Monday, 5 September 2016

10 მიზეზი, თუ რატომ გვაქცევს კითხვა უკეთეს ადამიანად  

ხშირად გვსმენია, რომ კითხვა ზეგავლენას ახდენს ჩვენს მენტალიტეტზე, ხასიათსა და გრძნობებზე.  არის თუ არა ეს სიმართლე? კვლევებმა აჩვენა, რომ კითხვა ნამდვილად სასარგებლოა.  ამ სტატიაში შეგიძლიათ იხილოთ მიზეზები, თუ რატომ იქნება დღის საუკეთესო გადაწყეტილება წიგნის ხელში აღება.
კითხვა ამცირებს სტრესს
როგორ აპირებთ დროის გატარებას თუ დეპრესიაში ხართ? სასეირნოდ წახვალთ თუ მუსიკას მოუსმენთ? ინგლისის უნივერსიტეტის კვლევების მიხედვით, სტრესის შესამცირებლად საუკეთესო საშუალება კითხვაა. მუსიკის მოსმენისა და სეირნობისგან განსხვავებით, კითხვის დაწყებიდან სულ რაღაც 6 წუთში მცირდება სტრესი.
კითხვა თავიდან აგაცილებთ ინსომნიას (უძილობას)
დამტკიცებულია, რომ კითხვა მოდუნებისა და ტკბილი ძილისთვის მოსამზადებელი საუკეთესო საშუალებაა. ტელეფონისა და ტელევიზორის ნათელი შუქები თქვენს ტვინს ინფორმაციას აწვდის, რომ გაღვიძების დროა, როდესაც სანათის შუქზე თქვენი საყვარელი წიგნის კითხვისას საპირისპირო შედეგია – თქვენი ტვინი აცნობიერებს, რომ უკვე ძილის დროა.
კითხვა უფრო მგრძნობიარე ადამიანად გაქცევთ
როდესაც წიგნს კითხულობთ, განსაკუთრებით  პროზაული ნაწარმოების კითხვისას, აღიქვამთ თუ არა საკუთარ თავს ისტორიის ნაწილად და განიცდით პერსონაჟების ამბებს?  კვლევებმა დაადგინა, რომ ადამიანები, რომლებიც პროზის კითხვისას ემოციურ კავშირს ამყარებენ პერსონაჟებთან რეალურ ცხოვრებაშიც უფრო მეტი თანაგრძნობით არიან სხვების მიმართ განმსჭვალული.
კითხვა აძლიერებს ჩვენი ტვინის ფუნქციონირებას
ემორის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევებმა დაამტკიცა, რომ კითხვის შემდეგ უფრო ჭკვიანები ვხდებით. წიგნის დასრულების შემდეგ სულ მცირე რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენი ტვინი საოცარ პოზიტიურ ცვლილებებს აჩვენებს.  მეცნიერების აზრით, ეს ტვინის მომატებული ფუნქციონირება გამოწვეულია ტვინში მომატებული დაკავშირებულობით (წიგნთან, პერსონაჟებთან) და ნევროლოგიური ცვლილებებით.
თვით–დამხმარე მეგზური წიგნი დაგეხმარებათ დეპრესიის დაძლევაში
ჩატარებული კვლევის საფუძველზე ჩანს, რომ დეპრესიის დაძლევის საუკეთესო და ყველაზე სწრაფი საშუალება კითხვაა. პაციენტებმა, რომლებსაც ასწავლეს დეპრესიის თვით–დაძლევა წიგნის დახმარებით ერთი წლის შემდეგ უკეთესი შედეგი ჰქონდათ, ვიდრე პაციენტებს, რომელებსაც ტრადიციული მეტოდით ეხმარებოდნენ.
კითხვა უფრო მიმზიდველს გხდით
განათლებული და მოაზროვნე ადამიანი ყველასთვის უფრო მიმზიდველია. აშკარაა, რომ ადამიანი, რომელსაც ნებისმიერ თემაზე შეუძლია საუბრის გაგრძელება და დიალოგში შესვლა, უფრო მეტ ყურადღებას იქცევს და ხიბლავს მთელ ჯგუფს.
კითხვის მოყვარული ხალხი სოციალურად უფრო აქტიურია
კვლევებმა აჩვენა, რომ კითხვის მოყვარული ხალხი უფრო მოწადინებულია სხვადასხვა კულტურულ და საქველმოქმედო აქტივობებში მონაწილეობის მიღებისთვის.
კითხვა ამდიდრებს თქვენს ლექსიკონს
კითხვისას, თქვენ აწყდებით ისეთ სიტყვებსა და გამონათქვამებს, რომლებსაც ყოველდღიურ საუბარში არ ვიყენებთ. უცხო სიტყვების შეხვედრისას თქვენ ძირითიდად მის მნიშვნელობას ლექსიკონში არ ეძებთ და აანალიზებთ მას კონტექსტიდან გამომდინარე, რაც ნიშნავს, რომ თქვენ არამხოლოდ იმდიდრებთ ლექსიკონს, არამედ აფართოვებთ ზოგად ცოდნასა და წიგნიერებას.
კითხვა აუმჯობესებს მეხსიერებას
ყოველი წიგნის კითხვისას თქვენ ავარჯიშებთ ტვინს. უცხო სიტყვათა კავშირის შეხვედრისას, თქვენ მის მნიშვნელობას აანალიზებთ და ინახავთ მეხსიერებაში. ადამიანები, რომლებიც ხშირად კითხულობენ, ნაკლებსავარაუდოა, რომ მათ სიბერეში მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნათ.
კითხვა აუმჯობესებს წერით უნარებს
კითხვისას, ჩვენ ქვეცნობიერად ვბაძავთ მწერლის წერისა და პრეზენტაციის სტილს, რასაც შემდგომში საჭირო გარემოებაში მარტივად ვიყენებთ.

