Monday, 20 June 2016

როგორ ვწეროთ/ვიმეტყველოთ უკეთ



 წერისა თუ მეტყველების დროს შეცდომების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია ისეთი სიტყვების არსებობაა ენაში, რომელთა ბგერითი აგებულება და გარეგნული იერი ერთმანეთს ძალიან წააგავს, მაგრამ მნიშვნელობით ისინი სრულიად განსხვავდებიან. 
ჟღერადობით მსგავსსა და შინაარსით განსხვავებულ სიტყვებს უწოდებენ. ამდენად, რომელიმე ორი სიტყვა პარონიმად ჩაითვლება მაშინ, როცა ისინი ერთმანეთში აირევიან. პარონიმები საკმაოდ ხშირად თავგზას გვიბნევენ როგორც წერისას, ასევე მეტყველებისას. ამიტომ, მეტი თვალსაჩინოებისათვის რამდენიმე მათგანს მაგალითად მოვიყვან:
ადრესატი ის, ვისაც უგზავნიან
ადრესანტი ის, ვინც აგზავნის
აბონენტი აბონემენტის მფლობელი, მომხმარებელი
აბონემენტი მრავალჯერადი გამოყენების ბილეთი
აღქმა შეცნობა, გრძნობათა ორგანოებით რაიმეს მიღება
აღთქმა პირობა
ბილინგვი ორ ენაზე მოსაუბრე ადამიანი
ბილინგვა ორ ენაზე შედგენილი ტექსტი
დიპლომატი ელჩი, პოლიტიკური პირი უცხო სახელმწიფოში და ..
დიპლომანტი სტუდენტი, რომელიც სადიპლომო ნაშრომს ამზადებს და დიპლომის ასაღებად ემზადება
კამპანია მოძრაობა, ღონისძიება რაიმე მიზნის მისაღწევად
კომპანია ამხანაგობა, ჯგუფი
ემიგრანტი უცხოეთში საცხოვრებლად წასული პირი
იმიგრანტი შენს ქვეყანაში საცხოვრებლად ჩამოსული პირი
მიგრანტი საკუთარ ქვეყანაში ადგილმონაცვლე პირი
ორდენი მედალი, ჩინი
ორდერი საბუთი, სანქცია
კონიექტურა ტექსტის დაზიანებული ადგილის აღდგენა შინაარსის გათვალისწინებით
კონიუნქტურა –  შექმნილი ვითარება, გარემოება
რიტმი თანაზომიერი მონაკვეთების რეგულარული გამეორება
რითმა ლექსის სტრიქონების ერთნაირი დაბოლოება
ნოტი მუსიკალური ნიშანი
ნოტა დიპლომატიური წერილი
ცივილური საზოგადოებრივი, სამოქალაქო
ცივილიზებული განვითარებული საზოგადოება, კულტურული
უებარი წამალი
უებრო შეუდარებელი
მცნება შეგონება
ცნება ზოგადი სახელი, ტერმინი
სწორედ ამას მოგახსენებდით! (ზუსტად)
სწორად გაიგეთ! (მართებულად)


No comments:

Post a Comment

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...