Wednesday 13 July 2016

წაიკითხეთ,არ ინანებთ

ოდრი ნ. „დროში მოგზაურის ცოლი“ The Time Traveler’s Wife», Audrey N.
გენეტიკური პრობლემების მქონე პირის სასიყვარულო ისტორია. წიგნის მთავარი გმირები არიან დროში მოგზაური და მისი ცოლი, რომელსაც ქმრის სიძნელეებთან გამკლავება უწევს.
კლაივ ს. ლუისი „ნარნიას ქრონიკები“ – The Chronicles of Narnia», Clive Staples Lewis
7 ფანტასტიკური ჟანრის წიგნში მოთხრობილია ბავშვების თავგადასავლის შესახებ, სიუჟეტი ჯადოსნურ ქვეყანა – ნარნიაში ვითარდება, სადაც ცხოველებს ლაპარაკი შეუძლიათ, ჯადოქრობა არავის უკვირს და სიკეთე ბოროტებას ებრძვის.
არტურ კონან დოილი „დაკარგული ქვეყანა“ The Lost World», Conan Doyle
რომანში აღწერილია ჩრდილოეთ ამერიკაში ბრიტანული ექსპედიციის თავგადასავალი. პროფესორი ჩელენჯერი თავის თანამგზავრებთან ერთად აღმოაჩენს „დაკარგულ ქვეყანას“, – დასახლებას, სადაც დინოზავრები, ძუძუნმწოვრებით და ქვის ხანის ადამიანები ცხოვრობენ.
როალდ დალი „მატილდა“«Matilda», Roald Dahl
მატილდას მშობლები და მასწავლებლები ფიქრობენ, რომ მისგან მხოლოდ უსიამოვნებაა მოსალოდნელი. მატილდა კი მიიჩნევს, რომ უფროსები ყველაზე დიდი მატყუარები არიან. მას შემდეგ, რაც მატილდა აღმოაჩენს, რომ ზებუნებრივი შესაძლებლობების მქონეა, უფროსების დასჯას გადაწყვეტს.
ჯეინ ოსტინი „სიამაყე და ცრურწმენა“ Pride and Prejudice – Jane Austen
ბენეტების ღარიბი, მაგრამ პატივსაცემი ოჯახის მეზობლად მდიდარი და საიდუმლოებებით მოცული მისტერ დარსი დასახლდება. ელიზაბეტ ბენეტი უარს აცხადებს მასთან დაახლოებაზე, მაგრამ ცრურწმენისა და სიამაყის გადალახვით ახალგაზრდები ნელ-ნელა ახლოვდებიან.
სუზან კოლინსი „შიმშილის თამაშები“ Suzanne Collins “The Huger Games”
წიგნი არის ბავშვობის მეგობარ გოგონასა და ბიჭზე, რომლებსაც ჯერ კიდევ შეუძლიათ ერთმანეთის შეყვარება, მაგრამ მათ ერთმანეთის მტრობა მოუწევთ. კანონით დადგენილი ლოტოს მიხედვით, ისინი „შიმშილის თამაშების“ მონაწილეები ხდებიან. კანონი მანამდე არასდროს დარღვეულა, მაგრამ ეს წყვილი ერთმანეთის მტრობაზე უარს იტყვიან.
ჯერომ სელენჯერი „თამაში ჭვავის ყანაში“ The Catcher in the Rye», J. D. Salinger
ბავშვობა ეს-ესაა დამთავრდა და იწყება ზრდასრული ადამიანის ცხოვრება. მაგრამ უფროსების ცხოვრება სავსეა ტყუილებითა და ფანატიზმით. წიგნის მთავარ გმირს სურს საკუთარი სინდისს მოუსმინოს და სწორად იცხოვროს, მაგრამ ის თავისსავე თავთან მოდის წინააღმდეგობაში.
დიანა ჯონსი „ მოსიარულე ციხესიმაგრე“ «Howl’s Moving Castle», Diana Jones
წიგნის მთავარი გმირი სოფი ზღაპრულ სამყაროში ხვდება. სამყაროში, სადაც ჯადოქრები, ურჩხულები და დემონები სრულიად ჩვეულებრივი ამბავია. როდესაც ბოროტი ჯადოქარი სოფის მოაჯადოებს, გოგონა იძულებული გახდება დახმარებისთვის ჯადოქარ ჰოულს მიმართოს, რომელიც მოსიარულე ციხესიმაგრეში ცხოვრობს.
დანიელ კიზი „ყვავილები ელჯერონისთვის“ «Flowers for Algernon» Daniel Keyes
რომანის მთავარი გმირი, შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ჩარლი თანხმდება, რომ მის ტვინზე საექსპერიმენტო ოპერაცია ჩაატარონ. ჩარლის ტვინი დაუჯერებელი სისწრაფით ვითარდება. მაგრამ გახდის კი მაღალი IQ მას ბედნიერს? პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის საჭიროა კი მაღალი ინტელექტი?
„თეატრი“ სომერსეტ მოემი / „Theatre“ SomersetMaugham
ჭკვიანი წიგნი თეატრის მსახიობის მოულოდნელი რომანის შესახებ, რომლის რჩეულიც მისი შვილის ასაკის ახალგაზრდაა. ტექსტი ისე არის გამარტივებული, რომ იკითხება გენიალურად, არ ახასიათებს სიტყვათა მარაგის სიძუნწე. სიუჟეტი და პერსონაჟები იმდენად ჩაგითრევენ, რომ სურვილი გიჩნდება იკითხო შეუჩერებლად, სანამ არ წაიკითხავ ბოლო გვერდამდე.
