მეცნიერებს დღემდე ვერ აუხსნიათ, როგორ, რა სისტემით შეძლეს მაიას ქურუმებმა ამ კალენდრის შედგენა. ეს არის არა მხოლოდ კალენდარი, რომლის დახმარებით გამოიანგარიშება დღეები, თვეები ან წლები, არამედ ის უჩვენებს დედამიწის ცივილიზაციათა ეპოქებს.მაიას ქურუმები უძველესი დროიდან ადევნებდნენ თვალს ციურ სხეულებს. ქურუმებმა შეადგინეს კალენდარი, რომელიც უფრო ზუსტი არის, ვიდრე ის, რომლითაც დღეს კაცობრიობა სარგებლობს (ე. წ. "გრიგორიანული კალენდარი"). მაგალითად, მაიას კალენდარული სისტემით დედამიწის მზის გარშემოვლის პერიოდი, 365,2421 დღე იყო, ხოლო ე. წ. "გრიგორიანული" კალენდარი, რომელიც ევროპის წამყვანმა ასტრონომებმა შექმნეს, 365,2424 დღე იყო, ანუ ტროპიკულ წელთან უფრო ახლოს მაიას კალენდარი დგას.
მაიას კალენდრით სარგებლობდნენ სხვა ცენტრალური ამერიკის ხალხიც და აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ არსებობდა კალენდრის როგორც სამოქალაქო, ისე რიტუალური ფორმა, ანუ უბრალოდ მოქალაქეები ვერ სწვდებოდნენ კალენდრის მთელ სიღრმეს.
მაიას კალენდარს სულ რვა ციკლი აქვს:
პირველი მათგანია 20 დღიანი ციკლი, რომელსაც "უინალი" ეწოდება.
შემდეგ მოდის ციკლი "ტუნი", რომელიც შედგება 18 "უინალისგან", ანუ ეს 360 დღეა (თითქმის წელიწადი).
კალენდრის მომდევნო ციკლი შედგება წინა 20 ციკლისგან – მაგალითად, ციკლი კატუნი შედგებოდა 20 ტუნისგან, ანუ ეს იყო 7200 დღე (19 წელი და 265 დღე).
პირველი მათგანია 20 დღიანი ციკლი, რომელსაც "უინალი" ეწოდება.
შემდეგ მოდის ციკლი "ტუნი", რომელიც შედგება 18 "უინალისგან", ანუ ეს 360 დღეა (თითქმის წელიწადი).
კალენდრის მომდევნო ციკლი შედგება წინა 20 ციკლისგან – მაგალითად, ციკლი კატუნი შედგებოდა 20 ტუნისგან, ანუ ეს იყო 7200 დღე (19 წელი და 265 დღე).
.საიდუმლო ცოდნას ვარსკვლავებისა და პლანეტების შესახებ ქურუმები იწერდნენ კოდექსებში, რომლებმაც შემოგვინახეს მაიას კალენდრების რთული სისტემა, რომელიც დაკავშირებული იყო მზის, მთვარისა და პლანეტა ვენერას მოძრაობასთან. მაიამ შექმნა არა მარტო მზის კალენდარი365 დღით, არამედ უდიდესი სიზუსტით განსაზღვრეს მთვარის თვეც(თანამედროვე გამოთვლებით სულ 23 წამის ცდომილებით). მაგრამ ცხოვებისეულად ყველაზე მნიშვნელოვანი კალენდარი, რომელიც ყოველი ფეხის ნაბიჯზე განსაზღვრავდა ადამიანის ბედსა და მის თითოეულ ნაბიჯს, მაიას ხალხისათვის იყო ასტროლოგიური, ანუ რიტუალური კალენდარი, რომელიც 260 დღიანი ციკლებისაგან შედგებოდა.
გარდა ამისა, მაიას ქურუმმა ასტრონომებმა შექმნეს რთული კალენდარი, რომელშიც ერთდროულად გამოიყენებოდა მზის, რიტუალური და პლანეტა ვენერას ციკლები. მის მიხედვით, ქურუმები განსაზღვრავდნენ ომების და მსხვერპლშეწირვების დროს. ეს დიდი კალენდარი შედგებოდა 104 წლისგან, ვენერას მოძრაობის 65 პერიოდისა და ადამიანის ნაყოფის მომწიფების 146 პერიოდისაგან. მის მიხედვით, ყოველი 173,3 დღის შემდეგ, შეიძლებოდა მოსალოდნელი მზისა თუ მთვარის დაბნელების წინასწარმეტყველება, რაც უბრალო ხალხზე მაგიურ შთაბეჭდილებას ახდენდა.
ძველი მაიას ქურუმები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათ იცოდნენ სამყაროს გაჩენის ზუსტი თარიღი (იულიანური კალენდრის მიხედვით ძვ.წ. 3114 წლის 11 აგვისტო), ამ კალენდრის მიხედვით, რომელიც მაიას ქურუმთა სიტყვებით "მე-4 მზის ეპოქა" და რომელშიც დღევანდელი სამყარო ცხოვრობს სრულდება 2012 წლის 21 დეკემბერი. მაიას კალენდრის მიხედვით ყოველი ასე ვთქვათ, "შექმნის ეპოქა" 13 ბაკტუნისგან შედგება _ ეს არის 1 872 000 დღე, ანუ დაახლოებით 5100 წელი, ეს სამყარო უნდა დაღუპულიყო. თუმცა მაიას ხალხებისთვი რეალური დაღუპვა გაცილებით ადრე – XVI საუკუნეში მოხდა, როდესაც მათ სანაპიროს ესპანელი კონკისტადორები, მღვდლები და კოლონისტები მაადგნენ.
No comments:
Post a Comment