Wednesday 13 July 2016

არავის ისე სასტიკად არ გასწორებიან რუსები, როგორც სოლომონ დოდაშვილს


რეზო შატაკიშვილი
არა თავისა თვისისისათვის მხოლოდ, გინა ბედნიერებისათვის ვჰმუშაკობ, არამედ სიყვარულისთვის მამულისა, რათა ევროპამან ოდესმე ჰსცნას ივერია საშუალებითა წერილითა სარწმუნოთა – წერდა სოლომონ დოდაშვილი. მეცხრამეტე საუკუნის ქართული აზროვნების კოლოსი

თაობები ვერ ასწრებენ იმდენს, რამდენიც სოლომონ დოდაშვილმა თავის ხანმოკლე სიცოცხლის მანძილძე შესძლო – 1832 წლის შეთქმულების შემდეგ 27 წლის სოლომონ დოდაშვილი მოსწყვიტეს სამშობლოს, სამოღვაწეო ასპარეზს და შორეულ ვიატკაში გადასახლებული, 31 წლის ასაკში გამოეთხოვა წუთისოფელს
მღვდლის მრავალშვილიან ოჯხაში შობილმა, წოდებით გლეხმა სოლომონ დოდაშვილმა 17 წლის ასაკში წარჩინებით დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. სემინარიის დამთავრებამდე კი იგი უკვე მილვლინებული ჰყავდათ სიღნაღის სამრევლო სკოლაში მასწავლებლად. 18 წლისამ თავად ითხოვა სამსახურიდან განთავისუფლება და სიდუხჭირის მიუხედავად პეტერბურგის უნივერსიტეტის ფილოსოფიურ-იურიდიულ ფაკულტეტს მიაშურაპეტერბურგში 18 მანეთი ვერცხლით წავედი“. იგი იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის პირველი ქართველი სტუდენტი
ვიკრეფ ცოდნას მამულისათვის – წერდა სოლომონ დოდაშვილი
22 წლისას უკვე დამთავრებული ჰქონდა პეტერბურგის უნივერსიტეტი, უკვე დაწერილი ჰქონდა ქართულ და რუსულ ენებზე ფილოსოფიის კურსის პირველი ნაწილილოგიკა“, რუსულად გამოცემულიც და დაბრუნდა კიდეც საქართველოში. დოდაშვილსეულლოგიკას“  დიდი ინტერესით და მოწონებით შეხვდნენ იქ რუსეთშიც და აქ საქართველოში სიამაყით – „ესრა ქართველმან დათხზო ახალჭაბუკმან“…
ჭეშმარიტი ფილოსფოფია შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა დაცხრება ვნებანი, და როცა ცრურწმენანი, რომელთაც ასე სამართლიანად უწოდებს ბეკონი ადამიანის გონების კერპებს, შესწყვეტენ მის მართვასწერს დოდაშვილი თავისლოგიკაში“.
სამშობლოში დაბრუნებული სოლომონ დოდაშვილი კეთილშობილთა სასწავლებლის მასწავლებლად გვევლინება, ასწავლის ქართულ სიტყვიერებას, რიტორიკას, ლოგიკას და გეოგრაფიას. დაუღალავად იღწვის განათლების გასავრცელებლად.