წყარო:edu.aris.ge

კურტ ვონეგუტის წერილი: სულს გაზრდა აიძულეთ

7294219190_5de7897fbe_o
2006 წელს ნიუ იორკში არსებული ხავიერის სახელობის სკოლის მოსწავლეების გარკვეულ ჯგუფს, ინგლისურის მასწავლებელმა საყვარელი მწერლისთვის წერილის გაგზავნა და სკოლაში დაპატიჟება დაავალა. ხუთმა მოსწავლემ კურტ ვონეგუტი აირჩია. ცნობილმა მწერალმა მოსწავლეებს მისთვის დამახასიათებელი იუმორით და სილაღით უპასუხა. გთავაზობთ წერილის თარგმანს.
5 ნოემბერი, 2006
ძვირფასო ხავიერის სახელობის სკოლა, მის ლოკვუდ, ბატონებო პერინ, მაკფილი, ბატენ, მაურერ და კონგიუსტა,
მადლობა თქვენი მეგობრული წერილებისთვის. თქვენ ნამდვილად იცით, თუ როგორ გაამხიარულოთ მეტად ხნიერი კაცი (84), რომლის მზეც მალე ჩაესვენება. საჯარო გამოსვლებს აღარ ვატარებ ხოლმე, მეტწილად იმიტომ, რომ ბოლო დროს სულ უფრო იგუანას ვემსგავსები.
მითუმეტეს, ის რისი თქმაც თქვენთვის მინდა საკმაოდ მოკლე დროს წაიღებს: დაკავდით ნებისმიერი სახის ხელოვნებით, მუსიკით, სიმღერით, თამაშით, ხატვით, ფერწერით, ძერწვით, პოეზიით, მხატვრული ლიტერატურით, ესეებით და რეპორტაჟების კეთებით. არ აქვს მნიშვნელობა ამ ყველაფერს კარგად გააკეთებთ, თუ ავად, მთავარია, რომ თქვენს განვითარებაზე ივარჯიშოთ, გაარკვიოთ თუ რა დევს თქვენში და თქვენს სულს გაზრდა აიძულოთ. 
ამას სერიოზულად ვამბობ.ახლავე დაკავდით ხელოვნებით და ამ საქმეს მთელი დარჩენილი ცხოვრება მიუძღვენით. დახატეთ მის ლოკვუდის სასაცილო ნახატი და აჩუქეთ. სკოლის შემდეგ სახლში იცეკვეთ და შხაპში გაუჩერებლად იმღერეთ. პიურეში სახე მოხაზეთ. ითამაშეთ, თითქოს დრაკულა ხართ.
აი დავალება დღეისთვის და თუ მას არ შეასრულებთ, იმედია  მის ლოკვუდი ცუდ ნიშნებს დაგიწერთ: დაწერეთ ექვს სტრიქონიანი ლექსი ნებისმიერ თემაზე, მთავარია ირითმებოდეს. ჩოგბურთს ხომ ბადის გარეშე ვერ ითამაშებ. მაქსიმალურად კარგად შეეცადეთ დაწეროთ. თუმცა, არავის უთხრათ რასაც აკეთებთ. არავის აჩვენოთ და არავის წაუკითხოთ, არც შეყვარებულს, არც მშობლებს, არც მის ლოკვუდს ან ვინმე სხვას. შევთანხმდით?
დაწერილი პატარ-პატარ ნაგლეჯებად დახიეთ და სადმე მოშორებულ ნაგვის ყუთში ჩააგდეთ. მაშინვე მიხვდებით, რომ თქვენი პოემის გამო დაჯილდოვდით. თქვენ განვითარების გამოცდილება მიიღეთ, გაიგეთ, თუ რა მოხდა თქვენს შიგნით და თქვენს სულს აიძულეთ გაზრდილიყო.
ღმერთმა დაგლოცოთ,
კურტ ვონეგუტი
წყარო:ლიტაგორა
"–სიმართლე რომ ითქვას,მე არც შემხვედრია ნამდვილი მამაკაცი.
–არცაა გასაკვირი–ისინი ხომ ძალიან ცოტანი არიან.
–საერთოდ კი არიან?"
გურამ დოჩანაშვილი - "სამოსელი პირველი"
’’ეს მსპობს, გაიცნობ კაცს და უსათუოდ უნდა უთხრა – "სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა", თუნდაც სულაც არ იყოს სასიამოვნო! რას იზამ, სიცოცხლე თუ გინდა, ამისთანა სისულელეები უნდა როშო.’’
                                                                   ჯერომ სელინჯერი
