Saturday, 15 July 2017

ჰაიკუ

ჰაიკუ (იაპონ. 俳句) — ძლიერი სიმბოლური დატვირთვის მქონე კლასიკური პოეტური ფორმა. ტერმინი ხმარებაში შემოიღო XIX საუკუნის იაპონელმა პოეტმა,მასაოკა შიკიმ, თუმცა ჰაიკუს მამამთავრად ითვლება მაცუო ბასიო, XVII საუკუნისიაპონელი პოეტი. ეს არის უკიდურესად მოკლე სტრუქტურის ლექსი, რომლის მიზანია წამიერი შეგრძნებების, საგანთა ხედვის გადმოცემა. ტრადიციულად ჰაიკუ შედგება სამი ტაეპისაგან, ანუ ერთი ტერცეტისგან, რომელიც მთლიანობაში 17 მარცვალს შეიცავს. პირველი და მესამე ტაეპები 5-მარცვლიანია, მეორე კი — 7-მარცვლიანი.
გარდა ამისა აუცილებელია ჰაიკუ შეიცავდეს ერთ კიგოს (წელიწადის დროის სახელი), ან ისეთ სიტყვას, რაც წელიწადის რომელიმე დროზე მიანიშნებს (მაგალითად, ახალი წელი, ატმის ყვავილობა და ..), თუმცა კიგოს წარმოქმნის ასევესავსე მთვარისხსენებაც.
ჰაიკუ ერთგვარი მომენტური სურათია, რომელშიც, ყველაფერთან ერთად, აუცილებელია არ ჩანდეს მთხრობელი, პოეტისმე“. თუმცა გამორიცხული არააიუმორი, ტროპები, მაგრამ ეს ყველაფერი თავშეკავებულად უნდა იქნას გამოყენებული. ლექსი ერთი ამოსუნთქვით უნდა იკითხებოდეს, სასურველია ხმამაღლა. ჰაიკუმ მკითხველში აზროვნების სურვილი უნდა აღძრას. მან კი არ უნდა აღწეროს რაიმე, არამედ მკითხველის ფანტაზია აამოძრაოს და გამოიწვიოს მასში გარკვეული სურათი.
ჰაიკუს წესების დარღვევა ძალიან ხშირია კლასიკოს მწერლებთანაც კი. თუმცა მთავარი მოთხოვნა არის .. „ჰაიკუს სულისშენარჩუნება, რაც ნანახის, განცდილის, უბრალო მომენტების გამოთქმაში მდგომარეობს. ზოგადი სახით ყოველთვის შენარჩუნებულია ტაეპების სტრუქტურა (გრძელი-მოკლე-გრძელი).

არსებობს ჰაიკუს მრავალი სკოლა და ტენდენცია: ქალაქური ჰაიკუ, ანგაჟირებული ჰაიკუ და ..
ჰაიკუს იაპონელი ოსტატები
·         ნაგატა კოი
არაიაპონელი პოეტები
·         ჯორჯ სვიდი

ჰაიკუ

* * *
ჭექა შეაყოვნეთ!
დეკოლდემოღეღილ ბუნებას
სცივა...

* * *
ვიღაც მავანმა
შემოდგომის ცრემლს - შენს თვალებში
ბინა უგირავა.

* * *
ყვითელი ვარდები -
შავი ვარდის სისხლით მოვრწყე...

