Wednesday, 20 July 2016

სიტყვათა განმარტებანი

ეგოიზმი (ლათ. ego – მე) — ცხოვრების პრინციპი, რომლის მიხედვითაც ადამიანი თავის ქცევაში ხელმძღვანელობს მხოლოდ პირადი ინტერესებით, ანგარიშს არ უწევს საზოგადოების და მის ირგვლივ მყოფთა ინტერესებს, ასეთი მოქმედება არ შეესაბამება საზოგადოებრივ მორალს.
ნიჰილიზმი (ლათ. nihil, არაფერი) — მსოფლმხედველობა, რომელიც უარყოფს ეთიკური ნორმების, ქცევის წესების ან ზოგადად ადამიანის არსებობის რაიმე აზრს, მიზანს.
ნიჰილიზმს, როგორც ფილოსოფიურ მიმდინარეობას, ხშირად ფრიდრიხ ნიცშეს უკავშირებენ. ხელოვნების მიმდინარეობები, როგორიცაა დადაიზმიფუტურიზმი, ასევე ნიჰილისტურ მოძრაობებად მიიჩნევა.
პესიმიზმი (გერმ. Pessimismusლათ. pessimus — ყველაზე უარესი) —ადამიანის ან კაცობრიობის არსებობის ზოგადად უარყოფითი შეფასება. მოვლენათა ერთობლიობის ან არსთა შეფასება შესაძლოა დრამატულად განსხვადებოდეს სხვადასხვა ადამიანთა მიერ, მიუხედავად ფაქტების იდენტურობისა. ამ ფენომენის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია "ჭიქა ნახევრად სავსეა თუ ცარიელი?" სიტუაცია. იმის მიხედვით, თუ როგორ აფასებს მსგავს სიტუაციას ადამიანი, შეიძლება იგი პესიმისტს ან ოპტიმისტს მიეწეროს.ისტორიის განმავლობაში პესიმისტური განწყობა აზროვნების ყველა ძირითად მიმართულებაზე ახდენდა ზეგავლენას.
ფილოსოფიური პესიმიზმი მსგავსი, თუმცა არა იდენტური იდეაა იმის შესახებ, რომ ცხოვრებას ნეგატიური ღირებულება აქვს, ან მსოფლიო იმდენად უარყოფითია, რამდენადაც ეს შესაძლებელია.
ოპტიმიზმი (ლათ. optimus - საუკეთესო) - ყველაფერში კარგის, ნათელი მხარეების დანახვა, უკეთესი მომავლის რწმენა. ოპტიმიზმის მიხედვით, ცხოვრება მშვენიერია და ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავალი არსებობს. მისი საპირისპირო ცნებაა პესიმიზმი. ამ ცნების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია „ჭიქა ნახევრდად სავსეა თუ ცარიელი?“ სიტუაცია. ოპტიმისტს მიაჩნია, რომ ჭიქა ნახევრად სავსეა, ხოლო პესიმისტს, პირიქით, ნახვერად ცარიელი.
ფილოსოფიაში ოპტიმიზმი ასოცირდება გოტფრიდ ლაიბნიცთან, რომელიც თვლიდა, რომ ჩვენ ყველა შესაძლებელი სამყაროდან საუკეთესოში ვცხოვრობთ

No comments:

Post a Comment

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...