დიდხანს ვფიქრობდი დამეწერა თუ არა ეს პოსტი,მაგრამ დღეს იმდენად ვარ გაბრაზებული,რომ აუცილებლად უნდა დავწერო.ყოველი ვაკანსიის დადების შემდეგ,დავდივარ გასაუბრებიდან გასაუბრებაზე,თუმცა ყველგან ერთი და იგივე უსინდისობა და სიტუტუცეა ,მიდიხარ,არადა იცი,რომ არ აგიყვანენ მასწავლებლად,თუმცა მაინც გაქვს იმედი,მიხვალ. გაივლი გასაუბრებას და გეტყვიან,კარგი მონაცემები გაქვს,ნიჭიერი და განათლებული ხარ,მაგრამ სხვა უპირატესობით სარგებლობსო,მაინტერესებს და ვუსვამ კითხვას:უპირატესობით როგორ?სერთიფიცირებულია?არა.მაგისტრატურა დამთავრებული აქვს?არა.გადამზადების ტრენინგები გავლილი აქვს?არა.
და მე ვსვამ კითხვას რითი არის უპირატესი?იმით,რომ ვიღაცას გადაუხადა ფული და ამით გაჯობა.ამ დროს მე ვარ სერთიფიცირებული,კარგად ვფლობ კომპიუტერულ უნარებს,ამასთნ გავლილი მაქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები,მაგრამ რა საჭიროა ეს ყველაფერი????????
ამიტომ იცოდეთ,როცა დაიდება საიტზე მასწავლებლის ვაკანსია,არც მონაცემები გადააგზავნოთ და არც გასაუბრებაზე
მიხვიდეთ,რადგან ყველაფერი ფარსი
და ამაზრზენია.

No comments:
Post a Comment