Tuesday, 11 October 2016

სულელები მზად არიან ყველაფერი გაიღონ ორი რამისთვის - ბედნიერებისა და თავისუფლებისთვის, მაგრამ სასტიკად ისჯებიან, როდესაც ორივეს იღებენ, რადგან ბედნიერების განცდა მათ არ ძალუძთ, ხოლო რა მოუხერხონ თავისუფლებას, წარმოდგენა არ აქვთ
__________________
ჯორჯ ბერნარდ შოუ 
.

Saturday, 17 September 2016

"საერთოდ ილიაც, ისევე როგორც ყველა, ხშირად ურევდა ხოლმე საუბარში რუსულს; კერძოდ, ბანკშიც ხშირად გამოდიოდა რუსულად და მშვენივრადაც ლაპარაკობდა. თუმცა არა ერთხელ თვითონვე შემოუღია წესად, _ როდესაც მასთან ვიკრიბებოდით, ხუთშაბათობით, რედაქციის წევრები და სხვები _ ვინც ქართულ საუბარში უცხოურს გამოურევს, ერთი შაური უნდა გადაიხადოსო.
ილია თვითონ მიაძახებდა ხოლმე, ვისაც წამოსცდებოდა: "შაური, შაური ამოყაჭეო!" ასე იცოდა ... ისე სხდომა-საღამო არ გათავდებოდა, რომ ორი თუ სამი მანეთი არ შეგროვებულიყო. რასაკვირველია, თვითონაც ხშირად იხდიდა იმ შაურებს".
ექვთიმე თაყაიშვილის მოგონებიდან
"მოსკოვში ვარ, რესტორანში ვსხედვართ მე და ერთი იქაური ჩემი ნაცნობი.ოფიციანტმა შამპანური და შოკოლადი მოიტანა.
- ეს მოგართვეს! – მეუბნება.
- ვინ? – ვეკითხები.
- ვინაობა არ უთქვამს, აი, იმ ახალგაზრდამ!
- გამახედა ოფიციანტმა. რესტორნის კართან ლამაზი, ახოვანი ვაჟკაცი დავლანდე. ვხედავ, მხარზე ამასაც ჩემი ჭინკა და ანგელოზი უზის. მეღიმება.
- ვინ იყო? – მეკითხება თანამოსაუბრე რუსი ნაცნობი.
– ჩემი აფხაზი მეგობრის ვაჟი! – ვუპასუხე.
- მერე რატომ თვითონ არ მოვიდა? – უკვირს ჩემს მეინახეს.
ახლა ამას როგორ ავუხსნა, რატომ არ მოვიდა აფხაზურ ოჯახში აღზრდილი ვაჟკაცი მამამისის ტოლ კაცთან, რატომ არ მომიჯდა გვერდით, რატომ არ გადადო ფეხი ფეხზე, რატომ გამომიცხადა ასე შორიდან სიყვარული და უხმოდ რატომ წავიდა?!"
ნოდარ დუმბაძე
"- მაგრამ იცით რა მაფიქრებს? თუ ღმერთი არ არსებობს, მაშ ადამიანის ცხოვრებას ვინ განაგეგებს და, საერთოდ, დედამიწაზე წესრიგს ვინ ამყარებს?
- ყველაფერს თვით ადამიანი განაგებს.
- უკაცრავად, მაგრამ იმისათვის რომ განაგო, უთუოდ უნდა გქონდეს ზუსტი გეგმა რაიმე, ცოტად თუ ბევრად საკმაო ვადისათვის. როგორ უნდა განაგოს ადამიანმა, როცა მას არათუ შეუძლია, გეგმა შეადგინოს თუნდაც სასაცილოდ მოკლე ვადისთვის, ვთქვათ, ათასი წლისათვის, არამედ ისიც კი არ უწყის, ხვალ რა მოელის? წარმოიდგინეთ, რომ, მაგალითად, თქვენ სხვებსაც და საკუთარ თავსაც განაგებთ. ჰოდა,როცა ასე ვთქვათ, ეშხში შეხვედით, უცებ... ჰე... ჰე... ფილტვების სარკომა დაგემართოთ... და თქვენს გამოგონილს ბოლო მოეღება!
- დიახ, ადამიანი მოკვდავია, ამას არავინ უარყოფს, მაგრამ საქმე ის არის, რომ...
- დიახ, ადამიანი მოკვდავია, მაგრამ ეს ისეთი დიდი უბედურება არ იქნებოდა. ცუდი ის არის, რომ ადამიანი ზოგჯერ ანაზდეულად მოკვდავია. აი, ოინი! და, საერთოდ იმის თქმაც არ შეუძლია, ამ საღამოს რას გააკეთებს."
მიხაილ ბულგაკოვი
რომანიდან "ოსტატი და მარგარიტა"
გიორგი მაზნიაშვილი!
პარადოქსული დროის გენერალი!
პარადოქსული დროის გმირი!
კაცი, რომელსაც რუსეთ-იაპონიის ომში მიღებული ჭრილობების გამო ლაზარეთში მოხვედრილს, ამ ომში გამოჩენილი მამაცობის გამო თვით რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ მე-2-ის ქალიშვილები უხვევდნენ ჭრილობებს, კაცი, რომელსაც ლაზარეთში მოსანახულებლად ეწვია თავად ნიკოლოზ მე-2 და პირადად გადასცა წმინდა გიორგის ჯვარი ომში გამოჩენილი მამაცობისთვის და კაცი, რომელსაც თავად იმპერატორმა მოუნათლა მოგვიანებით ქალიშვილი, ბოლოს საკუთარი სამშობლოსთვის გამჟღავნებული სიყვარულისთვის, მისი გადარჩენისთვის გამოჩენილი მამაცობისთვის და თავგანწირვისთვის დახვრიტეს! (1937 წელს).
უნიკალური ფოტო - გიორგი მაზნიაშვილი შვილებთან ერთად!
წყარო:საქართველოს გმირი შვილები

