"ვეფხისტყაოსნის"
მითოლოგია
"ვეფხისტყაოსნის" სიუჟეტი ზოგჯერ მითოლოგიურ სცენარს
ემორჩილება, ზოგჯერ კი ავტორის მხატვრულ ჩანაფიქრს ემყარება და მოქმედება მითოლოგიური
ტრადიციის საწინააღმდეგოდ ვითარდება. მართალია, "ვეფხისტყაოსანი" არისტოკრატიული
პოემაა, მაგრამ ცალკეულ ეპიზოდებში იკვეთება ისეთი რიტუალური ელემენტები, რომლებსაც
ტრადიციულ საზოგადოებაში ექვემდებარებოდნენ ადამიანები. ისინი "ვეფხისტყაოსანში"
ხშირად ცალკეული მითოლოგემების სახით არის წარმოდგენილი."ვეფხისტყაოსნის"
მთავარ გმირთა თავგადასავალში გარდამტეხ მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს ნადირობა, უდაბნოში
ხეტიალი, ბნელში ყოფნა, განმარტოებულ კოშკსა და გამოქვაბულში ცხოვრება. მათ ტრადიციულ
ეპოსებში, როგორც ცნობილია, რიტუალური გადასვლის მნიშვნელობა ჰქონდა.არქაულ საზოგადოებაში
მოზარდს ასაკობრივი ცვლილების ზღვარზე უნდა გაევლო ინიციაცია, რომელსაც ხშირად თან
ახლდა უკიდურესად ასკეტური ფორმები, კერძოდ, კოლექტივისგან გარკვეული დროის მანძილზე
ინდივიდის განცალკევება, გამოქვაბულში ან საინიციაციო ქოხში განმარტოება, დუმილის დაცვა
და ბნელში ჯდომა. ინიციაციის გავლის შემდეგ მოზარდი ხდებოდა საზოგადოების სრულუფლებიანი
წევრი, მას შეეძლო დაქორწინება, მართვა-გამგეობასა და ომში მონაწილეობა.
"ვეფხისტყაოსნის"
დემონოლოგია
„ვეფხისტყაოსანში“, როგორც შუა საუკუნეების სარაინდო ნაწარმოებში,
მნიშვნელოვანი ადგილი უკავია დემონოლოგიურ მოტივებსა და დემონურ პერსონაჟებს. პოემის
მთავარ გმირებს ბრძოლა უწევთ დემონური თვისებების მქონე ბოროტ ძალებთან. მათი ასპარეზი
და სამოქმედო სივრცე საკმაოდ მრავალფეროვანია. პოემაში ვხვდებით ქაჯთა ლეგიონებსა და
მათ მბრძანებლებს, საიდუმლო საგანძურის მცველ დევებსა და ადამიანთა სამსახურში მყოფ
გრძნეულ არსებებს, მისტიკურ ცოდნაში ქაჯ-ეშმაკებთან განდობილ ადამიანებსა და მათ ხელქვეითებს.
ისინი, ფოლკლორული დემონოლოგიური ტრადიციის მსგავსად, წარმოადგენენ როგორც უხილავ შავბნელ
ძალებს, ისე ხილულ, ანთროპომორფულ არსებებს.დემონური პერსონაჟები ფლობენ განსაკუთრებულ
უნარებს და, შესაბამისად, ადამიანებისთვის უდიდესი ზიანის მოტანა შეუძლიათ. დემონურ
ძალებთან დაპირისპირება პოემის გმირთა აუცილებელ და გარდაუვალ განსაცდელს წარმოადგენს.
ქაჯები და ქაჯეთი
„ვეფხისტყაოსანში“ ბოროტების პერსონიფიცირებულ
სახეს ქაჯები წარმოადგენენ. ზ. კიკნაძის აზრით, დავარმა და ქაჯეთის ციხემ პოემაში თავი
იჩინა, როგორც მსჯავრმა, იმ სიცრუისა და ორპირობის საპასუხოდ, რომელსაც ინდოეთის სამეფოში
ჰქონდა ადგილი. ქაჯი და ქაჯეთი ლიტერატურაში
არ არის რუსთველის შემოტანილი სახელწოდება. მანამდე მას ვხვდებით ქართულ საისტორიო
ქრონიკებში. ლეონტი მროველის ცნობით, ფარნავაზს ოსი მეომრებისა და ერისთავ ქუჯის დახმარებით
გადამწყვეტი ბრძოლა აზოს წინააღმდეგ არტნის მახლობლად გაუმართავს, ნაქალაქევთან, „რომელსა
ერქუა მაშინ ქაჯთა ქალაქი“ (ქართლის ცხოვრება). მეორედ ლეონტი მროველი ახსენებს ქაჯატუნს,
ე. წ „დევთა სახლს“. საქმე ეხება სომხეთის მეფის იარვანდის ლაშქრობას მტკვრის ხეობაში.
მისი ცნობით, იარვანდმა „დასხნა წუნდას შინა კაცნი მჴეცნი, ნათესავნი დევთანი, და უწოდა
სახელად ქაჯატუნი, რომელი-ესე ითარგმნების „დევთა სახლად“ (ქართლის ცხოვრება). რადგან
კონკრეტული გეოგრაფიული ადგილების აღსანიშნავად მემატიანე დემონოლოგიური სახელწოდებებს
იყენებს, უნდა ვიფიქროთ, რომ იგი (არტნის შემოგარენი და ნაქალაქევი), ავტორის აზრით,
წარმოადგენდა მოუწესრიგებელ სამყაროს, სადაც დროებით შეზღუდული იყო სამეფო ხელისუფლების
კონტროლი და საჭიროებდა სივრცის კოსმიზირებას. ხოლო „კაცნი მჴეცნი, ნათესავნი დევთანი“
გულისხმობს მტრულად განწყობილ ხალხს, რომელიც სომეხთა მეფემ წუნდის მიდამოებში კოლონიზაციის
მიზნით ჩამოასახლა. შუა საუკუნეების თხზულებაში ამგვარი დემონური ატრიბუტებით, როგორც
წესი, მოხსენებული არიან მწვალებლები, წარმართები, ურწმუნო ადამიანები, ზოგადად, ქვეყნისა
და სარწმუნოების მტრები.
„ვეფხისტყაოსანში“
ქაჯებს აქვთ საკუთარი სამეფო და სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები. ქაჯების ძირითადი მოწოდება
არის ბოროტების ჩადენა. ფატმანის ცნობით, ისინი არიან „ყოველთა კაცთა მავნენი“ (რუსთველი).
ქაჯები გარიდებიან კაცთა საცხოვრისს და სადღაც შორს, თითქოს ადამიანთა სამოქმედო სივრცის
პარალელურ სამყაროში დაუდიათ ბინა. გეოგრაფიული თვალსაზრისით ქაჯეთი განუსაზღვრელ სივრცეში
მდებარეობს. მაღალ და გრძელ კლდეზე გაშენებული ქაჯთა ქალაქი დემონურ არსებათა შეკრების
ადგილს და ბოროტ ძალთა საიმედო თავშესაფარს წარმოადგენს. ქალაქს აქვს სამი შესასვლელი,
რომლებსაც სამ-სამი ათასი მეომარი დარაჯობს. ქალაქის შუაგულში, მაღალ კლდეზე ციხეა
აღმართული, საიდანაც „თვალნი ძლივ გარდასწვდებიან“ (რუსთველი). ქაჯებს ციხეში ასასვლელი
საიდუმლო გვირაბი აქვთ გაყვანილი, რომელსაც ათი ათასი მეომარი მუდამ ფხიზლად იცავს.
დემონურ არსებებს მხოლოდ ადამიანებისთვის არ მოაქვთ ზიანი. აბსოლუტური ბატონობის მოსაპოვებლად
ისინი შეიძლება ერთმანეთსაც დაუპირისპირდნენ. „ვეფხისტყაოსანში“ გვხვდება ცნობა დევებისა
და ქაჯების მოსალოდნელი ბრძოლის შესახებ. პოემის
მიხედვით, ქაჯებთან შებრძოლება ჯერ არავის გაუბედავს. ამ გარემოებაზე უნდა მიუთითებდეს
რუსთველის სიტყვები: „ქაჯთა ქალაქი აქამდის მტერთაგან უბრძოლველია“. იქ შეღწევა ჩვეულებრივ
მოკვდავს უძნელდება. ფატმან ხათუნი ქაჯეთთან დაკავშირებას მხოლოდ თავისი „გრძნებით
სავსე“ მონების დახმარებით ახერხებს. „ვეფხისტყაოსნის“
ქაჯებს, სხვა დემონურ არსებათა მსგავსად, მართალია, შეუძლიათ გარდასახვა და გაუჩინარება,
მაგრამ ისინი მაინც არ არიან უხილავი და უხორცო არსებები. სწორედ ამას გულისხმობს ფატმანი
ავთანდილთან საუბარში, როცა ამბობს: „არ ქაჯნია, კაცნიაო, მიჰნდობიან კლდესა სალსა“.
ფატმანის ცნობით, მათ აქვთ ერთი საერთო შესაკრებელი, ისინი ერთად, ერთ კონკრეტულ ადგილზე
ცხოვრობენ და „არიან ერთგან კრებულნი“ (რუსთველი), მისი აზრით, ისინი ქაჯებადაც ამიტომ
იწოდებიან: „თვარა იგიცა კაცნია ჩვენებრვე ხორციელანი“ (რუსთველი). ფატმანი მათ თვისებებს საკმაოდ დეტალურად წარმოუდგენს
ავთანდილს, რომელსაც ქაჯები თავდაპირველად უხორცო არსებები ეგონა. ავთანდილი ისეთ კითხვებს
უსვამს ფატმანს, თითქოს რაინდი დემონოლოგიის საკითხებს იკვლევდეს. იმ ინფორმაციას,
რომელსაც ავთანდილი დემონური ძალების შესახებ ფატმანისგან მოიპოვებს, შუა საუკუნეების
დასავლეთევროპელი ინკვიზიტორები ზეწოლითა და ძალადობით ათქმევინებდნენ ხოლმე კუდიანობაში
ბრალდებულებს. როგორც ჩანს, გულანშაროელი ვაჭართუხუცესის ცოლმა ცნობები დემონურ არსებათა
თვისებების შესახებ თავისი გრძნეული მონების დახმარებით მოიპოვა, რომლებიც გაწვრთნილი
იყვნენ ჯადოქრობაში „მათითა ხელოვნებითა“ (რუსთველი). შუასაუკუნეობრივ შეგნებაში ჯადოქრობა
და სასწაული უცნაურად იყო გადახლართული ერთმანეთთან. ფატმანს რომ რუსთველის თანამედროვე,
ან უფრო ზუსტად, ცოტა მოგვიანო ხანის დასავლეთ ევროპაში ეცხოვრა, დემონურ ძალებთან
კავშირის გამო, მას უეჭველად მოუწევდა თავის მართლება ინკვიზიტორთა წინაშე. მაგრამ
შოთა რუსთველი სწორხაზოვნად არ მიჰყვება არც დასავლურ და არც აღმოსავლურ დემონოლოგიურ
ტრადიციას. მას აქვს საკუთარი სტილი და მხატვრული ჩანაფიქრი. პოემის ავტორი ლოიალურ
დამოკიდებულებას იჩენს უარყოფითი თვისებების მქონე ქალი პერსონაჟის მიმართ. უფრო მეტიც,
დიდვაჭრის მომხიბვლელი ცოლი თავის გრძნეულ მსახურებთან ერთად პოემაში პოზიტიურ როლს
ასრულებს.
ფატმანის
მიხედვით, ქაჯები ფლობენ ჯადოსნობის საიდუმლოს და ისინი ათასგვარ საკვირველებას ჩადიან:
მათ შეუძლით ადამიანების დაბრმავება, ბუნების სტიქიურ ძალებზე ზემოქმედება, საშინელი
ქარისა და ზღვის ღელვის აღძვრა, ხომალდების დამსხვრევა-გადაბრუნება, წყლის დაშრობა
და წყალზე, ისევე როგორც ხმელეთზე, გარბენა, დღის ღამედ ქცევა და ბნელის განათება:
„იქმან რასმე საკვირველსა, მტერსა თვალსა დაუბრმობენ,
ქართა აღსძრვენ საშინელთა, ნავსა ზღვა-ზღვა დაამხობენ,
ვითა ხმელსა გაირბენენ, წყალსა წმიდად დააშრობენ,
სწადდეს – დღესა ბნელად იქმან, სწადდეს – ბნელსა ანათობენ“
პოემის მიხედვით,
ქაჯებს წინამძღოლად ჰყავთ დულარდუხტი, რომელსაც მისივე მონა მტკიცე თვისებების მქონე
ქალურ არსებად წარმოგვიდგენს: „დულარდუხტ არის დიაცი, მაგრა კლდე, ვითა ლოდია“ (რუსთველი).
ქაჯები ტახტზე დაბრძანებულ დულარდუხტს, როგორც დემონურ დასთა წინამძღოლს, ადიდებენ,
თაყვანს სცემენ და თავიანთ ხელმწიფედ აღიარებენ. ქაჯეთის სამეფო თავისი მრწამსით სრული
ანტიპოდია არაბთა სამეფოსი, რომელსაც „ღმრთისაგან სვიანი“ მეფე განაგებს. როშაქის მონა
დულარდუხტის ქვეშევრდომებსაც განსაკუთრებულ ძალას მიაწერს. დულარდუხტის ქაჯ მეომრებს,
სხვა ვერავინ მოერეოდა, თუ თვითონ ქალი არ დაუშავებდა რამეს: (დულარდუხტი) „ვისცა არ
დაჰკოდს, ყმა მისი ვერავის დაუკოდია“ (რუსთველი). ქართულ დემონოლოგიურ თქმულებებშიც
კუდიანთა უფროსად გვხვდება მდედრობითი სქესის არსება – როკაპი, რომელსაც ტახტი ტაბაკონის
მთაზე უდგას და ავსულები კუდიანების ღამეს, თავიანთ საიდუმლო შეკრებაზე, მას, როგორც
ეშმაკების უფროსს, თაყვანსსცემენ და ანგარიშს აბარებენ. „ვეფხისტყაოსნის“ გრძნეული
როშაქი, ათი ათასი მონის უფროსი, მიიჩნევს, რომ დატყვევებული ნესტანი საჩუქრად დულარდუხტს
უნდა მიართვას. როგორც ჩანს, ქაჯეთიდან სამეკობრეოდ გამოსული მეომრები, იმის დასტურად,
რომ მავნებლობა ჩაიდინეს და ადამიანებს ზიანი მიაყენეს, თარეშის დროს მოპოვებულ ნადავლსა
და ტყვეებს თავიანთ მბრძანებელს ძღვნად მიართმევდნენ და ამით ერთგვარ ანგარიშს აბარებდნენ.
ხალხური თქმულებების
ავსულთა მსგავსად, „ვეფხისტყაოსანშიც“ დემონური პერსონაჟების გააქტიურების ჟამი უმეტესწილად
ღამით დგება. –„ღამით მავნე გამარიდე!“– გულმხურვალედ ევედრება ღმერთს სამშობლოდან
გაპარვის წინ ავთანდილი. როგორც ჩანს, ღამით ავსულებს ძალ-ღონე ემატებათ და სიბნელეში
უკეთ არჩევენ თავიანთ მსხვერპლს. პოემის ავტორი ქაჯეთს ღამის წყვდიადითა და სიბნელით
წარმოგვიდგენს. ქაჯეთში ბნელოდა, როცა ფატმანის გრძნეული მონა იქ მივიდა: „რა ქაჯეთს
შეხდა, ქმნილ იყო ოდენ ბინდ-ბანდი ბნელისა“ (რუსთველი). იქ მაშინაც ბნელოდა, როცა სამი
რაინდი ქაჯეთის ციხეს გასატეხად მიადგა. ზ. გამსახურდია „ვეფხისტყაოსანში“ ქაჯეთს ბინდთან
და ბნელთან აიგივებს. „აქედან კი ცხადი ხდება, – წერს მკვლევარი, – რომ ქაჯეთი „ვეფხისტყაოსანში“
არის ქტონური საუფლოს, ბნელის, ქვესკნელის სიმბოლო“ (გამსახურდია. რადგან ქაჯები განასახიერებენ
ბოროტების შავბნელ ძალებს, როგორც დავარის, ასევე ფატმანის გრძნეული მონების ფერი არის
შავი. „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით, ფატმანმა ავთანდილს „მოჰგვარა მონა გრძნეული შავი,
მართ ვითა ყორანი“ (რუსთველი). გრძნეული მონის ყორანთან შედარება მიუთითებს არა მხოლოდ
მის გარეგნობაზე, მის ერთადერთ შავ ფერზე, არამედ თვისებაზეც, დემონურ და ბოროტების
სხვა შავბნელ ძალებთან მის კავშირზეც.
ქაჯებმა ღამით
შეიპყრეს გულანშაროდან გამოქცეული ნესტან-დარეჯანი. ქაჯეთიდან ასი მონის თანხლებით
როშაქის მინდვრად გაჭრას მისი სიტყვები ერთგვარ რიტუალურ ელფერს ანიჭებს: „მინდორს
წავალ, ვიმეკობრებ, ალაფითა ავივსები“ (რუსთველი). როგორც ვხედავთ, „ვეფხისტყაოსანში“
გრძნეული ყაჩაღების სათარეშო ადგილი ტრიალი მინდორია, სადაც ისინი ქარავნებს ლეწავდნენ
და „ღამეთაცა იყვნენ თევით“ (რუსთველი). შეიძლება პარალელი გავავლოთ ქართული თქმულებების
„აჩხოტის მინდორთან“, სადაც ღამით კუდიანები საიდუმლო შეკრებას მართავდნენ და ბოროტ
საქმეებს გეგმავდნენ (ანდრეზები).
ნესტანი შუაღამით
აღმოჩნდა ტრიალ მინდორზე, სადაც როშაქის ღამეული მხედრობა ბოროტად დაძრწოდა. ამ მხედრობის
ერთ-ერთი მონაწილე გულანშაროს ხანაგაში მგზავრებს დაწვრილებით უყვება ნესტანის შეპყრობის
ამბავს:
„მინდორ-მინდორ მოვდიოდით ჩვენ ღამესა დია ბნელსა,
დიდნი რამე სინათლენი გამოგვიჩნდეს შუა ველსა;
ვთქვით, თუ: მზეა ნუთუ ზეცით ჩამოჭრილი ზედა ხმელსა!
დაბნეულნი მივეცენით გონებასა ჩვენსა მსჯელსა“
(რუსთველი)
შუქმა, რომელსაც
უკუნეთ სიბნელეში მეფის ასული ასხივებდა, ქაჯეთიდან წამოსულ მეკობრეებს თავზარი დასცა,
რადგან ისინი, როგორც შავი მაგიისა და სატანის მიმდევრები, ნათელს უფრთხიან. მათ შუა
ველზე „დიდ სინათლეს“ შორიდან მოუარეს, დარაზმულებმა. დარაზმულობა კი ავსულთა და დემონურ
არსებათა ერთიანობის ნიშანია. როშაქის მონის სიტყვებით,
„მას დარაზმულთა მივჰმართეთ, ახლოსმცა ვნახეთ ბარეო!
შორს მოვუარეთ, მივედით, შემოვადეგით გარეო“
(რუსთველი)
ადამიანური საზოგადოების სრულ ანტიპოდს წარმოადგენს
ქაჯეთი, სადაც ნესტან-დარეჯანს როსანზე დაქორწინებას უპირებენ. პოემაში თითქოს არქეტიპულად
უნდა გამეორდეს დავარის ქორწილი, რომელიც, სავარაუდოდ, ერთხელ უკვე გაიმართა ქაჯეთში.
ქაჯეთის ციხეში გამართული ქორწილი კი იქნება დევური ქორწილის ან ჯადოსნური ზღაპრის
ცრუქორწილის მსგავსი, რომელსაც, როგორც ადამიანურის საპირისპიროს, ვხვდებით „ამირანიანში“
და სხვა ხალხურ ტექსტებში.
