სიტყვა დაუნი არ შეიძლება გამოიყენებოდეს დამაკნინებელ ან სალანძღავ სიტყვად - დაუნის სინდრომი ჯონ ლანგდომ ჰეიდონ დაუნის (John Langdon Haydon Down) სახელს უკავშირდება - მეცნიერმა სინდრომის დამახასიათებელი ნიშნები პირველმა 1866 წელს აღწერა.დაუნის სინდრომი ქრომოსომულ ანომალიად ჟერომ ჟან ლუი მარი ლეჟენმა (Jérôme Jean Louis Marie Lejeune) მოიხსენია - ეს აღმოჩენა მეცნიერმა 1958 წელს გააკეთა.დაუნის სინდრომი დაავადება არ არის. დაუნის სინდრომი გენეტიკური ცვლილებაა - ტრისომია 21, რაც 21-ე ქრომოსომის გასამებას გულისხმობს (უჯრედში 46-ის ნაცვლად 47 ქრომოსომაა)ვიცოდეთ: დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები.დაუნის სინდრომით იბადება ყოველი 800-დან ერთი ბავშვი.დაუნის სინდრომის მქონე შვილი შესაძლოა ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს .დაუნის სინდრომი არ გულისხმობს ხანმოკლე სიცოცხლეს.დაუნის სინდრომის მიზეზი არ არის მშობელთა ასაკი.დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები განათლებას ჩვეულებრივ ბაღებსა და სკოლებში იღებენ, ისინი ინდივიდუალური შესაძლებლობისამებრ სწავლობენ და ვითარდებიან.ჰარმონიულ და კეთილგანწყობილ გარემოში, შესაბამისი განათლებითა და ხელშეწყობით დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები თავიანთ პოტენციალს სრულად ავლენენ.დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები არ განსხვავდებიან სურვილებითა და ინტერესებით - წარმატებას აღწევენ სხვადასხვა სფეროში, მუშაობენ, ღირსეულად ატარებენ დროს საზოგადოებაში და აქვთ პირადი ცხოვრება.დაუნის სინდრომზე საუბრისას მიღებული ტერმინია - დაუნის სინდრომის მქონე.დაუშვებელი ტერმინებია: დაუნიზმით დაავადებული, მონღოლიზმი, დაუნი.განვითარებულ ქვეყნებში დასჯადია სიტყვა დაუნის დამაკნინებელ კონტექსტში გამოყენება .მითია, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები უპირობოდ, მუდამ ბედნიერად გრძნობენ თავს - მათ ისევე სწყინთ, უხარიათ, სტკივათ და უყვართ როგორც შენ!დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 21 მარტს აღინიშნება
No comments:
Post a Comment