English Club

                                                                         სკოლა „ორნატის“
                                                                  ინგლისური ენის კლუბის
                                                                               ,,English Club”
                                                                                   წესდება

1.ზოგადი დებულებები
1.სკოლა „ორნატის“ ინგლისური ენის კლუბი ,,English Club” ( დაფუძნებულია ამავე სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლის ნათია ჩაკვეტაძის მიერ).
1.2 კლუბი დაფუძნებულია განუსაზღვრელი ვადით.

2. კლუბის მიზნები და ამოცანები:

2.1 ინგლისური ენის ცოდნის დონის ამაღლების ხელშეწყობა;
2.2. აქტიური მოსწავლეების აღმოჩენა და მათი შემოქმედებითი უნარების განვითარება;
2.3 მოსწავლეთა ინიციატივების პროექტების სახით განხორცილება;
2.4 ინტელექტუალური, კულტურული ღონისძიებების ორგანიზება;

3. კლუბში გაწევრიანება :
3.1 კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია;
3.2 კლუბის წევრი შეიძლება გახდეს  სკოლის მე–4–დან მე–7 კლასის მოსწავლეები. 3.3 კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს წერილობითი ფორმით.
3.4 კლუბში გაწევრიანებაზე გადაწყეტილება მიიღება კლუბის პრეზიდენტის მიერ, სკოლის  ინგლისური ენის პედაგოგთა შეთანხმებით.
3.5.კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიანობაში, დაიცვას            წესდების მოთხოვნები, შეასრულოს დავალებები და კლუბის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

4.კლუბის სტრუქტურა,მართვა და გადაწყვეტილებების მიღება:

4.1 კლუბი შედგება კლუბის წევრებისგან, რომელთა რაოდენობაა არაუმეტეს ოცი მოსწავლისაა;
4.2 კლუბს შეიძლება ჰყავდეს პრეზიდენტი, რომლის უფლებამოსილებაა უხელმძღვანელოს  კლუბის საქმიანობას.
4.3 ხელმძღვანელი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობს კლუბის საქმიანობას.
4.4 კლუბის პრეზიდენტი აირჩევა 1 წლის ვადით.
4.5 ერთი და იგივე კანდიდატი ზედიზედ პრეზიდენტად შეიძლება არჩეულ იქნას 2 ვადით.


5. კლუბის მუშაობა
5.1 კლუბი იკრიბება არანაკლებ თვეში ერთჯერ, გარდა არდადეგების პერიოდისა;
5.2 კლუბის საერთო კრება უფლებამოსილია თუ მას ესწრება წევრთა არანაკლებ 3/4 ;


6. დასკვნითი დებულება:
6.1 წინამდებარე წესდება ძალაში შედის კლუბის საერთო კრების დამოწმების დღიდან.
6.2 ამ წესდებაში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ საერთო კრების გადაწყვეტილებით.








English Club - ის კლუბის გეგმა
18.09.2018წ. – 11.06.2019წ.
მასწავლებელი:  ნათია ჩაკვეტაძე
საგანი:  ინგლისური ენა
სწავლების საფეხური: დაწყებითი
კლასი: IV
მოსწავლის რაოდენობა:   10 მოსწავლე,  კლასში არ არის სსსმ მოსწავლე
კლუბის  აქტუალობა/ მნიშვნელობა: მოსწავლეებში სხვადასხვა სააზროვნო უნარების ჩამოყალიბება.  გრამატიკის, უცხო სიტყვებისა და ფრაზების  შესწავლის საკითხი მნიშვნელოვანია, რადგან მოსწავლეებმა შეძლონ ტექსტების კითხვა და თარგმნა, მათი ზეპირად გადმოცემა და  დავალებების შესრულება.
საგანთა შორის კავშირი: ინგლისური ენა, ქართული ენა
წინარე ცოდნა:   მოსწავლეები იცნობენ ინგლისური ენის საკმაო რაოდენობის სიტყვებს, ფრაზებს, რომლის მეშვეობითაც თარგმნიან ტექსტს და ასრულებენ სავარჯიშოებს.
 გაკვეთილის მიზანი: 
კლუბის მიზანია მოსწავლეთა საკლუბო მუშაობაში აქტიური ჩართვა, მათი ცნობიერების ამაღლება ინგლისური ენის მიმართ, კომუნიკაციის, ლოგიკური აზროვნების, მსჯელობის, დამოუკიდებელი აზროვნების, შემოქმედებითი და კრეატიული აზროვნების, მნიშვნელოვანისა და მეორე ხარისხოვანის გამოყოფის. ბავშვები შეძლებენ თავისუფლად კითხვას და ინგლისურ ენოვანი ტექსტების გაგებას,თავისუფლად შეძლებენ ინგლისურ ენაზე კომუნიკაციას ყოველდღიური გამოყენების თვალსაზრისით. სწავლის პროცესში ბავშვები  შეასრულებენ დამოუკიდებელ სამუშაობს.
მოსალოდნელი შედეგები:  ყველა შემოთავაზებული გაკვეთილი ხელს შეუწყობს  ინგლისურ ენაზე საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების ფორმირებასა და განვითარებას. მათ ასევე უყალიბდებათ არა-ვერბალური (აუდიო-ვიზუალური) კომუნიკაციის უნარ-ჩვევები, დამოუკიდებელი აზროვნების, შემოქმედებითი და კრეატიული აზროვნების უნარი. ბავშვებს გამოუმუშავდებათ კითხვისა და ინგლისურ ენოვანი ტექსტების გააზრების უნარი.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები:

