Sunday, 25 June 2017

ტერენტი გრანელი,გალაკტიონი

ტერენტი გრანელი მთაწმინდაზე ცხოვრობდა. იმ დღეს, როდესაც ყველასათვის კარგად ცნობილი ლექსი Memento Mori დაწერა ძალიან გახარებული სახლიდან გამოვარდა დაღმართზე დაეშვა, თითქოს მიფრინავდა სიხარულით, ერთი ძალიან კარგი ლექსის დაწერის გამო …
ოპერის თეატრთან შემთხვევით გალაკტიონი შეეჩეხა. გახარებულმა ტერენტიმ გამარჯობისთანავე მიახალა გალაკტიონს, გალაკტიონ იცი რა მაგარი ლექსი დავწერეო? – გალაკტიონმა ხო ძამიკოო? მომიყევი აბაო და გრანელმა ერთ ამოსუნთქვაში მოუყვა მისი ახალი ლექსი.
გალაკტიონი დაფიქრდა. ცოტა ხნის შემდეგ ეუბნება კიდევ მომიყევი აბა ძამიკოო. ტერენტიმ უსიტყვოდ გაუმეორა Memento Mori და დიდი ინტერესით ელოდა რას ეტყოდა მისი მეგობარი. – ამ უკანასკნელმა კი ისევ იგივე პასუხი გასცა – მიდი ერთხელ კიდევ მომიყევი ძამიკოო.
ტერენტის ცოტა არ იყოს ეს არ ესიამოვნა, გაუკვირდა და ოდნავ ნერვშეტოკილმა კიდევ აუსრულა სურვილი და მოუყვა ახალი ლექსი გალაკტიონს.
გალაკტიონისგან რაიმე შეფასებისმაგვარის ან ქების მომლოდინე ტერენტიმ კი ასეთი პასუხი მიიღო:
–”კაი ძამიკო, კაი”– და გალაკტიონმა ჩაიარა.
გრანელს ეს არ ესიამოვნა, გაუკვირდა და გაცოფდა გალაკტიონზე ეს რა გამიკეთაო.
მეორე დილით როცა დაღმართზე დაეშვა გალაკტიონზე განაწყენებული პოეტი, ნატრობდა ნეტა სადმე შემხვდეს გალაკტიონი პირში მივახალო ყველაფერიო.
– მართლაც ოპერასთან ისევ შეხვდა გალაკტიონს, გაგიჟებული მივარდა და გალაკტიონმა არ დააცადა და :
ახლა უფრო ხშირია შეცდომების დაშვება,
ახლა მოდის ივნისი, ირგვლივ მწვანე მოლია.
ჩემი წმინდა სახელი პოეზიას დარჩება,
ჩემი გული და სისხლი – ეს “Memento mori”-ა.
დღეს სამია ივნისის, მინდა იყოს ცამეტი,
ჩემს გარშემო ციხეა – მწუხარების სავანე.
რომ მდომოდა სიცოცხლე, სიკვდილს არ ვიწამებდი,
მიწა არ იქნებოდა ჩემთვის შავი სამარე.
სადღაც მთასთან იწვიმა, სადღაც მთაზე ბურია,
ამნაირი ღიმილი უწინ მე არ ვიცოდი.
ახლა მე ცას ვუცქერი, ცაზე ანთებულია
ვარსკვლავები – სიმბოლო თეთრი მარადისობის.
ახლა რა ვქნა არ ვიცი, მე როდესაც ასე ვარ,
როცა სულს ეპარება აჩრდილები სიბერის.
მე ძლიერი ტალანტი, ზეციური არსება,
ჩემი ნაზი სამშობლო – ლაჟვარდები ცისფერი.
რა ვქნა, შავი ღამეა, მძიმე და უსაშველო,
მახსოვს ჩემი სოფელი, მისი ყრუ ადგილები.
ახლა რაღაც სხვა მინდა, რაღაც სხვა, უსახელო,
რომ დაღუპვა მომელის, ვიცი დანამდვილებით.
ნელა გადის დღეები და ძნელია გარჩევა,
მე, ძვირფასო, ვერ მოვალ, გზა შენამდე შორია.
ჩემი გვარი: გრანელი – პოეზიას დარჩება,
ჩემი გული და სისხლი – ეს ”MEMENTO MORI”-ა..
იმ დღეს საქართველოს ორი უძლიერესი პოეტი ერთ–ერთ დუქანში სიყვარულისა და ძმობის სადღეგრძელოს სვამდა.