პოემის მიხედვით,
ქაჯებს ადამიანებისთვის უამრავი უბედურებისა და ზიანის მოტანა შეუძლიათ, ადამიანებს
კი არ ძალუძთ მათი ვნება. ფატმანის სიტყვებით, ვინც გაბედავდა ქაჯებთან შებრძოლებას,
უეჭველად დამარცხდებოდა და დაბრმავდებოდა. ქაჯეთის ციხის აღება პოემის მთავარ გმირთა
აპოთეოზს წარმოადგენს. თუმცა აღსანიშნავია, რომ მათ ქაჯეთის ციხე მაშინ გატეხეს, როცა
არც ქაჯები და არც მათი წინამძღოლი დულარდუხტი ქალაქში არ იმყოფებოდნენ. დულარდუხტი
ზღვის იქით დის დასატირებლად იყო წასული და, პოემის მიხედვით, „ყოვლი მცოდნელი გრძნებისა“
თან ჰყავდა წაყვანილი. ფრიდონმა აჩქარება და ქაჯეთის ციხის დროული აღება ურჩია მეგობრებს,
რადგან, მან იცოდა, რომ ეს არ იქნებოდა რიგითი ბრძოლა ჩვეულებრივ მტერთან. თუ ქაჯები
რაინდებს ჩამოუსწრებდნენ, ომში გამარჯვება მათ გაუძნელდებოდათ. ფატმანიც აფრთხილებს
ავთანდილს: „თუ ქაჯნი მოგესწრებიან, მუნ მისვლა გაგიძნელდების“ (რუსთველი).
„ვეფხისტყაოსნის“
რაინდებს ქაჯეთის ციხის გატეხაში დევების საგანძურში აღმოჩენილი აბჯარ-იარაღი დაეხმარათ.
მითოსის მიხედვით, დემონური არსებები ფლობენ ჯადოსნურ იარაღს, რომელსაც გმირები დიდი
ძალისხმევით მოიპოვებენ და საბედისწერო ბრძოლაში ამ იარაღით იმარჯვებენ კიდეც. ხევსურული
ტექსტები მოგვითხრობენ, თუ როგორ გახდა თორღვა ძაგანი გველეშაპის ნაჩუქარი ჯაჭვის პერანგით
უძლეველი. (შანიძე). ოსური მითოსი იცნობს ცერექის რვალს, რომელსაც ნართი სოსლანი ატარებდა.
ცერექის ჯაჭვის პერანგი საბრძოლო განგაშის დროს გმირს თავისით ერგებოდა. მას არც მტრის
მახვილი ჭრიდა და არც ტყვია ეკარებოდა. ოსური ეპოსის მიხედვით, წინაპართა საგანძურიდან
ნართებს შემორჩათ რკინის სკივრი, რომელიც დიდი ხაძარის შიგნითა ოთახში ინახებოდა. სკივრი
მხოლოდ მაშინ გაიღო, როცა ბათრაძმა მას საიდუმლო, ხატიაგურ ენაზე მიმართა. სკივრში
შენახული ჯაჭვის პერანგითა და ბასრი ორლესულით ბათრაძმა დაამარცხა შვიდთავა ფრთოსანი
დევი ყანძარგისი (ნართები). ანგლოსაქსურ ეპოსებში საარაკო საგანძური, რომელშიც მოოჭვილი
მუზარადები, აბჯრები, ხმლები, ჯაჭვის პერანგებიც მოიაზრება, საიდუმლო კოშკში ინახება
და მას ცეცხლისმფრქვეველი დრაკონი იცავს. „ბეოვულფის“ ეპოსის პერსონაჟი ვიგლაფი ამბობს:
„ვნახე ყოველი, ვიყავი კოშკში,
სად დამალული იყო აბჯარი და განძეული,
შევცქეროდი ამ შემზარავ, ომგამოვლილ საგნებს ვუცქერდი“.
(ბეოვულფი)
დევების
გამოქვაბულში აღმოჩენილი საგანძურის ეპიზოდში „ვეფხისტყაოსნის“ ავტორი მითოლოგიურ ტრადიციას
ეყრდნობა.
„ვეფხისტყაოსნის“
ქაჯეთს უკავშირდება ქართული მითოსის ქაჯავეთი, რომელიც მდებარეობს სადღაც მიღმა, მეტაფიზიკურ
სამყაროში. ა. ცანავას აზრით, „ვეფხისტყაოსნის“ ქაჯეთი (ქაჯები) და ქართული მითოლოგიური
პანთეონის ქაჯავეთი (ქაჯთა ქვეყანა) თანხვდენილია“ (ცანავა). ხალხური გადმოცემები მოგვითხრობენ
ქაჯი ქალებისა და საკრალური ნივთების გამოსახსნელად გიორგი ნაღვარმშვენიერის მეთაურობით
ღვთისშვილთა ლაშქრობის შესახებ ქაჯავეთში. ზ. კიკნაძე მიიჩნევს, რომ „ქაჯავეთის“ კავშირი
„ქაჯეთთან“ ეჭვს არ უნდა იწვევდეს, ხოლო ქართულ მითოლოგიაში ქაჯეთის ტყვეობის ქვეყნად
წარმოდგენა, „სადაც ვიღაც უნდა იყოს დატყვევებული,“ „ვეფხისტყაოსანმა“ გააძლიერა (კიკნაძე).
როგორც ვხედავთ, „ვეფხისტყაოსნის“ დემონოლოგიურ მისტიკას ფოლკლორული ტრადიციაც იზიარებს.
რუსთველის
პოემაში სიკეთე იმარჯვებს ბოროტებაზე. ქაჯეთის ციხის გატეხით რაინდები ათავისუფლებენ
არა მხოლოდ მეფის მზეთუნახავ ასულს, არამედ ახდენენ სივრცის კოსმიზირებას. უდაბნო და
უდაბნოს ბინადრები პოემაში ნესტანის დაკარგვის შემდეგ ჩნდებიან. „ვეფხისტყაოსანში“
გატარებულია აზრი, რომ ნესტან-დარეჯანის ადგილსამყოფელის აღმოჩენას და ციხიდან მეფის
ასულის გამოხსნას უნდა მოჰყვეს მარადიული გაზაფხულის დადგომა და სამყაროს განახლება.
რუსთველის სიტყვებით, „მოწურვილ იყო ზაფხული, ახლით ამოსვლა მწვანისა, ვარდის ფურცლობის
ნიშანი დრო მათის პაემანისა“. ვარდი სამოთხის ყვავილია. „ვეფხისტყაოსანს“ აქვს ესქატოლოგიური
დასასრული, რადგან პოემის გმირთა საბრძანისში ისეთივე წესრიგი დამყარდა, როგორიც იყო
დაცემამდე, სანამ ეშმაკი ადამიანს აცდუნებდა: „შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი
ერთგან ძოვდეს.“ – აცხადებს პოეტი. თხრობის
უმაღლესი ტექნიკური და პოეტური საშუალებებით „ვეფხისტყაოსნის“ ავტორმა სრულყოფილად,
მხატვრული დამაჯერებლობით წარმოგვიდგინა ფეოდალური ეპოქის სამეფო კარის ცხოვრება, რაინდთა
საგმირო-სამიჯნურო თავგადასავალი და სიკეთის გამარჯვება ბოროტებაზე დემონური ძალებით
გარშემორტყმულ ადამიანურ სამყაროში. პოემის დემონოლოგია სამყაროს შემეცნების შუა საუკუნეების
მოდელს ემყარება. როგორც ირკვევა, ხალხურ ტრადიციაში ჩამოყალიბებული ქაჯისა და ეშმაკის
მითოლოგიური სახე კარგად მოერგო ფეოდალური საზოგადოების მსოფლხედვას. თუმცა „ვეფხისტყაოსნისთვის“
საერთოდ უცხოა შუა საუკუნეებისათვის ესოდენ დამახასიათებელი კუდიანი ქალის სახე და,
ზოგადად, ანტიფემინისტური ისტერია, რომელმაც ოდნავ მოგვიანებით მთელი დასავლეთ ევროპა
მოიცვა.
“ვეფხისტყაოსანი” და ანტიკურობა
წლების
წინ ბარსელონაში “ცოდნის თეორიაში” ინსინქინგის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებს ვესწრებოდი.
როდესაც შემეცნების პროცესში ენის როლზე ვსაუბრობდით, ბევრი ისეთი შემთხვევა გავიხსენეთ,
როდესაც ენა კი არ გვეხმარება, არამედ ხელს გვიშლის სწორად აღქმაში. ეს კარგად ჩანს
ერთი ენიდან მეორეზე თარგმნის დროს. თუმცა კარგი დღე არც მაშინ გვადგას, როდესაც მშობლიურ
ენაზე ვსაუბრობთ. ტრენერმა ერთი ასეთი მაგალითი მოიყვანა: „პროფესორმა წაიკითხა ლექცია
უსაფრთხო სექსის შესახებ აუდიტორიაში”. ამ წინადადებიდან ძნელი გასარკვევია, რა იყო
ლექციის თემა – უსაფრთხო სექსი თუ უსაფრთხო სექსი აუდიტორიაში. ეს მაგალითი, რა უცნაურიც
უნდა იყოს, “ვეფხისტყაოსანთან” მიმართებაით გამახსენდა. მაგრამ ამაზე – მოგვიანებით,
ახლა კი ერთი ექსპერიმენტის შესახებ გიამბობთ.
რამდენიმე
წელია, ზაფხულობით თბილისში ჩამოდის პროფესორთა და სტუდენტთა მცირე ჯგუფი სეინთ ჯონს
კოლეჯიდან და ადგილობრივ დაინტერესებულ პირებთან ერთად სემინარებს ატარებს. ერთ ზაფხულს
სემინარებზე “ვეფხისტყაოსნის” წაკითხვა გადავწყვიტეთ. სხვებისა არ ვიცი, მაგრამ მე
ამ სემინარებმა ბევრ რამეზე დამაფიქრა: როცა მეგონა, სიტყვების მნიშვნელობაც და სტრიქონების/სტროფების
შინაარსიც კარგად მესმოდა, ინგლისურად თარგმნისას ხშირად ვრწმუნდებოდი, რომ ასე კარგადაც
არ მქონია საქმე – მეც, უცხოელების მსგავსად, თავიდან მიხდებოდა მრავალ საკითხზე დაფიქრება
და რაღაცების გადააზრება. ერთ-ერთი ასეთი საკითხი პროლოგის პირველსავე სტრიქონში აღმოჩნდა.
როცა მეგონა, რომ ეს სტრიქონი არაჩვეულებრივად მესმოდა და მისი გაგებისას არავითარ
სირთულეს არ წავაწყდებოდი, პირიქით აღმოჩნდა. მაშინ ასეთი რამ გადავწყვიტეთ: ვინაიდან
სემინარის მონაწილეებმა მეტ-ნაკლებად კარგად ვიცოდით ძველი ბერძნული ენა, თარგმანის
დროს აზრის უკეთ გასაგებად მისთვის მიგვემართა. ჩემდა გასაოცრად, შედეგმა ყოველგვარ
მოლოდინს გადააჭარბა. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ რუსთველის პოემის პირველ სტროფებში
არისტოტელეს მოძღვრების ყველაზე უფრო ლაკონურ გადმოცემას წავაწყდებოდი. და, რაც მთავარია,
ჩემთვის გასაგები გახდა ყველა სიტყვის ადგილი პირველ სტრიქონში. ის, რასაც მანამდე
ვერ ვხვდებოდი. აქვე ვიტყვი, რომ მე არ მქონია განზრახვა, რუსთველის ტექსტში არისტოტელე
მეძებნა, ამდენად, მიკერძოებული არ ვყოფილვარ და არც განგებ მიცდია სიტყვებისთვის ადგილის
შეცვლა სასურველი შედეგის მისაღებად. უბრალოდ, დავფიქრდი, ხომ არ შეიძლებოდა, გრამატიკას
(გრამატიკული წესების გამოდევნებას) შეცდომაში შევეყვანე და არასწორად წამეკითხა ეს
სტრიქონი. ამიტომაც მინდა, ეს ჩემი “აღმოჩენა” გაგიზიაროთ, თუმცა კარგად მესმის, რომ
შეიძლება ვცდებოდე – გრამატიკულად ყველაფერი რიგზე იყოს და ამ სტრიქონს არისტოტელეს
მოძღვრებასთან საერთო არაფერი ჰქონდეს. შევეცდები, გავაგრძელო და განვავითარო ეს მოსაზრება
და შემოგთავაზოთ რუსთველის პირველი სტროფის წაკითხვა არისტოტელესეულ კონტექსტში.
ჩემი
დაკვირვებით, თუ ჩავატარებთ მცირე ექსპერიმენტს და თუნდაც ნაუცბათევად ვთარგმნით “ვეფხისტყაოსნის”
ზოგიერთ ადგილს ძველ ბერძნულ ენაზე, თვალწინ გადაგვეშლება ბერძნული ფილოსოფიის ღრმა
ცოდნა და ეს საშუალებას მოგვცემს, თამამად განვაცხადოთ, რომ ავტორი იმ პოპულარული დისკურსის
მონაწილეა, რომელიც მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნეებში აქტიურად მიმდინარეობდა ახლო
აღმოსავლეთში, ხოლო შემდგომ, ჯერ – ჯვაროსნების, მერე კი თომა აკვინელის დამსახურებით,
ევროპაშიც გახდა პოპულარული. დისკურსი ეხება არისტოტელეს მოძღვრებას, რომელიც, ჩემი
აზრით, პოემის პირველსავე სტროფში ლაკონიურადაა გადმოცემული.არისტოტელეს “მეტაფიზიკაში”
(ისევე როგორც “ფიზიკაში”, “ეთიკასა” და სხვა შრომებში) ორ საინტერესო ცნებას, “დინამისს”
და “ენერგეიას”, და მათ განმარტებას ვხვდებით. ბერძნულიდან ეს ტერმინები ლათინურად
ითარგმნება როგორც “პოტენცია” და “აქტუალიტას”, თუმცა არც მათი ლათინურ ენაზე თარგმნა
უდვილებს ქართველ მკითხველს შინაარსის გაგებას. საქმე ის არის, რომ ვინაიდან ბერძნული
ტერმინები აქტიურად გამოიყენა ფიზიკამ, მათი (ამ ტერმინების) ძირეული მნიშვნელობა გადაიფარა
და დღეს ისინი თავდაპირველი შინაარსით აღარ გვესმის. შესაბამისად, ჩვენ, დღევანდელ
მკითხველებს, არც “დინამისი” (ძალა) და არც “ენერგია” (გამოვლინება) აღარ გვესმის ისე,
როგორც არისტოტელეს ესმოდა. ვითარება იცვლება, როდესაც არისტოტელეს გასაგებად ქართული
კი არა, ლათინური ტერმინებით ვსარგებლობთ: გაცილებით უკეთ გვესმის, რა არის საგნის
პოტენცია ან აქტუალური საგანი. ჩვენ უფრო გვიადვილდება არისტოტელეს აღქმა, როდესაც
ვსაუბრობთ საგნის პოტენციაზე და არა საგნის დინამისზე ან ძალაზე, ასევე გვიადვილდება
არისტოტელეს გაგება, როდესაც ვსაუბრობთ საგნის აქტუალობაზე და არა ენერგიაზე ან გამოვლინებაზე.
არადა, ბერძნული სიტყვა „დინამის” ლათინურად „პოტენციაა”, ქართულად კი – „ძალა”. ე.ი.
მაშინ, როდესაც ლათინურ ტერმინს ვხმარობთ, სიტყვა ბევრად უფრო გასაგებია, ვიდრე მაშინ,
როდესაც მის ბერძნულ ან თუნდაც ქართულ ეკვივალენტს ვიყენებთ. ვიმეორებ, რომ გაუგებრობას
ფიზიკის ტერმინებში აღრევა იწვევს. თავად არისტოტელეც აღნიშნავდა, რომ ეს ტერმინები
კონკრეტული მაგალითების განხილვისას უკეთ გასაგებია, ვიდრე მაშინ, როდესაც დეფინიციის
დადგენას ვცდილობთ. არისტოტელესთვის დინამისი ანუ ძალა ანუ პოტენცია არის სუსტი და
ძლიერი. სუსტი ძალა ისეთ ვითარებას ასახავს, როდესაც რაღაც შეიძლება ან გამოვლინდეს,
ან არა. მაგალითად, ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ის, რაც დადის ან ლაპარაკობს, ოღონდ ეს
საქმე კარგად არ გამოსდის, არ ლაპარაკობს ან არ დადის, ე.ი. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს
სუსტ ძალასთან, სუსტ დინამისთან, სუსტ პოტენციასთან, ხოლო ძლიერი პოტენცია ისაა, რომელიც
სრულად, მთელი თავისი ბუნებით ვლინდება. საგნები მაშინ წარმოჩნდებიან სრულად, როგორც
ნამდვილი საგნები, როცა ისინი “სრულ სამუშაო პროცესში” არიან. ეს უკვე ის ეტაპია, როდესაც
საგანი მთელი თავისი ენერგიით ანუ აქტუალობით ვლინდება. არისტოტელე ამგვარ გამოვლინებას
აღნიშნავს ტერმინით „ენერგეია”. არისტოტელეს მიხედვით, ნებისმიერი საგანი, რომელიც
ახლა არსებობს და არა პოტენციურად, არის მუშაობის პროცესში, ე. ი. ენერგიაში და ყველა
მათგანის ტენდენციაა, მიაღწიოს თავის სრულ, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ გამოვლინებას.
პოტენციის ანუ დინამისის გარდაქმნა ენერგიად ხდება ან ბუნებით, ანუ საგანს ის თანდაყოლილი
აქვს, ან გარეშე ფაქტორის ზემოქმედებით. ამ გარეშე ფაქტორს არისტოტელე „კინესისს” უწოდებს.
მაგალითად, ავიღოთ აგური. მას შეიძლება სხვადასხვა პოტენციალი ჰქონდეს: ერთია, რომ
ის აშენდეს, მეორე – რომ სხვა დანიშნულებით იქნეს გამოყენებული. თუ აგურისგან სახლი
აშენდება, გამოვლინდება აშენების პოტენციალი, ანუ პოტენციალია არა სახლი, არამედ აშენება.
ამრიგად, არისტოტელესთან რამდენიმე ძირეული ტერმინი იკვეთება: სუსტი და ძლიერი ძალა/დინამისი/პოტენცია
და ენერგია, ე. ი. ამ ძალის გამოვლინება.დავუბრუნდეთ “ვეფხისტყაოსანს”. პროლოგის პირველსავე
სტრიქონში ვხვდებით სიტყვებს – „ძალას” და „ძლიერს”. საინტერესოა ისიც, რომ შემოქმედი
განუსაზღვრელი ნაცვალსახელითაა მოხსენიებული: “რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით
ძლიერითა”. თუ ამ სტრიქონს არისტოტელეს მოძღვრების კონტექსტში წავიკითხავთ, გამოვა,
რომ შემოქმედმა შექმნა სამყარო ძლიერი პოტენციით. ძლიერ პოტენციას კი შესწევს უნარი,
სრულად გამოვლინდეს. მაგრამ იქ, სადაც საუბარია არისტოტელესეულ პოტენციაზე, აუცილებლად
უნდა იყოს ნახსენები ენერგიაც, ანუ აქტუალიტას, ანუ გამოვლინება. თუ რუსთველი იზიარებს
არისტოტელეს მოძღვრებას და გადმოაქვს არისტოტელესეული ტერმინები, საინტერესოა, რას
უწოდებს იგი ენერგეიას. ჩემი აზრით, ეს ტერმინი გვხვდება მესამე სტრიქონში შემდეგი
სახით: “ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა”. ამდენად, ეს სტრიქონები
ასე განიმარტება: შემოქმედმა შექმნა სამყარო მთელი თავისი ძლიერი პოტენციით, ხოლო ადამიანებს
მისცა ქვეყანა უთვალავი ფერით/ენერგიით/აქტუალიტასით. შესაბამისად, სამყაროს შექმნის
მომენტიდან აქვს ძლიერი ძალა/დინამისი/პოტენცია, რომელიც ჯერ სრულად არ გამოვლენილა,
ხოლო ქვეყანა შემოქმედმა ადამიანებს მისცა უკვე უთვალავი გამოვლენილი საგნით ანუ ფერით.
