Wednesday 13 July 2016

ნუსხური დამწერლობა

ნუსხური დამწერლობა ქართული ანბანის განვითარების მეორე საფეხურია, რომელიც უშუალოდ ასომთავრულის გრაფიკული გარდაქმნის შედეგად ჩამოყალიბდა. „ნუსხურინაწარმოებია სიტყვისაგანნუსხა“, რაც სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით ჩქარად ნაწერს ნიშნავს, გარდა ამისა ნუსხა ერქვა დედანსაც. „ნუსხური“, როგორც დამწერლობის ერთ-ერთი სახეობის აღმნიშვნელი ტერმინი ძველ ხელნაწერებში არ ჩანს, იგი უფრო გვიან პერიოდში ჩნდება. ნუსხურ დამწერლობას ხშირად მოიხსენიებენნუსხა-ხუცურისსახელწოდებით, როგორც ხუცურის (ასომთავრულისა და ნუსხურის საერთო სახელწოდება) ერთ-ერთ სახეობას[1].
ნუსხური დამწერლობის პირველი ნიმუშები IX საუკუნიდან არსებობს. უძველესად ითვლება ატენის სიონის ერთ-ერთი წარწერა, რომელიც 835წლით თარიღდება. ხელნაწერებში ნუსხური დამწერლობა პირველად გვხვდება 864 წლის სინური მრავალთავის ანდერძში; აღსანიშნავია, რომ ნუსხურად გადაწერილია ანდერძის მხოლოდ მცირე ნაწილი, უდიდესი ნაწილი კი ასომთავრული დამწერლობითაა შესრულებული. ნუსხურად გადაწერილ ხელნაწერ წიგნთა რაოდენობა მატულობს X საუკუნიდან, მაგალითად ამ დამწერლობითაა ნაწერი სინური ლექციონარი, სინური ოთხთავი (978 წელი), ოშკის ბიბლია (978 წელი), ჭილ-ეტრატის იადგარი და სხვა. არსებობს ხელნაწერები, რომლებშიც ტექსტის ნაწილი ნუსხურია, ნაწილი კი ასომთავრული (მაგალითად სვანური მრავალთავი), ზოგ შემთხვევაში ასომთავრულით გადაწერილ ხელნაწერ ტექსტებში ცალკეული გამორჩენილი ან დაზიანებული სიტყვები აღდგენილია ნუსხური დამწერლობით[2].
შემდგომ საუკუნეებში ნუსხური ბატონობს და ავიწროებს ასომთავრულს. XII საუკუნისათვის, როგორც ჩანს, ასომთავრული დამწერლობა უკვე გაუცხოებულია და მისი წაკითხვა ჭირს. ამას ადასტურებს ტბეთის ოთხთავისანდერძი, სადაც პავლე მტბევარი განმარტავს, რომ სწორედ ასომთავრული დამწერლობის სირთულის გამო გადააწერინა სახარება ნუსხურად, რომლის წაკითხვაც უფრო მარტივი იყო[1].

ნუსხურით გადაწერილ წიგნებში სათაურები და საზედაო ასოები ყოველთვის ასომთავრულითაა შესრულებული. აღსანიშნავია, რომ უძველესი საისტორიო ან იურიდიული საბუთები ძირითადად ნუსხურადაა ნაწერი, თუკი ამ დოკუმენტის გამცემი სასულიერო პირია, საერო პირები კი ამ ფუნქციით მხედრულ დამწერლობას იყენებდნენ. საეკლესიო ხასიათის ხელნაწერები, როგორიცაა ბიბლია, ოთხთავი, ფსალმუნები და სხვა, როგორც წესი ნუსხურით, უფრო ადრე კი ასომთავრული დამწერლობით იწერებოდა, მხედრულით შესრულებული სასულიერო ხელნაწერები კი უფრო იშვიათია. ამ ფაქტის გამო ნუსხურსა და ასომთავრულს ხშირად ერთი და იმავე დამწერლობის, ხუცურის ორ ნაირსახეობად მიიჩნევენ და უპირისპირებენ მხედრულს, როგორც საერო დამწერლობას[3]. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ლიტურგიკული წიგნებისათვის დღესაც ნუსხურ საბეჭდ შრიფტს იყენებს.

No comments:

Post a Comment

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...