წიგნი ის ფანჯარაა, საიდანაც სული იმზირება.
Wednesday, 26 April 2017
იტალიელი ფილოსოფოსი და მწერალი უმბერტო ეკო 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ეკოს ოჯახის წევრები ამბობენ, მწერალი პარასკევს გვიან ღამით საკუთარ სახლში გარდაიცვალა. სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი.
უმბერტო ეკო პატარა ქალაქ ალესანდრიაში დაიბადა, ტურინთან ახლოს, 1932 წელს.
1954 წელს მან დაამთავრა ტურინის უნივერსიტეტი, სადაც შუასაუკუნეების ფილოსოფიასა და ლიტერატურას სწავლობდა.
პირველი რომანი – „ვარდის სახელით“ – ეკომ 1980 წელს გამოაქვეყნა. წიგნი მისი ლიტერატურული ნაშრომებიდან ყველაზე პოპულარული გახდა, რომანის მიხედვით 1986 წელს გადაღებულ ფილმში მთავარი როლი შონ კონერმა ითამაშა.
მეშვიდე და უკანასკნელი რომანი „ნული ნომერი“ 2015 წელს გამოქვეყნდა.
1980 წელს უმბერტო ეკომ დაარსა კომუნიკაციების დეპარტამენტი სან მარინოს უნივერსიტეტში. მოგვიანებით, ის გახლდათ პროფესორი და თავმდჯომარე ბოლონიის უმაღლესი ჰუმანიტარული სკოლის.
თავად ეკო მიიჩნევდა, რომ მწერლობა არ იყო მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი.
„ფილოსოფოსი ვარ, რომანებს ვწერ მხოლოდ დასვენების დღეებში,“ – ამბობდა იგი.
"- მართლა გგონიათ რომ სიკვდილის შემდეგ პატივს მოგაგებენ?
- დიახ
- იცით რა ხდება სიკვდილის შემდეგ? დაგმარხავენ და ცხოვრებას გააგრძლებენ. დაგივიწიყებენ. როცა ხრწნას დაიწყებ არავითარი მნიშვნელობა აღარ ექნება განგსტერი იყავი თუ არა. მკვდარი იქნები და შენი გახსენება არავის ესიამოვნება, იმიტომ რომ სულ ეს იქნება, რასაც ცხოვრებაში დატოვებ"

თავისუფლების მწერლები \ Freedom Writers
.ჩახუტება ძალიან ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.მე არ ვმოქმედებ წიგნებში დაწერილი კანონების მიხედვით. მე ვუჯერებ და მივყვები მხოლოდ გულის ხმას. ვფიქრობ, ყველაზე საშინელი ავადმყოფობა რაც მსოფლიოს აწუხებს – გულცივობა და სიყვარულის ნაკლებობაა. მე ვიცი, რომ შემიძლია ხალხს მივცე ჩემი სიყვარული და სითბო მხოლოდ ერთი წუთით, ნახევარი საათით, ერთი დღით…თვით, მაგრამ ხომ ვახერხებ და ხომ შემიძლია; –ეს არის ის, რისი კეთებაც მანიჭებს ბედნიერებას
Sunday, 23 April 2017
Saturday, 22 April 2017
ძველ ეგვიპტური კალენდარი
ძველ ეგვიპტეში ასტრონომია მაღალ დონეზე იყო განვითარებული. ინტერესი ციური სხეულების მიმართ, პრაქტიკული მოთხოვნებითა და საჭიროებით იყო გამოწვეული. სამეფოს კეთილდღეობა დამოკიდებული იყო ნილოსის ყოველწლიურ ადიდებაზე.
ეგვიპტელებმა უძველეს დროშივე შეამჩნიეს, რომ ნილოსის ადიდებისას, ცაზე ჩნდებოდა სირიუსი, ანუ ეგვიპტურად სოთისი. თანამედროვე კალენდრით, ეს დღე 21 ივნისს ემთხვევა, სწორედ ეს იყო მათთვის ახალი წლის დასაწყისი.

ნილოსის ადიდების შემდეგ, რამდენიმე თვის განმავლობაში დაბლობები წყლით იფარებოდა. როცა მდინარე კალაპოტს უბრუნდებოდა, იწყებოდა სასოფოლო-სამეურნეო სამუშაოების, ხვნისა და თესვის სეზონი. გაზაფხულობით, კი დგებოდა მოსავლის აღების დრო. სწორედ ამ სასიცოცხლო ციკლს ემყარებოდა ძველ ეგვიიპტური კალენდარი.
