Saturday, 19 November 2016

გრიგოლ რობაქიძე - ლანდი

შფოთავს ღამე,
შფოთავს შავი,
ქშინავს ველი, გმინავს მთაცა;
ვამე, ვამე,
შენი თავი
ვინ მომტაცა, ვინ მომტაცა...
ვზივარ ცეცხლთან,
ვდნები ნელა,
ცეცხლი ფიქრად იფერფლება,
გაჰქრა შენთან
ერთად ყველა,
მხოლოდ ლანდი მევალება...
სუსხი ისხმის,
ვუსმენ მუნჯი,
ფიქრი შენ ლანდს ეტანება;
ეს რა ისმის?
ჩიტი ლურჯი
ჩემს ფანჯარას თავს აკვდება...
შენ ხარ ეგებ?
მაგრამ არა:
მხოლოდ ელვით შეკრთა გული,
ცრემლით გეძებ
და ფანჯარა
მიცქერს ისევ მოღუშული...
შფოთავს ღამე,
შფოთავს შავი,
ქშინავს ველი, გმინავს მთაცა;
ვამე, ვამე,
შენი თავი
ვინ მომტაცა, ვინ მომტაცა...

ჯემალ ქარჩხაძე - იგი

იგი ნის საამო სითბოში გაეხვია და თვითონაც სითბოდ იქცა. სითბო ყველაფერს მოედო. ახლა ყველაფერი სითბო იყო; ახლა ყველაფერი იგი იყო და ახლა ყველაფერი ნი იყო.
იგის ხელმა ნის ხელი მოძებნა...
-როცა იგი მარტოა, ნი ჩნდება იგის სხეულში და იგი აღარაა მარტო, როცა იგის ნის სუნთქვა ესმის, იგის ჰგონია, რომ ნის სუნთქვაა ის რაღაც, რის გამოც ყველაფერი ერთი და იგივეა , რის გამოც იგი ყველაფერშია და ნიც ყველაფერშია.

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი - პატარა უფლისწული


თუ უფროსებს თქვენ რომელიმე ახალ მეგობარზე უამბობთ რამეს, ისინი არასოდეს გკითხავენ, რაც მთავარია: როგორი ხმა აქვს, რა თამაში უყვარს, ან პეპლების კოლექციას თუ აგროვებს. ამის მაგიერ გკითხავენ: რამდენი წლისაა, რამდენი ძმა ჰყავს, რამდენს იწონის და რა ჯამაგირი აქვს მამამისსო.

ტერენტი გრანელი


მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ
ვფიქრობ და თითქოს დღეა მზიანი
ძვირფასო მოსვლა რად გაგიძნელდა
ძვირფასო რისთვის დაიგვიანე,
ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია
ახლა ქარები არხევენ ტირიფს
მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას
და როგორც ბავშვი დავიწყებ ტირილს,
ასე გაივლის წამება, ოხვრა
შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით
მოხვალ დაღლილი მეტყვი-როგორ ხარ?
მოხვალ და ვიცი მომეფერები...
თუმცა იქნება ღამე წამების
ღამე სასტიკი და ულმობელი
და ეს თვალები, ჩემი თვალები
ლურჯი თვალები, ისევ მოგელის...

ტარიელ ჭანტურია - ალერსი




როგორ მინდა, მინდა, მი…
ბაგე მარწყვი, მარწყვი, მა…
გაგონება შენი ხმის,
შენი ნაღვლიანი ხმა.
ისევ ძველი, ძველი, ძვე…
ისევ თბილი, თბილი, თბი…
მკრთალი ოქტომბერის თვე,
და სიმღერა, შენ რომ თქვი.
მაგრამ თინა, თინა, თინ…
შენ მშორდები… თანდათან…
ჩემზე უკეთ აბა ვინ,
ვინ უმღერებს დაღლილ ტანს.
თუმცა კმარა, კმარა, კმა…
მე კვლავ მინდა, მინდა, მი…
გავიგონო შენი ხმა
და ტკივილი შენი ხმის…
მიხეილ ჯავახიშვილი

ქართველი ხალხი მუდამ ერთმანეთის ჭამით იყო მაძღარი
.