-
ავტორი: . კამკამიძე



მეთხუთმეტე საუკუნის იაპონიაში პოეზიის ყველაზე პოპულარულ ფორმას რენგა წარმოადგენდა. რენგა ლექსის ისეთი ფორმაა, რომელზეც რამდენიმე პოეტი ერთად მუშაობს. ავტორები 17 მარცვლიან სამსტრიქონიან (5,7,5) და 14 მარცვლიან (7,7) ლექსებს წერდნენ მანამ, სანამ 100 ლექსისგან შემდგარ პოემას არ დაწერდნენ. მეთექვსმეტე საუკუნეში რენგა ჰაიკაიმ შეცვალა, რომელიც უფრო მსუბუქი შინაარსით გამოირჩეოდა. ჰაიკაი ძალიან სწრაფად გახდა პოპულარული. ავტორები ლექსში თანამედროვე ფრაზებს იყენებდნენ და იმ ყოველდღიური თემების შესახებ წერდნენ, რომელიც რენგას ავტორებისთვის ინტერესის საგანს არ წარმოადგენდა.
ჰაიკუ ტრადიციული იაპონური პოეზიის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ეს არის სამი ხაზისგან შემდგარი ლექსი, თითოეულ სტრიქონში შესაბამისად 5-7-5 მარცვალია.
თვითონ იაპონიაშიც ბევრმა არ იცის, რომ ჰაიკუ არც ჰოკკუა და არც ჰაიკაი. ტერმინი "ჰოკკუ~ სიტყვასიტყვით ნიშნავს ”დამწყებ სტროფს”. სწორედ ჰოკკუთი იწყებოდა მრავალი სტროფისგან შემდგარი იაპონური ლექსი, ჰაიკაი. ჰოკკუს წაკითხვის შემდეგ ცხადი ხდებოდა რის შესახებ იყო ლექსში საუბარი, იგი განსაზღვრავდა ლექსის თემატიკასა და შინაარსს. მერე და მერე, რიგი პოეტებისა მხოლოდ ჰოკკუს წერდა, რომელსაც გაგრძელება აღარ მოჰყვებოდა.
1890-იანი წლებიდან ჰაიკაის ეს შესავალი სტროფი იაპონელი პოეტის, მასაოკა შიკის დიდი ძალისხმევის შედეგად პოეზიის ცალკე ფორმად ჩამოყალიბდა. ახალ ფორმას "ჰაიკუ” დაერქვა. მასაოკა შიკი მოითხოვდა, რომ ჰაიკუ ისე აღექვათ როგორც დამოუკიდებელი ლექსი და არა დიდი ლექსის შესავალი ნაწილი. შიკი 1867 წელს დაიბადა მათსუიამაში. სიტყვა ”შიკი” სიტყვასიტყვით ”ოთხ სეზონს” აღნიშნავს. სეზონის აღმნიშვნელი სიტყვის, ”კიგოს” როლზე, ქვემოთ ვისაუბრებთ.
 იაპონიაში დღესდღეობით ჰაიკუს ხუთი ათასი ჟურნალი გამოდის. უმრავლესობა რომელიმე არსებულ სკოლას ეკუთვნის, მაგრამ ზოგიერთი მათგანი დამოუკიდებლობაზე დებს თავს. ჰაიკუს სკოლებიდან ყველაზე ცნობილია: მასაოკა შიკის მიერ დაარსებული ჰოტოტოგისუ, იამაგუჩი სეიშის ტენრო, ნაკამურა კუსატაოს ბანრიოკუ, მათსუნე ტოიოჯოს შიბუგაკი, კატო შუსონის კანრეი.
”ლექსი მდინარეს უნდა გავდეს, რომელიც ლაღად მიედინება ქვიშიან კალაპოტში” წერდა ბაშო. აქ იგი ლექსის უბრალოებასა და მის სიღრმეს უსვამდა ხაზს.
