Sunday, 11 December 2016

პაოლო იაშვილი

წერილი დედას

დავტოვე სოფელი,
მყუდრო სამყოფელი,
ქვიტკირის მაენები
და კატის კნუტები_სიმინდის ყანა!
ჰა! კინტოს პროფილე,
საეჭვო ტარნები,
და დავიკუნტები
ქალაქის ქუჩებში მე_ სალახანა.

ტირილი, ტირილი, ტირილი ბევრი!
მზის განიავება,კალო და კევრი
და სოფლის სიწმინდე, მართალი ბათმანი,
როცა მე ქალაქში მაწუხებს, მახელებს,
ყველა ყელსახვევი, შავი ხელთათმანი.

იქნებ ჩვენ ტფილისი ხვალ ყველამ დავტოვოთ!
მინდა დღეს მივწერო დედას უსათუოდ,
იმღეროს მამასთან ის ნანა ტკბილი,
როცა გაიხარა, რომ მე მეჭრებოდა პირველი კბილი;

როცა მე ქურდები მეგობრად მრაცხავენ,
სოფელში ვენახი გახდა მოსარწყავი
და ვაზის ფურცლებზე ისე გალურჯდება იქ შაბიამანი,
ვით თვალის უპე _ როცა მე არ მახურავს ღამეში საბანი.

დედა! ინახულე
შენ წმინდა ხახული!
წადი ფეხშიშველი,
ქალაქში დაკარგულ შვილისთვის ღამე გაათია,
ღმერთო! აპატიე_
მე თუ ვერ მიშველი,
დედას, რომ დაგინთოს ჩემ სიგრძე სანთელი,
მისთვის, რომ ჩემს გულში
დაყუჩდეს გრიგალი და კორიანტელი.

ანა კალანდაძე

პაწაწინა რტო ვარ

მეფერება მზე ალერსის მთოვარს,
ვარდისფერად ცამან ჩამომთოვა...
მე მიგალობს, როდი მიმატოვა,
თოხიტარა, პაწაწინა რტო ვარ...
ქარი მარხევს და ყვავილებს მაცლის,
ყვავილს მომწყვეტს, გაიტაცებს მინდვრად...
დამიყვავე, ქარო, ნუ ხარ მკაცრი:
პატარა ვარ, მოფერება მინდა!
მითხარიო: როგორ, როგორ ვანდო
საიდუმლო აშარსა და მსტოვარს?
მებაღეო, ნუ დამტოვებ მარტო,
მეშინია, პაწაწინა რტო ვარ!

ანა კალანდაძე


ლაჰილზე

ლაჰილზე ისევ დიდებული და
სავსე მთვარეა..
და ყველაფერი ზღაპრულია და
იდუმალია -
ძველი მურყვამი, უშბა, თეთნულდი
და ლამარია...
ლაჰილზე ისევ დიდებული და
სავსე მთვარეა...
ლაშთხვერში კახთა აწვე უენო,
მუნჯი ზარია...
ქარები მისთა ჩუმთა ნაღველთა
განეკრძალვიან..
იმათ გვირგვინებს ძველთა რაინდთა
შუქი ავლია...
ტაძრის კედელზე ბადრი, ამირან,
სეფედავლეა...
ლაღამის შვლისაც აწ სილამაზე
თვალს მიფარვია...
ლაჰილზე, ალბათ, დიდებული და
სავსე მთვარეა,
და ყველაფერი ზღაპრულია და
იდუმალია -
ძველი კოშკები, უშბა, თეთნულდი
და ლამარია...

ანა კალანდაძე

თქვი,არჯაკელო ხვიარა..

თქვი, არჯაკელო ხვიარა,
ქსანზე ვინ ჩამოიარა?
- რა ვი, ღრუბლებზე ვფიქრობდი
და არა გამიგია რა...
- მეც... სხვათა შორის ვიკითხე,
სალაპარაკოდ კი არა.

ანა კალანდაძე

ბოშა ქალი

და რა ქალი?! ხელის გულით სატარები...
რა თვალები?! ელვის ცეცხლის დამჭერი...
ბოშა ქალი, ვარსკვლავების სადარები...
შეხედეს და... შეუკურთხეს გამჩენი...
მეზღვაურებს გამომწვევად გვერდს აუვლის,
ეტყვიან და... ისიც ეტყვის ურიგოს...
ხელგაშლილი გადუდგება მეზღვაური:
-მხოლოდ ერთხელ მაკოცეო, სულიკო!..
ეს პაწია, სიყვარულის დოსტაქარი,
განა დარდობს, თვალებს ცრემლით იოსებს?
მხიარული, ფეხშიშველი ბოშა ქალი
სტვენით მიდის პორტის სანაპიროზე...

ჩილელი პოეტი და პედაგოგი ქალი გაბრიელა მიტრალი.

                                                                    


მასწავლებლის ათი მცნება

1. გიყვარდეს მთელი გულითა და სულით. თუ სიყვარული არ შეგიძლია, ნუ ასწავლი ბავშვებს.

2. ასწავლე სადად, უბრალოდ, ისე, რომ მთავარი არ გაგეფანტოს.

3. გაიმეორე, როგორც ბუნება იმეორებს, ვიდრე არ მიაღწევს სრულყოფილებას.

4. ასწავლე ისე, რომ გახსოვდეს მშვენიერება, რადგან იგი დედაა ყოველივესი.

