Wednesday 13 July 2016

ასომთავრული დამწერლობა

ასომთავრული ქართული დამწერლობის უძველესი სახეა. თავად სიტყვაასომთავრულიგვიანდელია და XVI საუკუნიდან გვხვდება, უფრო ადრეულ ძეგლებში იგიმრგლოვანისსახელწოდებითაა ცნობილიეს სახელწოდება ასოთა მომრგვალებულ მოხაზულობებზე მიუთითებს.
ასომთავრული დამწერლობითაა შესრულებული ქართული დამწერლობის უძველესი ძეგლები V საუკუნიდან მოყოლებული; დღემდე უძველესად მიიჩნევა პალესტინისს[1] და ბოლნისის სიონის წარწერები[2] V და VI საუკუნეებიდან. ასომთავრულადაა შესრულებული აგრეთვე VI-დან IX საუკუნემდე დათარიღებული მცხეთის, უკანგორის, წყისის, ურბნისის წარწერები, აგრეთვე ამ პერიოდში გადაწერილი ქართული ხელნაწერები, მათ შორის უძველესი ქართული პალიმფსესტები, ხანმეტი და ჰაემეტი ძეგლები, სინური მრავალთავი, ადიშის ოთხთავი და სხვა.

IX საუკუნის შემდეგ, როდესაც თანდათან ნუსხური იკიდებს ფეხს და ბატონობს, ასომთავრული დამწერლობის როლი მცირდება, თუმცა იგი მაინც ინარჩუნებს გარკვეულ მნიშვნელობას. კერძოდ, X—XVIII საუკუნეებისქართული ეპიგრაფიკული ძეგლები ძირითადად კვლავ ასომთავრულითაა შესრულებული. გვიანდელი პერიოდის ასომთავრულს გრაფიკული თავისებურებები ახასიათებს და ხშირად დეკორატიულ დატვირთვასაც იძენს.IX საუკუნის შემდგომი პერიოდის ქართულ ხელნაწერებში, რომლთა ძირითადი ტექსტი ნუსხურადაა გადაწერილი, ასომთავრულით შესრულებულია საზედაო ასოები და სათაურები[3]. მთლიანად ასომთავრული ანბანით გადაწერილი ცალკეული ხელნაწერები XI საუკუნემდეც გვხვდება[4].

No comments:

Post a Comment

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...