუსი არჩევითი
6 მასწავლებელი ნათია ჩაკვეტაძე
7 სასწავლო კურსის ზოგადი აღწერა კითხვის გაკვეთილები
8 სასწავლო კურსის მიზნები წიგნიერების დონის ამაღლება .მოსწავლის აქტიურ მკითხველად ჩამოყალიბება.
9 სასწავლო კურსის ამოცანები კითხვის უნარის განვითარება წიგნიერების საფუძველია.ნაირგვარი წერილობითი ტექსტის წაკითხვის,მათში მოცემული ინფორმაციის გაგების, გააზრებისა და გამოყენების უნარ–ჩვევების გამომუშავება. მეტყველების, აზრის გამოხატვის უნარ–ჩვევების, მოსმენის კულტურის,სოციალური კომუნიკაციისუნარების განვითარება. ინფორმაციისა და საკუთარი აზრის წერილობით ჩამოყალიბებისა და გადმოცემის უნარ–ჩვევების განვითარება.
10 საგნის მნიშვნელობა ეს მიმართულება ემსახურება მშობლიურ და მსოფლიო ლიტერატურასთან ზიარებას.
11 საგნის შესწავლის აუცილებელი საბაზისო კომპეტენციები მეტყველების, კითხვისა და წერის საწყისი უნარ–ჩვევები.
12 სასწავლო დისციპლინის ფორმატი( სწავლების მეთოდი) გაკვეთილი, ,პრეზენტაცია .
13 სწავლების შედეგი
ერთი ჟანრის ტექსტებს აქვთ საერთო ჟანრობრივი მახასიათებლები (შინაარსობრივი, ენობრივ-სტილური, სტრუქტურულ-ორგანიზაციული), რომლებიც განსხვავდება სხვა ჟანრების მახასიათებლებისგან.
2. ჟანრობრივი მახასიათებლების ცოდნა საჭიროატექსტის გასააზრებლად, სხვადასხვა ჟანრის ტექსტების შესადგენად.(შედეგები: 3, 6, 8, 9, 11, 12)
14 სასწავლო კურსის შეფასება სიტყვიერი ,განმავითარებელი.თვითშეფასება; ურთიერთშეფასება; კლუბის კურატორი მასწავლებლის შეფასება
15 რესურსები კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა. ფერადი ფანქრები , ფერადი ფურცლები, კომპიუტერი , პროექტორი, მარკერი, დაფა, თაბახის ფურცლები,წებოვანი ფურცლები.
წიგნის კლუბის თემატიკა
თვე და რიცხვი პროგრამა
30.09.2021 წიგნის კლუბის დაარსება; წესდების შემუშავება;ლოგოსა და სლოგანის შემუშავება.
28.10.2021 წიგნის კითხვის სტრატეგიების გაცნობა; პრაქტიკული მუშაობა
11.11.2021 სასურველი ჟანრის წიგნის შეჩევა და პრეზენტაცია
25.11.2021 საინფორმაციო ტექსტის აღქმის თავისებურებები; საინფორმაციო-შემეცნებითი ტექსტი "ფრინველის ბუდე"
09.12.2021.
გოდერძი ჩოხელის კვირეული-"სამოთხის გვრიტები" კითხვა-ანალიზი;
დავალებად "სამოთხის გვრიტები"- ფილმის ყურება და ჩანაწერების გაკეთება
23.12.2021 გოდერძი ჩოხელი- "ლუკას სახარება" კითხვა-ანალიზი;
დავალებად "ლუკას სახარება" ფილმის ყურება და ჩანაწერებს გაკეთება;სემესტრის შეჯამება ;
27.01.2022 მარკუს ზუზაკი-“წიგნის ქურდი“ კითხვა და ანალიზი:
დავალებად „წიგნის ქურდის“ფილმის ყურება და ჩანაწერის გაკეთება.
10.02.2022 საგაზეთო სტატიები-უმბერტო ეკო “წიგნი თუ კომპიუტერი“;
დ.კენჭაძე“წიგნი- უკეთესი მომავლის გარანტი“.
24.02.2022 გოდერძი ჩოხელი და ვაჟა-ფშაველა
17.03.2022 დისკუსია“წიგნი თუ კომპიუტერი“
31.03.2022 ანა კატერინა ვესტლი- „ დედა, მამა საბარგო მანქანა და რვა ბავშვი“
14.04.2022 „ წაიკითხე ჩემი წიგნი“ - აქტივობა
28.04.2022 პალაციო“ საოცრება“ კითხვა და ანალიზი:
დავალებად „საოცრება“ფილმის ყურება და ჩანაწერის გაკეთება.
09.06.2022 სემესტრის შეჯამება
No comments:
Post a Comment