Saturday, 19 November 2016

შოთა ჩანტლაძე

მე ვდგევარ ხიდზე და ვხედავ:
მდინარის პირას პატარა სახლი დგას.
სახლს, რასაკვირველია, ფანჯარა აქვს
და ფანჯრიდან, რასაკვირველია, ქალი იყურება.
ეს სახლი, ეს ფანჯარა და ეს ქალიც,
რასაკვირველია, მდინარეშიც ჩანს.
მე მივალ ამ სახლთან, რომელიც მდინარის პირას დგას,
და თუ ქალმა კარები არ გამიღო,
მაშინ, რასაკვირველია, ფანჯრიდან გადაძრომას შევეცდები,
და თუ ეს ვერ მოვახერხე,
მაშინ, რასაკვირველია, იმ ფანჯრიდან შევეცდები
გადაძრომას,
რომელიც მდინარეში ჩანს,
და როდესაც ის ქალი, რომლის სახლიც მდინარის პირას დგას,
ამას დაინახავს,
რასაკვირველია, შეშინდება და კარებსაც გააღებს
და იმ სახლშიც გაიღება კარები,
რომელიც მდინარეში ჩანს
და მე შევალ ღია კარებით იმ სახლში,
რომელიც მდინარეში ჩანს.
მე არ დავტოვებ გამოსათხოვარ წერილს.

No comments:

Post a Comment

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...