დიდი ქართველი მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე და ქართული ეკლესიის მიერ წმიდანად შერაცხული ექვთიმე თაყაიშვილი, გურიის ერთ პატარა სოფელ ლიხაურში, აზნაურ სვიმონ თაყაიშვილის ოჯახში დაიბადა 1863 წლის 5 იანვარს. ჯერ კიდევ სულ პატარას მშობლები დაეღუპა.
სამი წლისამ მარჯვენა ფეხი მოიტეხა, ცუდად შეხორცებული ფეხი საგრძნობლივ დაუმოკლდა და სამუდამო კოჭლად დარჩა. დედმამიშვილებსა და სანათესაოს მისი კოჭლობისა ეუხერხულებოდათ და სტუმრად “გამოჩენა” ერცხვინებოდათ…
ექვთიმე ნიჭიერი და სწავლის მოყვარული ბავშვი იყო. სამაზრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ იგი ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში ჩაირიცხა და სწავლა ვერცხლის მედალზე დაასრულა. შემდეგ კი პეტერბურგის უნივერსიტეტში ჩააბარა ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. პეტერბურგიდან ექვთიმე კანდიდატის ხარისხით დაბრუნდა თბილისში.
თბილისში ჩამოსული ექვთიმე აქტიურად ჩაერთო მეცნიერულ, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში. უმთავრეს მიზნად მან დაისახა მასალების შეკრება საქართველოს ისტორია-არქეოლოგიისათვის. 1889 წელს დააარსა “საქართველოს საეგზარქოსო მუზეუმი”, სადაც თავს უყრიდნენ ძველ საეკლესიო წიგნებს, ხელნაწერებსა და სხვადასხვა ნივთებს. მუშაობდნენ საქართველოს ეკლესიის ისტორიის შედგენაზე.
1921 წლის 25 თებერვალს საქართველო საბჭოთა ხელისუფლებამ დაიპყრო. საქართველოს მთავრობა საზღვარგარეთ გადაიხვეწა და თან წაიღო საბანკო ვალუტა, ისტორიისა და კულტურის სამუზეუმო განძეულობა და ხელნაწერები. მათ მცველად გაჰყვა ექვთიმე თაყაიშვილი თავის მეუღლესთან ერთად. „ძალაუნებურად მომიხდა ემიგრანტობა, რათა არ მოვშორებოდი ჩვენი ერის სასიქადულო კულტურულ საგანძურს, დამეცვა იგი ყოველგვარი საფრთხისაგან“, – წერდა ექვთიმე თაყაიშვილი.
საფრთხე კი მრავალი იყო: ქართული საგანძურის შესყიდვა სურდათ ბრიტანეთისა და ნიუ-იორკის მუზეუმებს, გრაფ ოხოლენსკის ქვრივი სალომე დადიანი კი ამ საგანძურის ერთი ნაწილის მემკვიდრედ ასაღებდა თავს და სასამართლოშიც კი აღძრა საქმე განძის ხელში ჩასაგდებად. მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტებმა შეიტყვეს განძის შესახებ და ექვთიმეს ბინაც კი გაჩხრიკეს, მაგრამ ექვთიმე თაყაიშვილის, გრიგოლ ფერაძისა და სხვა ქართველებისა თუ მათი უცხოელი მეგობრების წყალობით ქართველებმა განძი შეინარჩუნეს. ბოლოს კი საფრანგეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ქართული საგანძური მას ეკუთვნოდა იმ გადასახადის სანაცვლოდ, რომელიც ქართულმა ემიგრაციამ მატერიალური შეჭირვების გამო ვერ გადაიხადა, მაგრამ ამჯერადაც გამოჩნდნენ კეთილი ადამიანები და განძი მითვისებას გადაურჩა.
ამ დროს კი ასეთი განძის მფლობელი ექვთიმე უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა. მას და მის მეუღლეს მეგობრები ინახავდნენ.
ერთი მარჩენალი თხა ჰყავდათ და
ხშირად მხოლოდ ნახევარი ლიტრი რძითა და პურით არსებობდნენ.
’’რა სირცხვილი და თავის მოჭრაა-გქონდეს სწავლის ასეთი შესაძლებლობა და დარჩე მაინც უვიცი.უმეცარი ადამიანი არარაობაა და ზიზღის ღირსია.არავის სიამოვნებს მისი საზოგადოებაში ყოფნა.’’

