Monday, 4 July 2016

კვირის გეგმის ნიმუში


კლასი------------   საგანი---------------------------------------    დრო----------------


დღე
ორშაბათი
სამშაბათი
ოთხშაბათი
გაკვეთილის თემა
მიზანი
აქტივობა
მეთოდი
რესურსი
შეფასება
მისაღწევი შედეგები
თვითშეფასება
შენიშვნა


დღე
ხუთშაბათი
პარასკევი
თემა და მასში შემავალი საკითხები
მიზანი
აქტივობა
მეთოდი
რესურსი
შეფასება
მისაღწევი შედეგები
თვითშეფასება
შენიშვნა


ახსნა-განმარტებითი მეთოდი


ახსნა-განმარტებითი მეთოდი ეფუძნება მსჯელობას მოცემული საკითხის ირგვლივ.
 მასწავლებელს   მასალის გადმოცემისას :
------ მოჰყავს კონკრეტული მაგალითი
-----მოჰყავს  შემთხვა /შემთხვევები  და ანალიზიბს
მაგალითის, შემთხვევის  დაწვრილებით განხილვა   ხდება მოცემული თემის ფარგლებში.
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, მოიყვანონ  კონკრეტული მაგალითი ან დაასახელონ შემთხვევა აღნიშნულ თემასთან და კავშირებით და განუმარტონ თავიანთ თანატოლებს.
მოსწავლემ უნდა მიიღოს თეორიული ცოდნა, რომელიც მას შესაძლებლობას მისცემს პრაქტიკაში სწორად გამოიყენოს
მეთოდი ეფექტურია:
------ პრაქტიკული მეცადინეობის დროს, როცა საკითხის ახსნა ხდება დაწვრილებით, რაც ხელს უწყობს უსაფრთხოების ზომების დაცვას და შესასრულებელი სამუშაოს მაღალ ხარისხს. 
----ახალი ტერმინების შემცველი სასწავლო მასალის დაუფლების დროს. ხელს უწყობს მეცნიერული ტერმინების გათავისებას და მათ შინაარსობრივ წვდომას:



Monday, 20 June 2016

როგორ ვწეროთ/ვიმეტყველოთ უკეთ



 წერისა თუ მეტყველების დროს შეცდომების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია ისეთი სიტყვების არსებობაა ენაში, რომელთა ბგერითი აგებულება და გარეგნული იერი ერთმანეთს ძალიან წააგავს, მაგრამ მნიშვნელობით ისინი სრულიად განსხვავდებიან. 
ჟღერადობით მსგავსსა და შინაარსით განსხვავებულ სიტყვებს უწოდებენ. ამდენად, რომელიმე ორი სიტყვა პარონიმად ჩაითვლება მაშინ, როცა ისინი ერთმანეთში აირევიან. პარონიმები საკმაოდ ხშირად თავგზას გვიბნევენ როგორც წერისას, ასევე მეტყველებისას. ამიტომ, მეტი თვალსაჩინოებისათვის რამდენიმე მათგანს მაგალითად მოვიყვან:
ადრესატი ის, ვისაც უგზავნიან
ადრესანტი ის, ვინც აგზავნის
აბონენტი აბონემენტის მფლობელი, მომხმარებელი
აბონემენტი მრავალჯერადი გამოყენების ბილეთი
აღქმა შეცნობა, გრძნობათა ორგანოებით რაიმეს მიღება
აღთქმა პირობა
ბილინგვი ორ ენაზე მოსაუბრე ადამიანი
ბილინგვა ორ ენაზე შედგენილი ტექსტი
დიპლომატი ელჩი, პოლიტიკური პირი უცხო სახელმწიფოში და ..
დიპლომანტი სტუდენტი, რომელიც სადიპლომო ნაშრომს ამზადებს და დიპლომის ასაღებად ემზადება
კამპანია მოძრაობა, ღონისძიება რაიმე მიზნის მისაღწევად
კომპანია ამხანაგობა, ჯგუფი
ემიგრანტი უცხოეთში საცხოვრებლად წასული პირი
იმიგრანტი შენს ქვეყანაში საცხოვრებლად ჩამოსული პირი
მიგრანტი საკუთარ ქვეყანაში ადგილმონაცვლე პირი
ორდენი მედალი, ჩინი
ორდერი საბუთი, სანქცია
კონიექტურა ტექსტის დაზიანებული ადგილის აღდგენა შინაარსის გათვალისწინებით
კონიუნქტურა –  შექმნილი ვითარება, გარემოება
რიტმი თანაზომიერი მონაკვეთების რეგულარული გამეორება
რითმა ლექსის სტრიქონების ერთნაირი დაბოლოება
ნოტი მუსიკალური ნიშანი
ნოტა დიპლომატიური წერილი
ცივილური საზოგადოებრივი, სამოქალაქო
ცივილიზებული განვითარებული საზოგადოება, კულტურული
უებარი წამალი
უებრო შეუდარებელი
მცნება შეგონება
ცნება ზოგადი სახელი, ტერმინი
სწორედ ამას მოგახსენებდით! (ზუსტად)
სწორად გაიგეთ! (მართებულად)


ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...