ეგვიპტელთა კალენდარი მზის სისტემას ეყრდნობოდა, განსხვავებით სხვა ცივილიზაციებისა. 1 წელი მოიცავდა 360 დღეს, წელიწადი შედგებოდა 12 თვისაგან, რომელნიც თავისთავად იყოფოდნენ 30 კალენდარულ დღედ. უკვე პირველი დინასტიების დროს, დაახლ. ძვ.წ. 3200 წელს მოხდა 5 დამატებითი დღის ჩასმა კალენდარში, რათა სრულყოფილად დამთხვეოდნენ მზის ციკლს. ამ დღეების განმავლობაში აღინიშნებოდა სხვადასხვა დღესასწაულები. ეს დღეები ეძღვნებოდა ღმერთ ოსირისს, ისიდას, ჰორს, სეთსა და ნეფტისს.

არსებობს პატარა მითი, რომელიც ხსნის დამატებით 5 დღის არსებობის მიზეზს. როგორ იცით, ძველ ეგვიპტურ კოსმოგონიურ-სამყაროს შექმნის მითებში, ქვეყნიერების შემქმნელად გვევლინება ატუმი, ხან რა. მან შექმა ორი ღმერთი – შუ (ჰაერის ღმერთი) და ტეფნუტი (სინოტივე). მათ ეყოლათ გები (მიწა) და ქალღმერთი ნუტი (ცა). მათ ერთმანეთი ძალიან უყვარდათ, რითაც ღმერთი რა ძალიან შეწუხდა და ტეფნუტს სთხოვა მათ განცალკევება, ნუტი კი დასაჯა რომ წელიწადის არც ერთ დღეს არ უნდა ეტარებინა ბავშვი მუცლად. სწორედ ამის შემდეგ მოხდა ცისა და მიწის გაყოფა. ღმერთმა თოტმა, სიბრძნით რას “დამატებითი” 5 დღე გამოსტყუა, სწორედ ამ დღეს იშვა ოსირისი, ჰორი, სეთი, ისიდა და ნეფთისი.
ყოველი წელი იყოფოდა სამ სეზონად:
ახეტ (ადიდება, 21 ივნისიდან – 21 ოქტომბრამდე) – პერიოდი, როდესაც ნილოსი დიდდებოდა. მდინარის ადიდება ივნისიდან დეკემბრამდე გრძელდებოდაა, თუმცა ოქტომბერში უკვე ნელ-ნელა კალაპოტს უბრუნდებოდა. ამ დროს ნილოსის მიერ ჩამოტანილი ნოყიერი შლამი კილომეტრობით ვრცელდებოდა ეგვიპტის ტერიტორიაზე და მადლიან მოსავალს უქადდა გლეხებს. ახეტ სეზონში შემავალი თვეები იყო: თოტი, პაოფი, ატირ,ხოიაკ (სახელები მოცემულია კოპტურ ენაზე).
პერეტ (გამოსვლა, 22 ოქტომბრიდან – 21 თებერვლამდე); ნილოსი საბოლოოდ უბრუნდებოდა თავის პირვანდელ კალაპოტს, იწყებოდა მიწის ხვნა და მოსავლის დათესვა. პერეტ სეზონში შემავალი თვეები – თიბი, მეხირ, ფამენოტ, ფარმუტ.

შემუ (სიმშრალე, 22 თებერვლიდან – 20 ივნისამდე), ძველი ეგვიპტელებისათვის ეს ზაფხული იყო, სეზონი როდესაც მოსავალს იღებდნენ, ერთ-ერთი ყველაზე ფაციფუცა და დაკავებული დრო მთელს კემეტის ქვეყანაში. ასევე, ეს იყო დრო, როდესაც გადასახადის ამკრეფნი ჩამოივლიდნენ და ფარაონისათვის ყოველწლიურ ხარკს კრეფდნენ. შემუ სეზონში შემავალი თვეები – პახონი, პაინი, ეპიფი, მესორი.