მიმაჩნია, რომ „ფერი” რუსთველთან აღნიშნავს გამოვლინებას, ენერგიას. ამაზე კი, როგორც
ვიქტორ ნოზაძე შენიშნავს, ქართულ ენაში დაცული სხვა სიტყვებიც მიუთითებს: “არაფერი”
ნიშნავს იმას, რომ გამოვლინება არ არის მიღწეული, ენერგია არ მუშაობს და მოცემულია
პოტენციის სახით, ხოლო „ყველაფერი” საგნის სრულ გამოვლენაზე, ე. ი. ძალის/პოტენციის
სრულ ამუშავებაზე მიუთითებს.თუ რუსთველის პოემის პირველი სტროფის ჩემეული წაკითხვა
სწორია და ტექსტის ეს მონაკვეთი არისტოტელეს კონტექსტში უნდა გავიაზროთ, მაშინ გამოდის,
რომ “რომელმან” კი არ შექმნა ძლიერი ძალით სამყარო და ძლიერი ძალა რომელმან-ის კუთვნილება
კი არ არის, არამედ „რომელმან” შექმნა სამყარო ძლიერი ძალით, ე. ი. ძლიერი ძალა სამყაროს
და არა შემოქმედის კუთვნილებაა. ამ ორ წაკითხვაში კი, იმის მიხედვით, რომელს მივანიჭებთ
უპირატესობას, სწორედ რუსთველისეული წარმოდგენა იკვეთება. გავრცელებული წაკითხვის მიხედვით,
თუ ძლიერი ძალა შემოქმედს ეკუთვნის, მაშინ, ჩემი აზრით, ამ ადგილის ბერძნულ ან ლათინურ
ენაზე გადატანისას საცნაურდება, რომ შემოქმედი პოტენციით მოქმედებს, თანაც მას ძლიერთან
ერთად სუსტი პოტენციაც უნდა გააჩნდეს, რაც თეოლოგიურად მიუღებელი უნდა იყოს. ამიტომ
მე არისტოტელესეულ კონტექსტში წაკითხვას ვამჯობინებ და პირველი სტროფი ისე მესმის,
როგორც ეს მანამდე განვმარტე. ასეა თუ ისე, დავარღვევთ ენის გრამატიკის კანონებს და
წავიკითხავთ სტრიქონს არისტოტელესეულ კონტექსტში თუ დავარღვევთ არისტოტელეს მოძღვრებას
და წავიკითხავთ გრამატიკულად სწორად, მკითხველის არჩევანია.ახლა ხომ მიხვდით, რატომ
დამჭირდა ინსინქინგის ტრენინგზე მოყვანილი მაგალითის გახსენება “ვეფხისტყაოსნის” პირველ
სტრიქონთან მიმართებით?
მუქარა „ვეფხისტყაოსანში“ – რატომ ჭაშნაგირი?
რატომ
ჭაშნაგირი? უცნაური კითხვაა, თუ რატომ მაინცდამაინც ჭაშნაგირი და არა, მაგალითად, ამირეჯიბი
ან ამილახვარი შეარჩია რუსთველმა ფატმანის საყვარლად. როგორც ვიცით, ჭაშნაგირი, ისევე
როგორც ამირეჯიბი ან ამილახვარი, სამეფო კარზე თანამდებობა გახლდათ. მოგვიანებით ამირეჯიბიც
და ამილახვარიც გვარს წარმოადგენდა, ჭაშნაგირმა კი თავდაპირველი მნიშვნელობა დაკარგა
და დღეს ის მხოლოდ „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟის აღმნიშვნელი სახელია. არავინ იცის,
რა ერქვა გულანშაროელ ჭაშნაგირს, ისევე როგორც არ ვიცით, თუ რა ერქვა მოლარეს როსტევანის
კარზე ან რა ერქვა არაბეთის ამირსპასალარს, ანუ ავთანდილის მამას, ან რა ერქვათ ფრიდონის
ბაზიერებს. სამაგიეროდ, ვიცით, რომ სპასპეტს ავთანდილი ჰქვია, ამირბარს – ტარიელი,
მელიქს კი – სურხავი. პოემაში ვიცით რომელიღაც ვაზირის სახელი (მაგალითად, სოგრატი),
რომელიღაც ვაზირის სახელი კი, მიუხედავად იმისა, რომ მისი როლი აღსანიშნია და მას პოემის
რამდენიმე ათეული სტროფიც კი ეძღვნება, მაინც არაა საინტერესო ავტორისთვის (ვაზირი,
რომელიც ქრთამს იღებს ავთანდილისგან, როდესაც როსტევანს გაუმხელს ავთანდილის განზრახვის
შესახებ). დღეს, როდესაც აღარ არსებობს აღნიშნული თანამდებობები, ძნელია გავიაზროთ,
რა ფუნქცია ჰქონდათ მათ კარზე და ვინ ვისზე უპირატესი იყო. რაც შეეხება ჭაშნაგირს,
ამ სახელის ფუძე დღესაც შემორჩენილია ენაში, სიტყვაში „დაჭაშნიკება“, რაც დაგემოვნებას,
ღვინისთვის გემოს გასინჯვას ნიშნავს. შესაბამისად, ცხადი ხდება, რომ ჭაშნაგირის ფუნქცია
კარზე სასმელის გასინჯვა იყო. და ალბათ მის ფუნქციაში საჭმლის გასინჯვაც შედიოდა. დღეს
ამ თანამდებობას დეგუსტატორი ჰქვია, თუმცა ძველი დროის ჭაშნაგირი და დღევანდელი ჭაშნაგირი
იმით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, რომ დღეს ჭაშნაგირი აფასებს გემოს, მეფის კარზე
კი ჭაშნაგირი მეფეზე ადრე მოკვდებოდა, თუკი ვინმე მეფის მოწამვლას განიზრახავდა საჭმელში
ან სასმელში საწამლავის ჩაყრით. შესაბამისად, ჭაშნაგირი სიკვდილში ენაცვლებოდა მეფეს
და მისი სტატუსი დაფასებული იყო სამეფო კარზე. ჭაშნაგირს ხალხში „სოკოს კაცსაც“ ეძახიან.ჩემი
აზრით, რუსთველს ფატმანის საყვარლად ჭაშნაგირი ტყუილად არ შეურჩევია. სწორედ საყვარლის
ჭაშნაგირობა ხდიდა ეპიზოდს კიდევ უფრო მძაფრს და მეტ ემოციას იწვევდა მკითხველში. ჩვენმა
მოსწავლეებმა უკეთ რომ გაიაზრონ, რასთან გვაქვს საქმე, საჭიროა ყურადღება გავამახვილებინოთ
პოემაში მუქარის ფორმებზე.დანაშაულს სასჯელი მოჰყვება. დამნაშავე, ამ თუ იმ ფორმით,
ისჯება. როცა დაზარალებული მორწმუნეა და ის სამართალს ამ ქვეყანაზე ვერ პოულობს, მას
იმქვეყნიური სამართალი ასულდგმულებს. ცხადია, დაზარალებულის უფლებაა დამნაშავის შეწყნარებაც.
ზოგჯერ ისეც ხდება, რომ უდანაშაულოებს უსამართლოდ ექცევიან და მათ არასწორად სჯიან. სასჯელს წინ ხან გაფრთხილება, ხანაც მუქარა უძღვის.
ერთიც და მეორეც ორი სახისაა, ვერბალური და არავერბალური (თითის დაქნევა, მუშტის ჩვენება,
იარაღზე ხელის წავლება). თუმცა არც ერთი და არც მეორე ყოველთვის არ გულისხმობს იმას,
რომ მისი ბოლო დასჯა იქნება. ხშირად სასჯელის წინა გაფრთხილება ან მუქარა ემოციურ ფონზე
კეთდება. არის შემთხვევები, როცა მათი წყალობით მომხდარა სამართლის პოვნაც. როცა მუქარის
სისრულეში მომყვანი სერიოზულად იქადნება, დასასჯელს სხვა გზა არა აქვს: ან თავი უნდა
დაიცვას და საპასუხო შეტევისთვის მოემზადოს, ან გამოსწორდეს და ამით მოახდინოს მომავალი
დანაშაულის პრევენცია და სასჯელიც აირიდოს, ან თავს უშველოს და სასჯელს გაექცეს.ჩემი
დაკვირვებით, „ვეფხისტყაოსანი“ ამ კუთხით საინტერესო შესასწავლია, რადგან პოემის პერსონაჟების
მუქარა (ტექსტში ეს სიტყვაა ქადილი, ხოლო მისი ზმნური ფორმაა დაგექადა, გექადდა და
სხვ.) არა ერთხელ ისმის ნაწარმოებიდან. იმუქრებიან (იქადებიან) მეფეები, იმუქრებიან
სხვებიც. რაც უფრო მაღალი სტატუსის მატარებელია პერსონაჟი, მით უფრო სერიოზულად უნდა
აღვიქვათ მისი მუქარა (ქადილი). თუმცა ფიზიკური ძალაც უკანასკნელ როლს არ თამაშობს
მუქარის სერიოზულობის დადგენისას. მაგრამ კიდევ უფრო საინტერესო ხდება შესასწავლად
„ვეფხისტყაოსანი“, როდესაც მუქარის სიტყვებს დავაკვირდებით და მას დღევანდელი მუქარის
სიტყვებს შევადარებთ. როგორ იმუქრებიან პოემის პერსონაჟები? ამ წერილში ოთხი პერსონაჟის
სიტყვიერ ქადილს განვიხილავ, რათა ნათელი მოეფინოს ჭაშნაგირის სასარგებლოდ გაკეთებულ
არჩევანს, ანუ იმ ფაქტს, რომ ავტორმა პოემაში ჭაშნაგირი გააზრებულად შემოიყვანა. ჩემი
ინტერესის საგანია, რა სიტყვებით გამოხატავენ პოემის პერსონაჟები მუქარას. განხილვისას
თანმიმდევრობა პოემაში განვითარებული მოვლენების მიხედვით დავიცავი.ფარსადანი და დავარი
– როდესაც ფარსადანი სასიძოს მკვლელობის ამბავს შეიტყობს, მკითხველი აღმოაჩენს, რომ
მას სცოდნია ქალიშვილისა და ტარიელის ტრფობის ამბავი. მან, როგორც მამამ, ვერ მოახდინა
დანაშაულის პრევენცია და სჭირდება განტევების ვაცი, ადამიანი, რომელსაც გადააბრალებს
თავისი გეგმის ჩაშლას. ასეთი განტევების ვაცი მისთვის დავარია, საკუთარი და, რომელსაც
წლების წინ ნესტანის აღზრდა დააკისრა. ქაჯეთს გათხოვილი დავარი ქვრივია და მას სიბრძნე
უნდა ესწავლებინა მეფის ასულისთვის. სავარაუდოდ, დავარმა თავისი ფუნქცია შეასრულა,
მაგრამ მკვლელობის შემდეგ მას ამის დამტკიცება მეფისთვის გაუჭირდება, ამიტომ, როგორც
კი გაიგებს, რომ მისმა ძმამ მისი სიკვდილი განიზრახა, ის გამოსავალს არ ეძებს შექმნილი
სიტუაციიდან და თავს იკლავს. როგორ იმუქრება ფარსადანი? „აწ, თავმან ჩემმან, მას მოვჰკლავ,
ჩემად დად ვინცა მადესა!.. თუ დავარჩინო, ღმერთი ვგმო! მისად პატიჟად მზად ეს-ა“. ავტორი
განმარტავს, რომ „მის მეფისა წესი იყო, თავი მისი ძვირად ფიცის, და თუ ფიცის, არ გატეხის,
მასვე წამსა დაამტკიცის. ესე წყრომა მეფისაგან ვისცა ესმა, ვინცა იცის, მან უამბო დავარ
ქაჯსა, ვინ გრძნებითა ცაცა იცის. დავარს, დასა მეფისასა, უთხრა ვინმე ღმრთისა მტერმან:
„თავი ფიცა ძმამან შენმან, არ დაგარჩენს, იცის ერმან“. როცა დავარმა გულშემატკივრისგან
გაიგო, რას უპირებდა ძმა, მან აგრე თქვა: „უბრალო ვარ, იცის ღმერთმან სახიერმან! ვისგან
მოვკვდე, ვისთვის მოვკვდე, მიიხვედროს იგი ვერ მან“. თვითმკვლელობის გადაწყვეტილებამდე
დავარი ნესტანის დასჯას გადაწყვეტს, რადგან მისი უბედურების, სიცოცხლის გასაწყინარების
მიზეზი იგია: „…დავარ მოსთქმიდა სიტყვითა, რომელნი არა მსმენოდეს: „ბოზო, შენ ბოზო,
რად მომკალ? ვეჭვ შენცა არა გლხენოდეს! როსკიპო, ბოზო დიაცო, საქმრო რად მოაკლვევინე?
ანუ სისხლითა მისითა ჩემი რად მოაზღვევინე? არ ცუდად მომკლავს ძმა ჩემი, რა გიყავ,
რა გაქნევინე? …დავარ თქვა: „მქმნელი ამისი ვინ არ დამქოლოს, ვინ არ და-! ვირე მომკლვიდეს,
მოვკვდები, სიცოცხლე გასაწყინარდა“. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავარმა ნესტანი ცემა და
მონებს გადასაკარგად მისცა, „დანა დაიცა, მო-ცა-კვდა, დაეცა, გასისხლმდინარდა.“როგორც
ამ ეპიზოდიდან ჩანს, მეფის მუქარა რეალურია და დავარს ურჩევნია, თავად მოიკლას თავი,
ვიდრე დაელოდოს, როგორი სასტიკი ფორმით აღასრულებს მეფე დანაპირებს. გასათვალისწინებელია,
რომ დავარი ქართულ ლიტერატურაში არა მარტო პირველი თვითმკვლელი ქალია, არამედ პირველი
თვითმკვლელი პერსონაჟია (ამის შესახებ იხილეთ ქეთევან ელაშვილის კვლევა).ფრიდონი –
როდესაც ტარიელი ავთანდილს თავის თავგადასავალს უყვება, ის იხსენებს შავი ტაიჭის ამბავს,
რომელიც მას ფრიდონმა აჩუქა იმის სანაცვლოდ, რომ ტარიელი მას დაეხმარა ბიძისძენის პარპაშის
აღკვეთაში. მანამდე ფრიდონი ტარიელთან დაიქადნის: „ვეჭვ, ჩემი სისხლი არ შერჩეს, ძალი
შესწევდეს ქადილსა! ოხრად გავუხდი ყოფასა მათ საღამოსა და დილსა, ვუხმობ ყვავთა და
ყორანთა, მათ ზედა ვაქნევ ხადილსა!“ ეს იმას ნიშნავს, ფრიდონი იმუქრება, რომ თავის
ბიძაშვილებს ყოველ ცისმარე დღეს გაუხდის სანანებლად. ხოლო ქადილისას ყვავ-ყორანთა ხსენება
მსმენელის გონებაში ბრძოლის ველზე უპატრონოდ დაუმარხავად მიგდებული ლეშის სურათს ამოუტივტივებს.
აქედან გამომდინარე, გასაგები ხდება, რომ ფრიდონის მუქარა სულაც არაა ხუმრობა და მან
ნათესავებს სისხლიანი განაჩენი გამოუტანა.
როსტევანი
– როდესაც ავთანდილის განზრახვის შესახებ, დატოვოს არაბეთი და ტარიელის დასახმარებლად
წავიდეს, ვაზირისგან შეიტყობს, როსტევანი საშინელ დღეში ჩავარდება: „გაგულისდა, გაავცნობდა,
ფერი ჰკრთა და გასაშიშრდა, შემხედველთა შეაშთობდა“. ის ვაზირს ემუქრება: „შენ თუ მოგკლა,
სისხლნი შენნი ჩემმან ქედმან მიიქედნეს! …თავმან ჩემმან, თავსა მოგკვეთ, არად უნდა
ამას ცილი!“ გასაშიშარი როსტევანი კედელს სკამს შემოსტყორცნის, სავარაუდოდ, ის განგებ
ააცილებს ვაზირს ნასროლ საგანს, რადგან მისი ეს საქციელი მხოლოდ მუქარაა და არა ნაქადნის
სისრულეში მოყვანა. მას ვაზირის უბრალოდ მოკვლა კი არა, მისთვის სამაგალითოდ თავის
მოკვეთა უნდა. ეს ეპიზოდი კარგად ხსნის, თუ რატომ არ მოინდომა ავთანდილმა, თავად ეთქვა
როსტევანისთვის სიმართლე. ასევე ეს ეპიზოდი ხსნის, თუ რატომ შესთავაზა ქრთამი ავთანდილმა
ვაზირს – ვაზირი სიცოცხლეს იგდებს საფრთხეში, ის თანამდებობას დაკარგავს, მაგრამ სიცოცხლის
შესანარჩუნებლად, თუკი საკმარისი თანხა ექნება, შეძლებს შორს გადახვეწას. როსტევანი
მეორე დღეს, როდესაც დამშვიდდება, მოიკითხავს ვაზირს და უკვე დაწყნარებულ გულზე გამოიკითხავს
ამბავს. ავთანდილმა გაპარვა მოასწრო. მან იცის, რომ როსტევანს ადვილად შემოუბრუნებს
გულს, როდესაც არგუმენტირებულად აუხსნის, რატომ უნდა წავიდეს ტარიელის დასახმარებლად
(ამის შესახებ ვსაუბრობ წერილში „ვეფხისტყაოსანი: და ანტიკურობა“). როგორც ვხედავთ,
მოყვანილ ეპიზოდში როსტევანის მუქარა საკმაოდ საშიშია; თუმცა ისიც აშკარაა, ფარსადანისგან
განსხვავებით, მიუხედავად იმისა, რომ როსტევანი გარეგნულადაც იცვლება მრისხანების ჟამს,
დამშვიდებულზე მას მაინც ძალუძს ანალიზი და განზრახვის შეცვლა. ფარსადანს კი ალბათ
ვერავინ ვერაფერს დაუმტკიცებს. ფარსადანის ამ თვისებაზე მანამდეც მიუთითებდა ტარიელი,
როდესაც მას სათათბიროდ ეახლა ნესტანის ქორწინებასთან დაკავშირებით. ნესტანი საყვედურობს
სატრფოს, რომ არ შეეწინააღმდეგა ფარსადანს, ტარიელი კი აღნიშნავს, რომ აზრი არ ჰქონდა
წინააღმდეგობის გაწევას, რადგან საკითხი თათბირამდე გადაწყვეტილი იყო, ანუ ფარსადანის
მიერ მოწვეული თათბირი ჩვეულებრივი ფარსი იყო. ნესტანი ადვილად თანხმდება ტარიელს,
ალბათ იცის მამამისის ამ თვისების შესახებ.ჭაშნაგირი – როდესაც ავთანდილთან საწოლში
ნებივრობისას ჭაშნაგირი თავს წაადგება საყვარლებს, ფატმანს ფერი ეცვლება: „ფატმან რა
ნახა, შეშინდა, ძრწის და მიეცა ძრწოლასა“… ჭაშნაგირი ემუქრება ფატმანს: „არ გიშლი,
დიაცო, ფერთა მი და მო კრთოლასა, გამოთენდების, განანებ მაგა მოყმისა ყოლასა! გამკიცხე,
ბოზო დიაცო, და დამდევ გასათრეველად, მაგრა სცნობ ხვალე პასუხსა მაგა საქმისა მზღვეველად:
ვარ შენთა შვილთა შენითა კბილითა დასაჭმეველად. დავშალო, წვერთა ფუ მიყავ, ხელიღა ვრბოდე
მე ველად! …ეს თქვა და კაცმან წვერთა მოიზიდნა… ამას ყველასა ავთანდილ ისმენდა გაცბუნებული;
უბრძანა: „რა გჭირს, რას იტყვი, რასთვის ხარ აგრე ვებული? რას დაგექადა იგი ყმა, რა
ნახა შენგან კლებული?.. დავხოცენ შვილნი ხელითა, მით ვარ აღარას ლხენითა. თავი მოვიკალ
უთმინოდ სიყვარულითა შენითა… თუ დარბაზს მივა იგი ყმა, შვილთა დამაჭმევს პირითა“.
როგორც
ვხედავთ, ჭაშნაგირის მუქარა ძალიან განსხვავდება შინაარსით სხვა პერსონაჟების მუქარისგან.
ესაა ყველაზე სასტიკი მუქარა, რაც ადამიანის ყურს შეიძლება ესმას. და, როგორც ფატმანის
რეაქცია გვიჩვენებს, ჭაშნაგირი შემსრულებელიცაა. განა მხოლოდ იმიტომ, რომ ის მეფესთან
დაახლოებული პირია და ნებისმიერი სახის სასჯელის შეფარდება შეუძლია ფატმანისთვის. ჩემი
აზრით, რუსთველმა სწორედ იმიტომ შეარჩია ამ პერსონაჟისთვის პროფესია ჭაშნაგირობა, რომ
მკითხველს მძაფრად აღექვა მისი მუქარა. ჭაშნაგირი რომ არ ყოფილიყო ჭაშნაგირი და ის
ამირეჯიბი ან სპასალარი ყოფილიყო, მისი მუქარა სიტყვებად დარჩებოდა. აი, იმიტომ რომ
ჭაშნაგირის პროფესიაა კერძებისა და სასმელის გასინჯვა გემოების დადგენისა და მათში
მომაკვდინებელი ნივთიერებების აღმოჩენის მიზნით, ჭაშნაგირის მუქარა განსხვავებულ ელფერს
იძენს და მისი სიტყვები სხვაგვარად დამაჯერებელი ხდება.ასე რომ, რატომ ჭაშნაგირი? ამ
კითხვის პასუხია, დიახ, ჭაშნაგირი! რუსთველმა მიზანმიმართულად აირჩია ამ პროფესიის
ადამიანი ეპიზოდისთვის მეტი დამაჯერებლობისა და სისასტიკის მისანიჭებლად.
