„იკითხეთ, იკითხეთ ყველაფერი – ცუდიც და კარგიც, გასართობიც და განმანათლებელიც. კითხვა სავალდებულო შრომაა და საკმაოდ მძიმეც,როგორც მიწის ხვნა, გუთნის გამოჭედვა, ღვინის დაყენება. მხოლოდ თვალით აღქმული სიტყვა დაკარგული შრომაა. სიტყვას უნდა ჩასწვდე გონებითაც დაგულითაც. განუწყვეტლივ უნდა ეცადოთ, როგორმე შეაღწიოთ სიტყვაში და იქიდან დაინახოთ უთქვენოდ დარჩენილი სამყარო – უპირველეს ყოვლისა,თქვენს ამქვეყნიურ დანიშნულებას, თქვენს მოწოდებას დაინახავთ, რაც არა მარტო გაგიიოლებთ ცხოვრებას, ანუ, არამხოლოდ მიწიერი პურისმოსაპოვლებად იზრუნებთ, არამედ სულიერისაც, ანუ, იმ პატარა მინდვრის გადასარჩენად, რომელზედაც თქვენი წილი, მაინცდამაინც თქვენთვის განკუთვნილი პური მოდის და რომელსაც სამშობლო ჰქვია...“
No comments:
Post a Comment