“ფორთოხლის გოგონა” მამის წერილია შვილისადმი გარდაცვალებიდან ბევრი წლის შემდეგ რომ კითხულობს. ისე„ფორთოხლის გოგონა“ ერთდროულად სევდიანი და იმედიანი ტექსტია, რომელშიც მკითხველი აღმოაჩენს, რომ ნაცვალსახელი ჩვენ „ასახავს მოვლენათა „მეტისმეტად დაფეხმძიმებულ“ მწკრივს, რომელიც ღრმად იჭრება ამ დედამიწაზე მცხოვრები ორი ადამიანის ცხოვრებაში“ და კიდევ ერთხელ დაფიქრდება საკუთარი შესაძლებლობების უსაზღვროებაზე ამ სამყაროში იმ მოცემულობით, რომ „ალბათობის საზღვრები გადალახულია უკვე თვით სამყაროს არსებობის ფაქტით“. გორდერის ნაწარმოებები კარგი ლიტერატურული გემოვნებით შექმნილი სწორედ ის ტექსტებია, მკითხველი ნამდვილად რომ იპოვის საფიქრალს, იმედს, ოცნებას, ნუგეშს, თუნდაც გასართობს, ან კიდევ რაიმეს იმ უამრავი არაჩვეულებრივი შესაძლებლობიდან, რასაც ზოგადად ლიტერატურა გვთავაზობს.
„და მაინც რა არის ადამიანი, გეორგ? რაშია მისი ღირებულება? იქნებ მხოლოდ მტვერნი ვართ, ქარები რომ გაფანტავენ ორ წამში?“ – წერს ავტორი. მის დამაფიქრებელ კითხვებზე პასუხით ადამიანი სწორ დასკვნამდე მიდის. ეს არ არის მხოლოდ იდუმალი ფორთოხლების ისტორია, არ არის მხოლოდ და მხოლოდ სასიყვარულო რომანი. ეს არის წიგნი, რომელიც ერთხელ მაინც უნდა წაიკითხოს ადამიანმა და გადაწყვიტოს: ღირს თუ არა ამქვეყნად მოსვლა ერთ გარკვეულ მომენტში, როცა იცი, რომ მეორე წამს ყველაფერთან დამშვიდობება უნდა შეძლო!
’’როცა პირველი პირის მრავლობით ნაცვალსახელს მივმართავთ, ამ დროს ერთობლივი მოქმედების მიღმა თითქმის ისე ვათავსებთ ორ ადამიანს, თითქოს ისინი რომელიღაც შედგენილ არსებას ქმნიდნენ. ბევრ ენას მოეპოვება საგანგებო ნაცვალსახელი, რომელიც ორი და მხოლოდ ორი ადამინისთვის გამოიყენება. მას ეწოდება ორობითი ან რაღაც ისეთი, რასაც ორი ადამიანი იყოფს. ეს სასარგებლო კონცეფციაა, რადგანაც არსებობს მომენტები, როცა საქმე ეხება არც ერთ და არც მრავალ სუბიექტს. ასეთ დროს თქვენ “ჩვენ” ხართ და ეს “ჩვენ” განუწილველია. როცა ეს ნაცვალსახელი უეცრად გამოჩნდება, თამაშში ზღაპრის წესები მკვიდრდება, თითქოს ჯადოსნური ჯოხი აიქნიესო. “(ჩვენ) ვისადილებთ”, “(ჩვენ) ერთ ბოთლ ღვინოს გავხნით”, “(ჩვენ) დავიძინებთ”.
„ოცნებას ნაკლებად შესაძლებელზე საგანგებო სახელი ჰქვია: ჩვენ მას იმედს ვუწოდებთ.’’
„ შემიძლია თუ არა დაბეჯითებით ვთქვა, რომ ამ სიცოცხლეს სხვა სიცოცხლე აღარ მოჰყვება? ვარ თუ არა სავსებით დარწმუნებული იმაში, რომ მაშინ, როდესაც შენ ამ წერილს წაიკითხავ, მე ნამდვილად აღარსად ვიქნები? არა ამ შესაძლებლობას ბოლომდე ვერ გამოვრიცხავ. ალბათობის საზღვრები გადალახულია უკვე თვით სამყაროს არსებობის ფაქტით. ამით მე ვამბობ,უკვე იმდენად გაოგნეული ვარ საკუთრივ სამყაროს არსებობით, რომ ადგილი აღარ მრჩება კიდევ ერთი სამყაროთი გასაოგნებლად“.
No comments:
Post a Comment