 გამოვთქვამთ პროტესტს, ეკლესიაში რომ შარვლით ვერ შევდივართ! (თუმცა , ამასაც ოფიციალურად ვერავინ დაგვიშლის.) ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ვეწევით სიგარეტს, დავდივართ ნახევრად შიშვლები და ვთვლით, რომ არაფრით ჩამოვუვარდებით მამაკაცებს. ქალები კი... ქალებს კლავენ, ქალებს წვავენ ჩვენგან შორს და ჩვენ მხოლოდ წიგნში ვკითხულობთ ამას, რამდენიმე დღეში კი ვივიწყებთ. მე ნანახი მაქვს ,,სორაიას ჩაქოლვაც" და ეჭვიც არ მეპარება ამ ფილმის რეალობაში.
სუადის ამბავი არ არის მხოლოდ ერთი მუსულმანი საბრალო ქალის ისტორია. ეს არამარტო ისლამური, არამედ სრულიად სამყაროს ტრაგედიაა. ვერ წარმომიდგენია, რომ არსებობს ხალხი, რომელიც ჩადრებით სიარულს, გაუსაძლის შრომას , უზარმაზარ ტკივილს და სიკვდილს აყენებს საკუთარ ქალებს...
და ჩემდა სამარცვინოდ, უნდა ვაღიარო, რომ მე ვიყავი ბედნიერი, როცა ამ ფურცლებს ვკითხულობდი და ვაცნობიერებდი, რომ ასეთ ქვეყანაში არ დავბადებულვარ და ვერასოდეს, ვერავინ წამიკიდებს ცოცხლად ცეცხლს.
გამოვცარიელდი.
“– ხომ არ არსებობს აღდგომა?
– დიახ, მასწავლებელო.
– დიახ კი არა, არა–თქო!
– არა, მასწავლებელო!
– მაშ ეს ბიჭი ხომ იმსახურებს ამისათვის სასჯელს?! – ლუკაზე მიუთითა დირექტორმა.
– დიახ, მასწავლებელო!
– აბა, შემოარბენინეთ ასი წრე! – ბრძანა დირექტორმა და ბალღები კიჟინით გაეკიდნენ ლუკას.
ორმოცდამეთხუთმეტე წრეზე მთელი ეზო თვალებში დაუტრიალდა ლუკას და გონი აერია, მუხლები მოეკვეთა და წაიქცა. დირექტორმა წამოაყენა და ჩაეკითხა:
– აბა, აღდგა ქრისტე?
– ჭ ე შ მ ა რ ი ტ ა დ, მასწავლებელო..!
გოდერძი ჩოხელი
ვინც შენს ერთგულებას ზანდუკში ჩაკეტილი განძივით უყურებს, რომლის „ერთადერთი გასაღები გულზე ჰკიდია“ და ამ გულზე სხვას ისე დაიწვენს , არ იფიქრებს , „ჩემს ქონებას“ რაიმე დააკლდებაო. აი, იმ განძიდან უნდა გაძარცვო ეს გაუტანელი „ძუნწები“ და გააღატაკო, რომ გაიგონ, რა სიმდიდრის პატრონები იყვნენ და რა დაჰკარგეს.
ოტია იოსელიანი
ვახტანგ გორგასალის მეფობის დროს უდიდესი მოვლენა იყო საქართველოს ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის მოპოვება. ამ ფაქტს წინ უძღოდა კონფლიქტი მეფესა და მთავარეპისკოპოს მიქაელს შორის. შუა აზიასა და ინდოეთის ლაშქრობებიდან დაბრუნებულ ვახტანგს მიქაელმა ქრისტიანობის უარყოფა დასწამა. მეფემ უარყო აბსურდული ბარალდება და თავის მხრივ მთავარეპისკოპოსი ”ვერცხლისმოყვარეობაში” დაადანაშაულა. მეფეს გადაწყვეტილი ჰქონდა გაეწმინდა ეკლესიები უღირსი და მეფის მოწინააღმდეგე პირებისაგან. მიქაელი ამის წინააღმდეგ გამოვიდა და სავარაუდოდ, კონფლიქტის