5. იყავი გულანთებული, ლამპრები რომ აანთო, ცეცხლი უნდა გქონდეს გულში.

6. სული შთაბერე გაკვეთილს, ყოველ გაკვეთილს სული უნდა ედგას ცოცხალი არსებასავით.

7. იზრუნე შენი სულის ამაღლებაზე, - რომ გასცე, უნდა გქონდეს.

8. გახსოვდეს, შენი პროფესია ხელობა კი არა, ღვთისმსახურებაა.

9. ყოველდღე, გაკვეთილის დაწყებამდე, საკუთარ სულში ჩაიხედე, წმინდა თუ გაქვს გული.


10. იფიქრე იმაზე, რომ ღმერთმა შენ დაგაკისრა ხვალინდელი დღის შექმნა.

მასწავლებლის ლოცვა


  
   ღმერთო! მიბოძე ერთადერთი სიყვარული ჩემი სკოლისა. დაე, ვერავითარმა ძალამ ვერ შეძლოს მოსტაცოს სკოლას ჩემი თავი.
    მაქციე დედად. თვით დედაზე უფრო მეტ დედად, რათა მიყვარდეს ის ვინც ჩემი არ არის.
    მომეცი ძალა, ერთი ჩემი მოსწავლეთაგანი ვაქციო ჩემს სრულყოფილ ლექსად, დავტოვო მის სულში ჩემი ყველაზე გულში ჩამწვდომი მელოდია.
    მაქციე ძალად, მიუხედავად ჩემი ქალური უმწეობისა.
    მომეცი უბრალოება და მომეცი სიღრმე, დაიფარე  ჩემი ყოველდღიური გაკვეთილი სირთულისა და სიცარიელისაგან.
    მოაცილე ჩემი თვალი საკუთარი მკერდის წყლულს, როცა დილით სკოლაში შევდივარ, საწერ მაგიდასთან დამავიწყე ჩემი საზრუნავი. სიმსუბუქე მიეცი ჩემს ხელს, როდესაც ვსჯი და სინაზე, როდესაც ვეფერები.

                                                                       
ოთხ საიდუმლოს უნდა ფლობდეს მასწავლებელი:
ა)უსაზღვროდ უყვარდეს ბავშვები;
ბ)უსაზღვროდ უყვარდეს საგანი,რომელსაც ის ასწავლის;
გ)ჰქონდეს უნარი-ეს სიყვარული სხვასაც შეჰყაროს,როგორც სენი უკურნებელი;
დ)იყოს უაღრესად თანამედროვე და გამოირჩეოდეს მოთმინების უნარით.

ბონსაი


მთელი ხელოვნებაა ბონსაი
აქციო დიდი პატარად,
ჩამოიყვანო სიყვარული მეგობრობამდე.
ჯერ ხელებს დააჭრი ძირში,
რომ ვერ მოგეფეროს,
მერე მოაწყურებ,
არ აყვავდეს გაზაფხულზე დიდი ყვავილებით.
წლები უნდა, თორემ ისე,
გამოცდილია,
უსათუოდ გახდება ჯუჯა.
გავა დრო და
გექნება ბაღი ჯუჯა ხეების,
სადაც ბევრმა დაივიწყა,
ახლა კი მორიგი ნერგი ივიწყებს,
როგორი იყო აფრიკაში ბაობაბი,
დიდი ხე, დიდი სივრცის პირას,
იმის იქით სიცარიელე,
მორიგი ნერგი ივიწყებს ამას…
მერე კი,
როცა ბაღის თავზე აგვისტო მოვა,
როცა მოგშივდება, იმდენად
რომ წყალსაც შეჭამდი,
როცა მიხვდები,
რომ ბონსაის არა აქვს ხილი და ჩრდილი
შენ გაიხსენებ,
იმას, რასაც ის ივიწყებდა.
                         თეა თოფურია

Sunday, 4 December 2016

"თუ სახსარი არ გაგაჩნია, თუ თავი არა გაქვს, გაუძღვე ოჯახს, მაშ არც იმის უფლება გაქვს, ცოლის შერთვა იკისრო და ვისიმე მოვალეობაში ჩადგე. ცარიელი სიყვარული როდი კმარა: სიყვარული საქმით უნდა დაამტკიცო; შენ კი ასე მსჯელობ: „თუნდ სატანჯველში იყო, მაინც ჩემთან იყავიო“, ეს ხომ ჰუმანურობა არ არის და არც დიდი კეთილშობილებაა!"
თეოდორ დოსტოევსკი
ადამიანები იმიტომაც ბერდებიან, რომ სხვა ყველაფერთან ერთად, თანდათანობით აკლდებათ სითბო: მშობლების სითბო, შვილების სითბო, შეყვარებულის სითბო, მეგობრებისა და ახლობელი ადამიანების სითბო და რაც მთავარია, იმედის სითბო. ადამიანს, დაბადებიდან, სულ თან დაჰყვება იმედის სითბო, ფიქრობს, რომ ერთხელაც იქნება… მაგრამ რაკი ის რაღაც ამ ქვეყანაზე თურმე არ ხდება, ნელ – ნელა, რაც წლები გადის, თანდათან ქრება იმედის სითბო და მართალია სიკვდილამდე მაინც ღვივის მისი ნაპერწკლები ადამიანის სულში, მაინც საზარელია სიმარტოვის ჟამს საიდანღაც მონაქროლის ამაოების ქარი.
გოდერძი ჩოხელი

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...