ათი ფერი ”ვეფხისტყაოსანში”
ფერი
მხატვრულ ტექსტებში უმნიშვნელოვანესი ესთეტიკური კატეგორიაა. სიმბოლიკაში მას საინტერესო
დატვირთვას აკისრებენ მწერლები. ფერით შესაძლებელია ისეთი ქვეტექსტის მინიჭება ავტორის
სათქმელისთვის, რაც ნაწარმოების უმთავრესი იდეური აქცენტების ამოხსნაში დაგვეხმარება.
შესაძლოა, მკითხველისთვის გარკვეულ სირთულეს წამოადგენდეს მწერლის ჩანაფიქრის ამოცნობა,
მაგრამ ამ საკითხების შესწავლა, დეკოდირება და ანალიზი შესაძლებელია. ლიტერატურათმცოდნეები
საკმაოდ დამაჯერებლად ხსნიან ფერთა სიმბოლიკის საკითხებს და არსებობს მსოფლიო ლიტერატურის
კონტექსტშიც კი მიღებული და საყოველთაოდ გაზიარებული ახსნები. მაგალითისთვის ცისფრისა
და ლურჯის სიმბოლიკაც იკმარებდა. მხატვრობასა და ლიტერატურაში ეს ფერი იდეალის, რომანტიკული
ოცნების, სასურველის, შეუცნობლის, მისტიკურის სიმბოლოდ ითვლება. სხვა დატვირთვა აქვს
ლურჯ ფერს ”ვეფხისტყაოსანში”.რუსთველი, როგორც სიმბოლოთა დიდოსტატი, ”ვეფხისტყაოსანში”
ფერებს განსაკუთრებულ მხატვრულ ფუნქციას სძენს. ერთი ფერი პოემის მთელ სიუჟეტში ერთ
კონკრეტულ სიმბოლურ დატვირთვას ატარებს და არ არის რთული ამოსაცნობი მისი დანიშნულება.
პოემის სამყარო ისედაც მრავალფეროვანია, ხოლო ფერები პოეტს ეხმარება თავისი საიდუმლოებების
მკითხველისთვის დამაინტრიგებლად მიწოდებაში. პოემა მთლიანად ლიტერატურულ მისტიფიკაციად
უნდა ჩავთვალოთ. აქ საიდუმლოა ავტორის ვინაობა, პოემის ფაბულა და სიუჟეტი, გმირთა ვინაობა,
ქვეყნები და ქალაქები, დრო და სივრცე (ქრონოტოპი), მაგრამ რუსთველოლოგია ამ საიდუმლოებებს
თავისებურად ხსნის და მომზადებულ მკითხველსაც შეუძლია ნაირგვარი ინტერპრეტაციებით ტექსტის
აღქმა.პოემის ფერთა სამყარო პირობითად ამგვარ პალიტრას გვთავაზობს (ძირითადად დომინირებს
ათი ფერი):შავ-თეთრ-წითელი ფერების სიმბოლიკა (სამი სკნელი, სამი რაინდი და სამი ფერის
ცხენი – მითოსური პარადიგმა);
ოქროსფერი,
ძოწისფერი და ჭრელი;
მწვანე
და ნარინჯისფერი;
ლურჯი
და ყვითელი, როგორც ნეგატიური ფერები.
შავ-თეთრ-წითელი
ფერების სიმბოლიკა.
ქართულ
მითოსსა და ჯადოსნურ ზღაპრებში კოსმოსის აღქმა ყოველთვის ასეა შემოთავაზებული: სამყარო
იყოფა სამ სკნელად – ზესკნელი-შუასკნელი-ქვესკნელი. უძველეს მსოფლაღქმაში ზესკნელი
უფლისა და ანგელოსების საუფლოა და მას თეთრი ფერი შეესაბამება, შუასკნელი – ადამიანთა
სამყოფელია, მიწიერება, რომლის სიმბოლო წითელი ფერია, როგორც ფერი სიცოცხლისა, სისხლისა
და სიყვარულისა, ხოლო ქვესკნელი ანუ სულეთი მიცვალებულთა საუფლოა და მისი შესაფერისია
შავი ფერი, თუმცა აქ სიკვდილთან ერთად ახალი სიცოცხლის დასაბამიც არის, ვინაიდან მიწის
წიაღში ჩადის თესლი, ღვივდება და ახალი სიცოცხლე იბადება. მითოსური წარმოდგენით ასევე
არსებობს კულტი სამი მესია-გმირისა, რომლებიც ამ სამი სკნელის ფერების ცხენებზე არიან
ამხედრებულნი. რუსთველი ზუსტად მისდევს ამ მითოსურ წარმოდგენებს. ავთანდილი, ტარიელი
და ფრიდონი ხსენებული მითოსური არქეტიპების „რეინკარნაციად“ გვევლინებიან. ავთანდილი,
როგორც უფალთან მიახლოებული, ნათელი გმირი, თეთრ ცხენზე ზის; ტარიელი, როგორც სატრფოს
დამკარგავი, ქვესკნელში ჩასული, განმარტოებული, სევდიანი გმირი – ფრიდონის ნაჩუქარ
შავ ცხენზე ზის; ხოლო ფრიდონი ნამდვილი შუაკაცია, მიწის კაცი, ის რჩეული რაინდია, მაგრამ
ავათანდილს და ტარიელს ვერ შეედრება. როცა სამნი ერთად მიდიან, რუსთველი მათზე ამბობს:
”ორნი მზენი, ერთი მთვარე”. ფრიდონის ცხენის ფერზე ”ვეფხისტყაოსანში” მითითება არ არის,
მაგრამ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ის, როგორც წითელი სკნელის გმირი, წითელ ცხენზე ზის.საინტერესო
დატვირთვა აქვს წითელ ფერს ავთანდილის გულანშაროში ყოფნის ეპიზოდში, ჭაშნაგირის მოკვლის
სცენაში. ჭაშნაგირის სახლი სანაპიროზე ასეთი იყო: ”ზღვის პირსა სახლი ნაგები დგა ქვითა
წითელ-მწვანითა”… სახლი ძალიან მდიდრული იყო, მაგრამ წითელი და მწვანე უგემოვნო ფერთა
შეხამებაა, რაც ჭაშნაგირის მდაბიო ბუნებაზე უნდა მიგვანიშნებდეს.1953 წელს ბუენოს-აირესში
გამოიცა ცნობილი ემიგრანტი რუსთველოლოგის, ვიქტორ ნოზაძის წიგნი ”ვეფხისტყაოსნის” ფერთამეტყველება”,
სადაც თეთრი ფერი პოემაში მიჩნეულია სიმშვიდის, სიკეთის, სინათლის, სიახლის, ძიების
და აღმოჩენის ფერად. თეთრი, ბროლ-ფიქალი, ასევე თეთრი ფერის ქვები, სადაფი და მარგალიტი
ითვლება გონებისა და სულის სინათლის ფერებად. წითელი ფერი სიყვარულის და, ამასთან,
სისხლის, შურისძიების ფერია. ტარიელმა წითელი ატლასით მორთო სასიძოს, ხვარაზმელი უფლისწულის,
კარავი, როგორც მოსალოდნელი სისხლისა და შურისძიების სიმბოლო. ტარიელის შავი ცხენი
მას თან ახლავს განუყრელად, მისთვის მხსნელი და მშველელია, ქაჯეთის ციხის აღების დროსაც
ფრიდონი გაეხუმრა ტარიელს (”ვეფხისტყაოსანი” ნოდარ ნათაძის რედაქციით, თბილისი,
2014, სტროფი 1414): ”მაგა ცხენსა ჩემეულსა მოასწრებენ კართა ვერა, / ოდეს გიძღვენ,
არ ვიცოდი, ქაჯეთს გვინდა ქაჯთა მზერა, / თვარა ყოლა არ გიძღვნიდი, ჩემი გითხრა სიძუნწე
რა”…შავის და თეთრის სიმბოლიკას უკავშირდება ვეფხის ტყავიც, როგორც პოემის უმთავრესი
სიმბოლო. ნათელი (იგივე თეთრი) და შავი ზოლების მონაცვლეობა ტარიელის ვეფხის ტყავზე
სიმბოლოა სამყაროში ბოროტისა და კეთილის, ორი ანტაგონისტური ენერგიის, ჭიდილისა.
ძოწისფერი,
ოქროსფერი და ჭრელი.ძოწისფერი წითლის ელფერია, ”გამუქებული” წითელი, და მას პოემაში
საინტერესო ფუნქცია აქვს. ძოწეულით მოსილია ავთანდილი, როცა სანადიროდ მიდიან. ნადირობა
შუასკნელის საქმეა, მიწიერი ძიება, სარჩოს მომპოვებლობა, ნადირის სისხლის ღვრა, რაც
წითელ ფერთან ასოცირდება და წითლის ზემოაღნიშნულ სიმბოლიკასთან არის კავშირში.საინტერესოა
ოქროსფერის სიმბოლური დატვირთვა. ოქროსფერი ”ვეფხისტყაოსანში” მეფური დიდების ფერია
და ავთანდილსაც ოქროსფერი რიდე (”პირ-ოქრო რიდე ებურა”…) მოსავს, როგორც მომავალ მეფეს,
მიწიერ დიდებაში მყოფ გმირს, ძალაუფლებით აღჭურვილს, ფიზიკურად და მორალურად ძლიერ,
მშვენიერ არსებას, რენესანსული აზროვნების იდეალური გმირის განსახიერებას. ოქროსფერი
რიდე ასევე შეიძლება დავუკავშიროთ შარავანდედს, რომელიც წმინდანებს ჰმოსავთ ხატებზე.ასევე
ავთანდილთან არის დაკავშირებული ჭრელის სიმბოლიკა. როცა ახლადგამეფებულმა თინათინმა
პირველად იხმო თავისი სპასპეტი, იოლი წარმოსადგენია ავთანდილის სიხარული. მას თინათინის
გამეფება ხომ სწორედ ამის გამო აბედნიერებდა, ფიქრობდა, ”ზედა-ზედა მომხვდების ნახვა
მის ბროლ-ფიქალისაო”… მეფესთან პირველ შეხვედრაზე ავთანდილი ასე შეიმოსა: ”ადგა და
კაბა ჩაიცვა, მჯობი ყოვლისა ჭრელისა, უხარის ნახვა ვარდისა, არ ერთგან შეუყრელისა”…
ჭრელი კაბა აქ ზუსტად ეხმიანება გმირის ამაღლებულ განწყობას, ბედნიერებასა და სიხარულს,
ის მდიდარი სულიერების და სამყაროს მრავალფეროვნების სიმბოლოც არის.
მწვანე
და ნარინჯისფერი.როგორც მკვლევრები აღნიშნავენ (ვიქტორ ნოზაძე), მწვანე ფერი ქრისტიანულ
ღვთისმეტყველებაში დაკავშირებულია იმედთან, სიკეთესთან, მოლოდინთან და ძიებასთან და
სწორედ ამას გამოსახავს ის ”ვეფხისტყაოსანშიც”. ნოზაძე აღნიშნავს, რომ ქრისტიანობაში
მწვანე სამებისა და ეპიფანიის ფერია. პოემის მთავარი სიმბოლოა ნესტანის მწვანე კაბა,
რომელიც მას ტარიელთან შეხვედრის დროს ემოსა და შემდეგ ქაჯთა ხელში ხანგრძლივი ტყვეობის
მანძილზე გაუხდელად ეცვა. მართალია, უნუგეშო იყო ნესტანის მდგომარეობა ქაჯთა ტყვეობაში,
მაგრამ მას იმედი მაინც არ დაუკარგავს. მისი მწვანე კაბაც სწორედ ამ იმედის განსახიერებაა.ნესტანის
კაბის ფერია აგრეთვე ნარინჯისფერი, რომელიც მას მაშინ მოსავს, როცა პირველად წარადგენენ
სასახლის კარზე, ტარიელის ხატაეთის ომიდან ტრიუმფით დაბრუნების დღეს. ხატაელთა დამორჩილება
ნესტანის საგმირო დავალება იყო და მიჯნურები ხარობენ იმით, რომ ტარიელმა ასეთი გამარჯვება
მოიპოვა, გააძლიერა ინდოეთი, შემოიმტკიცა მოხარკე ქვეყანა.ნესტანი პოემის უმთავრესი
მისტიფიკაციაა. ის არა ჩვეულებრივი ქალი, არამედ
კოსმიური, ეზოთერული სიბრძნის განსახიერებაა (ზვიად გამსახურდია, ”ვეფხისტყაოსნის”
სახისმეტყველება, თბილისი, 1991). ამიტომაც ნესტანის მწვანე და ნარინჯისფერი კაბები
მისი სახის გახსნაში გვეხმარება. გავიხსენოთ ნესტან-დარეჯანის სახელის ეტიმოლოგიაც
– რომლის მსგავსიც არავინ ყოფილა…ლურჯი და ყვითელი, როგორც ნეგატიური ფერები.პოემის
ფერად სიუჟეტში მკითხველი მრავალგზის წააწყდება ლურჯ და ყვითელ ფერებს, როგორც პოემის
ნეგატიურ სიმბოლოებს. ყველაზე ხშირად სწორედ ეს ფერები იხსენიება. ისინი ბევრი ტონითა
და ელფერით გვხვდებიან. ყვითელი წარმოდგენილია, როგორც: ქარვისფერი, ამარტისფერი, ნარგისისფერი,
ზაფრანისფერი, ხოლო ლურჯი, როგორც: ლაჟვარდისფერი, ლები.ორივე ეს ფერი დაკავშირებულია სევდასთან, დეპრესიასთან,
სულიერ ტკივილთან, სნეულებასთან, დაცემასთან, უბედურებასთან, ტანჯვასთან. მაგ: ”ამარტისფერად
შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან” …მე-19 საუკუნის რომანტიკულ პოეზიაში ლურჯმა და ცისფერმა
მიუღწეველი, მაგრამ სასურველი ოცნების, იდეალის, მისტიკურის, შეუცნობლის დატვირთვა
შეიძინა (გავიხსენოთ ნიკოლოზ ბარათაშვილის ცნობილი ლექსი „ცისა ფერს, ლურჯსა ფერს“…)
ან თუნდაც ამ ფერის გამოსახვა იმპრესიონისტულ მწერლობასა და მხატვრობაში, თუმცა „ვეფხისტყაოსანი“
ლურჯისა და მისი ტონების ამგვარ სიმბოლიკას არ იზიარებს. ეს ფერი რუსთველის პოემაში
დაკავშირებულია ცემასთან, ტკივილთან, დეპრესიასთან. გავიხსენოთ დავარ ქაჯის მიერ ნესტანის
ცემის ეპიზოდი, რომელსაც ტარიელს ასმათი უყვება:
„ხელი
მიჰყო, წამოზიდნა, თმანი გრძელნი დაუფუშნა,
დაალება,
დაალურჯა, მედგრად პირნი მოიქუშნა“…ფერებს ”ვეფხისტყაოსანში” უმნიშვნელოვანესი სიმბოლური
დატვირთვა აქვთ. მათი მეშვეობით რუსთველი გამოხატავს გმირების სულიერ მდგომარეობას,
იდეურ და მსოფლმხედველობრივ მიმართულებებს, მკითხველს ნათელ წარმოდგენას უქმნის დროსა
და სივრცეზე, პერსონაჟების განწყობებზე, საკუთარ დამოკიდებულებაზე გმირებისადმი.
ფატმანის სახის გაგებისთვის ,, ვეფხისტყაოსანში’’
რამდენადაც
ღვთაებრივი ნათელით ვეცნობით ,,ვეფხისტყაოსნის’’ მეფე ქალებს, იმდენად დაუნდობელი ცივი რეალობით, თითქოსდა
ნეტან-დარეჯანისა და თინათინის ანტიპოდად გვაცნობს ფატმანის სახეს რუსთველოლოგიური
კრიტიკის უმრავლესობა, თუ არ ჩავთვლით მხოლოდ ერთ დადებითს, რომ ფატმანი კარგი მეგობარია, რასაც ყველა კრიტიკოსი ეთანხმება…
კარგი მეგობარი კი ვერ იქნები თუ ხასიათისა და თვისებათა ნიშნულში თავს არ იყრის სხავადასხვა
,, კარგი“. ხასიათის შავ-თეთრ ფერებში დანახვა,
ანუ აბსოლიტურად თეთრი და აბსოლიტურად შავი, ჯერ კიდევ კომუნისტური ცნობიერებიდან შემორჩა
ჩვენს მეხსიერებას. ფატმანს ქაჯეთის სამეფომდე
ვეცნობით, რამდენადმე ეს ნიუანსიც უწყობს ხელს ფატმანის უარყოფითად აღქმას, მოლწამოსხმული
ფატმანის მსახურები გვაგებინებენ ნესტანის შესახებ, მაგრამ ეს ფაქტი ფატმანის გონიერებაზე
მეტყველებს, თავად ფატმანი არასოდეს გმხდარა ქაჯთა თანაზიარი. პერსონაჟის მიმართ დამოკიდებულება
მკითხველისა, [ თუკი ის ჭეშმარიტი მკითხვალია]
მჟღავნდება იმის მიხედვით, თუ რა არჩევანს აკეთებს იგი გადამწყვეტ მომენტში-
სულიერსა თუ ნივთიერს. ფატმანი კი სავსეა, როგორც ნივთიერებით , ე.ი. ფიზიკური ქალური
ბუნებით,- ასევე სულიერებით, და იგი, როგორც პერსონაჟი, იმიტომაც ,,იმარჯვებს,’’ რომ
არ დაურღვევია წონსაწორობა ნივთიერებასა და სულიერებას შორის ,, სულსა და ხორცს შორის’’[აკაკი
ბაქრაძე]თუკი ჩავთვლით, რომ ადამიანის ქცევასა
და ბუნებას რამდენადმე განაპირობებს გარემო, რომელშიც უხდება მას ცხოვრება „ფატმანი
ბნელში ნათელია, რომელმაც გაიარა მიწიური ცხოვრების ყველა ბნელი კუნჭული, გაიარა ქალური
ცოდვითა და ტკივილებით ისე, რომ არაფერი ადამიანური უცხო არ ყოფილა მისთვის, მაგრამ
ცოდვის გზაზე ფატმანი არ შეჩერებულა, იგი ნათელთან [ნესტან-დარეჯანი, ავთანდილი] ნათელია და ცოდვის ჩრდილიც არსად დაჰკრავს მის
კეთილშობილურ ბუნებას ,, ასე თანდათან მიილტვის ფატმან ზექალობისკენ’’ [გრიგოლ რობაქიძე]
გავიხსენოთ ამქვეყნიური გზა ჩვენი წმინდანი ქრისტიანი ქალებისა, განა მათაც ცოდვიანი, ეკლიანი გზა არ გაიარეს ამქვეყნიურ ცხოვრებაში?
[მარიამ მაგდანილელი, მარიამ მეგვიპტელი] მაშ რაღას უნდა ვერჩოდეთ ფატმანს. ჩვენ ხომ
მას ვტოვებთ არა ცოდვაში ჩაფლულს, არამედ ცოდვაზე ამაღლებულს. [ზვიად გამსახურდია]ვფიქრობ,
ფატმანის ბუნების ამგვარი განზოგადება თუ ახსნა უნდა მივაწოდოთ მოსწავლეს საუბრის შესავალ
ნაწილში, ხოლო შემდეგ ტექსტის კომენტირებით შეიძლება ხასიათის უფრო ღრმა და კონკრეტული
გახსნა.ფატმანს, როგორც პერსონაჟს, ავთანდილთან მიმართებით ვეცნობით, ნესტან-დარეჯანის
(ზეციური სატრფოს), მაძიებელი ავთანდილი ვაჭართა ქალაქში მოხდება. ზვიად გამსახურდია
თვლის, რომ ნესტანის, როგორც სოფიას პოვნა, უზენაესი ჭეშმარიტების წვდომა, შეუძლებელია
სოფლისგან მოწყვეტით, ამისთვის პრაქტიკული ინტელექტის დაუფლებაა საჭირო, პრაქტიკულ
ცხოვრებაში განხორციელება თეორიული სიბრძნის პრინციპებისა, ასე, რომ გულანშაროში ავთანდილის ზეცნობიერი გონება მიწიური
სიბრძნითაც უნდა გაჯერდეს, რათა ავთნდილი მიწვდეს საწადელს. ხოლო ვინ არის ავთანდილის
გულანშაროელი მასპინძელი- ფატმანი, ამაში მისი სახელის ეტიმოლოგიური ახსნაც დაგვეხმარება.