 შიკი აკრიტიკებდა ბაშოს ზოგიერთ ნამუშევარს და უპირატესობას ანიჭებდა იოსა ბუსონს. მასაოკა შიკი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ლაკონიურობას და მოცემულ სამ ხაზში მთელი სათქმელის გადმოცემას, იგივე "შასეის", ანუ ჩანახატის პრინციპს.
 დღესდღეობით ჰაიკაის რენგას უწოდებენ, მაგრამ იაპონური პოეზიის ეს უკანასკნელი ფორმა ისეთი პოპულარობით აღარ სარგებლობს.
 ასე რომ, თუ მივიჩნევთ რომ ჰაიკუს ცალკე ფორმად ჩამოყალიბება მე-19 საუკუნის უკანასკნელ წლებში მოხდა, 1600-1868 წლებში მოღვაწე ისეთი ცნობილი ავტორები, როგორიც ბაშო, იოსა ბუსონი და კობაიაში ისა არიან, ჰაიკაის ავტორებად უნდა მივიჩნიოთ, თუმცა დღესდღეობით მათი ნამუშევრები ისე იკითხება, როგორც ჰაიკუ. ალბათ უპრიანი იქნებოდა გამოგვეყო ჰაიკუს ორი ფორმა. 
 კლასიკური ჰაიკუ (ის რაც მე-19 საუკუნის ბოლო წლებამდე იქმნებოდა) და თანამედროვე, უკვე დამოუკიდებელ ფორმად ჩამოყალიბებული ჰაიკუ. ჰაიკუს აუცილებელი დამახასიათებელი თვისება 5-7-5 მარცვლიანი სამი სტრიქონის გარდა ის არის, რომ იგი აუცილებლად უნდა შეიცავდეს სეზონის თემატიკას. კავაიგაში ჰეკიგოტო თვლიდა, რომ ჰაიკუს უნდა გამოეხატა პოეტის პირველი შთაბეჭდილება, მისი შინაარსი აუცილებლად ყოველდღიური ცხოვრებიდან უნდა ყოფილიყო აღებული. იაპონური პოეზიის ეს მიმდინარეობა ყველაფრის შესახებ შეიძლება დაიწეროს, მაგრამ ძნელად თუ ვიპოვით ისეთ ჰაიკუს, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანისთვის ძნელადგასაგები იქნება. შედევრების უმრავლესობა ყოველდღიურ, ჩვეულებრივ სიტუაციებს აღწერს, რომელიც ყველასთვის ცნობილია, მაგრამ ლექსის წაკითხვის შემდეგ ახალ დატვირთვას იძენს. როდესაც ჰაიკუს სხვა ენაზე ვწერთ 5-7-5 მარცვლიანი სტრიქონების შექმნა აუცილებელი არ არის, მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს ”კიგო”, ანუ სეზონის აღმნიშვნელი სიტყვა. მაგალითად ”ალუბლის ყვავილობა” გაზაფხულს აღნიშნავს, ”თოვლი”-ზამთარს, ”კოღოები”_ზაფხულს, თუმცა შეიძლება ”კიგო” არც იყოს ასეთი აშკარა.
 სეზონის აღმნიშვნელ სიტყვას იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ იაპონიაში, რომ არსებობს სპეციალური ლექსიკონები, რომლებიც ორი სახისაა ”კიიოსე”, რომელშიც თითქმის ყველა ის სიტყვაა ჩამოთვლილი, რომელიც ამათუიმ სეზონის აღმნიშვნელად შეიძლება ვიხმაროთ და ”საიჯიკი” სადაც ყველა ტერმინს ჰაიკუს ცნობილი ავტორების მიერ ლექსში გამოყენებული მაგალითიც ახლავს. რაც შეეხება თარგმანს, აქ მთავარია გადმოცემული იყოს ჰაიკუს აზრი და შეგრძნება.



