Saturday, 23 July 2016

რთული ტერმინების ახსნა ოჯახური მაგალითის გამოყენებით:


1. ფემინიზმი
კაცები და ქალები თანასწორები არიან, მაგრამ თეფშები კაცებმა უნდა რეცხონ.
2. თეოკრატია
თუ თეფშების რეცხვის დროს თავსაბურავს არ გავიკეთებ, ჩამქოლავენ და სიკვდილის შემდეგ ჯოჯოხეთში მოვხვდები.
3. დემოკრატია
ოჯახის საბჭომ ერთხმად აღიარა, რომ თეფშები დასარეცხია, მაგრამ მათ დარეცხვას არავინ აპირებს.
4. სუვერენული დემოკრატია
ოჯახის უფროსი არასდროს დარეცხავს თეფშებს, რადგან ამ გადაწყვეტილებას ოჯახის წევრების 146% უჭერს მხარს.
5. კომუნიზმი
ოჯახის უფროსი მეუბნება, რომ მე ვრეცხავ იმდენ თეფშს რამდენიც შემიძლია და მაქვს იმდენი თეფში, რამდენიც საჭიროა. მე თეფშებს მუდმივად ვრეცხავ, მაგრამ საჭიროზე ბევრად ნაკლები მაქვს.
6. ლიბერალიზმი
ეს ჩემი თეფშია, მე მას მაშინ გავრეცხავ, როცა საჭიროდ ჩავთვლი. მე ფეხებზე მკიდია, რომ ჩემი ბინძური თეფში უკვე გარეცხილ თეფშებსაც აბინძურებს.
7. პრიმიტივიზმი
თეფშების რეცხვა კაცობრიობის ყველაზე მავნებელი ჩვევაა. ჩვენ ისევ მიწიდან უნდა დავიწყოთ შიშველი ხელებით საჭმლის ჭამა.
8. ნაციონალიზმი
თეფშების სისუფთავის დაცვა ჩემი მთავარი მოწოდებაა. მე მათ დავრეცხავ და ვეცდები მეზობლებს არ დავრთო მათი დაბინძურების ნება.
9. კაპიტალიზმი
ჩემმა უმცროსმა ძმამ ყველა თეფში დარეცხა, ამის სანაცვლოდ მე მას გაკვეთილების მომზადებაში დავეხმარები.
10. პაციფიზმი
თეფშების მსხვრევა სამყაროს მსხვრევას გამოიწვევს.
11. ანტიგლობალიზმი
სამყაროს მმართველებს სურთ ჩემი ოჯახის ტრადიციები დამავიწყონ. ისინი მომიწოდებენ ერთჯერადი თეფშებიდან მივირთვათ საკვები.
12. მონარქიზმი
ოჯახის უფროსი არასდროს დარეცხავს თეფშებს, რადგან არც მამამისი და არც ბაბუამისი არ რეცხავდნენ მათ.
წყარო: იდეა

No comments:

Post a Comment

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...