ძირითადად ეს სიტყვა ცოდნას, გაგებას ახსნას უკავშირდება. ფატმანის გზაც პრაქტიკულ
ცოდნაზე დამყარებული სიბრძნის გზაა.ავთანდილის დაახლოებას ფატმანთან რამდენიმე კრიტიკოსი
ალეგოლიურად მაღალი ფილოსოფიური ზეცნობიერისა და პრაქტიკული მიწიური სიბრძნის შერწყმას უკავშირებს. ამით ხორციელდება
ავთანდილის კრედო ,, ვისთვის კვდები ვერ მიხვდები, თუ სოფელსა მოიძულებ“ და, რადგან
მარტივი ჭეშმარიტებაა ის, რომ ადამიანი ზეციურისა და მიწიური ბუნების შერწყმაა. ეს სწორედ ფატმანის ბუნებაში ხორციელდება. აქვე
მინდა გავიხსენო თამაზ ჭილაძის აზრი ვაჭართა შესახებ,- ვაჭრები აქ კეთილი ძალაა და
არა ბოროტი. გავიხსენოთ ისიც, რომ მე-12 საუკუნეში ვაჭრებს იმდენი ძალა გაჩნდა, რომ
სამეფო ცხოვრებაში გარკვეულ როლს ასრულებდნენ. რუსთაველს არც სძულს და არც უყვარს ვაჭრები,
გენიალურმა პოეტმა მათი დადებითი მხარეც იცის და უარყოფითიც. ამავე დროს დაუშვებელია
ვაჭრებს და რაინდებს შორის სრული თანხმობის ძიება. ვაჭრები ხომ სრულიად სხვები არიან,
რაინდები კი სრულიად სხვანი- „ შუა უძევთ დიდი ზღვარი’’, უფრო სწორედ ეს ზღვარი ღვთის
მიერაა აღმართული, რათა არ დაირღვეს რუსთველური ჰარმონიულობის კანონი ,, რაცა ვის რა
ბედმან მიცეს დასჯერდეს და მას უბნობდეს’’.„ბედმან’’ ფატმანს სხვა ფუნქცია დააკისრა, დიდი და დაუტეველი
სიყვარული ჩადო მასში, ვიდრე იგი ვაჭართა ქალაქში
გულანშაროში მოთავსდებოდა, ამიტომაც იგი ნესტან- დარეჯანის ზეციური მასპინძელია და უხარბოა
და სულგრძელი, როგორც სიყვარული.ასე, რომ თუ ნაწარმოების დასაწყისში რუსთველი
გვაცნობს ,, მუტრიბთა და მომღერალთა’’ მოყვარულ ფატმანს ნაწარმოების ბოლოს მას ცრემლში
განბანილს მონანიეს ვხედავთ. აქედან გამომდინარე ფატმანის გამომწვევი უდარდელობა და
პირდაპირობა იქნებ ნიღაბია არსებულ სამყაროსგან თავის დასაცავად. მას ხომ ხშირად სტანჯავს
მარტოობა ამ სიმდიდრითა და ყვავილებით გაძეძგილ
ქალაქში (,, მარტო დავრჩი, სევდა რამე
შემომექცა გულსა მურად’’) მარტოობა კი სულის სიმაღლისა და კეთლშობილების ნიშანია, როგორც
უთქვამთ,- სული იზრდება მარტოობაში. იქნებ მარტოობაში გაზრდილი სულის შინაგანი გამოძახილია
ფატმანის ავთანდილისადმი მიწერილი წერილი, როგორც მას უწოდებს პოეტი ,,უსტარი შესანახავი,
არ ცუდად დასახეველი’’. აქვე მინდა გავიხსენო კორნელი კეკელიძის შესანიშდნავი გამოთქმა
,, მოულოდნელი სიყვარული’’, ამ სიტყვებით ახსნა
მან ავთანდილისა და ფატმანის ლტოლვა ერთმანეთისაკენ. გავიხსენოთ ავთანდილის განწყობა
ფატმანის მიმართ პირველი შეხვედრისას ,, რა ყვავი ვარდსა იშოვის თავი ბულბული ჰგონია’’ დაშორებისას – ,, შენ გიცი კარგი მოყვარე, ერთგული მისნდობელი’’. ასე, რომ ავთანდილმა და ფატმანმა ბევრი რამ ისწავლეს
ერთმანეთისაგან- დაეხმარნენ ერთმანეთს აღმოეჩინათ საკუთარი თავი.ზვიად გამსახურდია ავთანდილის მიერ ჭაშნაგირის მკვლელობას ასე ხსნის ,,ეს უნდა
გავიგოთ, როგორც ფატმანის განთავისუფლება უარყოფითი
ბახკიზმისაგან, რომლისგანაც მას სულიერი დაღუპვა
ელოდა. ამას ფატმანი თავდაცვის მიზნით აკთებს, ფაქტიურად ავთანდილიც თავს იცავს ჭაშნაგირისაგან, ჭაშნაგირისთვის, რომ უცხო იყო ამაღლებული
ზეარსი აზროვნება ეს მთელი ტექსტიდან ჩანს. ისიც ცხადია, რაც უნდა იდეალური იყოს სახელმწიფოებრივი წყობა, ზოგჯერ მისი გზა მაინც
ამ სისხლიან წუთისოფელზე გადის, არა მარტო ფატმანის , არამედ ,, ვეფხისტყაოსნის’’ რაინდთა არაერთი გადაწყვეტილებისა თუ ქმედებისას ,, იცქირება“ დემნა ბატონიშვილის დათხრილი თვალები“. ზვიად გამსახურდია
ამბობს ,, როდესაც ადამინში ივანებენ სარწმუნოება და სიბრძნე [ ავთანდილი] ისინი კლავენ
მასში მიდრეკილებას ლოთობისა და ჰედონიზმისაკენ.
აი, რას ნიშნავს ჭაშნაგირის მკვლელობა.“ავთანდილს
ჭაშნაგირის სიკვდილისა და ნესტან-დარეჯანის ამბის გაგების შემდეგ შეეძლო დაემალა მისთვის
თინათინის ამბავი, მაგრამ ამ უკიდურესობამდე
მართალ ქალს ვერ აკადრა ტყუილი. დახმარების თხოვნა კი ცნობიერთა მკურნალის მიერ ფატმანის
ზეცნობიერად აღიარებაა. ფატმანის პასუხიც მისი კეთილშობილებისა და ღირსების კიდევ ერთი
დადასტურებაა ,,ფატმან თქვა; ღმერთსა მადლობა, საქმენი მომხვდეს, მო რანი, დღეს რომე
მესმეს ამბავნი უკვდავებისა სწორანი’’. ეს არის ,, სიყვარულში ამაღლება ადამიანური
სულისა, სადაც დიდი ინგლისელი პოეტის არ იყოს, ბევრი რამ ხდება, ისეთი, რაც ფილოსოფოსთ
სიზმრადაც არ დაესიზმრებაო’’[ თ. ჭილაძე]ფატმანის დახმარების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა
სიკეთის გამაჯვება. სიკეთე კი ფატმანის ცნობიერებაში ისეთივე ფორმულირებით ხმიანდება,
როგორიც ავთანდილის ცნობიერში. ქაჯეთის ციხიდან გამოხსნილ ნესტანს ფატმანი ასე მიმართავს
,, ვცან სიმოკლე ბოროტისა, კეთილია მისი გრძელი’’ეს თითქმის, იმ სიტყვების განმეორებაა,
რაც ცოტათი ადრე ავთანდილმა ასმათს უთხრა: ,,ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია’’.
ოღონდ ესაა ავთანდილი კეთილს კეთილი ნიადაგი დახვდა, იხარა და ადვილად აღმოვაჩენთ-ხოლმე
ფატმანის კეთილს კი ჭუჭყი და ამქვეყნიური ბიწი უნდა განაშორო, რათა იბრწყინოს.ასე რომ
ფატმანის სულის ევოლუციის გზა უნდა დავანახოთ მოსწავლეს, რომ ეს პერსონაჟი სწორად აღიქვას.
ამ გზის შეცნობაში კი თავად ფატმანის ღია უშურველი
ბუნება და საკუთარი სულისკენ მიმართული ირონია
გვეხმარება. და რაც მთავარია, მართებული ქმედება და საქმე ყველა გადამწყვეტ და კულმინაციურ სიტუაციაში, რამეთუ ,, საქმეთაგან გამართლდების კაცი და არა
სიტყვათაგან“.
ასმათის სახის გაგებისათვის ,,ვეფხისტყასანში”
ქრისტიანული
მოძღვრების მიხედვით, ქალში, ღვთისმშობელში, მარიამის წიაღში სულიწმინდას გარდმოვლენით,
იშვა ძე ღმერთი,იესო ქრისტე. სულიწმინდას მადლის მეტაფორულ-სიმბოლური ასახვა ხდება
გენიალურ ვეფხისტყაოსანში /ძველი ქართული მწერლობის
უმეტეს ძგლებშიც/ ქალთა სახეების დახატვისას, როგორც აკადემიკოსი კორნელი კეკელიძე
აღნიშნავდა: ,,ყველაფერი ეს შესაძლებელი და
მოსალოდნელი იყო იმდროინდელ საქართველოში, სადაც ქალში ხედავდნენ არა ბოროტების საწყისს ევას, როგორც დასავლეთ ევროპაში,
არამედ ბოროტების დამთრგუნველ იესოს დედას, იმ ღვთისმშობელს, რომლის წილხვდომილად რუსთაველის
ეპოქის დასაწყისში გამოცხადებული იქნა საქართველო მწერლობაში. ეს მოსალოდნელი იყო საქართველოში,
რომლის განმანათლებლად ნინოს სახით ქალი იყო აღიარებული /ქართ. ლიტ. ისტ. ტომი II,
გვ. 84/ ამას დავუმატოთ ისიც, რომ საქართველოში ჯერ კიდევ წარმართულ ხანაში არსებობდა
დიდი დედის- ნანას კულტი, დედა უფლის კულტი, მზის მდედრობითი ასპექტის კულტი და ა.
შ. მრავლისმეტყველია ისიც, რომ თამარი ,,ქართველთ ლამაზი დედა” /ვაჟა/ წმინდა სამების მეოთხე იპოსტასად იქნა აღიარებული.ყველა
ამ ფსიქოლოგიური, ტრადიციული თუ ეპოქალური ასპექტის სიმბოლური ასახვა ხდება შოთა რუსთაველის
,,ვეფხისტყაოსანში”, სადაც ქალთა სახეები ღვთაებრივი ნათლითაა მოსილი, მაგრამ სკოლებში
,,ვეფხისტყაოსნის” ქალი პერსონაჟებიდან რატომღაც ნაკლები ყურადღება მახვილდება ასმათზე,
არადა ის ,,საღვთო სიბრძნე”, რომელიც ,,ვეფხისტყაოსნის” პერსონაჟთა ენითაა გაცხადებული,
თითქოს იდუმალი ენით უკავშირდება 9 წლის განმავლობაში გამოქვაბულის ბნელში ნათელ შუქად
მყოფ ,,დად საესავ” ასმათს /როგორც მას უწოდებს ტარიელი/ თანაც ისიც უნდა დავსძინოთ,
რომ ერთგულების და თავგანწირვის სიმბოლოდ ,,ვეფხისტაყაოსნის” ყმა პერსონაჟებიდან უმეტესად
შერმანდინს მოვიხსენიებთ ხოლმე. შერმანდინისადმი დამოკიდებულების ეს ფორმა სკოლებში
შეიძლება ილია ჭავჭავაძის ,,გლახის ნაამბობიდანაც” მოდიოდეს, გავიხსენოთ გაბრიელისა
და დათიკოს უკანასკნელი შეხვედრა, როგორი ავთანდილიც შენ იყავი, ისეთი შერმანდინი მე
ვიყავიო.არადა ასმათი შერმანდინზე ბევრად საყურადღებო, იდუმალი სიღრმის პერსონაჟია.
,,ვეფხისტყაოსნის” ღვთაებრივ სტრიქოსანთა შორის უნდა ამოვიკითხოთ ამ ყველაზე უფრო იდუმალი
და ,,ენაუთქმმელი” პერსონაჟის ,,მიჩქმალული გმირობა”. ჯერ თავად გავაცნობიეროთ და მერე
მივიტანოთ მოსწავლეებამდე. ასმათთან, როგორც პერსონაჟთან მასწავლებლის ფსიქოლოგიური
დამოკიდებულების დროს მჟღავნდება აზროვნების ისეთი კონტექსტი, რაზედაც კონსტანტინე გამსახურდია ბრძანებდა: ,,მიჩქმალული
გმირობის ქომაგიაო მწერალი და სხვა არაფერი“ . ,,ვეფხისტყაოსნის” გმირს არ შეიძლება
უწოდო მიჩქმალული გმირი, მაგრამ ამ შემთხვევაში სტრიქონთა შორის გაბნეული ასმათის მიჩქმალული სუნთქვა, ცრემლი და საოცარი გული უნდა ამოიცნოს
და დაანახოს მასწავლებელმა მოსწავლეს.ფილოსოფიაში მკვიდრობს ასეთი ტერმინი – ,,შინაგანი
ადამიანი”, ასმათი სწორედ ის შინაგანი ადამიანია, რომელზედაც გადმოსულა სიკეთისა და
სულიწმინდას ღვთაებრივი მადლი და ამიტომაც არ შეუძლია სულიერად გაშეშდეს, გაჩერდეს
,,ვინაიდან შინაგანი ადამიანის მიხედვით მესიამოვნება ღმერთის რჯული” /რომაელთა მიმართ.
თავი 7, ლექსი 12/ და სწორედ ღმერთის სჯულის კანონით უკავშირდება ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის
სიყვარულის მთელი პოემა ასმათს. ამავე ძალით არიან დაკავშირებული ამ საოცარ ქალთან
ნაწარმოების რაინდი პერსონაჟები და შეიძლება ითქვას სიკეთის არსების გამარჯვებაც რამდენადმე
ასმათის ,,გულის გარშემო ” იკვეთება.,,ჭეშმარიტების მომენტის მახასიათებელია დუმილი
და სიმარტოვე” /მ. მამარდაშვილი ,,საუბრები ფილოსოფიაზე”/ სწორედ ამგვარ დუმილზე უბრძანებიათ:
,,დუმილი ოქროს არს რჩეულიო” იქნებ ამიტომაც ასმათი ,,ვეფხისტყაოსნის” პერსონაჟთაგან,
ერთ-ერთი ყველაზე მდუმარე პერსონაჟია. მისი სიტყვამრავლობა მხოლოდ ,,ცნობიერთა დოსტაქარ”,
,,ბუნება ზეარს” ავთანდილთან მიმართებით მჟღვანდება, და არც ეს არის შემთხვევითი, რადგან
ასმათი ხშირად ცრემლიან დუმილში გამჟღავნებული მოყვისასდმი თანადგომით, ისეთივე ბუნება
ზეარსი პერსონაჟია, როგორც ავთანდილი; ნაწარმოებში ფუნქციის ფსიქოლოგიური დატვირთვითაც
ჰგავს ეს ორი პერსონაჟი ერთმანეთს. შეიძლება ითქვას უასმათოდ შეუძლებელი იქნებოდა ავთანდილს
ავთანდილობა გაეწია ტარიელისათვის. ისევე როგორც ასმათს გაუჭირდებოდა ტარიელისათვის
ასმათობის გაწევა უავთანდლოდ.ამ საოცარ ქალზე გადმოსულ სულიწმინდის მადლს შეუძლია ადამიანის
მთელი არსის შერხევა. თავად მადლს ასმათისას შეუძლია შვას მის ირგვლივ სიკეთე და სიყვარული,
როგორც ეს ხდება პოემაში, სადაც ასმათი არის პოემის სასწაულთა შორის ერთ-ერთი დიდი
სასწაული ,,სული გრძნობებით სავსე” /კანტი/.არც ის არის შემთხვევითი, რომ ასმათს, როგორც
პერსონაჟს, გამოქვაბულის ბნელში გვაცნობს რუსთაველი. რადგან ქვაბი ისევე როგორც ჭა,
სიმბოლოა საღვთო ბნელისა /ტარიელი აპოფატიკის სიმბოლო, საღვთო ბნელში მაძიებელი ღვთისა/,
იგი არის სიმბოლო უგუნობისა, დაფარულისა, ჩახურულისა, შეუღწევლისა, სიმბოლო გულის,
როგორც სპირტუალური ცენტრისა“. /ზ. გამსახურდია, ,,ვეფხისტყაოსნის სახისმეტეყველება“,
გვ. 265/ აქ მოიპოვება მიუღწეველი საუნჯე, მისტიური ცენტრი სულისა. მითებსა და ლეგენდებში
სიმდიდრე და განძი მოიპოვება მუდამ ქვაბებში. ამავე დროს ქვაბი საყოველთაოდ გავრცელებული
სამკვიდრებელია ქრისტიან მოღვაწეთა და წმინდანებისა. აქ მოიპოვება უმაღლესი მე და თუ
ქვაბში საყვარლის დაკარგვით ცნობამიხდილ ტარიელს ახლავს ერთადერთი ასმათი, ის არის
აქ განმახორციელებელი მისტიური ჩაღრმავების და ცნობიერების სიღმისა. და თუ ტარიელის
გზა გულის, გრძნობის გზაა, ,,მისტიური ღვთისმეტყველების“ გზაა, გამოქვაბულის ბნელში
მყოფი ასმათი ის ნათელი შუქია, რომელმაც ეს გზა უნდა გაანათოს. ქვაბი სიმბოლურად ღვთაებათა
შეხვედრის ადგილიცაა და სწორედ გამოქვაბულში ახვედრებს ასმათი ტარიელსა და ავთანდილს
ერთმანეთს.ასმათისა და ავთანდილის პირველი შეხვედრაც გავიხსენოთ, ფაქტიურად ეს შეხვედრა
ასმათთან როგორც პერსონაჟთან, პირველი შეხვედრაცაა. როგორც ავღნიშნეთ ასმათთან ეს შეხვედრა
ავთანდილთან მიმართებით ხდება და როცა ავთანდილისაგან ასმათის ,,პირველი გაცნობა შედგა“
ასმათის მისამართით რუსთაველი დასძენს, ,,სარჩელი უგავს ბჭობასო“, ე. ი. ასმათის თითოეული
სიტყვა სამართლის განცხადებაა და ამას ბრძნებს რუსთაველი, როცა ასმათთან ,,პაექრობაში“იხატება
ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ავთანდილი, რომლის სახითაც განაცხადა ,,ვეფხისტყაოსნის“
აფორიზმთა უმრავლესობა რუსთაველმა.
ამ
შეხვედრისას ,,გაცუდდა“ ბუნება ზეარსი ავთანდილის წინასწარი ბჭობა ,,ქალი შევიპყრა
მის ყმისა ამბავი ვაამბობინო“, რადგან შეუძლებელია ასმათის დადრეკა და დამორჩილება
ფიზიკური ძალითა და შიშით და როცა ვერც დანის ყელზე დაბჯენით და მუხლმოდრეკითაც ვერას
გახდა ,,ცნობიერთა დოსტაქარი“ მიხვდა, რომ ერთადერთი სიყვარული იყო ის საღვთო სიბრძნე,
რომლის წიაღშიც შეიძლებოდა ასმათის დანახვა და დამორჩილება. ცრემლი სულიწმინდას მადლიაო
ნაბრძანებია და პირველად სწორედ მონანიე ცრემლმა დაახლოვა ეს ორი სიყვარულით ამაღლებული
პერსონაჟი ერთმანეთს.
,,ავთანდილ
ქვე ზის ტირილად აღარას მიუბარია,
კვლა
იქით ქალი ატირდა, მისთვის გულ-ნალმობარია“.
სიყვარულის
გონება გულია, ეს გულიც იგზნო ავთანდილმა და ასმათის საოცარი სულიერი ძალაც აღიარა.
,,სულთა მოგცემ გულისთვისო“- განუცხადა ასმათს.
,,თავი
ჩემად სამასხურად, თუცა ავად მოგაწონე,
მიჯნურისა
შებრალება ხამს ესეცა გაიგონე,
სხვაგნით,
ყოვლგნით უღონო ვარ, არვინ არის ჩემი ღონე,
სულთა
მოგცემ გულისათვის სხვა მეტიცა რა გაქონე“.
ვისაც
თავის თავში შეცნობილი აქვს ღვთიური მე მან ისიც უწყის, რომ ამგვარი ცნობიერება ტკივილიდან
იწყება. ასმათმა იცის ვინ არის, ვის ემსახურება. თავისი ღვთიური ფუნქციაც გაცნობიერებული
აქვს და ავთანდილსაც ამგვარად აცნობს თავს.
,,მე
ასმათ მქვიან, რომელსაც წვა მაქვს ცეცხლისა ცხელისა,
სულთქმა
სულთქმისა ბევრისა, მაშა თუ არ ეთხელისა“.