 ალბათ ჰაიკუს ისტორიის შესახებ საუბარი მაინც ბაშოთი უნდა დავიწყოთ, რადგან იგი ითვლება მის პირველ ავტორად. ეს ფსევდონიმი პოეტმა დაახლოებით 1681 წელს აირჩია. ბაშოს ბავშვობაში "კინსაკუს" ეძახდნენ, სიცოცხლის ბოლო წლებში_მაცუო მინეფუსას. ბაშოს მამა იგას პროვინციის სამურაი იყო. მასაც დიდი სურვილი ჰქონდა სამურაი გამხდარიყო და ამიტომ ადგილობრივ დიდგვაროვანთან, ტოდო იოშიტადასთან მსახურობდა. იოშოტადას ძალიან უყვარდა ჰაიკაი, ბაშომაც, სობოს სახელით ლექსების წერა დაიწყო. პოეტმა თითქმის მთელს იაპონიაში იმოგზაურა და ბოლოს, ოსაკაში გარდაიცვალა. მისი უკანასკნელი ჰაიკუს მიხედვით იგი კვლავ მოგზაურობაზე ფიქრობდა. იაპონელ პოეტს თითქმის 2000 მოსწავლე ჰყავდა.

 ბაშოც, როგორც ჰაიკუს სხვა ავტორები, ლექსში სიტყვების თამაშს და ხუმრობებსაც იყენებდა, თუმცა უკვე მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოსთვის ლექსი თანდათან იხვეწება და მასში უფრო და უფრო მეტ როლს თამაშობს ფიქრი და აზროვნება.
 მეოცე საუკუნეში მოღვაწე პოეტებისგან ალბათ უნდა გამოვყოთ კიოში ტაკაჰამა. ტაკაჰამას დიდი წვლილი მიუძღვის ჰაიკუს ჟურნალის ”ჰოტოტოგისუს” (”გუგული”) დაარსებაში. კიოში თვლიდა, რომ ჰაიკუს ავტორის უპირველესი მოვალეობა იყო, თავის ბედს გაჰყოლოდა და სწორედ ეს ბედი ეძებნა ცხოვრების განმავლობაში.
 რაც შეეხება ჰაიკუს ქალ ავტორებს, უნდა გამოიყოს ჟურნალ ”ჰოტოტოგისუ”-ს რედაქტორი ჰისაჯო სუგიტა, იგი ძალისხმევას არ იშურებდა, რომ ქალებს შორისაც პოპულარული ყოფილიყო პოეზიის ეს ფორმა. სუგიტამ ჟურნალში სპეციალური რუბრიკაც კი შემოიღო ”სამზარეულოს სიმღერები”, სადაც ქალების მიერ დაწერილი ლექსები იბეჭდებოდა.
 ჰაიკუს განვითარებაში დიდი როლი შეიტანა პოეტმა იოსა ბუსონმა. ბუსონის პოეზია იმით არის აღსანიშნავი, რომ იაპონელმა შეძლო პეიზაჟის იქით უსასრულობა და უკვდავება დაენახვებინა, ბუსონის პოეზიამ დიდი გავლენა იქონია ჰაიკუს მომავალ პოეტებზე.
 მეოცე საუკუნის პოეტებიდან უნდა გამოვყოთ კოი ნაგატაც, ვინც რამდენიმე წლის წინ, 1997 წელს გარდაიცვალა. აგატა დიდ პატივს სცემდა ბაშოს, ვისი ავტორიტეტიც, იმის მიუხედავად რომ მას მასაოკა შიკი აკრიტიკებდა და ამ უკანასკნელის ავტორიტეტი დღითიდღე იზრდებოდა, არ შემცირებულა.
 ამასთან ერთად აღსანიშნავია არაიაპონელი მწერალი ლაფსადიო ჰერნი. ჰერნმა დიდი როლი ითამაშა ჰაიკუს არამარტო ლიტერატურულად, არამედ მის ღრმა შინაარსობრივად გაგებაში. ჰერნი წერდა: ”ტერმინი ”იტტაკირი” ნიშნავს ”ყველაფერ გარდასულს”, ანუ ”ყველაფერ გამქრალს”, რაც ასევე ნიშნავს ”ყველაფერს, რაც თქმულა”.
 პოეზიაში, სადაც პოეტი ერთი ფრაზით ამბობს ყველაფერს, სწორედ ეს პრინციპია გამოყენებული, მაგრამ ამ ფრაზის წაკითხვის შემდეგ იგი აზროვნებაში დიდ გამოძახილს ჰპოვებს. რაღაცა მაინც უთქმელი დარჩა.
 ჰერნი თვლიდა, რომ იაპონური პოეზია, ეს იყო, ლექსი_სურათი, რომელიც აუცილებლად გაგახსენებდათ რაღაცას ადრე ნანახს ან შეგრძნებულს. ასე რომ, ჰერნის მიხედვით ჰაიკუს მკითხველში უფრო მეტად უნდა გამოეწვია გრძნობა ვიდრე აეხსნა იგი, ბევრი უნდა დაეტოვებინა უთქმელი.