ბესიკ ხარანაული - პოეტი

არც ერთი ყლუპით,
არც ერთი გროშით,
არც ერთი ღერით,
არც ღონითა,
და არცა ჭკუით:
– ერთი ცრემლით მეტი ვარ თქვენზე!

შოთა ჩანტლაძე

მე ვდგევარ ხიდზე და ვხედავ:
მდინარის პირას პატარა სახლი დგას.
სახლს, რასაკვირველია, ფანჯარა აქვს
და ფანჯრიდან, რასაკვირველია, ქალი იყურება.
ეს სახლი, ეს ფანჯარა და ეს ქალიც,
რასაკვირველია, მდინარეშიც ჩანს.
მე მივალ ამ სახლთან, რომელიც მდინარის პირას დგას,
და თუ ქალმა კარები არ გამიღო,
მაშინ, რასაკვირველია, ფანჯრიდან გადაძრომას შევეცდები,
და თუ ეს ვერ მოვახერხე,
მაშინ, რასაკვირველია, იმ ფანჯრიდან შევეცდები
გადაძრომას,
რომელიც მდინარეში ჩანს,
და როდესაც ის ქალი, რომლის სახლიც მდინარის პირას დგას,
ამას დაინახავს,
რასაკვირველია, შეშინდება და კარებსაც გააღებს
და იმ სახლშიც გაიღება კარები,
რომელიც მდინარეში ჩანს
და მე შევალ ღია კარებით იმ სახლში,
რომელიც მდინარეში ჩანს.
მე არ დავტოვებ გამოსათხოვარ წერილს.

ვახტანგ ჯავახაძე - შენ და შინ


უნდა მივატოვო “კაბაკები”,
უნდა შევაგროვო კაპიკები,
უნდა გიყიდო მე შენ ია
და მოგიტანო მე შინ ია, -
არ მეშინია გაფიქრების,
არ მეშინია ჩაფიქრების, -
გადაფიქრების მეშინია.

კონსტანტინე გამსახურდია - დიონისოს ღიმილი

ნელა, ნელა ქანაობენ მაღალი ალვები. სიკვდილის ანგელოზის ცრემლებივით ეცემიან შარაგზაზე ფოთლები უღონო და ფერგადასული, და მესმის ალვების და აკაციების შტოებში მგლოვიარე ბუნების საშემოდგომო რექვიემ... აუარებელი ბეღურები შხუილით და ჭყიპინით თავს დასტრიალებენ გაყვითლებულ ხეივანს. და უნებურად მაგონდება ლუქსემბურგელი ინვალიდი - სახით მახინჯი, კაცი სიცილს გადაჩვეული.

აღარც სიცილი შემიძლია, აღარც ტირილი.
და ერთადერთი ნატვრაა ჩემი: ყინულზე დავარდნილი ნაპერწკალივით გადნეს თუნდაც ჩემი სხეული.
. . . . . .

ტაია შელია!
ჩემი ცხოვრების ნახევარგზაზე შემომაღამდა ! ..

ფრიდრიხ ნიცშე

თქვენ პატივს მცემთ. მაგრამ რა მოხდება იმ დღეს, როდესაც თქვენი პატივისცემა გაქრება? გაფრთხილდით, რათა გადმოვარდნილმა კერპის ქანდაკებამ არ გიმსხვერპლოთ!
თქვენ ამბობთ, რომ გწამთ ზარატუსტრასი? მაგრამ რა ყრია ზარატუსტრაში ასეთი?! თქვენ ჩემი მიმდევრები ხართ, მაგრამ რა ყრია ყველა მორწმუნეში!
თქვენ არ გქონდათ საკუთარი თავი ნაპოვნი, როდესაც მე მიპოვეთ. ამგვარად იქცევა ყველა მორწმუნე. ამიტომაც ნიშნავს რწმენა ასე ცოტას.
ახლა კი გიბრძანებთ, რომ დამკარგოთ მე და იპოვოთ საკუთარი თავი. და მაშინ, როდესაც ყველა თქვენგანი უარმყოფს, მე კვლავ დაგიბრუნდებით...