                                                                    /ჩესტერფილდი/
’’მატყუარას მოტყუება ორმაგი სიამოვნებაა.’’
                                               /მაკიაველი/

ვითომ ეგრე იყო?????

მას შემდეგ, რაც გერმანელმა ფაშისტებმა ტყვედ აიყვანეს საბჭოთა გენსეკის - იოსებ სტალინის ვაჟი - იაკობ ჯუღაშვილი, ერთ-ერთი შეხვედრისას დიდი ბრიტანეთის ლეგენდად ქცეულმა პრემიერ-მინისტრმა - უინსტონ ჩერჩილმა ბელადს ჰკითხა:
- პრემიერ სტალინ! მითხარით გეთაყვა, რა არის ცნობილი თქვენი ვაჟის, იაკობის შესახებ?
პასუხად სტალინმა ეშმაკურად მოჭუტა თვალები და მიუგო:
- თქვენთვის არ არის ცნობილი ბატონო, ჩერჩილ? - შემდეგ მცირე პაუზა გააკეთა და განგრძო: - იცოდეთ, დაკარგულს უკან ვერაფრით ვეღარ დაიბრუნებ!
ჩერჩილი სტალინის პასუხმა ერთობ დააბნია, მან უხერხულად იგრძნო თავი, რაღაცის თქმაც დააპირა, მაგრამ ვერ მოახერხა, მერე როგორც იქნა, გამონახა ამ სიტუაციის შესაფერისი სიტყვები:
- ეს მართლაც რომ საშინელი ტრაგედიაა! სულითა და გულით თანაგიგრძნობთ და მონაწილე ვარ თქვენი მწუხარებისა. მაგრამ, მე მგონია, რომ თქვენ არასწორად მოიქეცით, როდესაც უარყავით წინადადება თქვენი შვილის ფედმარშალ პაულიუისში გაცვლაზე.
- არა, მე სწორად მოვიქეცი! - შეაწყვეტინა სტალინმა, - არ მაქვს მორალური უფლება ათასობით და ათიათასობით უბედური მამების გვერდით მე, იოსებ სტალინი ბედნიერი მამა ვიყო. იქ ფრონტზე ყველა ჩემი ძმები და შვილები არიან!
სიტყვა არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე,
განზე გადექი და ტყვია დაიხალე.
გული გაიხელე, სისხლით გაიხალე,
ოღონდ არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე.
განა ცოტა იყო ჩვენში გატაცება,
ქარში გადავარდნა, ჯვარზე გადაცემა.
ფიქრობ: არ გაწვება, დუშმანს დაეწევა,
უცებ ბრუნდება და სულით დაეცემა.
ბევრჯერ მიზნისთვისაც შეუკურთხებია,
სახე მწუხარებით მიუმწუთხებია…
სიტყვა არ გაბედო, რომ შენ დაიღალე,
განზე გადექი და ტყვია დაიხალე.
გული გაიხელე, სისხლით გაიხალე,
ოღონდ არ გაბედო, – რომ შენ დაიღალე.
გალაკტიონ ტაბიძე

Thursday, 1 September 2016

Violating the educated, uneducated people are applauding. This is our education system.
Everyone matter which composition we applause ignorance, as it is always a winner in Georgia.

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...