Monday 23 May 2016

”ბ ი ტ ნ ი კ ე ბ ი”

   ბიტნიკები (ინგლ. Beat Generation) — საზოგადოებრივი და ლიტერატურულიმოძრაობა XX საუკუნის 40-70-იან წლებში
    ტერმინი „Beat Generation“ პირველად1948 წელს გამოიყენა ჯეკ კერუაკმა რომანისტ ჯონ კლელონ ჰოლმსთან თავის მეგობართა წრეზე ლაპარაკისას. ზედსართავს „Beat“ თავიდანდაღილილისმნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ კერუაკმა მას დაუმატა „upbeat“ და „beatific“-ის კონოტაცია.
    ბიტნიკები ბოჰემურ ცხოვრებას ეწეოდნენ და თავისუფალი იყვნენ ყოველგვარი საზოგადოებრივი პირობითობებისგან. მათი შემოქმედება სპონტანური, თითქმის ავტომატური იყო. ბიტნიკების მთავარი წარმომადგენლები იკრიბებოდნენ ნიუ-იორკში. ესენი იყვნენ: ჯეკ კერუაკი, ალენ გინსბერგი, უილიამ ბაროუზი, მოგვიანებით გრეგორი კორსო. გენსურგი და კერუაკი ერთამანეთს სტუდენტობის დროს, კოლუმბიის უნივერსიტეტში შეხვდნენ. 
    ბიტნიკები უარს ამბობენ ტაბუებზე, ორგანიზებულ და კორუმპირებულ საზოგადოებაზე, ტრადიციულ ღირებულებებზე. მათ სურთ მარტივი, ბუნებრივი ცხოვრება. გამოდიან მატერიალიზმის, ერთფეროვნების, ზედაპირულობის წინააღმდეგ. სურთ შექმნან მარტივი, ყოველგვარი ცრურწმენებისგან თავისუფალი საზოგადოება. ბიტნიკთა სახასიათო ნაწარმოებები არის: კერუაკის გზაზე და გინზბერგის ჰოლი.

   ტერმინი ბიტნიკები, პირველად ჩნდება 1958 წელს, ჰერბ კენის სან ფრანცისკოს ქრონიკებში. ტერმინი წარმოქმნილია რუსული სატელიტისგან სპუტნიკი, რაც თავიდან დამამცირებელ კონოტაციას ატარებდა და აღნიშნული მიმდინარეობის წარმომადგენლებს კომუნისტებთან აიგივებდა. დღეს კი ტერმინი რჩება ახალგაზრდა, გრძელთმიანი და თავისუფალი ადამიანების ემბლემად. 1967 წელს ლეო ფერე წერს სიმღერას რომლის სახელწოდებაა გამარჯობა, ბიტნიკო!

No comments:

Post a Comment

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...