 თუმცა ჰერნის შეხედულება ყველასთვის მისაღები არ ყოფილა, 1901 წელს ბრინკი დაწერს, რომ ჰაიკუს იაპონურის გარდა სხვა ენაზე დაწერა არ შეიძლება. ". . . . .… ეს ის მელოდიაა, რომელსაც ვერაფრით გადავიტანთ სხვა ენაზე, უცხო ინსტრუმენტზე ვერ დავუკრავთ…. . . . . ეს სულის ჩურჩულია, რომელიც ამ მელოდიას წარმოშობს. იაპონური პოეზიის გასაგებად, ადამიანმა ის აუცილებლად ორიგინალში უნდა წაიკითხოს”.
 თუ ბრინკი იაპონურ პოეზიას ამდენად ამაღლებულად მიიჩნევდა, რამდენიმე წლის შემდეგ სერ ჩარლზ ელიოტი ჩათვლის, რომ იაპონური პოეზია არ არის სრული. იგი მის "წერილებში შორეული აღმოსავლეთიდან” წერს: ”სამსტრიქონიანი ლექსი, ანუ ჰაიკუ, იმდენად იმპრესიონისტული, ელიფსური და გამოუცნობია, რომ ძალიან ძნელად მისახვედრია უცხოელისთვის. თუმცა, როდესაც იაპონელი წერს-
”ეს ერთი ნოტი-
მთვარემ იმღერა?
კუკუუ,”
ის ფიქრობს რომ მან ლექსი დაწერა”
 სერ ჩარლზი თვლიდა, რომ ლექსების სამ სტრიქონამდე დაყვანამ, იაპონიაში ჰომეროსების წარმოშობას შეუშალა ხელი, თუმცაღა ამით შენარჩუნდა ეროვნული სული.
 ალბათ ბრინკი არ ცდებოდა, როდესაც თვლიდა, რომ იაპონურ მელოდიას სხვა ქვეყნის ინსტრუმენტზე ვერ ააჟღერებდნენ, რადგანაც მთარგმნელებს მართლაც დიდი მუშაობა მართებთ იმისთვის, რომ იაპონურმა პოეზიამ უცხო ქვეყანაში მოიკიდოს ფეხი, ამისთვის კი პირველ რიგში საჭიროა ხალხი მის ღირებულებაში დარწმუნდეს. იაპონიაში ჰაიკუ უყვართ მისი სიმსუბუქის, უბრალოებისა და სიღრმის გამო, საჭირო იყო ეს სხვებსაც დაენახათ.
 1914 წელს, იაპონელმა დაწერა ჰაიკუ ინგლისურ ენაზე. ოგუჩი იონე წიგნში "იაპონური პოეზიის სული” ერთ თავს უძღვნის ამ ”ყველაზე პატარა ლექსებს მსოფლიოში”. იონე თვლიდა, რომ ჰაიკუ გავლენას ახდენს მკითხველის ხასიათზე, წარმოქმნის "მისტიურ კავშირს ბუნებასა და ადამიანს შორის”, არის ”გულის პოეზია”. მისივე აზრით, ჰაიკუს სხვა ენაზე სწორად გადათარგმნა ურთულესი საქმეა. იონემ თვითონვე სცადა ბაშოს ლექსის გადათარგმნა. იაპონურად ლექსი დაახლოებით ასე ჟღერს: ”ფურუ იკე ია კავაზუ ტობიკომუ მიზუ ნო ოტო”. სიტყვასიტყვით თუ ლექსი ასე გადაითარგმნება: ”ძველი გუბე_ბაყაყი ხტება_წყლის ხმა” იონემ იგი შემდეგნაირად გადათარგმნა:
ძველი გუბე!
ბაყაყი ჩახტა და. . . წყლის ხმა.
 მერე და მერე, ბაშოს ამ ლექსმა ჩამოყალიბებული ინგლისური ლექსის სახეც კი მიიღო, რათა უფრო გასაგები გამხდარიყო ინგლისელი მკითხველისთვის. გაჩნდა იმის საშიშროება, რომ ჰაიკუ გარითმულ, გრძელ, ახსნა-განმარტებებისთვის დაწერილ ლექსად გადაიქცეოდა.
 სამოციანი წლებიდან დასავლეთში ძალიან აქტიურად დაიწყეს ჰაიკუს წერა. ევროპასა და ამერიკაში გამოჩნდნენ ჰენდერსონი, ჰიგინსონი, ვლადიმერ დევიდე და სხვები. . .
 მიუხედავად ყველაფრისა, დასავლელმა მკითხველმა არათუ გაიგო ლექსის შინაარსი, არამედ მისი წერაც კი დაიწყო.
ბაშო

