- ...ქართველი ქორეოგრაფი ჯორჯ ბალანჩინი, ამერიკული ბალეტის მეტრი, ნიუ-იორკ სიტი ბალეტის დამფუძნებელია...
- ...ინდუიზმი ფარშევანგს რამდენიმე ღმერთის მატარებლად მიიჩნევს, მათ შორისგანეშას, სკანდასა და სარასვატის...
- ...ეპისტემოლოგია იკვლევს იმას თუ როგორ ვიცით, მაშინ როცა აგნოტოლოგია იკვლევს თუ რატომ ვიცით.
- ...ნაყოფი მოძრაობას ჩასახვიდან შვიდ კვირაში იწყებს...
- ...თეთრი დათვები ცაციები არიან...
- ...არაბულად ვერლიბრი (ურითმო ლექსი) პირველად ერაყელმა პოეტმა ნაზიკ ალ-მალაიკამ დაწერა ...
- ...ბოდბის ივერის ღვთისმშობლის ხატს საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში ბოდბის მონასტერში განთავსებული საავადმყოფოს პერსონალი მაგიდად იყენებდა..
- ...წიგნის დღე 23 აპრილს აღინიშნება ტრაგიკული დამთხვევის გამო: სამი უდიდესი მწერალი - დე ლა ვეგა,სერვანტესი და შექსპირი - ამ დღეს გარდაიცვალნენ 1616 წელს...
- ...შოკოლადი პირველი არაალკოჰოლური სალონური სასმელი იყო ადრეულ თანამედროვე ევროპულ სამზარეულოში...
- ჩინური ახალი წელი (სურათზე) აღინიშნება ყოველი წლის მთვარის პირველი თვისახალმთვარეობას, გაზაფხულის დასაწყისზე. თარიღი მერყეობს 21 იანვარსა და 21 თებერვალს შორის გრიგორიანული კალენდრით. ვინაიდან ლუნისოლარული კალენდარი ასტრონომიულადგანისაზღვრება, გრიგორიანულისგან განსხვავებით, სეზონთა ცოცვა ამ ინტერვალსაც ცვლის. ყოველი წელი სიმბოლურად უკავშირდება 12 ცხოველსა და ხუთ ელემენტთაგან ერთ-ერთს, რომელთა კომბინაციების ციკლი ყოველ 60 წელს მეორდება. ეს ჩინეთში წელიწადის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია.
- ..აკაკი წერეთლის ვაჟმა და რუსული ოპერის იმპრესარიომ ალექსიმ თავისი ქონება „მომავალი თავისუფალი საქართველოს თეატრს“ უანდერძა, თუმცა ანდერძი არაქმედითად იქნა ცნობილი.
- ...სომხეთის ეროვნული გმირი წმინდა ვარდანის ქალიშვილი შუშანიკი ქართული ლიტერატურის დღემდე მოღწეული პირველი ნაწარმოების მთავარი გმირია...
- ...გალაკტიონ ტაბიძემ ერთ–ერთი უგრძესი ქართული სიტყვა "გადაინდუსტრიალებულთაგანისებურია" მოიგონა და ამ სიტყვაზე ერთსტროფიანი ლექსი დაწერა..
- ...„მიჭმიე“ ქართულ ენაში ერთადერთი ოთხპირიანი (შენ, მე, მას, ის) ზმნაა...
- ...ღამურა ერთადერთი ძუძუმწოვარი ცხოველია, რომელსაც ფრთები აქვს და დაფრინავს...
Saturday, 30 July 2016
ეს საინტერესოა...
Subscribe to:
Post Comments (Atom)
ფობია
აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...
-
ვეფხისტყაოსანი საკმაოდ მდიდარი პოემაა პერსონაჟთა წრით . მოქმედება ფართო გეოგრაფიულ არეზეა გაშლილი და პერსონაჟებიც...
-
მეტაფორები ვეფხისტყაოსანში მეტაფორები იმდენად უხვადაა , რომ პოემის მხატვრულ ენის სტილად ხშირად სწორედ მეტაფორულობას...
No comments:
Post a Comment