როდესაც მაკედონიის მეფე ფილიპე, მიადგა სპარტას საზღვრებს, მან სპარტელებს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ეწერა შემდეგი: ”თუ მე დავიპყარი თქვენი ქალაქი,მას მიწასთან გავასწორებ”. ისტორიიდან ცნობილია, რომ სპარტელები განთქმულნი იყვნენ ლაკონიური გამონათქვამებით. მათ მეფე ფილიპეს გაუგზავნეს საპასუხო წერილი, სადაც ეწერა მხოლოდ ერთი სიტყვა: თუ!
No comments:
Post a Comment