Tuesday 24 May 2016

რომელია სწორი: რაგბის ვთამაშობ თუ რაგბს ვთამაშობ? – ფუძის კვეცა გრამატიკულ ცნობარში

რომელი ხმოვნები იკვეცება და რომელ ბრუნვაში ხდება ფუძის კვეცა? რომელია სწორი – კაფეს თუ კაფის? იუბილის თუ იუბილეს? ცისარტყელას თუ ცისარტყელის? ალაბამას თუ ალაბამის? ცნობარში მოკლედ, მარტივად და გასაგებადაა ჩამოყალიბებული კვეცასთან დაკავშირებული ყველა ძირითადი საკითხი.
წესი: ფუძის ბოლო ხმოვნის დაკარგვას კვეცა ეწოდება.
იკვცებ  და ა ხმოვანი მხოლობითი რიცხვის ორ ბრუნვაში – ნათესაობითსა და მოქმედებითში.
ა-ზე დაბოლოებული სახელები ებ-იან მრავლობითში ყველა ბრუნვაში იკვეცება, ე-ზე დაბოლოებული – არა!
კვეცადია
არსებითები, ზედსართავები, რიცხვითები და საწყისები, რომელთა ფუძე  ე და  ხმოვანზე ბოლოვდება.
იკვეცება ა-სა და ე-ზე დაბოლოებული გეოგრაფიული სახელებიც;
სწორია: ჯორჯია-ჯორჯიის, ალაბამა-ალაბამის, რაჭა-რაჭის, აჭარა-აჭარის…
გამონაკლისი:
ა ფუძიანი საზოგადო სახელებიდან არ იკვეცება ის სახელები, სადაც ა მაწარმოებელია: დედოფალა, ცისარტყელა, წითელა, ნიბლია, ჭრიჭინა…
სწორია: ცისარტყელას ფერები; ნიბლიას ფრთები; ჭრიჭინას ჭრიჭინი
არ იკვეცება უცხო ენებიდან შემოსული ე-ზე დაბოლოებული საზოგადო სახელები: ტირე, იუბილე, ატელიე, ჟელე, კაფე და ა.შ.
სწორია: იუბილეს შესახებ; კაფეს გვერდით; ატელიეს კარი
უკვეცელია:
·         ო, უ და -ზე დაბოლოებული
გამონაკლისი – ღვინო. (ნათესაობითში: ღვინის, მოქმედებითში: ღვინით)
·         ნათესაური დამოკიდებულების გამომხატველი საზოგადო სახელები, თუ მათ საკუთარი სახელის მნიშვნელობით ვიყენებთ:
თუ იგულისხმება საკუთარი დედა, მამა, ბებია, ბაბუა – არ ვკვეცთ.
თუ ზოგადად, დედა – ვკვეცთ.
სწორია: მამას კაბინეტი დავალაგე ( მთქმელი გულისხმობს საკუთარ მამას);
მამის ამაგი ფასდაუდებელია ( მთქმელი გულისხმობს ზოგადად – მამას);
·         კნინობით-ალერსობითი მაწარმოებლები, რომლებიც სახელებს დაერთვის, მხოლობითში უკვეცელია, მრავლობითში – კვეცადი;
სწორია: დათუნასი, დათუნიათი, ჩიტუნასი, ჩიტუნიასი;
დათუნიები, ჩიტუნები…
·         ადამიანთა საკუთარი სახელები უკვეცელია;
გახსოვდეთ:
უცხო გეოგრაფიული სახელები, რომლებიც ორიგინალის ენაზე ი-ზე ბოლოვდებიან, ქართულად გადმოცემისას ფუძისეულ ი-ს ინარჩუნებენ;
სწორია: დელი – დელიში, ჰელსინკი – ჰელსინკიში
უცხო ენიდან დამკვიდრებული სიტყვები:ტაქსი და რაგბი ი-ხმოვანს არ მოიკვეცენ ბრუნვის ნიშნის ან თანდებულის დართვის დროს;
სწორია: ტაქსი-ტაქსიში, ტაქსიმ; რაგბი – რაგბის ვთამაშობ, რაგბიში მოვიგეთ;

სწორია – ცისარტყელას ფერები და არა ცისარტყელის ფერები; ჯორჯიის შტატი და არა ჯორჯიას შტატი; ტაქსიში ვჯდები და არა ტაქსში ვჯდები; რაგბის ვთამაშობ და არა რაგბს ვთამაშობ; ჭრიჭინას ხმა და არა ჭრიჭინის ხმა.

No comments:

Post a Comment

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...