,,სულთქმა
სულთქმისა ბევრისა“ – ეს მეტაფორული სახე ყოვლისმომცველად გვიხატავს ასმათის ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიურ
პორტრეტს. წუთით დავფიქრდეთ, თუ როგორ გვიჭირს ადამიანებს პასუხი გავცეთ ერთი შეხედვით
უბრალო კითხვაზე, ,,ვინ ვართ და რისთვის გავჩნდით?“ ამგვარ კითხვაზე პასუხის ფსიქოლოგიური
დატვირთვით ასმათს, ისევ ავთანდილი თუ შეიძლება შევადაროთ.
,,მე
იგი ვარ, ვინ სოფელსა არ მოვკრეფ კიტრად ბერად,
ვინ
სიკვდილი მოყვარისტვის თამაშად და მიჩანს მღერად“
ახლა
ავთანდილისა და ტარიელის პირველი შეხვედრაც გავიხსენოთ: ასმათის საოცარმა არსებამ შესძლო
ერთად შეეყარა ეს ორი რაინდი და თუ პირველსავე
შეხვედრისას ,,მათ აკოცეს ერთმანეთსა, უცხოობით არ ადრიდეს, /ყელი ყელსა გარდააჭდეს
ერთმანეთსა აუტირდეს“. ამ საოცარი თბილი შეხვედრის მიზეზითა-მიზეზი, გარდა ამ ორი რაინდის
სულიერი სიახლოვისა, ასმათის იდუმალ და მოსიყვარულე ბუნებაშიც იხატება. „ალბათ არ შევცდებით
– განმარტავს გრიგოლ ნოსელი- თუ პირველ მიზეზს ჩვენი ყოფნისას ვუწოდებთ დედას, სიყვარული
და სიკეთე ღვთის არის წიაღი, საიდანაც ჩვენ წარმოვიშვით“. სწორედ ასმათია რაინდთა შეხვედრის
ის საღვთო წიაღი, რომელიც ისევ გრიგოლ ნოსელის სიტყვებით, რომ ვთქვათ, ,,მკვიდრობს
განწმენილ ადამიანში და შობს მრავალ კეთილშობილ შვილებს: რწმენას, ღვთისმოსაობას, სამართლიანობას,
სიწმინდეს, თავშკავებას, უბიწობას“. და მართლაც ყველა ეს უბიწოება ისადგურებს ასმათის
გარშემო, ხოლო ,,თუ რას აკეთებს“ რაინდთა ამ პირველი შეხვედრის დროს ასმათი, ამაზედ
რუსთაველი მხოლოდ ერთხელ, მაგრამ ყოვლისმომცველი ფრაზით ბრძანებს: ,,ასმათი სულთა უღებდა
სიტყვათა საკვირველითა“. მაშინ კი როცა ავთანდილი განუცხადებს ტარიელს ,,ამან დღემან
დამავიწყა გული ჩემი ვინ დაბინდა“… ღვთიური სიყვარულით ამაღლებული ასმათი დასძენს:
,,არს უკეთესი რაღაცა სწადს განგებასა ზენასა“.უხარბო, უშიშო და უანგაროა სიყვარული.
ასეთივეა ასმათი, უამრავი საჭურჭლე მიართვა ტარიელმა ასმათს მიჯნურთან შეხვედრის საზღაურად.
მაგრამ ამ სამსახურის საზღაური მხოლოდ სიყვარულით თუ გადაიხდევა.
,,ასმათს
მივართვი რჩეული თვალი ოქროსა ჯამითა
მან
მითხრა არა არ მინდა ვარ გამაძღარი ამითა“.
ერთი
აიღო ბეჭედი, მართ აწონილი დრამითა;
ესე
კმა ნიშნად, სავსე ვარ სხვად ხელის შესაბამითა.“
ახლა
არაბეთიდან, პირობისამებრ, ტარიელთან შესაყრელად დაბრუნებული ავთანდილის შეხვედრა გავიხსენოთ
ასმათთან. /,,წასვლა ავთანდილისა და ტარიელის შეყრა მეორედ“/
ძნელია
ადამიანმა თავისთავში მარადიულად ატაროს უფლისმიერი სიმშვიდე. ავთანდილის სიმშვიდეც
დაირღვა წამით, როცა არაბეთიდან დაბრუნებულ რაინდს ვეფხისტყაოსანი ტარიელი დათქმულ
ადგილზე არ დაუხვდა. მუნათი ჰკადრა მეგობარს და ასმათს შესჩივლა:
,,ქალსა
ეტყვის, აჰა დაო ეგეთიცა კაცი ნუა
ეგე
ფიცი ვით გატეხა! არ ვეცრუე ვით მეცრუა“.
… ამგვარ
ფსიქოლოგიურ განწყობას ჩვეულებრივ ,,ყოფიერ ცხოვრებაში წუწუნს ეძახიან“. რა თქმა უნდა ,,ვეფხისტყაოსნის“ ზეცნობიერ რაინდს ამ გამთქმას
ვერ შეჰკადრებ, მაგრამ აქ მაინც ირღვევა ავთანდილის ზეცნობიერი სიმშვიდე. მისი განსჯა
ვერ წვდება ტარიელის მდგომარეობის სიმძიმეს.როგორც
პლატონი ამბობს ,, მშვენიერი მშვენიერითაა მშვენიერიო“: აბა ერთი წუთით წარმოვიდგინოთ,
რომ ავთანდილის საყვედურს მეგობრისადმი ასმათიც დასთანხმებოდა. მაშინ დაირღვეოდა სულის
მშვენიერების ის მარადიული ჰარმონია, რითაც ,,ვეფხისტყაოსნის“ გმირები ასე ძვირფასია
ჩვენთვის. გულთამხილავი ასმათი კი ბრძანებს:
,, აწ გული უნდა ფიცის და პირისა გასრულებასა
იგი
უგულო მოელის მართ დღეთა გასრულებასა“.
გულია
ღვთის საჭურჭლე. გულიდან საზრდოობს ადამიანის
ჭეშმარიტი მე და სიყვარული. ნესტან-დარეჯანის დაკარგვით ტარიელისათვის გული დაიკარგა
და რაღა თქმა უნდა სხვა ყველაფერი ამ გულთან მიმართებით დაირღვა.ავთანდილთან ამ ,,დიალოგისას“
ასმათი ყველაზე მეტ მრავალსიტყვაობას იჩენს. რადგან აქ მან უნდა ახსნას გულის საიდუმლო
ლოგიკა და აქვე განუცხადებს ავთანდილს გულის სიბრძნიდან მომდინარე ჭეშმარიტებას:
„გული
ცნობა და გონება ერთმანეთზედა ჰკიდია,
რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან,
უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდიან“
ეს
აფორიზმი საოცარო სიცხადით წვდება ტარიელის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და ამავე დროს
საოცარი სიცხადით გვიმხელს ასმათის შინაგანი ბუნების სიღრმეს. ამგვარი რამ მხოლოდ ასმათს
შეეძლო ეთქვა ავთანდილისათვის და მუნათიც ცხადად
ეკადრებინა:
,,შენ
უმართლე ხარ, ემდურვე, შენ გაეყარე ძმობილსა
მაგრა ვით ითქმის, ვით გახდა, ვით რა გიამბო ცნობილსა
ამას
მით ვამბობ, მინახავს, მე უბედურსა შობილსა“
ასმათის
სიბრძნე ამ შემთხვევაში ცხოვრების ტკივილით
დანაპურები, ტარიელთან ერთად ,,გამოქვაბულში თანაცხოვრებით“ შეძენილი სიბრძნეა,
ასმათმა ტარიელის ცხოვრებითა და გვემით იცხოვრა ფიზიკურადაც, მართალია ავთანდილის მოყვასის
არ დამვიწყებელი რწმენის რაინდია, მაგრამ რაც უნდა ძლიერ გიყვარდეს ადამიანი, რაც უნდა
ერთგულებით იყო მისადმი გამსჭვალული, დრო და სივრცე მაინც შობს ,,რაღაც შორეულს“, რომელიც
გიშლის ჩაწვდე მოყვასის შინაგან ფსიქოლოგიურ არსს. ისიც ხომ ცნობილია, რომ ყოველი ადამიანი,
მეორე ადამიანის მდგომარეობას საკუთარი ,,სადგომიდან“, საკუთარი მე-ს ცნობიერი მდგომარეობიდან
ჭვრეტს. ამიტომაც შეუძლებელია არაბეთიდან დაბრუნებულმა ავთანდილმა, მიუხედავად ბუნება
ზეარსობისა, ტარიელის მდგომარეობა განჭვრიტოს ისე, როგორც ეს შეუძლია გამოქვაბულში
მყოფ ასმათს. ამიტომაც ასმათსავე აქვს უფლება ავთანდილს განუცხადოს:,,თვით როცა ჰბრძანოთ,
მართალ ხართ: ,,სხვა სხვისა ომსა ბრძენია“. აქ ასმათის ერთი იდუმალი ფუნქციაც იკითხება:
იგი ღვთის სიმშვიდის და წონასწორობის მატარებელია თავის-თავში, რითაც ძალუძს თავისი
დუმილიანი თუ სიტყვიერი განაცხადით გარშემო მყოფთ თავის ნამდვილ ადამიანურ დანიშნულებაზე
მიანიშნოს. იგი ასე ვთქვათ ,,აბრუნებს“ ტარიელს ,,ტარიელობასთან“, ავთანდილს- ავთანდილობასთან.
ხოლო, როცა მეგობრის მოსაყვედურე ავთანდილს განუცხადა: ,,ქმნენ რაცა შენი ფერიაო“,
ამით ისიც განუცხადა: – შენ ავთანდილი ხარ. შენ მოყვასისათვის თავგანწირვა აგამაღლებს“და
არა საყვედური მოყვასისადმიო.
,,ესე
არაკი მართალი ჩანს, ქვასა ზედა წერია,
ვინ
მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია
აწ
ზაფრანია ვის წინა ვერ ვარდი ჰგვანდის, ვერ ია
თუღა
მონახავ, მონახე, ქმნენ, როცა შენი ფერია“.
ასმათისა
და ავთანდილის ამ ,,შესიტყვებისას“ ფსიქოლოგიური და აზრობრივი უპირატესობა აშკარად
ასმათის მხარეზეა. ამას ავთანდილიც აღიარებს და თავის ჭეშმარიტ მე-სთან შერწყმული განაცხადებს:
,,
სჯობს გამორჩევა, აზრობა საქმისა დასაგვანისა,
აწ
მეცა მიჯობს მონახვა, მის მზისა ლერწამ ტანისა“.
ასე
რომ ავთანდილთან ამ შეხვედრისას ასმათის ასმათობამ ავთანდილის ავთანდილობა განაპირობა
.… ასე თანდათან ირკალება რწმენისა და სიყვარულის გზები ასმათის გარშემო. ასმათი კი უმეტესად დუმს, მისი წმინდა ცრემლის მადლით
თითქოს დნება გამოქვაბულის კედლები…… ბოლოს სძლია ბოროტს კეთილმან, რისი გამარჯვებაც ასე ღვთიური სიმშვიდით სწამდა გამოქვაბულის ბნელში
მყოფ ასმათს. სულიწმინდას მადლი გაეფინა გამარჯვებულ სიყვარულს და ასმათმაც განაცხადა:
,, ასმათ ჰკადრა: მადლი ღმერთსა , ვარდი ვნახენ არ დაზრულნი,
ბოლოს ასრე გააცხადნა გონებამან დაფარულნი,
სიკვდილიცა სიცოცხლედ მიჩს, ოდეს გნახენ მხიარულნი
სჯობან ყოვლთა მოყვარულთა პატრონ – ყმანი მოყვარულნი“.
„ვეფხისტყაოსნის“ პატრონყმური „კონსტიტუცია“
მოაზროვნე,
განათლებული თაობის აღზრდისათვის მნიშვნელოვანია, ტექსტის შესწავლისას განუვითაროთ
მათ ქვეტექსტებზე დაკვირვების, პრობლემის აღმოჩენისა და შესაბამისი დასკვნების გამოტანის,
მწერლის სათქმელის სწორად გააზრების უნარ-ჩვევები. ამისთვის მეტი გულისყურით უნდა მოვეკიდოთ
ლიტერატურული ტექსტების ღრმად, გააზრებულად შესწავლას. მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო
„ვეფხისტყაოსნის“ პრობლემატიკას, კერძოდ, პოემაში დახატულ პატრონყმურ ურთიერთობებს.
საკითხით დაინტერესების მიზნით ტექსტის შესწავლისას მოსწავლეებს ვაძლევ მაპროვოცირებელ,
მოტივაციის ასამაღლებელ კითხვებს და პასუხების პოვნისაკენ ვუბიძგებ. მაგალითად, ისინი
ინტერესდებიან: რატომ ისწრაფვიან პოემის პერსონაჟები ყმობისაკენ? როგორია პოემის პატროყმური
ურთიერთობის „კონსტიტუცია“? რა მოვალეობები აკისრიათ და რა უფლებებით სარგებლობენ ყმები,
პატრონები? რა იწვევს მათ შორის ვალდებულებებების რღვევას? შეიძლება, ერთი შეხედვით,
მოულოდნელიც აღმოჩნდეს მათთვის პოემის პერსონაჟთა მისწრაფება ყმობისაკენ, რადგან მათი
ცოდნა, ძირითადად, მაინც ბატონყმობის ფორმაციას უკავშირდება, სადაც ყმა დაჩაგრულია.
სინამდვილეში კი „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟებისთვის ყმობა სრულებით არ არის მათი პიროვნების
დამამცირებელი. ტექსტის ღრმად გააზრება მალე დაარწმუნებს მათ, რომ ყმობა რაინდობაა,
ასპარეზია თავის გამოჩენისა და ისეთი ადამიანური ღირსებების დამკვიდრებისა, როგორიცაა:
ერთგულება, ნდობა, ვაჟკაცობა, ურთიერთპატივისცემა და სიყვარული. ყმობა პოემის პერსონაჟებს
საგმირო საქმეებისაკენ უბიძგებს, ხოლო ტექსტში ნაჩვენები მათი უფლებები ქმნის თავისუფალ,
მოაზროვნე ყმათა სახეებს.
პატროყმობის
ისტორიული არსი და „ვეფხისტყაოსანი“.პატრონყმობა-ფეოდალური ურთიერთობის ამსახველი უნივერსალური
ტერმინია და მიღებულია პატრონისა და ყმისაგან. იგი X-XIII საუკუნის საქართველოში იყო
დამკვიდრებული როგორც სახელმწიფო წყობილებაში, ისე საზოგადოებრივში და ჰუმანურ ფეოდალურ
წყობად ითვლება, რადგან პატრონი არა მარტო მბრძანებელია, არამედ მზრუნველიც. პატრონყმურ-ფეოდალური
საზოგადოების რწმენას კარგად გამოხატავს სიტყვები: „რაცა ბედმან ვის რა მისცეს,დასჯერდეს
და მას უბნობდეს“. ამ წყობილების არსი ყმების კმაყოფილებაშია, რადგან კმაყოფილი ყმა
უფრო სანდოა. გიორგი მეორემ თავისი ურჩი ქვეშვრდომების ალაგმვა მხოლოდ იმით შეძლო,
რომ „ყოველი ერთგული და ორგული დაფარა წყალობითა“ და ამ საშუალებით „დაიწყნარა მეფობა
თვისი“. ამავე აზრს ავითარებს არაბეთის ძლიერი მბრძანებელიც, როცა შვილს მოწყალების
უხვად გაცემას ასწავლის. „უხვსა მორჩილობს ყოველი, იგიცა ვინ ორგულია“. კარგად იცის
ბრძენმა მეფემ, რომ „უხვი ახსნილსა დააბამს“. მომავალი მეფეც ამ გზით აპირებს სვლას.
„არ დაარჩენს ცარიელსა, არცა ქალსა, არცა ყმასა“. სამწუხაროდ, ერთგულებისა და მორჩილებისათვის
დასაჩუქრება აუცილებელი პირობა ყოფილა, როგორც ისტორიულად საქართველოში, ისე მხატვრულ
ნაწარმოებში. რუსთაველი ვერ გაექცა თანადროულ სინამდვილეს.მეფე ღმერთის სწორია პატრონის
სამსახური წეს-წყობის საფუძველია, რომელზედაც ფეოდალური სახელმწიფოა დაფუძნებული. ავტორი
მეფის ინსტიტუტს მიიჩნევს ძლიერი სახელმწიფოს ფუნდამენტად. მეფის მსახურება, მისთვის
თავგანწირვა, შუასაუკუნეობრივი იდეოლოგიით დიდი პატივია, ხოლო მეფის ხელყოფა – უდიდესი
ცოდვა. ამ აზრს ავითარებენ პოემის პერსონაჟებიც. „ვინცა მოკვდეს მეფეთათვის, სულნი
მათნი ზეცას რბიან“, -აცხადებს ტარიელი. სწორედ ხელმწიფობის გამო დაინდო ტარიელმა როსტევან
მეფე. „ხელმწიფობით შემებრალნეს, ამად ხელი არა ვახლე“. მეფის ინსტიტუტის პატივისცემა
გამოიხატება იმაშიც, რომ დამარცხებული მეფეც კი (რამაზი) არ არის შეურაცხყოფილი და
დამცირებული. მას ფარსადანი სათანადო პატივით ექცევა, რითაც ხაზს უსვამს მეფის ღვთიურ
წარმომავლობას, ხელშეუხებლობას. მეფე რომ სამართლიანი და მოწყალე უნდა იყოს, ისე როგორც
უფალი ღმერთი, ამას ადასტურებს როსტევან მეფის დახასიათება, სადაც იგი მოხსენიებულია,
როგორც „მოსამართლე და მოწყალე“. ყმა ავთანდილის თვალით დანახული პატრონიც ღმერთთანაა
გატოლებული.
„პატრონი
ჩემი გამზრდელი, ღმრთისაგან დიდად ცხოველი, მშობლური, ტკბილი, მოწყალე, ცა წყალობისა
მთოველი“. პატრონის სამსახურს გმირები ერთმანეთს უწონებენ. იგი მათთვის თავის გამოჩენის
საშუალებაა და საამაყოცაა. „წამოსულხარ ჩემად ძებნად, პატრონისა სამსახურად, ღმერთმა
ჰქმნა და გიპოვნივარ, შენცა ცდილხარ მამაცურად“. ავთანდილი თავს იდანაშაულებს, რომ
მეფე-პატრონი მიატოვა, უორგულა. მისივე თქმით, ამის შემდეგ ღვთის შეწევნის იმედი არ
უნდა ჰქონდეს. „მას ვუორგულე, წამოვე, მართ დავივიწყე ყოველი, მისი შემცოდე, ღმრთისაგან
კარგსა აღარას მოველი“, – სინანულით აცხადებს იგი. ფაქტია, რომ რუსთაველი პატრონისადმი
ერთგულების მქადაგებელია. მაშინ ისმება კითხვა: თუ ასეა, რატომ დაუშვა ავტორმა, რომ
ავთანდილი პატრონის დაუკითხავად გაპარულიყო და მიეტოვებინა სახელმწიფო თანამდებობა?
პასუხი ცალსახაა. სწორედ იმიტომ, რომ რუსთაველისთვის არსებობს პატრონის ერთგულებაზე
უფრო მნიშვნელოვანი ადამიანური ღირსება, როგორიცაა გაჭირვებაში ჩავარდნილი ადამიანის
დახმარება. მწერალი არ ერიდება პატრონყმური მოვალეობის დარღვევის ფაქტების აღწერას.
მაგალითად: ტარიელის მიერ მეფის ბრძანების შეუსრულებლობა, ტახტზე პრეტენზია, სასიძოს
მოკვლა, თითქმის ამბოხიც კი. ისევ ჩნდება კითხვა: როგორ დაუშვა მწერალმა შუა საუკუნეებში
მსგავსი სახიფათო სიუჟეტის განვითარება?.. მაგრამ ხომ ცხადზე უცხადესია რუსთაველის
პრინციპები, რომ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი ღირსება, რასაც სამართლიანობა ჰქვია,
ვიდრე ბრმა მორჩილება პატრონისა. სწორედ სამართლიანობის დარღვევას მოჰყვა პატრონყმური
ვალდებულების რღვევაც. ავტორი არა მარტო ყმის, არამედ პატრონის ვალდებულებების ასრულებასაც
ითხოვს. იგი მხოლოდ სამართლიანობაზე დამყარებული პატრონყმობის მომხრეა. როგორც ჟან-ჟაკ
რუსო ამბობდა: როდესაც მთავრობა უზურპატორი ხდება, საზოგადოებრივი ხელშეკრულება ირღვევა.
ქვეშევრდომი არაა ვალდებული, დაემორჩილოს უზურპატორს. ჩანს, ასე ფიქრობდა რუსთაველიც,
რადგან არც ფარსადანს და არც როსტევანს აზრად არ მოსვლიათ თავიანთი ყმების დასჯა. დიახ!
რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, არ გაბრაზებულა როსტევანი, როცა სპასალარმა მეფის დაუკითხავად
მიატოვა სახელმწიფო სამსახური და გაიპარა ტარიელის დასახმარებლად. სავარაუდოდ, ფარსადანიც
ხვდებოდა თავის არასწორ გადაწყვეტილებას სამეფო გვარის წარომადგენლის (ტარიელის) მიმართ.
აშკარად გრძნობდნენ მეფენი თავიანთ უსამართლობას და მხოლოდ საყვედურებით შემოიფარგლებოდნენ.
როგორც ვხედავთ, ზოგჯერ, „ვეფხისტყაოსანშიც“ ირღვევა „კონსტიტუცია“. ამ მაგალითებით
რუსთაველი ცდილობს, დაამკვიდროს ახალი, უფრო სამართლიანი და ტოლერანტული მსოფმხედველობა.მოვალეობა,
ერთგულება, სიყვარული რა განაპირობებს პოემის პატრონ-ყმათა ურთიერთობებს? რუსთაველი,
რომელიც შესავალშივე ხაზს უსვამს პატრონის უზენაესობას და მისი სამსახურის ვალდებულებას
(„მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა“), მაინც ვერ გახდა პატრონისადმი
„სიტყვაშეუბრუნებელი, მორჩილი“ ყმების მხატვარი. იგი დამოუკიდებელი, თავისთავადი მოაზროვნეა.
მისი გმირების პატრონყმური ურთიერთობა ერთგულებაზე, სიყვარულზე, ურთიერთპატივიცემაზეა
აგებული. სწორედ ამიტომ აღმოჩნდა, თამაზ ჭილაძის თქმით, „რუსთაველის პატრონყმობა ადამიანისათვის
გადაკეთებული, გადააზრებული ხელოვნება“.ავთანდილი თინათინის დავალების შესრულებას თავის
მოვალეობად მიიჩნევს, როგორც ყმა. „პირველ ყმა ვარ, წასვლა მინდა პატრონისა სამსახურად,
ხამს მეფეთა ერთგულება, ყოფა გვმართებს ყმასა ყმურად“. რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს,
თინათინიც სწორედ ასე ფიქრობს. „პირველ ყმა ხარ, ხორციელი არავინ გვყავს შენად სწორად,
მერმე ჩემი მიჯნური ხარ…“ ის დავალებას პირველ რიგში ყმას აძლევს, შემდეგ კი სატრფოს.
აშკარაა, რომ ორივენი სახელმწიფოებრივ ხედვას ამჟღავნებენ. რა თქმა უნდა, სიყვარული
ამ დავალების პირნათლად შესრულების საწინდარია. ავთანდილს ეძლევა შანსი, ამ დავალების
შესრულებით თავი გამოიჩინოს არა მარტო როგორც ყმამ, არამედ როგორც მიჯნურმაც. მიუხედავად
ამისა, შეუძლებელია, გარდა მოვალეობისა, პოემაში პატრონყმური უთიერთობების სხვა ბერკეტებიც
არ დავინახოთ.ავთანდილისა და შერმადინის ურთიერთობა დაფუძნებულია მეგობრობასა და ნდობაზე.
იგი სცილდება პატროყმურ ურთიერთობებს. ეს კარგად ჩანს ავთანდილის ამ სიტყვებში: „ვართ
უმოყვრესნი მე და შენ ყოველთა პატრონ-ყმათასა“. ავთანდილს ხელს არ უშლის შერმადინის
მონა-ყმობა, იყოს მისი მეგობარი და მესაიდუმლე. შერმადინს ენდობა, უმჟღავნებს თავის
ხვაშიადს, მისი იმედით ტოვებს ქვეყანას და თავის სანაცვლოდ პატრონადაც „დააგდებს“.
საყურადღებოა, რომ „ჯერთ უწვერული“ ავთანდილი მზად არის თავის წერილში, ერთი შეხედვით
ღიმილისმომგვრელი სიტყვებით, დაარწმუნოს ქვეშევრდომები, რომ შერმადინი გაუზრდია „ვითა
ძმა და ვითა შვილი“. ამ განცხადებით მან თავის ყმებს მეტი პასუხისმგებლობა დააკისრა
დავალების ასასრულებლად. „ამას ასრე მორჩილობდით, არის ვითმცა ავთანდილი“. ავთანდილი
პატრონის უფლებით ავალდებულებს ყმებს თავისი ბრძანების ასრულებას. შედეგად „იგი მონა
აპატრონეს, ყველაკამან თაყვანი სცა“. ავთანდილმა გაითვალისწინა, რომ დაბალი წარმოშობის
ადამიანის პატრონად გამოცხადებაზე შეიძლება უარი ეთქვა ლაშქარს, ამიტომ თავისი უფლება
დოკუმენტით (წერილი) განამტკიცა. ფაქტია, რომ შერმადინს ავთანდილი უფრო მაღალი რანგის
ადამიანების პატრონად ტოვებდა. „ლაშქართა და დიდებულთა ალაშქრებდი, პატრონობდი“.შერმადინისათვისაც
ავთანდილის მეგობრობა უფრო ძვირფასია, ვიდრე ლაშქრის პატრონობა. გულწრფელად სთხოვს
იგი პატრონს: „წამიტანე სამსახურად, მოგეხმარო რაცა გინდი“, ხოლო, როცა მის გადაწყვეტილებას
მოისმენს, კიდევ უფრო დამწუხრდება. „მაგრა რა ვქნა უშენოსა დამეცემის გულსა ბინდი“,
ან „შენ მარტოსა გიგონებდე, მემცა მიწა მიაკვანე“. ამ განცდებს მხოლოდ მოვალეობა ვერ
შობს, იგი უფრო მაღალ გრძნობებზეა დაფუძნებული.მამაშვილური დამოკიდებულება ვლინდება
როსტევან მეფისა და ავთანდილის ურთიერთობაში. ნადირობაში დამარცხებული მეფე ავთანდილის
სიყვარულით მეფურ ამპარტავნებას იცხრობს. „უხარის ეგრე სიკეთე მისისა განაზარდისა“.
არც მონებისგან იყო იოლი სათქმელი მეფისათვის „…მეფეო, ყოლა ვერ ვიტყვით შენსა მაგისად
დარებით, აწვეცა დაგვხოც, ვერა ჰგავ…“ აშკარად მეფის სამართლიანობისა და მისი ავთანდილისადმი
დამოკიდებულების იმედად მყოფმა მონებმა გაბედეს, მეფისათვის ეკადრებინათ, რომ იგი ავთანდილს
ვერ უტოლდებოდა ნადირობაში. სამართლიანობას ავლენს პურობისას „სიძუნწეში ეჭვმიტანილი“
მეფეც. იგი მხოლოდ მაშინ კარგავს წონასწორობას, როცა ავთანდილის გაპარვას შეიტყობს.
მეფის მწუხარების მიზეზი არა ყმის მიერ დარღვეული ვალდებულებაა, არამედ იმის ფიქრი,
რომ ავთანდილის გარეშე მოუწევს ყოფნა. მამის წუხილს უფრო ჰგავს მეფის მოთქმა, ვიდრე
პატრონისას. „მარა მე რა ვქნა გაზრდილო, აწ სახლად მმართებს სენები, გამაღარიბე, დამაგდე…“
ან „ოდეს გნახავ მხიარულსა, ნადირობით შემოსრულსა“. სამართლიანობა და სიყვარული მიაჩნია
ავტორს იდეალური პატრონყმური ურთიერთობის საფუძვლად.პოემის თანახმად, ყმები უფლებრივად
შეზღუდული არ არიან. როგორც ვხედავთ, მათ შეუძლიათ გააპროტესტონ პატრონების უსამართლობა,
შეუძლიათ იმეგობრონ ყმებთან, მიუხედავად მათი სოციალური მდგომარეობისა. თვით მეფესაც
კი გაეჯიბრონ და სძლიონ, ისე, რომ ამით არ დაზარალდნენ. დაბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი:
ყმას პატრონის შეყვარების და მასთან ქორწინების უფლებაც კი აქვს. ამიტომაც არ მალავს
ავთანდილი მეფე-პატრონის სიყვარულს. „მე პატრონისა ჩემისა ასული შემყვარებია, თვით
მეფედ მათად მას ხედვენ, მონები მკლავ-მაგრებია“. საგულისხმოა, რომ ამ აზრს შეგნებულად
ხვდება როსტევანი. „მე სიძესა ავთანდილის უკეთესსა ვპოვებ ვერა“, -აცხადებს იგი.დიახ,
„ვეფხიტყაოსანი“ პატრონყმური ურთიერთობის რენესანსული ფორმაა. პოემის პატრონყმური
„კონსტიტუცია“ მაღალ სტანდარტებზეა დაფუძნებული, რომლის მიხედვითაც, ყმას უფლება აქვს
იყოს პატრონის მეგობარი და მიჯნურიც კი. იგი ასპარეზია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების
გამოსავლენად. პოემის გმირები ღირსეული ყმები არიან. აი, თურმე რატომ ესწრაფვიან ყმობას
„ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟები.სწორედ ნაწარმოების პრობლემატიკის კვლევა-ძიების პროცესში
ყალიბდება მოსწავლეთა კრიტიკული და შემოქმედებითი უნარები, იხვეწება დისკუსიისა და
თანამშრომლობის კულტურა. მეტი ყურადღება ექცევა ნაწარმოების შექმნის დროს, ეპოქის სულისკვეთებას,
საგანთაშორის კავშირებს, კანონმდებლობით საკითხებს, ხელს უწყობს წინარე ცოდნის გააქტიურებას,
მოპოვებული მასალის დახარისხებისა და სათანადო დასკვნების გამოტანის უნარს.
ტარიელი
— უცხო მოყმე, ვეფხისტყაოსანი, ნესტანის მიჯნური, ავთანდილისა და ფრიდონის ძმადნაფიცი;
· ავთანდილი — არაბეთის სპასპეტი, თინათინის
მიჯნური, ტარიელისა და ფრიდონის ძმადნაფიცი;
· ნურადინ-ფრიდონი — მულღაზანზარის მეფე, ტარიელისა
და ავთანდილის ძმადნაფიცი;
· ნესტან-დარეჯანი — ტარიელის მიჯნური, ფარსადანის
ქალიშვილი;
· თინათინი — ავთანდილის მიჯნური, როსტევანის
ქალიშვილი და თანამესაყდრე;
· როსტევანი — არაბეთის მეფე;
· ფარსადანი — ინდოეთის მეფე;
· დავარი — ფარსადანის და, ქაჯეთში გათხოვილი,
ნესტან-დარეჯანის გამზრდელი და მასწავლებელი
· შერმადინი — ავთანდილის ერთგული მსახური;
· ასმათი — ნესტან-დარეჯანის მონა-მსახური,
ტარიელის მსახური და მეგობარი;
· რამაზი — ხატაეთის მეფე;
· უსენი — გულანშაროს მთავარი;
· ფატმანი — უსენის ცოლი;
· ჭაშნაგირი — ფატმანის საყვარელი;
· მელიქ–სურხავი — გულანშაროს მეფე;
· უსამი — ვაჭრების მეთაური.
„უხვად გასცემდი, ზღვასაცა შესდის და გაედინების“
გაცემა
,,ვეფხისტყაოსნის“ სამყაროს უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია, ღირსებაა,რასაც ნაწარმოების
ყოველი პერსონაჟი თავის უპირველეს მოვალეობად თვლის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
იგი როსტევანის სახელმწიფოებრივი აზროვნებისთვის. ამ ღირებულებებით ზრდის იგი თავის
ქალიშვილს, არაბეთის მომავალ მეფეს: „უხვი ახსნილსა დააბამს..“_ მოძღვრავს როსტევანი
გვირგვინოსან თინათინს და მეფედ კურთხევის დღესვე ეს სწავლება რეალობად იქცევა, უხვ
წყალობად მოევლინება არაბეთს.მოწყალების გაცემის შედეგი იმედითა და სიხარულით სავსე
მოსახლეობაა, მეფის სიმდიდრესა და ძლიერებაში დარწმუნებული . მოსახლეობა, რომელიც მომავალს
რწმენით შეხედავს, აღიარებს მონარქის ავტორიტეტს, სიკეთეს. მაგრამ გაცემას უფრო ღირებული
სახე შეიძლება ჰქონდეს და აქვს კიდეც. ესაა სიყვარულის გაცემა, თანადგომა, მოზარეობა:
„ხამს გასრულება მოყვრისა სიყვარულისა მტკიცისა“… რაც ვლინდება ნაწარმოებში პირველივე
თავებიდან.დაიჯერა თუ არა როსტევანმა უცხო მოყმის უჩინარობა, უხორცობა სინამდვილეში?
_ეს კითხვა დავსვით მოსწავლეებთან ერთად, როცა შევისწავლეთ ,,ვეფხისტყაოსნის“ თავი: „უცხო მოყმის ნახვა“. გადავწყვიტეთ,
დავკვირვებოდით მოვლენების განვითარებას, პასუხი მაშინვე არ გაგვეცა ამ კითხვაზე. თუმცა, იგი თითქოს მალევე გაჩნდა_ თინათინმა ურჩია მამას,
დაევალებინა ყმებისთვის უცხო რაინდის მოძებნა.
ერთი წლის ძებნის შემდეგ როსტევანის მონები დაბრუნდნენ და მეფეს მოახსენეს, ჩვენ მისი
ამბის მსმენელიც ვერ ვნახეთო. როსტევანმაც დაიჯერა უცხო რაინდის ეშმაკეულობა და „თამაშობა
ადიადა“_ამას გვეუბნება ტექსტი. თუმცა ცოტა ხანში აღმოჩნდება, რომ თინათინს არ სჯერა
ეს, მიუხედავად იმისა, რომ მისი იდეა იყო უცხოს მოძებნა. თინათინმა მამას არ უთხრა,
მაგრამ ავთანდილს გაუმხილა თავისი ეჭვი და სთხოვა, მოეძებნა იდუმალი მოყმე. ტექსტიდან ჩანს, რომ არც ავთანდილს
დაუჯერებია უცხო რაინდის უხორცობა, (მან საკუთარი
თვალით იხილა ტარიელის მეომრობა) იგი თანხმდება
თინათინს, რომ მოძებნის მას.და ისევ ისმის კითხვა: ნამდვილად დაიჯერა როსტევანმა უცხო
რაინდის უჩინარობა?- ავთანდილის უცხო მოყმის საძებრად წასვლის შესახებ საუბრისას ისევ ვსვამთ ამ კითხვას კლასში. ჯერ განსხვავებული
პასუხი არა გვაქვს, რადგან ვხედავთ, როსტევანმა იცის, რომ სულ სხვა მისიით მიდის ავთანდილი
სახელმწიფოდან.,,მე წავიდე, მოვიარო, ვილაშქრო და ვინაპირო, თინათინის ხელმწიფობა მტერთა
თქვენთა გულსა ვგმირო“. სპასპეტის არაბეთში
დაბრუნების შემდეგ კი , როდესაც ავთანდილისაგან
გამოგზავნილი შერმადინი მოახსენებს მეფეს თავისი
პატრონის სიტყვებს: ,,მის ყმისა ვერას ვერ მცნობი ვუხმობდი თავსა ფლიდობით, აწ ვცან
და გაცნევ ყველასა, მოვალ შვებით და მშვიდობით“, ტექსტში ჩნდება როსტევანის სიტყვები
: „ბრძანა: ,,ვცან ჩემი ღმრთისაგან სააჯო და სათხოველი“ . მოსწავლეებს ვთხოვ, იფიქრონ,
როგორ შეიძლება, ახსნან ეს სიტყვები. რა ,,სააჯო და სათხოველი“ ჰქონდა როსტევანს ღმერთთან
ამ სამი წლის მანძილზე, რაც არ ასვენებდა, რასაც გამუდმებით სთხოვდა უფალს.შეიძლება
დავიჯეროთ, რომ როსტევანისნაირი ბრძენი, მეომარი
უებრო, რაციონალური ადამიანი ეჭვის გარეშე დაიჯერებდა, რომ არაბეთის საუკეთესო რაინდები მოჩვენებამ დახოცა, გაანადგურა? მოსწავლეების
დიდი ნაწილის მსჯელობა მიდის იქით, რომ „უცხოსთან“ სამარცხვინოდ დამარცხებულ როსტევანს
მეტი გამოსავალი არ ჰქონდა, უნდა ეღიარებინა, რომ მხოლოდ უხორცო ძალას, რასაც ადამიანი
ვერ მოერეოდა, შეეძლო გაენადგურებინა არაბეთის უძლეველი ლაშქრის რჩეული მეომრები.მასას,
საზოგადოებას, ზოგჯერ სჭირდება ასეთი ტყუილი, თუნდაც იმიტომ, რომ სასოწარკვეთილებაში
არ ჩავარდეს. მხოლოდ შინაგანად ძლიერ ადამიანს თუ შეუძლია დამარცხება შემდგომი გამარჯვებისთვის
საკუთარ მოტივაციად აქციოს, ძალები მოიკრიბოს, სიმართლეს თვალებში შეხედოს. ჟამი აქვს
ყველაფერს, იქნებ სწორედ ამ ჟამს ელოდებოდა როსტევანი?!თუმცა მოსწავლეების ნაწილს მეორე
პასუხიც აქვს კითხვაზე- რა ჰქონდა სამი წლის
განმავლობაში,, სააჯო და სათხოველი“ როსტევანს?- ავთანდილის მშვიდობიანად დაბრუნება
სახელმწიფოში. ესეც დამაჯერებელი არგუმენტია, რადგან მეფეს შვილივით უყვარდა თავისი
გაზრდილი და, რა თქმა უნდა, იდარდება მასთან განშორებას.მივყვეთ მოვლენებს, ავთანდილი
ისევ უნდა წავიდეს, იცის, როსტევანი აღარ გაუშვებს,
ამიტომ იპარება. მეფე ბრაზდება ვაზირ სოგრატზე, მაგრამ ავთანდილის ანდერძის წაკითხვის შემდეგ ცრემლიანი თვალებით
სთხოვს დარბაზს, აქედან დაეხმარონ ავთანდილს (ამლოცველონ ობოლნი, ქვრივნი, დავრდომილნი).საინტერესოა…
როსტევანი არ გაბრაზებულა, როცა ავთანდილი პირველი წასვლის შემდეგ დაბრუნდა და უცხო
მოყმის ამბავი მოიტანა, თუმცა გამოჩნდა, რომ სპასპეტმა მეფე მოატყუა (წასვლის ნამდვილი
მიზეზი დაუმალა). არც გაპარვის შემდეგ გაბრაზებულა
სპასპეტზე_ საქმე, სახელმწიფო როგორ მიატოვაო.მოსწავლეებთან ერთად განვიხილავთ ანდერძის
ყოველ სტრიქონს… „არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა!“_ მიმართავს
გაზრდილი გამზრდელს. ანდერძის კითხვისას გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ავთანდილთან ერთად
როსტევანიც საუბრობს, რადგან თავად ანდერძის ავტორი თანამოაზრედ, გამგებად, ამ სიბრძნის მასწავლებლად როსტევანს ასახელებს.