***
არავინ მიდის
გზაზე ჩემს გარდა,
შემოდგომის ამ საღამოს.
***
ღრუბლები ჩნდება,
ადამიანს აძლევს ნებას_
მთვარის ყურებისგან დაისვენოს.
***
 
ქარი ფუჯის მთიდან,
მარაოზე ვდებ,
აი, სახსოვარი ედოდან



*ედო: ტოკიოს ძველი სახელი
***
შემოდგომის მთვარე,
ტბასთან ვსეირნობ და_
გადის ღამე
***
არც ყვავილობა, არც მთვარე,
ის საკეს სვამს_
სრულ მარტოობაში.
***
გინდათ ნახოთ მარტოობა?
ნახეთ ერთადერთი ფოთოლი
ჩამოვარდნილი კირის ხიდან

ბუსონი

ვეშაპი!
ქვემოთ ჩადის, უფრო მაღლა
და მაღლა ადის მისი კუდი.

იეთსუჯინი

ვისურვებდი მოვმკდარიყავი
ყვავილებით დაფარული,
ამ ჩვენს სიზმარში.

ტაკაჰამა

ამ ყვავილს თეთრ პეონს ეძახიან
დიახ, მაგრამ
ცოტათი წითელს.

ჰაშინი

არც ცა
არც მიწა_თუმცა მაინც
ცვივა ფანტელები.



შიკი მასაოკა

ღამე; და კიდევ ერთხელ
სანამ გელი, ცივი ქარი
წვიმად გადაიქცა.
***
მეძინება,
მოკალით ბუზი_
ფრთხილად, გთხოვთ
***
ობობას ვკლავ
და მარტოდ ვგრძნობ თავს
ღამის სიცივეში
***
სიყვარულის და სიძულვილის გამო
ვკლავ ბუზს და_
ვთავაზობ ჭიანჭველას


კობაიაში ისა

ჩემს ძველ სახლში
რომელიც დავტოვე,
ალუბალი ყვავის. . .
***
ზუსტად ჩემს ფეხებთან,
და როდის მოხვედი აქ,
ლოკოკინა?
***
ჩემი ბუზღუნა ცოლი_
ნეტავ აქ ყოფილიყო,
ეს მთვარე ამ ღამეს...



კატო შუსონი

ჭიანჭველას ვკლავ
და ვხვდები_
ჩემი სამი შვილი მიყურებდა.

მურაკამი

შემოდგომის პირველი დილა-
სარკე რომელშიც ვიხედები,
მამაჩემის სახეს მიჩვენებს.

ტაკაჰამა

მკვდარი ქრიზანთემა
და მაინც,
რაღაც ისევ არ არის მასში?
***
ის ამბობს სიტყვას,
მეც ვამბობ სიტყვას,
შემოდგომა ძალას იკრებს.
***
ქარებს, რომ ჰქრიან,
ჰკითხეთ რომელი ფოთოლი
ჩამოვარდება შემდეგ

No comments:

Post a Comment

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...