ბრიტანულმა გამოცემა “The Guardian”-მა სკოლების დირექტორებს შორის
სპეციალური კვლევა ჩაატარა და პედაგოგებს გასაუბრებისას მოსალოდნელი კითხვების
ჩამონათვალს და იმ პასუხებს სთავაზობს, რომლის მოსმენის სურვილიც დირექტორებს
აქვთ:
1.თუ მე თქვენს გაკვეთილზე მოულოდნელად შემოვალ, რას დავინახავ და
გავიგონებ?
“ვისურვებდი
მომესმინა შემდეგი სიტყვები – გაცოცხლებული დისკუსიები, მოსწავლეების მკვეთრი და
შესამჩნევი პროგრესი როგორც ზეპირ და ისე წირით დავალებებში. სწავლების მაღალი
ხარისხი და ნამუშევარში ნაჩვენები წინსვლა. მაღალ დონეზე დაგეგმილი გაკვეთილები.
ქცევა, რომელიც სწავლას პასუხობს”,- ამბობს ფორტისმერის სკოლის დირექტორი ჰელენ
ენტონი.
2. რატომ ასწავლით X -ს სკოლაში?
“ეს კითხვა
აფრთხობს კანდიდატებს. თუ კანდიდატი მათემატიკის ან ინგლისური ენის მასწავლებელია,
მას შეიძლება გიჟი ეგონო. რაც არ უნდა იყოს საუბრის თემა, მე ველი პასუხებს ისეთ
საკითხებზე როგორიცაა: უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და დამოუკიდებელი სწავლება,
გამამხნევებელი ჯგუფური მეცადინეობა, კვალიფიკაციის ამაღლება, სხვა სასკოლო
საგნების გაზრდა, განათლების გაუმჯობესება, მათემატიკური აზროვნების და ისტ
ტექნოლოგიების გამოყენება, კარიერის შექმნის ინტერესის გაღვივება, თვითდისციპლინა,
მეხსიერების განვითარება, საგნის ხანგრძლივი დროით შესწავლა. ეს სია შეიძლება
გაგრძელდეს”, – ამბობს რისკას სკოლის დირექტორი ჯონ კენდალი.
3. შეგიძლიათ მითხრათ წარმატებული კლასის მართვის სტრატეგია, რომელიც
წარსულში გამოიყენეთ და მოსწავლის ან ჯგუფის მართვაში დაგეხმარათ?
“ეს კითხვა
კანდიდატს საშუალებას აძლევს, თეორიული პასუხი გასცეს – ნებისმიერს შეუძლია,
კრეატიული აზრი გამოთქვას,” – ტიმ ბორსე.
4. როდესაც კოლეგები თქვენ შესახებ საუბრობენ – რას იტყვიან ისინი?
“ეს არის ჩემი
ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი შეკითხვა, იმიტომ, რომ ის კანდიდატს საშუალებას
აძლევს, იფიქროს მის ადგილზე თანამშრომელთა გუნდში. თუ მე გავესაუბრები გამოცდილ
კანდიდატს, ვკითხავ, რა გსურთ თქვან სამი წლის შემდეგ თანამშრომლებმა თქვენს
შესახებ? ამგვარად მე გავიგებ მათ აზრს იმის თაობაზე, თუ როგორ განვითარდნენ ისინი
როგორც ლიდერები,”- ტიმ ბორსე.
5. რატომ გსურთ იმუშაოთ სპეციალური განათლების მიმართულებით?
“ჩვენ გვსურს
დავინახოთ რომ ადამიანს ჭეშმარიტად გულწრფელად აქვს გათვითცნობიერებული, რომ
განათლება არის საქმიანობა – მზრუნველობა ბავშვებზე,” – სიინ ოსილივანი.
6. რატომ გსურთ ამ სკოლაში მუშაობა?
“ჩვენ გვსურს
დავინახოთ, რატომ უნდა კანდიდატს ჩვენთან მუშაობა და როგორია მისი დამოკიდებულება
ჩვენი მისამართით. გვინდა, რომ ესტუმრონ სკოლას, დაათვალიერონ და გაგვიზიარონ
თავიანთი შთაბეჭდილება”,- სიინ ოსილივანი.
7. საკითხი, რომელიც კანდიდატის სამოტივაციო წერილში მნიშვნელოვან
ადგილს იკავებს.
“კანდიდატს
შეუძლია, დაწეროს თავის სამოტივაციო წერილში რაიმე მნიშვნელოვანი, რომელიც მას
ეხება, მაგრამ არ უნდა გასცდეს ძირითად ხაზს,” – ტიმ ბორსე.
8. რა მოთხოვნებს უყენებენ დირექტორები სტუდენტებს, რომლებიც
სამსახურს ეძებენ?
“სამართლიანობა,
სიმტკიცე, იუმორის გრძნობა, თავისი საგნის ფლობა, გადმოცემის და ახსნის უნარი,
დაეხმაროს სხვას, რომ თავი იგრძნოს კარგად,” – ჰელენ ანტონი – დირექტორი.
9. საკუთარი გაკვეთილის შეფასება
“რთულია
პირველი გაკვეთილის ჩატარება მოსწავლეებთან, რომლებსაც აქამდე არ შეხვედრილხარ.
გაკვეთილის შეფასება კანდიდატის მხრიდან კრიტიკულად უნდა მოხდეს. მე მჭირდება, რომ
ადამიანმა შეძლოს საკუთარი თავის თვითშეფასება და დაინახოს რისი გაკეთება გამოსდის
კარგად. მე მსიამოვნებს იმის მოსმენა, რომ ისინი ამჩნევენ თითოეული მოსწავლის
წინსვლას და ეხმარებიან მათ. მოსწავლეების სახელების დამახსოვრება ყოველთვის
მნიშვნელოვანია, -” ჯონ კენდალი.
10. თუ ჩვენ არ აგიყვანთ სამსახურში რას დავკარგავთ?
“ეს არის
შესანიშნავი შესაძლებლობა კანდიდატმა “გაყიდოს” თავი და გვითხრას სიმართლე რასაც
ფიქრობს,” – ბრეტ დაი.
No comments:
Post a Comment