IV კლასი
Iუცხ.დაწყ.(I). 2.მოსწავლემ უნდა შეძლოს სითყვების,წინადადებებისა და შესაბამისი ინტონაციისა თუ მახვილის დაცვით წარმოთქმა.
Iუცხ.დაწყ.(I).5. მოსწავლემ უნდა შეძლოს სიტყვების,წინადადებების გაშიფვრა;სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის ტექსტების გაშიფვრა და გაგება.
Iუცხ.დაწყ.(I).11.მოსწავლემ უნდა შეძლოს სწავლის ხელშემწყობი სტრატეგიების და სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო რესურსების(ბეჭდვითი და მულტიმედიური რესურსების,ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების) გააზრებულად გამოყენება.








                     სასკოლო კლუბ „ENGLISH CLUB“ -ის სამუშაო გეგმა
           
                       
 N
აქტივობის დასხელება
 განხორციელების თარიღი
 შენიშვნა  
 1
 კლუბის წევრების შეკრება და ლიდერის და მისი მოადგილის არჩევა   
 08.10.18

 2
 Our Calendar


 3
 Weather


 4
 Nature


 5
 Part of the body


 6
 Clothes


 7
 ANIMALS AND BIRDS


 8
 Earth day


 9
Transportation


 10
 United Kingdom-England









                                             

                                                        ქცევის წესები


1.Listen  to the teacher;

2.Raise your hand to talk;

3.Be a friend;

4.Do not  speak;

5.Be quite.



       სკოლა "ორნატში" ჩამოყალიბდა ინგლისური ენის კლუბი English club,ხელმძღვანელი ნათია ცაკვეტაძე.კლუბში გაწევრიანებული არიან მეოთხე კლასის მოსწავლეები.
       კლუბი მუშაობს შემდეგი მიმართულებით:სწავლობენ ახალ ტექსტებს და ეცნობიან ახალ სიტყვებს.

      კლუბში განხორციელებული აქტივობები:
08.10.2018 აქტივობა 1
   თავდაპირველად მოსწავლეებს გაეცნობა ინფორმაცია აღნიშნული კლუბის მიზნებისა და ფუნქციების შესახებ.

აქტივობა 2
  წრის ლიდერისა და მოადგილის არჩევა
ხმათა უმრვლესობით  კლუბის წევრებმა ლიდერად აირჩიეს ნ.ძოგანიძე,მოადგილედ ა.ტიაკა.მოსწავლეებმა დაგეგმეს თუ რა და როგორ უნდა გაეკეთებინათ.

აქტივობა 3
  
დღევანდელი დღე ლექსიკის გასამდიდრებელი აქტივობით დავიწყეთ.მოსწავლეებს 
ვასწავლე წელიწადის დროები,თვეები და კვირის დღეები.ასევე შევუტანე ტექსტები სადაც ახალი სიტყვები იყო გამოყენებული.


    
 საინიციატივო ჯგუფი:სკოლა "ორნატის" მეოთხე კლასის მოსწავლეები
 კლუბის ხელმძღვანელი:ნ.ჩაკვეტაძე
 სასკოლო კლუბის პრეზიდენტი:ნ.ძიგანიძე
სასკოლო კლუბის პრეზიდენტის მოადგილე:ნ.ტიაკა
სასკოლო კლუბის English club-ის წევრები:
1.ნ.ძიგნიძე
2.ნ.ტიაკა
3.ა.კურტანიძე
4.ა.მიროტაძე
5.ტ.ჭულუხაძე
6.თ.ვარდუკაძე
7.ს.ბერაძე
8.გ.ღავთაძე
9.გ.ლელაძე

                                                                        კლუბის ლიდერი:ნ.ძიგანიძე
                                                                         კლუბის ლიდერის მოადგილე:ნ.ტიაკა
































განაცხადი კლუბის წევრობაზე




                                                                      სკოლა "ორნატის" სასკოლო კლუბ „English  Club“  -ის   
                                                                      ხელმძღვანელს ნათია ჩაკვეტაძეს
                                                                     ამავე სკოლის --- კლასის                                                                
                                                                                          მოსწავლის ---------------------------

                       გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

    სურვილი მაქვს გავწევრიანდე სასკოლო კლუბ ,,English Club’’. გთხოვთ ,დააკმაყოფილოთ ჩემი სურვილი.

                                                                                                  
                                                                                                განმცხადებელი:
                                                                                                                          თარიღი:






                                                              სკოლა „ორნატის’’  სკოლის კლუბის ხელმძღვანელს                                                                    ნათია      ჩაკვეტაძეს
                                                              ამავე სკოლის ......... კლასის მოსწავლის
                                                              ................................................................................
                                                             მშობლის ...............................................................
                გ             ა             ნ             ა             ც            ხ            ა            დ             ი
            გთხოვთ, ჩემი შვილი,  .................................................................................................
კერძო  სკოლა „“ორნატის“ ........... კლასის მოსწავლე , გააწევრიანოთ ამავე სკოლაში შექმნილ “ENGLISH CLUB”-ის  კლუბში.

                                                                        პატივისცემით,
                                                                                 ......................................................................
                                                                                 განმცხადებელი:





No comments:

Post a Comment

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...