Wednesday, 20 July 2016

ფობიები

კლაუსტროფობია (ლათ. claudere – „ჩაკეტვა“ და ბერძნ. φόβος ფობოს – „შიში“) არის ჩაკეტილი სივრცის შიში.
კლაუსტროფობიით დავადებული ხალხი ვარდებიან პანიკაში ან უბრალოდ განიცდიან შიშს ჩაკეტილ სივრცეში, როგორიცაა ლიფტი, მატარებელი, ან თუნდაც კარავი. ბრბოში ყოფნის შიშიც კლაუსტროფობიის ფორმაა. მათ სამკურნალოდ ძირითადად უნიშნავენ ანტიდეპრესანტებს.
კლაუსტროფობიის შეტევისგან თავის დასაღწევად საჭიროა: 1. კონცეტრაცია მოახდინოთ რომელიმე კონკრეტულ წერტილზე, 2. შეუჩერებლივ დაიწყოთ ღრმად და თანაბრად ხშირი სუნთქვა 3. თუ კარგად გაქვთ განვითარებული წარმოსახვის უნარი – წარმოიდგინეთ კიბე და (თანაბარი სუმთქვის თანხლებით) დაიწყეთ მისი საფეხურების თვლა. დაახლოებით 5–30 წამში შეტევა გაგივლით.
აგორაფობია (ბერძნ. αγοραφοβία - „სივრცის შიში“, — αγορά აგორა – „სივრცე“, „ბაზარი“ და φόβος ფობოს – „შიში“) არის შიში გახსნილი სივრცის მიმართ.
აგორაფობიით შეპყრობილი ხალხი განიცდის შიშს დიდ მოედნებში, ცარიელ ქუჩებში, ან გახსნილ მდელოში. გახსნილი სივრცის გარდა, აგორაფობიკებს ასევე ეშინიათ ხალხმარავალი ადგილების. თვით სიტყვა აგორას (ბერძნ. αγορά) პირველი მნიშვნელობაა ბაზარი, რაც ხალხმრავლობასთან იყო გაიგივებული. ეს ხალხი უსაფრთხოდ თავს მარტო შენობაში გრძნობენ, სადაც სრულიად მარტო ან ცოტა ხალხი არის. ყოველგვარი საზოგადოებრივი ადგილები მათ აშინებთ, ისინი მარტო მოგზაურობასაც ვერ ახერხებენ ამ შიშის გამო.
აგროფობია შეიძლება გამოწვეული იყოს ნერვული დარღვევისა ან ფსიქიკური დაავადების შედეგად.
აეროფობია (ლათ.  Aerophobiaძვ. ბერძნ. ἀήρ „აერ‟ - ჰაერი, ძვ. ბერძნ. φόβος „ფობოს‟ - შიში) — თვითმფრინავით, ან სხვა სახის საშუალებით ფრენის შიში. აგრეთვე, შეიძლება განიხილოს, როგორც ჰაერის და გამჭოლი ქარის ფობია. მას ასევე მოიხსენიებენ, როგორც ავიატოფობია, ან ავიოფობია. აეროფობიით შეპყრობილი ხალხი თავს არიდებს ფრენას. ფრენის ხსენებისას მათ შეიძლება დაეწყოთ პანიკური შეტევა ან პირღებინება.
აკროფობია (ბერძნ. ἄκροφοβία „მწვერვალის შიში“ — ἄκρος აკროს — „მწვერვალი, უკიდურესი“ და φόβος ფობოს — „შიში“) — სიმაღლის შიში.
აკროფობიით შეპყრულ ხალხს ეშინიათ მაღალ ადგილებზე ასვლის, როგორიცაა შენობა, ან თუმდაც ხე. სიმაღლეზე მათ ემართებათ პანიკური შიში, და დიდი ღელვის გამო ვერ ახერხები დაბლა ჩამოსვლას. სიმაღლეზე ყოფნისას, მათ იქიდან გამოხტომის ძლიერი სურვილი უჩნდებათ, მიუხედავად იმისა რომ ისინი შეიძლება არ იყვნენ სუიციდით შეპყრობილნი.
ჰიდროფობია (ლათ. hydrophobia; ბერძნ.–დან ὕδωρ — წყალი და φόβος — შიში) — წყლის შიში, რომელიც იწვევს საყლაპავი კუნთების ძლიერ სპაზმს, არა მარტო წყლის დალევის მცდელობისას, არამედ წყლის დანახვისა და მისი ხსენებისასაც. გვხვდება ცოფის (ძველად მას ჰიდროფობიას ეძახდნენ), ტეტანუსისა და ისტერიის დროს.

No comments:

Post a Comment

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...