„სამნი ნავში, თუ არ ჩავთვლით ძაღლს“ ჯერომ კ. ჯერომი / „ThreeMenin a Boat“Jerome K. Jerome
მხიარული წიგნი, რომელიც მოგვითხრობს სამი ჯენტლმენისა და ფოქსტერიერ მონმორანსის მოგზაურობას ტემზაზე. წიგნის კითხვა ინგლისურად საკმაოდ მარტივია. ამასთან, შეგიძლიათ ეზიაროთ ინგლისურ იუმორს ორიგინალში.
რეი ბრედბერის მოთხრობები / TheStoriesofRayBradbury
რეი ბრედბერი – მცირე მოთხრობების ერთ-ერთი ოსტატია. ჩაის დალევას ვერ მოასწრებთ, რომ ყველაფერი უკვე მომხდარია. ძალიან მოსახერხებელია: ერთი მოთხრობა – ერთი გაკვეთილი. ტექსტებში ბევრი დიალოგია, რაც, როგორც ცნობილია, ამშვენებს წიგნს.
„ჯუნგლების წიგნი“ რადიარდ კიპლინგი / „TheJungleBook“RudyardKipling
ეს წიგნი უფრო მარტივი მოგეჩვენებათ, რადგანაც კიპლინგის ისტორიების უმეტესობას ვიცნობთ ბავშვობიდან. ძირითადად ველური ბიჭის მაუგლის სიუჟეტებით. წიგნი გამორჩეულია პერსონაჟებით, მრავალფეროვანი პეიზაჟებითა და ძველი ლეგენდების რომანტიზმით.
„მოთხრობები“ ო. ჰენრი / „BestSortStories“ O. Henry
ო. ჰენრის მოკლე მოთხრობები, ზუსტად ერთი საღამოსთვის, ძალიან მოსახერხებელია ინგლისური ენის სამეცადინოდ. არამარტო ტექსტია მოკლე, არამედ წინადადებებით, რომლითაც შედგენილია მთლიანი მოთხრობები. სასიამოვნო „ბონუსი“ არის ოპტიმიზმი, რომელიც ამარცხებს ცხოვრების უსიამოვნებებს, ასევე მახვილგონიერება და მოულოდნელი დასასრულები.
„ავტოსტოპით გალაქტიკაში“ დუგლას ადამსი / „Hitchkicker’sGuidetotheGalaxy“DouglasAdams
მხიარული პერსონაჟები, ბევრი იუმორი და თავგადასავალი, დაგავიწყდებათ ლექსიკონში ჩახედვა, რათა მეტი წაიკითხოთ. სერიაში წიგნებიც რამდენიმეა, ასე რომ დიდხანს გეყოფათ.
„დორიან გრეის პორტრეტი“ ოსკარ უაილდი / „The Picture ofDorianGray“OscarWilde
შემზარავი, თუმცა ჭკუის სასწავლებელი ისტორია დორიან გრეიზე კარგი მოტივატორია საკითხავად. უაილდის ენა იმდენად გასაგებია მკითხველისთვის, რომ არ არის საჭირო თარგმანის სპეციალისტის კონსულტაცია.
„კატის აკვანი“ კურტ ვონერგუტი / „Cat’sCradle“KurtVonnergut
რომანი დაწერილია მცირე თავებით, ასე რომ, მოსახერხებელია საკითხავად. არც ისე მხიარული ისტორია მოთხრობილია გონივრულად და ცოცხლად. არის ავტორის რამდენიმე ნეოლოგიზმი, რომლებთან შეგუებაც მოგიწევთ.
„ვისთვის რეკს ზარი“ ერნესტ ჰემინგუეი / „ForWhomtheBellTolls“ErnestHemingway
ისტორია ამერიკელზე, რომელიც ჩადის ესპანეთში სამოქალაქო ომის პერიოდში. ჰემინგუეი იმ ავტორთაგანია, რომლებიც ერიდებოდნენ გიგანტურ, რთულ წინადადებებს, რაც საკმაოდ ხელსაყრელია ინგლისურად კითხვის დამწყებთათვის.
„პუარო“ აგათა კრისტი / „HerculePoirot“AgathaChristie
შეგიძლიათ დაიწყოთ მოთხრობებით, შემდეგ კი განაგრძოთ რომანებით. თავდაჭერილი, გამჭრიახი მაძებარი უზრუნველყოფს კითხვის მიმზიდველობას, ხოლო მწერლის ნიჭი – ფრაზების ზუსტ, გასაგებ წყობას. ამასთან, სასურველია, რომ აირჩიოთ ის რომანები, რომლებიც ჯერ არ წაგიკითხავთ – ინტრიგის შესანარჩუნებლად.
„მიზერი“ სტივენ კინგი / „Misery“StephenKing
რომანი არ არის განკუთვნილი ფაქიზი ფსიქიკის ადამიანებისათვის. თუმცა, სიუჟეტს არ აქვს დაკარგული თავისებური მიმზიდველობა. ეს ყველაფერი „შეფუთულია“საკითხავად მოსახერხებელ წინადადებებსა და საინტერესო აზრებში.
„ბასკერვილების ძაღლი“ ართურ კონან დოილი / „TheHoundoftheBaskervilles“ArthurConanDoyle

სიუჟეტი, რათქმაუნდა, ყველასთვის ნაცნობია. სამაგიეროდ, საინტერესოა, როგორ ჟღერს ორიგინალში შერლოკ ჰოლმსის საყვარელი თავგადასავლები. ამასთან, როგორც ნებისმიერი დეტექტივის მოყვარული, სერ ართური თავს არ იწუხებდა ენობრივი ექსპერიმენტებით.

No comments:

Post a Comment

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...