Monday, 21 August 2017
Thursday, 17 August 2017
проживи свою жизнь, так как хочется тебе. не пытайся понравиться всем, не оглядывайся на чужое мнение, не ищи друзей там где тебе не рады, не трать своё жизненное время на тех, кто этого не достоин. Люди везде одинаковы к сожалению.
Зависть, непорядочность, злость - комплекса неполноценности.
Может когда нибудь Люди всё таки станут лучше в отношениях друг с другом.
Зависть, непорядочность, злость - комплекса неполноценности.
Может когда нибудь Люди всё таки станут лучше в отношениях друг с другом.
Monday, 14 August 2017
Friday, 4 August 2017
Thursday, 3 August 2017
ბოსნიის ომი
ბოსნიის ომი (ბოსნ. ხორ. Rat u Bosni i Hercegovini; სერბ. Рат у Босни и Херцеговини, ასევე ცნობილი ბოსნიელებში როგორც თავდასხმა ბოსნიაზე(ბოსნ. Agresija na Bosnu i Hercegovinu); სერბებში სამამულო–თავდაცვითი ომი(სერბ. Одбрамбено-отаџбински рат); ხორვატებში სამამულო ომი (ხორ. Domovinski rat) იყო შეიარაღებული კონფლიქტი 1992 წლიდან 1995 წლამდე ერთი მხრივ ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკასა და მეორე მხრივ, ბოსნიელ სერბთა და ხორვატთა სახელმწიფოებრივ წარმონაქმნებს, სერბთა რესპუბლიკა და ჰერცეგ-ბოსნიის ხორვატთა რესპუბლიკას შორის, რომელთაც სერბეთი (იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკის სახით) და ხორვატიაუჭერდნენ მხარს.
სლოვენიისა და ხორვატიის კვალდაკვალ იუგოსლავიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკამაც, რომელიც ეთნორელიგიურად ყველაზე ჭრელი იყო. 1991 წლის 31 მარტის აღწერით, მისი მოსახლეობის (4,4 მლნ) სამ ძირითად ჯგუფს შეადგენდნენ ბოსნიელები (მუსლიმები, 1,9 მლნ, 44%), რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენდნენ 45 რაიონში (13 მათგანში ფარდობითი, ხოლო 31–ში აბსოლუტური) სერბები (1,4 მლნ, 31%), რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენდნენ 34 რაიონში (5 ფარდობითი და 29 აბსოლუტური) და ხორვატები (752 ათ., 17%), რომლებიც უმრავლესობა იყვნენ 20 რაიონში (6 ფარდობითი და 14 აბსოლუტური). მოსახლეობის დანარჩენ 8% შეადგენდნენ სხვა ეროვნების წარმომადგენლები და ასევე იუგოსლავები (ძირითადად შერეული ქორწინების შთამომავლები).
გენოციდი
ევროპაში პირველი გენოციდი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სწორედ აღმოსავლეთ ბოსნიაში, სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტას ეწოდა. შემდგომ ეს განზოგადდა სერბთა რესპუბლიკის დამოკიდებულებაზე მის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არასერბული წარმოშობის ადამიანების მიმართ, რაც განსაკუთრებულად სასტიკი მეთოდებით მათ დაშინებას ისახავდა მიზნად, შემდგომი გაძევების მიზნით. სერბთა რესპუბლიკის ლიდერების, რადოვან კარაჯიჩისა და რადკო მლადიჩის მიმართ სწორედ გენოციდის ბრალდებაა წაყენებული ჰააგის ტრიბუნალის მიერ.
ეთნიკური წმენდა
ეთნიკური წმენდის დეფინიცია გაერომ სწორედ ბოსნიასთან დაკავშირებით მიღებულ 780–ე რეზოლუციაში მოახდინა. ბოსნიის ტერიტორიაზე მყოფი სხვადასხვა ეთნოსები ცდილობდნენ მათ კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორია გაეწმინდა სხვა ეთნოსებისგან, რომლებსაც ისინი არ ენდობოდნენ. რისი ნათელი მაგალითებიცაა ბოსნიელების მიერ ხორვატების გაძევება ბუგოინოდან და ხორვატების მიერ ლაშვას ხეობის სოფლების წმენდა ბოსნიელებისგან. თუმცა სერბების ქმედებაც იმავე ხასიათს ატარებდა, ისინი უფრო მძიმე, გენოციდის კატეგორიაში არიან კვალიფიცირებული.
Subscribe to:
Posts (Atom)
ფობია
აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...
-
ვეფხისტყაოსანი საკმაოდ მდიდარი პოემაა პერსონაჟთა წრით . მოქმედება ფართო გეოგრაფიულ არეზეა გაშლილი და პერსონაჟებიც...
-
მეტაფორები ვეფხისტყაოსანში მეტაფორები იმდენად უხვადაა , რომ პოემის მხატვრულ ენის სტილად ხშირად სწორედ მეტაფორულობას...