საინტერესოა მაიას დამწერლობა – მათ იეროგლიფებს, ისევე როგორც ძველ ეგვიპტურ იეროგლიფებს, გააჩნდათ როგორც ფონეტიკური, ისე იდეოგრამული მნიშვნელობა, ანუ კონკრეტული იეროგლიფი გარდა ბგერისა, ასევე დაკავშირებული იყო რაიმე სიტყვასთან, მცნებასთან.
ისინი წერდნენ როგორც ქვაზე, ისე კერამიკაზე, გააჩნდათ ადგილობრივი ქაღალდიც. თუმცა ქაღალდზე ძირითადად კოდექსები იწერებოდა. მათი იეროგლიფები იყო კვადრატული ან ოვალური და დღესდღეობით მეცნიერებისთვის ცნობილია მაიას 800-დე იეროგლიფი.
მაიას დათვლის სისტემა იყო არა ათობითი, როგორც ეს ჩვენ ვიცით, არამედ თორმეტობითი და დათვლისას იყენებდნენ როგორც ხელის, ისე ფეხის თითებსაც. მათთვის ცნობილი იყო ციფრი ნულიც და მას ცარიელი ნიჟარის ფორმით გამოსახავდნენ. 1 იყო წერტილი, 2 – ორი წერტილი, 5 – ჰორიზონტალური ტირე, 6 – ჰორიზონტალური ტირე და ერთი წერტილი, შემდეგ ეს კიდევ რთულ ფიგურებში გადადიოდა და ა. შ.მაიას ქურუმები ფლობდნენ ოცნიშნა რიცხვებს, ანგარიშობდნენ მზის დაბნელებას და მრავალ ასტრონომიულ მოვლენას. მაგრამ მაიას ტომების ყველაზე დიდ მიღწევად მათემატიკაში ითვლება 0-ის გამოყენება. აღსანიშნავია, რომ ნული – ეს აბსტრაქტული მათემატიკური ცნება – არც ერთი ქვეყნის მათემატიკოსებმა არ იცოდნენ. იგი ”ძველ სამყაროში” (ასე ეძახდნენ მსოფლიოს ამერიკის აღმოჩენამდე) ინდოელებმა გამოიყენეს და მერე თანდათანობით გავრცელდა ევროპაში. მაგრამ მაიას ტომები გაცილებით ადრე იცნობდნენ ნულს, ვიდრე ინდოელი მათემატიკოსები.

No comments:
Post a Comment