Wednesday 13 July 2016

მხედრული დამწერლობა

მხედრული დამწერლობა  ქართული დამწერლობის განვითარების ბოლო საფეხური. იგი ნუსხური ასოების გამარტივების გზითაა მიღებული. ადრეული ნიმუშები უკვე X საუკუნიდან გვხვდება, მხედრულის პირველ ნიმუშად ატენის სიონის ერთერთი წარწერა ითვლება, რომელსაც ზაზა ალექსიძე და . აბრამიშვილი 982–986 წლებით ათარიღებენ. უძველესია აგრეთვე ბაგრატ IV-ის ორი სიგელი (შიომღვიმისა და ოპიზის) XI საუკუნიდან. მხედრული დამწერლობით შესრულებული ადრეული ძეგლები ძირითადად ისტორიული საბუთების, ხელნაწერთა მინაწერებისა და წარწერების სახითაა წარმოდგენილი.
ტერმინიმხედრულიგვიანდელია და იგი პირველად XIV საუკუნეშიდასტურდება. სიტყვამხედრულიამ პერიოდის ძეგლებში გამოიყენებახუცურისსაპირისპირო მნიშვნელობით, როგორც საერო დანიშნულების დამწერლობა. მომდევნო საუკუნეებში მხედრული იმდენად იკიდებს ფეხს, რომ თანდათან ანაცვლებს ნუსხურს; აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ სასულიერო წიგნებიც იწერებოდა მხედრული ანბანით იმ მიზეზით, რომ საერო პირები ვერ კითხულობდნენ ნუსხურს.

ნუსხური დამწერლობა XIX საუკუნის მიწურულამდე გამოიყენებოდა, ამ დროიდან კი მხედრული დამწერლობა ბეჭდური საქმის დამკვიდრებისა და განვითარების შედეგად საყოველთაო ქართულ დამწერლობად იქცა. მხედრული დამწერლობის საფუძველზე შეიქმნა ქართული ბეჭდური მწიგნობრული შრიფტები.

No comments:

Post a Comment

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...