თავის შემწეს, იონა ხელაშვილს სწერდააჰა, მამაო საყვარელო! რიცხვნი მოქმედებათა ჩემთანი: 1. შევადგინე ქართული ღრამატიკა სასწავლებლისთვის. 2. სრულვყავ რიტორიკა ქართულსავე ენასა ზედა. 3. ვსთარგმნე, რწმუნებისამებრ მთავრობისა, სჯული ვალდებულებანი სასამართლოებისნი. 4. ვსთარგმნე ბრძანებითა მთავრობისათა, ცხენის სრბოლისათვის წიგნი. 5. შევადგინე რეესტრი ქართულის წიგნებისა რიცხვით ექვსასამდე… 6. შევადგინე სხვადასხვანი ზნეობითნი ნაწყვეტობანი… 7. შევადგინე მოკლედ ფილოსოფიისა ძალნი საზღვრეობითა და განყოფილებითა მისთა. 8. ისტორიული აღწერა ვიწყე რომელთამე მწერალთა და რომელიმე ვსრულყავ“…
და ამ ყველაფერს ის იქმოდა 22-23 წლის ასაკში… 23 წლის უკვეტიფლისკიე ვედომოსტის“ („თბილისის უწყებანი“) ქართული გამოცემის რედაქტორად დაინიშნა. „თბილისის უწყებანიიყო პირველი ქართული გაზეთი, რომლის როლი განუზომელია ქართული ჟურნალისტიკის, საერთოდ ერის ისტორიაშიკიდევ უფრო მნიშვნელოვანია 1832 წელს სოლომონ დოდაშვილის რედაქტორობით გამოცემულისალიტერატურო ნაწილი ტფილისის უწყებათანი“. როგორც ჟურნალის სარედაქციო განცხადება გვამცნობს, ჟურნალი დაარსდაშესაწევნელად განათლებისა, განვრცელებისთვის, ბუნებითისა ენისა ჩუენისა და მიახლოებისათვის განბრძნობილთა მცხოვრებთა ევროპიისათა“.
დოდაშვილის განცხადებით, ჟურნალის მთავარი მიზანი იყო გაეღვიძებინა ქართველთა შორის სურვილი და სიყვარული ბუნებითისა ენისა და სიტყვიერებისა. 1832 წლის შეთქმულების გაცემის შემდეგ დაპატირებული კი დაკითხვაზე აღიარებს რომ ჟურნალის მიზანი ასევე იყო დაენერგა საზოგადოებაში თავისუფალი აზრები, დაებეჭდათავისუფლებისმოყვარეობით აღბეჭდილი თხზულებანი“.
სწორედ ამ ჟურნალის რამდენიმე ნომერში იბეჭდებოდა დოდაშვილის ნარკვევიმოკლე განხილვა ქართულისა ლიტერატურისა ანუ სიტყვიერებისა“, სადაც ის საკადრის პასუხს სცემდა ეროვნულ კულტურას მოწყვეტილ ნიჰილისტებს, რომელთაც არც რამე გაეგებოდათ და არც ჩირად არ უღირდათ ქართული მრავალსაუკუნოვანი კულტურა და ქართული ლიტერატურის სიდიადე.
ქართულსა ენასა ზედა არიან მრავალნი მეცნიერნი თხზულებანი და თარგმნილნიცა წიგნნი სხვადასხვა ძველთა და უახლესთა ენათაგან –  სიამაყით წერდა დოდაშვილი. დოდაშვილს დიდ ისტორიულ უსამართლობად მიაჩნდა, რომ ქართული ლიტერატურა, რომელმაც მსოფლიოს საგანძურს მისცავეფხისტყაოსანი“, ნაკლებად იყო ცნობილი მსოფლიოში და იღწვოდა, რომ ქართულ საზოგადოებაში აღეძრა ქართული კულტურის ევროპაში გატანის სურვილი. მას საწმდა, რომ ქართული კულტურა ღირსეულ ადგილს დაიკავებდა კაცობრიობის კულტურის საგანძურში.
ამავე ნარკვევში სოლომონ დოდაშვილი აყენებდა საკითხს ქართული ენის თვითმყოფადობის შესახებ, ასაბუთებდა რომძირი ენისა ჩვენისასაკუთარია. მიაჩნდა რომ ძნელია ზუსტად დადგენა თუ ოდეს ენა ქართული შეიქმნა ერად ენისა, მაგრამ გარნა ჯერ არს ცნობად, რომელ იგი არს ერთი უძველესთაგანი“.
იგი კატეგორიულად ითხოვდა თვალის ჩინივით მოფრთხილებოდნენ ენის სიწმინდეს, არ გადაეპენტათ ბარბარიზმებით, მისი მტკიცებით მდიდარ ქართულ ენას, ძალუძს ამომწურავად გამოხატოს აზრის ყოველი უმცირესი მოძრაობა, გრძნობის ყოველი ნიუანსიც კი.
სალიტერატურო ენის საკითხების შემდეგ, სოლომონ დოდაშვილი მიმოიხილავდა ძველ ქართულ ლიტერატურას და ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების აყვავების ხანად თამარის მეფობის დროს მიიჩნევდამეფობა თამარისა იყო ელვარებითი ეპოქა სიტყვიერებისათვის ჩვენისა“.
