Saturday, 23 July 2016

ვეფხისტყაოსანი-პერსონაჟები


ვეფხისტყაოსანი საკმაოდ მდიდარი პოემაა პერსონაჟთა წრითმოქმედება ფართო გეოგრაფიულ არეზეა გაშლილი და პერსონაჟებიც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები არიანმათ შორის გამოგონილი ქვეყნებისაც (როგორიცაამაგალითადმულღაზანზარი). პოემაში არაა გამოყვანილი ეროვნებით ქართველი პერსონაჟიზოგიერთი მკვლევარის აზრითვეფხისტყაოსანში დასახელებულ სამეფოებში იმდროინდელი საქართველოს კუთხეები იგულისხმება. ივანე ჯავახიშვილისთქმით, შოთა რუსთაველის გმირებში ქართული გული ძგერს და მათ მაშინდელი საქართველოს საკითხები აღელვებთ.
ვეფხისტყაოსნის პერსონაჟებთან დაკავშირებით ნარკვევები გამოქვეყნებული აქვთ აკაკი წერეთელსა და ილია ჭავჭავაძესაკაკის მოსაზრებით ვეფხისტყაოსნის ქვეყნები გადარქმეული საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიაშესაბამისად ხალხიც ქართველიააკაკი პირდაპირ ასახელებსრომ ტარიელი წარმოშობით ამერიდანაა (აღმოსავლეთ საქართველოდან), ავთანდილი იმერიდან (დასავლეთიდან), ხოლო ფრიდონი შავიზღვისპირელი ქართველია — ამ სამი გმირის ერთობა კი ერთიანშეკავშირებულ ქართველ ხალხს იძლევააკაკიმ ნესტანი წარმოიდგინა საქართველოს სიმბოლოდრომელსაც ქართველი ხალხი მხოლოდ ერთიანი ძალებით თუ უშველისამგვარად აკაკიმ სცადა ქართველთა სუბეთნიკურ ნიადაგზე ვეფხისტყაოსნის პერსონაჟთა ტიპური ბუნების გარკვევა. აკაკის მოსაზრებას დაეთანხმა დავით კარიჭაშვილიცთუმცა მან აღნიშნარომ ქართველი ხალხის ეთნოგრაფიული წარმომადგენლები რუსთაველს განგებ კი არ დაუხატავსარამედ ეს თავისთავადპოეტის უნებურად მოხდავეფხისტყაოსნის პერსონაჟებზე აკაკის აზრი მკაცრად გააკრიტიკა ილია ჭავჭავაძემმისი თქმითაკაკიმ „ვიწრო ფარგლებში მოამწყვდია“ დიდებული ქართული პოემის მნიშვნელობახოლო მისი ავტორი უბრალო ეთნოგრაფად გამოაჩინაილიას აზრითრუსთაველის პერსონაჟები არიან „ზოგადი ადამიანების ტიპები“ და არა რომელიმე „ქართლელიკახელიპეტრეივანე.
ვეფხისტყაოსნის პერსონაჟების დახასიათებას უძღვნა ნაშრომი ვლადიმერ ნორაკიძემმისი თქმით ტარიელი და ავთანდილიასევე ფრიდონიც არიან მსგავსი ხასიათების ადამიანებითუმცა ისინი მაინც არ კარგავენ საკუთარ ინდივიდუალობასამ მხრივ დიამეტრულად განსხვავებული მოსაზრება აქვს ივანე ჯავახიშვილსმისი თქმითპირიქითვეფხისტყაოსნის მთავარი გმირები (ტარიელი და ავთანდილიიმდროინდელი საქართველოს ორ აბსოლუტურად განსხვავებულ ტიპს წარმოადგენენჯავახიშვილი ხსნისრომ განსხვავება კონკრეტულად იმაშიარომ ტარიელი იბრძვისარის მამაცითუმცა მის ბრძოლას არა აქვს იდეური ხასიათიავთანდილი კი პირიქითხმალს მხოლოდ იმისათვის იშიშვლებსრომ შეურაცხყოფილებს დაეხმაროსგაათავისუფლოს ჩაგრულებიამ საკითხში ივანე ჯავახიშვილს არ ეთანხმება ალექსანდრე ბარამიძე.
ვეფხისტყაოსნის ძირითადი პერსონაჟები არიან:

·         ტარიელი — უცხო მოყმევეფხისტყაოსანინესტანის მიჯნურიავთანდილისა და ფრიდონის ძმადნაფიცი;
·         ავთანდილი — არაბეთის სპასპეტითინათინის მიჯნურიტარიელისა და ფრიდონის ძმადნაფიცი;
·         ნურადინ-ფრიდონი — მულღაზანზარის მეფეტარიელისა და ავთანდილის ძმადნაფიცი;
·         ნესტან-დარეჯანი — ტარიელის მიჯნურიფარსადანის ქალიშვილი;
·         თინათინი — ავთანდილის მიჯნურიროსტევანის ქალიშვილი და თანამესაყდრე;
·         როსტევანი — არაბეთის მეფე;
·         ფარსადანი — ინდოეთის მეფე;
·         დავარი — ფარსადანის დაქაჯეთში გათხოვილინესტან-დარეჯანის გამზრდელი და მასწავლებელი
·         შერმადინი — ავთანდილის ერთგული მსახური;
·         ასმათი — ნესტან-დარეჯანის მონა-მსახურიტარიელის მსახური და მეგობარი;
·         რამაზი — ხატაეთის მეფე;
·         უსენი — გულანშაროს მთავარი;
·         ფატმანი — უსენის ცოლი;
·         ჭაშნაგირი — ფატმანის საყვარელი;
·         მელიქსურხავი — გულანშაროს მეფე;
·         უსამი — ვაჭრების მეთაური.

No comments:

Post a Comment

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...