დოსტოევსკი - ეშმაკნი

დააყენეთ ერთი არარაობა ვინმე ერთი რაღაც უბედური ბილეთების გასაყიდად რკინიგზაზე და ნახავთ, რა იუპიტერად წარმოიდგენს მყისვე ეს არარაობა თავს და როგორ შემოგხედავთ, როცა ბილეთის საყიდლად მიხვალთ, „ნახეთ, ერთი, რა ძალა მაქვს შენზეო

ერლომ ახვლედიანი - არასერიოზული კაცი

-თქვენც, რა კარგი ადამიანი ბრძანდებით .
-თქვენ რა, მე მიცნობთ ?!
-მე, თქენ არ გიცნობთ ?!.. მე თქვენ ყველას გიცნობთ. აი წუხელის, მაგალითად წუხელის, მოვდიოდი ქუჩაში ჩემთვის პატარა, საწყალი, არ მახსოვს თქვენ თუ თქვენმა ამხანაგებმა გადამიარეთ.მე დამაგდეთ თუ დავეცი, ზუსტად არ მახსოვს, თქვენ წახვედით, მე დაგიძახეთ, ამხანაგო, მეგონა გაიგონებდით ჩემს ვედრებას. თქვენ თუ თქვენისთანა ამხანაგები, მიდი-მოდიოდით და გადი-გამოდიოდით ჩემზე. თქვენ იძახდით : შეხედეთ , შეხედეთ როგორ ცახცახებს ეს კაცი. ამხანაგო ძალიან გთხოვთ ნუ დამდევთ და საერთოდ შემეშვით, შემეშვით, გთხოვთ თავი დამანებეთ. აჰა ოცდაათი, სამოცდათორმეტი, ოთხმოცდაათი დღე დამრჩა, მე თქვენსავით უკვდავი არ ვარ.

ჰარუკი მურაკამი - კაფკა პლაჟზე

იცი, რა მაცოფებს? ადამიანები, რომლებსაც წარმოსახვის უნარი არა აქვთ. ...ამ გონებაჩლუნგებს წარმოსახვის უნარი არა აქვთ. შეწყნარება არ შეუძლიათ, რეალობას მოწყვეტილი თეორიებით სულდგმულობენ, ცარიელ სიტყვებს ისვრიან, უზურპატორული იდეალები აქვთ და სასტიკ სისტემებს ქმნიან.

მიხეილ ბულგაკოვი ’’ ოსტატი და მარგარიტა’’

- თქვენ მწერლები ხართ?
- რა თქმა უნდა.
- მოწმობები მაჩვენეთ!
- ახლა ეს მითხარით: რომ დარწმუნდეთ, დოსტოევსკი მწერალი არის თუ არა, განა ამისათვის მოწმობა უნდა მოსთხოვოთ? მისი რომელიმე რომანი აიღეთ, ნებისმიერი ხუთი გვერდი წაიკითხეთ და ყოველგვარი მოწმობის გარეშე დარწმუნდებით, რომ იგი მწერალია. თანაც, არა მგონია, რომ დოსტოევსკის რაიმე მოწმობა ჰქონოდა...
- თქვენ დოსტოევსკი არა ხართ.
- ვინ იცის, ვინ იცის.
- დოსტოევსკი მოკვდა.
- პროტესტს ვაცხადებ, დოსტოევსკი უკვდავია!
- მოწმობები წარმომიდგინეთ, მოქალაქენო.
- მწერალი მოწმობით კი არ ფასდება, არამედ იმით, რასაც წერს.

ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში აიღო ბობ დილანმა

ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში გადაეცა ბობ დილანს, ახალი პოეტური ექსპრესიისთვის, ამერიკის დიდ მუსიკალურ ტრადიციაში.
დილანი 1941 წელს დაიბადა. ჯერ კიდევ 10 წლის ასაკში დაიწყო ლექსების წერა, ამასთან ფორტეპიანოზე და გიტარაზე დაკვრა. როგორც თავად ამბობს, მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა როკენროლმა, განსაკუთრებით კი ელვის პრესლიმ. მისი სიმღერების ტექსტები სოციალური და სხვადასხვა პრობლემური საკითხით იყო გაჯერებული და ამ საპროტესტო მუხტმა დიდი გავლენა მოახდინა 60-იანი წლების ამერიკაზე. 

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...