დოდაშვილის დარკვევი დიდი მოვლენაა ქართული ლიტერატურის ისტორიისა და კრიტიკის განვითარებაში. სწორედ მასთანაა მოცემული ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის პერიოდიზაციის პირველი ცდა. სწორედ სოლომონ დოდაშვილი დგას ქართული ჟურნალისტიკის, ლიტერატურული კრიტიკის და ესთეტიკური აზროვნების სათავეებთან.
თავისრიტორიკაშისოლომონ დოდაშვილს განხილული აქვსაღმკობილი პროზისთეაორია, მას დაუწერია პოეზიის თეორიაცმხატვრული სიტყვა დოდაშვილის გააზრებით, ადამიანის ინტელქტუალური და ფსიქიკური ძალების განვითარების უძლიერესი სტიმულია, უძლიერესი ბერკეტია სულიერი კულტურის წინსვლისთვის. მისი დანიშნულებაა ხელი შეუწყოს საზოგადოებას ჭეშმარიტების ძიებასა და ზნეობრივ სრულყოფაში. დოდაშვილის აზრით, მხატვრული სიტყვა თავის უმაღლეს დანიშნულებას აღწევს ფორმის მშვენიერებითმისი გააზრებით, მშვენიერება ცხოვრებაზე მაღლა კი არ დგას, ცხოვრების შემეცნებას ემსახურება. საგანი აღმკობილისა პროზისა, არის განსწავლა ჭეშმარიტისა, აღძვრა კეთილისადმი…“ – წერს დოდაშვილი, მისი შეხედულებით, სიტყვიერი ხელოვნების მთავარი საგანი ჭეშმარიტების შემეცნება, სინამდვილის ჭეშმარიტი ასახვაა, რაც მისი აზრით თეორიული მხარეა, პრაქტიკული მხარე კი ადამიანის აღზრდაა მაღალი ეთიკური ნორმების მიხედვით. ორივე ამ მიზნის განსახორცილებლად მწერალი მიმართავს მშვენიერს, რომელიც ხელს უწყობს ადამიანს ცხოვრების შემეცნებასა და ზნეობრივ ამაღლებაშიდოდაშვილი მშვენიერს მოიაზრებს როგორც ფენომენს, როგორც ესთეტიკურ კატეგორიას. მისი გააზრებით, მხატვრული ქმნილების გამარჯვება დამოკიდებულია იდეის და ფორმის ჰარმონიულობაზე. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა თხზულების არიტექტონიკას, ფორმის სინატიფეს, მხატვრული მეტყველების სიცხადეს, ლაკონურობასა და კეთილხმოვანებას, საერთოდფორმის მშვენიერებას“. დოდაშვილის აზრით, მხატვრული სიტყვის ოსტატს ისევე მართებს სიტყვიერი ხელოვნების არქიტექტონიკის ობიექტური კანონების ცოდნა, როგორც არიქტექტორსსააღმშენებლო კანონებისა. მწერალმა ისევე უნდა ააგოს თავისი თხზულება ვითარცა არხიტეხტური მომზადებულთა უკვე ნივთიერებათაგან აღიყვანს მშვენიერსა აღშენებულობასა თავისთა კანონითაებრ.
დოდაშვილის შეხედულებით, მწერალს მართებს სინამდვილის კანონზომიერებაში გარკვევა, და არა შემთხვევითი, არამედ ტიპიური თვისებების ასახვა, ხელოვნების ობიექტური კანონების დაცვა
სოლომონ დოდაშვილს ერის პროგრესულობის და კულტურის ერთ მთავარ საზომად ლიტერატურისა და ენის განვითარება მიაჩნდაწარმატებანი სწავლათანი ჰმოწმობენ საზოგადოთ აღმატებასა კაცობრივისა გონებისასა, და წარმატებანი ენისა და სიტყვიერებისანი ჰმოწმობენ აღმატებასა ერისასა“ წერდა იგი.