Thursday, 22 June 2017

The Fault in Our Stars 2014 English Movie _ Shailene Woodley, Ansel Elgo...

რაც დასახარჯი არსებობს ვხარჯავ
რაც სანახავი არსებობს ვნახე
და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას
მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე...
ვერ დავარბიე ჩემში ველური
კანდაშაშრული მზით და მარილით
ვერ მივაჭედე სულს სახელური
რომ გამოაღოს ყველამ კარივით...
ყველა ზეიმზე დავიგვიანე
ყველაზე ადრე მოსულმა დღემდე
არც მდიდარი ვარ და არც ჭკვიანი
მაინც ვერავინ ვერ ცოცხლობს ჩემდენს...
მე ყველა სიტყვის წარმოთქმა მტანჯავს
თვალს ყოველ დილით ტკივილით ვახელ
და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას
მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე....
ყველა ტკივილი იძინებს ბოლოს
მაგრამ მე მაინც მინდოდა მეთქვა,
რომ დღემდე შენით ვცხოვრობდი მხოლოდ
შენ იყავ სუნთქვაც და გულის ფეთქვაც...
გადიან წლები და ფიქრით დაღლილს
გადაუხდელი მრჩება ვალები..
და მეკარგება მშობლების სახლი,
აუტანელი და საყვარელი...
მე არ ვკითხულობ რად მოხდა ასე,
ან რად შემჯავრდა რაც ადრე ვწერე...
ან რად დავკარგე შენს თვალში ფასი
ამდენი ცდის და წვალების მერე...
ალბათ ასეა ცხოვრების წესი
მკაცრი სიმართლით პირამდე სავსე,
და ამ სიმართლით ივსება ლექსიც,
რომ ხვალ მეხივით დამატყდეს თავზე...
მაგრამ ჯერ უნდა მოვიდეს თოვლი
და გადმოფინოს თეთრი აფრები
და შენი ნაზი სხეულის თრთოლვით
ათრთოლდეს თოვლიც და ყველაფერი...
მე ვაღებ სარკმელს და ჭადრებს ვითვლი
ჭადრებს გაქცევა შეეძლოთ თითქოს
და კვლავ მზადა ვარ უარეს დღისთვის
თუმცა უკეთეს დღეებზე ვფიქრობ...
"გაქცევა ყოველთვის არ არის სიმხდალე, არ უნდა გაჩერდე იქ, სადაც შენი ადგილი არ არის."
/ოტია იოსელიანი/

Monday, 19 June 2017

ტროპი

The Temperature - English Vocabulary

Parts of the body in English

Vegetables in English

Telling the Time in English

AT ON IN - Prepositions of Time in English

There is/There are

How to form the plural in English

The Body in English

Opposites in English

Sports in English

Jobs in English

Clothes in English

Food and Drinks

Food Vocabulary in English

House Vocabulary in English

Classroom Vocabulary - My School Vocabulary By ELF Learning - ELF Kids V...

parts of the house

We learn antonyms with the Panda. Compare opposites. Educational video g...

English for children. Personal pronouns

Articles A, An and The For Kids | English Grammar | Grade 2 | Periwinkle

Articles A, An and The For Kids | English Grammar | Grade 2 | Periwinkle

Daily Activities for Children - Educative Videos

Future simple tense - will and shall | English grammar

Future Continuous: English Grammar

Past Continuous: English Grammar

present continuous tense

Simple Past Tense - 01 - English Grammar Lessons

Past Simple: English Language

Present Simple vs Present Continuous - English Language

Present Simple - Daily routines: English Language

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...