Saturday, 17 September 2016

ვახტანგ გორგასალის მეფობის დროს უდიდესი მოვლენა იყო საქართველოს ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის მოპოვება. ამ ფაქტს წინ უძღოდა კონფლიქტი მეფესა და მთავარეპისკოპოს მიქაელს შორის. შუა აზიასა და ინდოეთის ლაშქრობებიდან დაბრუნებულ ვახტანგს მიქაელმა ქრისტიანობის უარყოფა დასწამა. მეფემ უარყო აბსურდული ბარალდება და თავის მხრივ მთავარეპისკოპოსი ”ვერცხლისმოყვარეობაში” დაადანაშაულა. მეფეს გადაწყვეტილი ჰქონდა გაეწმინდა ეკლესიები უღირსი და მეფის მოწინააღმდეგე პირებისაგან. მიქაელი ამის წინააღმდეგ გამოვიდა და სავარაუდოდ, კონფლიქტის მთავარი მიზეზიც სწორედ ეს იყო. ვახტანგი პირადად მივიდა მთავარეპისკოპოსთან კონფლიქტის მოსაგვარებლად, მაგრამ მთავარეპისკოპოსმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. როდესაც მას მეფე კურთხევის მისაღებად მიუახლოვდა, მიქაელმა ფეხი მოუქნია და კბილებში სცა. ვახტანგს წინა კბილი ჩაემტვრა და სისხლი წარსდინდა. განრისხებული მეფის ბრძანებით მიქაელი კონსტანინოპოლის პატრიარქთან დასასჯელად გააგზავნეს, ხოლო საქართველოს ეკლესიის მეთაურად (კათალიკოსად) ბიზანტიის იმპერატორს, პეტრეს, კურთხევა სთხოვა.
კათალიკოსობის შემოღება მიჩნეულია საქართველოს ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის (დამოუკიდებლობის) მოპოვების ფაქტად, რამაც აამაღლა ქართული ეკლესიის როლი და ავტორიტეტი მსოფლიო საქრისტიანოს სარბიელზე.

No comments:

Post a Comment

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...