ღმერთო! მიბოძე ერთადერთი სიყვარული ჩემი სკოლისა.
დაე, ვერავითარმა ძალამ ვერ შეძლოს მოსტაცოს სკოლას ჩემი თავი.
მაქციე დედად. თვით დედაზე უფრო მეტ დედად, რათა
მიყვარდეს ის ვინც ჩემი არ არის.
მომეცი ძალა, ერთი ჩემი მოსწავლეთაგანი ვაქციო ჩემს
სრულყოფილ ლექსად, დავტოვო მის სულში ჩემი ყველაზე გულში ჩამწვდომი მელოდია.
მაქციე ძალად, მიუხედავად ჩემი ქალური უმწეობისა.
მომეცი უბრალოება და მომეცი სიღრმე, დაიფარე
ჩემი ყოველდღიური გაკვეთილი სირთულისა და სიცარიელისაგან.
მოაცილე ჩემი თვალი საკუთარი მკერდის წყლულს, როცა
დილით სკოლაში შევდივარ, საწერ მაგიდასთან დამავიწყე ჩემი საზრუნავი. სიმსუბუქე
მიეცი ჩემს ხელს, როდესაც ვსჯი და სინაზე, როდესაც ვეფერები.
No comments:
Post a Comment