სოლომონ დოდაშვილს განზრახული ჰქონდა ფილოსოფიის სრული კურსის დაწერა, სადაც თავისი ადგილი ჰქონდა დათმობილი ესთეტიკას. იონა ხელაშვილს სწერდაფილოსოფოსობა ჩვენი ყოველი საგნისათვის, მდგომარეობს თეაორიასა შინა, პრაქტიკასა და ესთეტიკასა: პირველი არის ცნობა; მეორე ქცევა და მესამე ხელოვნება; კვალად იგივე პირველი .. თეორია არის სწავლა გონებისა; მეორეგულისა და მესამეგრძნობისა, ჩუენ ვუწყით რომელ თეორიასა აქუს ნაწილნი: ლოღიკა, ფსიხოლოღია და მეტაფიზიკა; პრაქტიკასა აქუს: ზნეობითი სწავლა (ითიკა), კანონით სწავლა და სარწმუნოებითი სწავლა; ხოლო ესთეტიკასა შინა იპყრობიან: გემოვნება, მჭევრ მეტქობა და პოეზია“.
ესთეტიკა სოლომონ დოდაშვილის მიხედვით არის სწავლა გრნობის შესახებგრძნობათი სინამდვილის ასახვის შესწავლა. მას არ სწამდა რეალური შინაარსისგან დაცლილი განყენებული ცნობიერების არსებობა. იგი ფილოსოფიის შესწავლის საგნად რეალური ადამიანის ცნობიერებსა და შეგრძნებას მიიჩნევს. მისი კონცეფციით, გონება, გული და გრძნობა ჰარმონიულადმოქმედნი ან თანახმანიარიან, ხოლოსულისა მოქმედებანი იწყებიან ტვინსა შინა“.
სოლომონ დოდაშვილის გაგებით, ადამიანის, როგორც მოაზროვნე სუბიექტის ცნობიერება, გარეგანი გრძნობების საშუალებით, ასახავს, „გარდაიბეჭდავსცხოვრებას თავისი საზოგადოებრივი და პოლიტიკურ-ზნეობრივი ურთიერთობით და ეს ყოველივე აისახება ლიტერატურასა და მეცნიერებაში, რომელთაც იგი სულიერი კულტურის სფეროებად მიიჩნევდა….
მართლაცდა ნუ გაოცდები სრულიად ახალგაზრდა, 22-27 წლის  სოლომონ დოდაშვილის ცოდნის დიაპაზონითფილოსოფია და ესთეტიკა, ლიტერატურის ისტორია და ჟურნალისტიკა, იურისპრუდენცია, ეკონომიკა, სტატისტიკა, სოფლის მეურნეობა
მოდი და ნუ გაოცდები იმით რაც მან მოასწრო პრაქტიკულად ხუთიოდე წელიწადში… მოასწრო კი ბევრიდვრიტა დაუდო არათუ მხოლოდ ჟურნალისტიკას, ესთეტიკას, ლიტერატურის კრიტიკასთერგდალეულთა იდეურ მოძრაობას.
ილია ჭავჭავაძედროებისათი წლისთავზე ბრძანებდა„… სამართალი ითხოვს, რომ ყველას თავისი მიეზღოს. თუმცა იმ დროშაზედ, რომელიც უფ. . მესხმა მოიხსენა, ეხლანდელთადროებისმოღვაწეთა თავისი მიმართულება ზედ წააწერეს, მაგრამ თვით დროშა კი მემკვიდრეობით გვაქვს გადმოცემული განსვენებულის სოლომონ დოდაევისგან, გიორგი ერისთავისგან. საუკუნიდან იყოს ხსენება მათი ჩვენში“.
აღსრულებულია დიდი ილიას წადილისოლომონ დოდაშვილის სახელი იხსენეიება და მუდამ მოიხსენიება. აღსრულებულია თვით დოდაშვილის ოცნებაცევროპამჰსცნა ივერია“… და დღეს მისი სამშობლო რესპუბლიკააიგი ხომ სწორედ რესპუბლიკურ პრინციპებს აღიარებდა დანარჩენ შეთქმულთაგან გასხვავებით, იგი ხომ სწორედ საქართველოს რესპუბლიკის იდეას უჭერდა მხარს შეთქმულებისას და შეეწირა კიდეც ამ ბრძოლას, არავის ისე სასტიკად არ გასწორებიან რუსები, როგორც დოდაშვილსიცოდნენ ვისაც უჭლექებდნენ შორეულ ვიატკაში ქართველ ერს


No comments:

Post a Comment

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...