Wednesday 13 July 2016

ჟიულ ვერნი

ჟიულ ვერნი დაიბადა მდინარე ლუარას პატარა კუნძულზე, რომელიც საზღვაო ქალაქ ნანტში მდებარეობდა. ჟიულ ვერნის მამა პიერ ვერნი(1798 - 1871) ადვოკატი იყო. დედა სოფი ალოტ დე ლა ფიუ (1801 - 1887) შოტლანდიური წარმოშობის იყო. ჟიულ ვერნი პირველი ვაჟიშვილი იყო ხუთიდან. მის შემდეგ დაიბადნენ: ძმა პოლი (1829) და დები: ანა (1836), მატილდა (1839) და მარი(1342).
ჟიულ ვერნი მეუღლე იყო ონორინა დე ვიანი. მას პირველი ქორწინებიდან ჰყავდა ორი შვილი. 1856 წლის 20 მაისს ჟიულ ვერნიამიენში თავისი მეგობრის ქორწილში ჩამოვიდა, სადაც პირველად იხილა მომავალი მეუღლე. რვა თვის შემდეგ, 1857 წლის 10 იანვარს ისინი დაქორწინდნენ და მოგვიანებით საცხოვრებლად გადავიდნენ პარიზში, სადაც ვერნი უკვე რამდენიმე წელი იყო ცხოვრობდა. ოთხ წელიწადში,1861 წლის 3 აგვისტოს ჟიულ ვერნს ორონინასგან შეეძინა მიშელი, მათი ერთადერთი შვილი. შვილის დაბადებისას ჟიულ ვერნი არ იმყოფებოდაპარიზში, იმ დროს იგი სკანდინავიაში მოგზაურობდა.

ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო პიესების წერით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია (ვოდევილი "შეუწყვეტელი მეგობრობა" – 1850 .). 50-იანი წლების დასასრულს გადაწყვიტა შეექმნა მეცნიერული რომანი, რომელიც, მისივე თქმით, "შეაერთებდა გუშინდელ რომანტიზმს დღევანდელ რეალიზმთან და ხვალინდელი დღის სიმბოლოსთან". მან დაიწყო მეცნიერული დარგების საფუძვლიანი შესწავლა. აქვეყნებდა მოთხრობებს, პოპულარულ ნარკვევებს, წერილებს, სახელი მოუხვეჭა 1862 წელს გამოქვეყნებულმა რომანმა "ხუთი კვირა საჰაერო ბურთზე", ამის შემდეგ ჟიულ ვერნმა შექმნა "არაჩვეულებრივი მოგზაურობის" 65-ტომიანი ისტორია, რომელშიც გაერთიანდა არაერთი მეცნიერულ-ფანტასტიკური, სათავგადასავლო, გეოგრაფიული და სოციალურ-სატირული რომანი თუ მოთხრობა. "არაჩვეულებრივი მოგზაურობის" სერიის გამოცემაში ჟიულ ვერნთან ერთად მუშაობდა პიერ-ჟიულ ჰეტცელი, რომელიც ცნობილი რედაქტორი და გამომცემელი იყო. მსოფლიო აღიარება მოუპოვეს რომანებმა: "მოგზაურობა დედამიწის ცენტრისაკენ" (1864 .),მოგზაურობა დედამიწიდან მთვარემდე (1865 .), კაპიტან გრანტის შვილები (1967 .), მთვარის გარშემო (1869 .), 80 000 კილომეტრი წყალქვეშ (1870 .), საიდუმლო კუნძული (1875 .), 15 წლის კაპიტანი (1878 .) და სხვა.

No comments:

Post a Comment

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...