მთავარი მიზეზიც სწორედ ეს იყო. ვახტანგი პირადად მივიდა მთავარეპისკოპოსთან კონფლიქტის მოსაგვარებლად, მაგრამ მთავარეპისკოპოსმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. როდესაც მას მეფე კურთხევის მისაღებად მიუახლოვდა, მიქაელმა ფეხი მოუქნია და კბილებში სცა. ვახტანგს წინა კბილი ჩაემტვრა და სისხლი წარსდინდა. განრისხებული მეფის ბრძანებით მიქაელი კონსტანინოპოლის პატრიარქთან დასასჯელად გააგზავნეს, ხოლო საქართველოს ეკლესიის მეთაურად (კათალიკოსად) ბიზანტიის იმპერატორს, პეტრეს, კურთხევა სთხოვა.
კათალიკოსობის შემოღება მიჩნეულია საქართველოს ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის (დამოუკიდებლობის) მოპოვების ფაქტად, რამაც აამაღლა ქართული ეკლესიის როლი და ავტორიტეტი მსოფლიო საქრისტიანოს სარბიელზე.
გონებრივად ჩამორჩენილი ბიჭი დედამ გენიოსად აქცია!!!!
ერთხელ, პატარა თომას ედისონმა,
როდესაც სკოლიდან შინ დაბრუნდა, დედას მასწავლებლის წერილი გადასცა. დედამ უმიზეზოდ ტირილი დაიწყო, შემდეგ კი ბავშვს წერილი ხმამაღლა წაუკითხა: "თქვენი შვილი - გენიოსია. ჩვენს სკოლას არ აქვს შესაბამისი პროგრამა და არც შესაბამისი მასწავლებლები ჰყავს, თქვენს შვილს რაიმე განსაკუთრებული, რომ ვასწავლოთ, ამიტომ შეგიძლიათ სახლში ამეცადინოთ."
დედის გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ედისონი (რომელიც იმ დროისათვის უკვე აღიარებულიყო როგორც საუკუნის გამომგონებელი) მის ნივთებს ათვალიერებდა და დღიურში წერილი იპოვა სადაც ეწერა: "თქვენი შვილი გონებრივად ჩამორჩენილია. ჩვენ არ შეგვიძლია ვასწავლოთ მას სხვებთან ერთად სკოლაში. ამიტომ გაძლევთ რეკომენდაციას ამეცადინოთ სახლში"
ედისონი დიდხანს ტიროდა, შემდეგ კი საკუთარ დღიურში ჩაწერა: "თომას ალვა ედისონი იყო გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვი. მაგრამ გმირი დედის წყალობით გახდა თავისი საუკუნის უდიდესი გენია".
აი,რა შეუძლიათ დედებს....
„– მაპატიეთ, მაგრამ მე არ მინდა იმპერატორობა – ეს არაა ჩემი საქმე. არ მინდა ვინმეს ვმართავდე ან ვიპყრობდე. მინდა დავეხმარო ყველას, ვისაც შემიძლია – ებრაელს, წარმართს, ზანგს, თეთრკანიანს. ჩვენ ყველანი ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, ადამიანები ასეთები ვართ. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ერთმანეთის სიხარულით და არა უბედურებით. არ უნდა გვძულდეს და გვეზიზღებოდეს ერთმანეთი. ამ მსოფლიოში ყველასთვისაა ადგილი, დედამიწა მდიდარია და ყველას დაგვიტევს.“
ჩარლი ჩაპლინი

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...