თითქოს ყოველ სტრიქონში ეუბნება, რომ მან ასწავლა: „სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა,
მერმე სულსა“… „სიყვარული აღგვამაღლებს“
… „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა“… „კაცი ბრძენი ვერ გასწირავს“…მან იცის, რომ აღმზრდელი
არ დაუგმობს განზრახვას, რადგან ავთანდილი ასრულებს ღვთის ნებას,ხვდება, რომ ტარიელი
მისი საძებარია: ,,ჰე,მეფეო,გავიპარვი, ძებნად
ჩემგან საძებრისად“. ავთანდილი დარწმუნებულია,
რომ როსტევანი თავად აუხსნის საზოგადოებას
მისი წასვლის მთავარ მიზანს, ამიტომაც იმასაც სთხოვს, მისი არდაბრუნების შემთხვევაში იზრუნოს მის სულზე.ვფიქრობთ, პასუხს ვპოულობთ ჩვენს
კითხვაზე. ავთანდილის ანდერძმა, სპასპეტის წასვლამ როსტევანი მიახვედრა, რომ მისი გაზრდილი
ცდილობს არაბეთს მოყვარედ, ძმად დაუბრუნოს ადამიანი, რომელიც მტრად მოიკიდეს, გადაემტერნენ,
რომელმაც ამის გამო საყვედურიც კი უთხრა ავთანდილს პირისპირ შეხვედრისას: „რა გინდოდათ? რას მერჩოდით? ერთმანეთსა რითა ვგვანდით?“
ავთანდილი
ცდილობს სიყვარული, მეგობრობა, თავგანწირვა გასცეს, მტრობის, შუღლის, უსამართლო დამოკიდებულების
სანაცვლოდ. ცდილობს სიცოცხლის(ნესტანის) დაბრუნებაში დაეხმაროს ტარიელს. სიყვარული გადოს
ურთიერთობის „გზად და ხიდად“ და მტრად
მოკიდებული უცხო რაინდი, მეგობრად დააბრუნოს არაბეთში. ეს არის გაცემის ყველაზე
ღრმა, დიდებული არსი. ეს არის ,,ვეფხისტყაოსნის“ ყველაზე დიდი სიბრძნე, სათქმელი, რომ
სიყვარული აერთებს, აღადგენს გაუგებარ, შემცდარ ურთიერთობებს. ადამიანებს აძლევს საშუალებას,
დაუბრუნდნენ საკუთარ თავს, თვალი გაუსწორონ სიმართლეს, არ იცხოვრონ სიცრუეში, არ მოიტყუონ
თავი.ავთანდილი ასწორებს როსტევანის შეცდომას. მისი გზა და მოძრაობა ნაწარმოების მთავარი
ხაზია. ამ გზით იწყება ნაწარმოები და ამ პერსონაჟის
სიკეთისათვის მოძრაობითაც მთავრდება ის. ეს გზა და მოძრაობა არსად არ წყდება ნაწარმოებში,
მას უერთდება სხვა მოძრაობები, სხვა გზები(
პერსონაჟები) და საინტერესოა, რომ თითქმის ყველასთან იგი სიყვარულს გასცემს, აკავშირებს
მათ ერთამანეთთან, აღმოაჩენს სიყვარულის დაკარგულ გზებს(მიდის ფრიდონთან და ტარიელისთვის
თავიდან აამოძრავებს, მიდის ფატმანთან და ნესტანის გადასარჩენად თავიდან აღძრავს მას.)
ავთანდილი პოულობს და ერთმანეთთან აკავშირებს სიყვარულის გაცემისათვის მზა სულებს,
რადგან იცის, „უხვად გასცემდი, ზღვასაცა შესდის და გაედინების“ და თავადაც იღებს სიყვარულს,
მეგობრობას. ესაა მისი მისია_ შეკრება
სიკეთისათვის
თავგანწირულებისა სიყვარულის გადასარჩენად,
რადგანაც ,,რაც მტრობას დაუნგრევია სიყვარულს უშენებია“.
წყარო:http://mastsavlebeli.ge/
ციტატები სხვადასხვა ნაწარმოებიდან
1. ციტატები
ადამიანისა და საზოგადოების ურთიერთობაზე (თემი
და პიროვნება)
1.,,ვისაც
ჩვენ არ ვებრალებით, ჩვენ შავიბრალოთ რისადა?
სიკვდილი
თვითონ უფალსა გაუჩენია მტრისადა.“ (ზეზვა ეუბნება ლუხუმს ვაჟას ,,ბახტრიონიდან“ )
2.,,რა
საამური დრო არის, რა საამური წამია! (ვაჟა-
,,ბახტრიონი“)
3.
,,ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი (,,ალუდა ქეთელაური“)
4.
,,ვისაც მტერობა მასწყურდეს, გააღოს სახლის კარია...“( ვაჟა-ფშაველას ,,ალუდა ქეთელაური“)
5.,,შენ
რომ სხვა მაჰკლა, შენც მოგკვლენ, მკვლელს არ შაარჩენს გვარია“ ( ვაჟას ,,ალუდა ქეთელაური“)
6.,,თემს
რაც სწადიან, მას იზამს, თავის თემობის წესითა“( ,,სტუმარ–მასპინძელი“)
7.,,ნისლი
ფიქრია მთებისა, იმათ კაცობის გვირგვინი“ (ვაჟა-
,,ბახტრიონი“)
8,,ეღირსებაო
ლუხუმსა ლაშარის გორზე შადგომა“ (ვაჟა- ,,ბახტრიონი“)
9.,,
მაგრამ მტერს მტრულად მოექეც, თვითონ უფალმა ბრძანაო“(ქისტები- ზვიადაურის მოკვლისას)
10,,ბუნება
მბრძანებელია, იგიბ მონაა თავისა, სადაც სიკეთეს იხვეჭავს, იქვე მქმნელია ავისა...
მაინც
კი ლამაზი არის, მაინც სიტურფით ჰყვავისა“(
ვაჟა-ღამე მთაში“)
2. ციტატები
სიყვარულზე
1.,,მოკვდავსა
ენას არ ძალუძს უკვდავთა გერძნობათ გამოთქმა“ (ბარათაშვილი ,,არ უკიჟინო, სატრფოო..“)
2.,,
თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს, მას ვერც შემთხვევა და ვერც ხანი ვერ
დააბერებს .
მხოლოდ კავშირი ესრეთ სულთა შობს სიყვარულსა,
ზეგარდმო მადლით დაუხსნელად დამტკიცებულსა“.
3.,,
სილამაზეა ნიჭი მხოლოდ ხორციელების და, ვით ყვავილი, თავის დროზე მსწრაფლად დაჭკნების“
(ბარათაშვილი ,,რად ჰყვედრი კაცსა, ბანოვანო“)
1.მიჯნურობა ,, ძნელად სათქმელი,
საჭირო გამოსაგები ენათა,
იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა;
2.,,მას
ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიხვდებიან,
ენა დაშვრების, მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან;
1.
,,მიჯნურსა თვალად სიტურფე მართებს მართ, ვითა მზეობა,
სიბრძნე,
სიუხვე, სიმდაბლე, სიყმე და მოცალეობა,
ენა,
გონება, დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა,
ვისცა
ეს სრულად არა სწირს, აკლუია მიჯნურთ ზნეობა.“
2.
,, მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი:
იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ძღვარი...“
( ,,ვეფხისტყაოსანი ,,პროლოგი“)
3.
,,მაინც რა არის სიყვარული, თუ არა ღმერთი? ღმერთი კია
არა, სიკვდილი, რადგან მხოლოდ მას დაუმკვიდრებია სიყვარული სამარადჟამოდ, ვისაც სიკვდილის
საფასით შეუსყიდია იგი...“
4.
,,არავინ ისე არ იტანჯება ამ ქვეყნაზე, როგორც იგი,
რომელიც ყოველივეს არ შესწირავს თავის სიყვარულს.“ (,,დიდოსტატის მარჯვენა“)
3. ციტატები პოეზიის ძალაზე, სიმართლის თქმასა და უფლის რჩეულობაზე
,,შაირობა
პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი,
საღმრთო,
საღმრთოდ გასაგონი, მსმენელთათვის დიდი მარგი,
კვლა
აქაცა ეამების, ვინცა ისმენს კაცი ვარგი:
გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი“. ( რუსთაველი ,,პროლოგი“)
1.,,სულ
სხვა ჰყავს ხელისუფალი ამ ჩემს გონება–გრძნობასა.
,,გარემოების
საყვირი ხან მიწისა ვარ, ხან–ცისა“. ( აკაკის
,,პოეტი“)
2.
მართალია, მძრახველს ძრახვა თვით კი ავად მოუხდების,
მაგრამ ფარვა სიავისა ქვეყანას არ მოუხდების“
,,მე
კი ვფარავ, მაგრამ ჩემი სატკივარი არა ჰფარავს“.
,,მე
თუ გინდა თავი მომჭრან, ტანი გახდეს გასაბერად,
ვინც
არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად.“ ( გურამიშვილის ,,დავითიანი“)
3.,,
მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის-მიწიერი–ზეციერსა.
ღმერთთან
მისთვის ვლაპარაკობ, რომ წარვუძღვე წინა ერსა“.
ერის
წყლული მაჩნდეს წყლულად, მეწოდეს მის ტანჯვით სული.
მის
ბედით და უბედობით დამედაგოს მტკიცე გული.“ (ილიას
,,პოეტი“)
4.
,,ჩემი კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში?
რასაც
ვმსახურობთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ.
ჩვენ
წმიდა სიტყვა უშიშარად მოვჰფინოთ ხალხში,
ბოროტთ
საკლავად მათ სულთხდომის სეირს ვუყუროთ.
ჩემზედ
ამბობენ, ის სიავეს ქართვლისას ამბობს.
ჩვენს
ცუდს არ ჰმალავს, ეს ხომ ცხადი სიძულვილია?!
ბრიყვნი
ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს,
ამ
სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია.( ილიას
,,ჩემო კალამო“)
5.
,,ქართული კალამი ორეულია გოლგოთის ჯვრისა,
ხოლო მისი პატრონი ყოვეთვის ჰგავდა იმ მთაზე აღმავალ მაცხოვარს.“( თეიმურაზ ხევისთავი- ,,ჯაყოს ხიზნები“)
4. ციტატები
ღმერთის ყოვლისშემძლეობაზე
1.,,რაცა
ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების“
2.,,არვის
ძალ-უც ხორციელსა განგებისა გარდავლენა“
3.
,,განგებასა ვერვინ შეცვლის, არ -საქმნელი არ იქმნების“
4.
,, ბედი ცდაა, გამარჯვება, ღმერთსა უნდეს , მო-ცა- გხვდების“
5.
,,ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“
6.
,, კაცო, ძალსა ნუ იქადი, თუ არ შეგწევს ღვთისა ძალი“ ( ,,ვეფხისტყაოსანი“)
5. ციტატები
სიტყვის ძალაზე
1.,,ბრძნად
მეტყველებაი ვერცხლი არს წმიდაი, ხოლო დუმილი ოქროი რჩეული“(გიორგი მერჩულე)
2.,,ზოგჯერ
თქმა სჯობს არა–თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“ (შოთა– ვეზირი ეუბნება ავთანდილს)
,,გველსა ხვრელით
ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი“
,,
სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა“
3. სულხან საბას იგავები: ,,მეფე და ავსიტყვა“,
,,უტკბესი და უმწარესი“, ,, ენით დაკოდილი“
ციტატები ხელოვნების უძლეველობაზე
1.,,ხელოვნება
გულის სისხლს მოითხოვს საფასად. თუ მთელი ჯანი არ შეალიე ამ სასტის ბომონს, არაფერი
გამოგივა ხელიდან“.
2.
,,კურთხეულია მხოლოდ ნაბიჯი ვალმოხდილისა. შრომაა უდიდესი სიქველე ამქვეყნად. და არაფერი
ისე არ ამშვენებს ვაჟკაცს, როგორც შრომაში გამოჩენილი სიმამაცე.“
3.
,,ხელოვმებაა თავად უკვდავება, მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი. ათასეული წლები წალეკავენ
ირგვლივ ყოველივეს, მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება, როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი
იაკობი“.
4.,,ერთი
ბომონი ვერ დაიტევს ორ კერპს“.
5.
,,განა ქვაა სვეტიცხოველი, ქვაყოფილია იგი ამჟამად, უფრო უკვდავი, ვიდრე ასი ათასი
მოკვდავის სული“.
(კონსტანტინე გამსახურდიას ,,დიდოსტატის
მარჯვენა“)
6.,,ვნების
სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში“ .
(გურამ რჩეულიშვილის ,,ალავერდობა“)
6.,,ყოველი
ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ...“
7.
,,იყო მკითხველი, ეს თავისთავად სასწაულია...ეს სწორედ ისაა, ვისაც შეგიძლია ისედაც
ვიწრო საძილე ტომარაში შეყვარებულებს შორის იწვე და სულაც არ იყო ზედმეტი ...რადგან
ავტორმა ასე ინება“.
6. ციტატები
ცხოვრების ხანმოკლეობაზე, სიკვდილის უძლეველობასა და
ადამიანის
დანიშნულებაზე
1.
,,ვერ დაიჭირავ სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი
მისგან გასწორდეს ყოველი, სუსტი და ძალგულოვანი
ბოლოს შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი.
სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი“
2.
,,სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა“
3.
,, ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“
4.
,,არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოლთა ბრძნობისა!
5.
,,მით
ვისწავებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა.“
6.
,,კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა“
7.,,ესე
ყოველი ცხოვრება, ვითარცა ყვავილი ველთაი, წარმავალ არს და დაუდგრომელ. და ვინც, სთესა,
მოიმკო, ვინც განაბნია გლახაკთათვის, შეიკრიბა“.. ( იაკობ
ხუცესი– შუშანიკი ეუბნება ჯოჯიკს. ,,სახარებიდან“)
8.რაც
არ იწვის, არ ანათებს,
უჩინარად
ლპპება ნელა.
მოდი,
დამწვი, სიყვარულო, მიაშუქე,სადაც ბნელა.
ერთი
წამიც თუ ცსიცოცხლის თუ სიამიოს მომფენია,
უსინათლოს
და უგრძნობელს საუკუნეს მირჩევნია.“
( აკაკი)
9.,,სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების
10.,,ყმაწვილი
უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო,
ვინ
არის სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო“(გურამიშვილი)
,,.“
11.
,,მაგრამ მარტო წვრთნა რას იზამს, თუ ბუნებამც არ უშველა“(აკაკი)
12.
,,სიცოცხლეს აუგიანსა სიკვდილი მიჯობს ხმალზედა(კვირია- ,,ბახტრიონი“)
13.
,,არავინ აღანთის სანთელი და შედგის ქუეშე ხვიმირსა, არამედ ზედა სასანთლესა გადგიან,
რათა უნათოს ყოველთა“ ( აბო ეუბნება აფხაზეთის მთავარს)
14. ,,თუ წუთისოფელს
ერთ ბეწო-ხანს თვალი მოუხუჭე, ისე გაგთელავს, როგორც დიდოელი ლეკი ნაბადსა“.
15. ,,,ადამიანს
მინამ ხელ-ფეხი ერჩის, მარტო არ იქნება.“
16 ,,თუ გაჭირდა, რკინის
ქალამნებს ჩავიცვამ , რკინის ჯოხს დავიჭერ და ხელმწიფემდე ვივლი“.
( ილიას ,,ოთარაანთ ქვრივი“)
17. ,,არავინ
ისე მამაცად არ იბრძვის სხვის ომში, როგორც სულელი“
18
,,ვინც შეგირდი არ ყოფილა, ვერასოდეს გახდება ოსტატი...“
( ,,დიდოსტატის მარჯვენა“)
7. ციტატები ქართველთა ზნე–ხასიათსა
და ფიზიკურ თუ სულიერ მდგომარეობაზე
1.
.,,აღვერიენით ერსა უცხოსა“(,, აბოს წამება“- მე-4 თავი)
2.
,,ირყევიან და განილევიან ვითარცა ლერწამნი ქართაგან
ძლიერთა“(იოანე საბანისძე 1-ლი თავი)
3.
,,შენი ივერი აღსდგეს ძლიერი და დადგეს ერად სხვა ერთა
შორია“( ორბელიანი–,,თამარის სახე“)
4.
,,,,ვიდრე ძე შენი არ გაიკვლევს ზოგად ცხოვრებას
და
რწმენის ნათლით ზე აღზიდულ, ამაღლებული,
ჭკვით
არ განსჭვრიტავს საზოგადო ცხოვრების დენას,
იმ
დრომდე იგი უიმედო, შეწუხებული....მწარე ცრემლს დაღვრის“ ( ილიას პოემა ,,აჩრდილი“)
5.
,,ადრიდა ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“
6.
,,მხოლოდ მოძრაობა და მოძრაობაა ქვეყნის
ძალისა და ღონის მომცემი“( ,,მგზავრის წერილები“)
7.
ილიას ,,ბედნიერი ერი“ ,,რა გითხრათ, რით გაგახაროთ?“
8.
,,საქართველოს დღეს გარდაუწყდება
თავისი ბედი თუ უბედობა“
9.
,,იცი, მეფეო, რომე ივერნი
იქნებიან რუსთ ხელთ ბედნიერნი?
სახელმწიფოსა
ერთობა სჯულის არა-რას არგებს,
ოდეს თვისება ერთა მათ შორის სხვადასხვაობდეს“
10.
,,ახლა კი დროა, სოლომონ,
რომა მშვიდობა ნახოს საქართველომა,
მან საფარ-ქვეშე მხოლოდ რუსეთის ამოიყაროს ჯავრი სპარსეთის“.
11.
,, ,,ჯერ სამაგისო რა
გვემართება, რომ განვისყიდოთ თავისუფლება?
ირაკლიმ იცის, რომე ქართველებს
არად მიაჩნით უბედურება,
თუ აქვთ თვის ჭერთ-ქვეშ თავისუფლება“. (ბარათაშვილის
,,პოემა ,,ბედი ქართლისა“
12. ,,თურქი,
ლეკი, სპარსი, ოსი, ჩერქეზ, ღლიღვი, დიდო, ქისტი,
სრულად ქართლის მტერი
იყო, ყველამ წაჰკრა თითო ქისტი...
მერმე შინათ
აიშალნენ, ძმამ მოუდვა ძმასა ყისტი.“ ( გურამიშვილის ,,დავითიანი“)
ჯავახიშვილის ,,ჯაყოს ხიზნები“
1.,,ერთი
სული მხოლოდ მთლიან ერს აქვს, ქართველობა კი, როგორც ფსიქიური და ეროვნული ერთეული,
არ არსებობს... სამუდამოდ აღიგავა კაცობრიობის ხსოვნიდან ასიოდე ერი, შეიძლება ორასიც
დ ხ...უთასიც. ..ყველანი დრომ შეჭამა და მოინელა, ხოლო დროს წინაშე უკვდავი არაფერია.მ
ასთან შედარებით ღმერთიც კი უძლურია. ჩვენც იმ გადაშენებულთა ბედი მოგველის.“
2.
,,ღმერთმა ჭკუა დაგვაკლო და და წაბაძვის ნიჭი ნაჭარბევად მოგვცა. ჩვენც ამიტომ დავემსგავსეთ
მაიმუნს, სადაც არ გვყოფნის საკუთარი ჭკუა, ზნეობა, გამძლეობა, და ნებისყოფა, იქ უცხოელთა
წაბაძვით ვლამობთ ფონს გასვლას და ლელოს გატანას.
3.,,ყველანი
ბუნებითვე აზნაურები ვიყავით , ვართ და დავრჩით. ყველა შრომას გაურბის და მინისტრობას
და კომისრობას ეტანება.“
4.
,,ქართველს სულივით უყვარს ფული, მაგრამ უძირო სიძულვილით სძულს ფულიანი კაცი, ესე
იგი, ფულის შოვნის ხერხი, ესე იგი ვაჭრობა და მრეწველობა.. ხოლო ვაჭრობისთვის და მრეწველობისთვის
საჭიროა დიდი თაოსნობა, გარჯა და მომჭირნეობა, ესე იგი ორის შოვნა და ერთის დახარჯვა,
ესე იგი, თავდაჭერილი, დინჯი და ანგარიშიანი ცხოვრება, სულის და ხორცის დისციპლინა,
ესე იგი შრომა და ნებისყოფა.“
5.
,, ჩვენი ხალხი ორ ჯგუფად დავყავი: ერთნი დედ–მამას გაჰყიდიან განათლებისთვის და მძიმე
მუშაობის თავიდან აცდენისთვის. მეორენიც ასე მოიქცევიან, ოღონდ მათ სკოლას და განათლებას
ნუ გაახსენებ. (,,ჯაყოს ხიზნები“)
,,დიდოსტატის მარჯვენა“( მეფე გიორგის აღსარება)
1.
,,ჩვენი უბედურება ეგაა: ჩვენში მოღალატენი სჭარბობდნენ
ერთგულებს...როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს...
თუ
მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ უშველის’’
2.
..ჩვენში ყველა ნაბჭვარს აზნაურობა სწყურია, ყოველ ნაცარქექიას–სარდლობა.
3.
,,ჩვენი უბედურება ეგაა: სხვის ფანდურზე ბუქნაობა გვიყვარდა
მუდამ, ამიტომაც მუსრს ავლებდა საქართველოს სხვის ქვეყნებში ატეხილი ჭირი.“
4.
,,სიმთვრალეში კარგი ვაჟკაცები ვართ და რიტორები, ეგაა
ოღონდ– სიფხიზლის დროს ჩადენილი ცუდკაცობა სიმთვრალეში გვავიწყდება ხოლნე.“
5.
,,ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს: მუდამ ჩვენს
სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია,
მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას
ყვავები“.
6.
,,,,ჩემდა ათავად ვემორჩილები იმ წყობილებას, რომელიც
წილად ერგო ჩემს ხალხს და არც ერთი ერი იმის უკეთესის ღირსი არაა, რაც მას დაუმყარებია
თავათ... ყოველი კაცისთვის სანატრელი წყობილება ჯერაც არსად დამყარებულა...“
No comments:
Post a Comment