Wednesday 13 July 2016

გალაკტიონ ტაბიძე – ოლია ოკუჯავასადმი


ძვირფასო ოლოლ!
ამეღამ 5 საათზე გავდივარ ქუთაისიდანგავდივარ რაღაც მწარე წინათგრძნობით. მგონია, თითქოს სამუდამოს ვემშვიდობები ქუთაისის არემარეს, გული ტანჯვებით მეკუმშება, უსასოობას და მარტოობას ვგრძნობ.
სადა ხარ ეხლა, ოლოლ! რომ იცოდე, რანაირ მდგომარეობაში ვარისე მინდა ეხლა შენს ახლოს ვიყო, შენს სუნთქვას ვგრძნობდე, მაგრამ ყველაფერი ეს ისეა შესაძლებელი, როგორც ცისა და დედამიწის შეერთება. მე მგონია, ჩემი უკანასკნელი სიყვარული გედის სიმღერა იყო იმ ბედნირების, რომელსაც ასე განვიცდიდი მარტოობის დროს ჩემს სიყმაწვილეში. მე მგონია, არასდროს არ განმეორდება ის დაუბრუნებელი წამები, მთელი თავისი სიმშვენიერით და სილამაზით. რა საშინელი მარტოობაა! რა უსაზღვრო უთვისტომობაარაგვარი უფსკრული მიდგას წინ და მიპირებს შთანთქმასმეშინია, ოლოლ მეშინია!
ეხლა, განშორების წინ, მთელი ჩემი წარსული, უფერული, მეგობრობასა და თანაგრძნობას მოკლებული, საოცნებო სახეს იღებს და მიმზიდველი ღიმილით მეპატიჟებამეპატიჟება მხოლოდ და ვინც იცის, ავასრულებ როდისმე ჩემს წადილს, ვიქნები ისევ ისეთი, ტაც ვიყავი უკანასკნელ ხანებში თუ არა? – არ ვიცი!
გესმის, ოლოლ ბავშვობიდანვე მწამდა ბედისწერა, მოირა, როგორც ეძახიან, ფატალიზმი. იგი ჩემი მუდმივი მტერი იყომე არ მახსოვს მისგან რაიმე კეთილი საქმე. ხვალინდელი დღე ჩემთვის, არ ვიცი როგორი იქნებამაგრამ ჩემი მტერი, ჩემი ბედისწერა უთუოდ აქაც თავისას დამმართებს.
ოლოლ, თუ სალდათად წამიყვანესმაშინ გეწყინება არა? მე მგონია, შენ ერთადერთი აარსება ხარ მთელ ქვეყანაზე, რომელსაც ჩემი უბედურება დულს გატკენსეხლა რომ შენთან ვიყო, დაგკოცნიდი, დაგკოცნიდი გიჟივით
ჰო იმას ვამბობდი… (მეც არ ვიცი ახლა რაას ვამბობ და რას არა), რომ საშინელ სულიერ ობლობას განვიცდი-მეთქიარავინ არ მინდა ვნახოდაველაპარაკო, მინდა მხოლოდ შენ იყო ჩემს ახლოს.
ეხლა რადგან გვიანაა (თერთმეტის ნახევარი), საკანდიტროში ვზივარ და ისე ვწერ ამ წერილსარავინ არ არის მახლობლადერთიც ვნახოთ, შემოდის მიშა, შენი ძმამინდა ნიშას ბევრი რამე ვესაუბრო, მაგრამ არა მცალია, ეხლა ხომ ამ წერილსა ვწერ
თუ მე ბედისწერა მწყალობს, მიშა მოიცდის ამ წერილის გათავებამდეის ჯერ რძეს მიირთმევს პატიოსნადმე განვაგრძობ ისევ ამ წერილის წერას. აი ეს უკანასკნელი სიტყვა როცა დავწერე მიშა ადგა და გავიდა, მაშასადამე, ოლოლ, მე ბედისწერა არ მწყალობს. ბედისწერაბედისწერა
დღეს ჩემთან ნუცა იყო. მინდოდა იმასთანაც ბევრი, ბევრი მესაუბენა, მაგრამ ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი
კოლიაც შემხვდაიმას მხოლოდ თავი დავუკარი და გავუღიმე- როგორც ერთმანეთს ვხდებით ხოლმე.
სიმონიკასაც შევხედე სადრაც
მხოლოდ ვერსად ვერ ვნახე პატარა კუზიანი, რომელიც ყველას სჯობია,ის პირადად არ შემხვედრია.
მალე დაკეტავენ საკანდიტროს და გავალ ქუჩაშიგავალ
გკოცნი,ოლოლოლოლ, მშვიდობით.
მარადის შენი . ე                      
P.S. სურათი არაა მზად, თორემ გამოვგზავნიდირა ვქნა, ოლოლ, ვკვდები
.
გამოგიგზავნი წერილსგახსოვდე
რამდენი რამ მინდა მოგწერო, მაგრამ ადვილი არაა.
სურათში დიდებულათა ხარ გამოსული;ორივენი კარგადა ვართ
სურათი ისევ შენ უნდა გამოიწერო, თუ მე მომიხდა ქუთაისში ჩასვლა, წავიღებ ერთს
1913 . 25 ენკენისთვე

***

No comments:

Post a Comment

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...