ეგვიპტური კალენდარი ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი და სრულყოფილია ძველი ცივილიზაციების მიერ შექმნილთა შორის. აქვე ერთ პატარა დეტალსაც შეგახსენებთ, მოდი გადავხედოთ საიდან მოდის თანამედროვე კალენდარი რომელსაც ჩვენს დღეს ვიყენებთ. რა თქმა უნდა, იულიუს კეისარიდან და რომაელებიდან. ცეზარის რეოფრმამდე, რომის იმპერია მთვარის კალენდარს იყენებდა. მაშ რა მოხდა? გახსენდებათ კეისარისა და ეგვიპტის კავშირი? დიახ, დიახ – კლეოპატრა. მას შემდეგ, რაც დედოფალი რომში ჩავიდა, მან თან უდიდესი ცოდნა და გამოცდილება ჩაიტანა. სწორედ ამ პერიოდში მოახდინა იულიუსმა ცვლილებები და მზის კალენდარზე გადავიდა იმპერია. ასე რომ, გამოდის ჩვენი კალენდარიც ნაწილობრივ ეგვიპტელების დანატოვარია
ეგვიპტე
თვალის ჩრდილები და ლაინერი
ალბათ, ძალიან არ გაგიკვირდებათ როდესაც გაიგებთ, რომ თვალის გარშემო ჩრდილები სწორედ ეგვიპტელების მიერაა პირველად ფართოდ გამოყენებული. დაახლ. ძვ.წ. 5000 წელს, უკვე დასტურდება თვალის შავი ლაინერის არსებობა. ყველაზე ფართოდ გავრცელებული მწვანე და შავი ფერები იყო, რომლებსაც მალაქიტისა და ტყვიის შემცველი მადანისაგან ამზადებდნენ.
დაახლ. ძვ.წ. 3000 წელს, ძველმა ეგვიპტელებმა სასწაული აღმოჩენა გააკეთეს, მათ ისწავლეს მცენარე პაპირუსისასგან როგორ გაეკეთებინათ საწერად ვარგისი ქაღალდი. ეგვიპტე პირველი ცივილიზაცია იყო, რომელმაც თხელი ქაღალდის მსგავსი მატერია გამოიყენა საწერად. უკვე, ძვ.წ. 1000 წელს, ეგვიპტიდან პაპირუსის ქაღალდები დასავლე აზიასა და ახლო აღმოსავლეთში გაჰქონდათ. რა თქმა უნდა, თხელი პაპირუსი საწერად უფრო იოლი იყო, ვიდრე თიხის ფირფიტები.
პიტნის სავლებები პირის ჰიგიენისათვის სამწუხაროდ, ეგვიპტელებს მაინც და მაინც მოწესრიგებული პირის ღრუ არ ჰქონიათ. თანამედროვე კვლევებითა და მუმიების შესწავლით დადგინდა, რომ თვით დედოფალი ჰატშეპსუტი და რამზეს დიდიც კი, კბილის ინფექციამ გადაიყოლა. ნუ, რამზესზე ვიტყვით მაინც, დრომ უწიაო, 90 წელს გადაცილებული გარდაიცვალა, მაგრამ ჰატშეპსუტმა ფრიად ახალგზრდამ დატოვა კემეტის ქვეყანა.
კბილებისა და პირის ღრუს ასეთი ცუდი მდგომარეობა საკვებით იყო გამოწვეული. უპირველეს ყოვლისა, ქვიშის ნამცეცები საჭმელზე ხვდებოდა. ხორბალს ქვის დოლაბებით ფქვავდნენ, რაც ფქვილში ქვის ნაწილაკების მოხვედრას იწვევდა, ასეთი ფქვილისგან გამომცხვარი პური კი, კბილების ცვეთას და შემდგომ გაფუჭებას იწვევდა, საბოლოოდ ჯამში, პირიდან არც თუ სასიამოვნო სურნელი ამოსდიოდათ. ამიტომაც, პატარა პიტნის გრანულები შექმნეს, რომელსაც დარიჩინს, კომიფორას (იგივე მურის ხე) და თაფლს ურევდნენ, ლოყებთან ითავსებდნენ და უსიამოვნო სუნიც ქრებოდა.
კბილის პასტა და კბილის ჯაგრისი
ქვიშისა და პურში მოხვედრილი ქვის ნამცეცებისაგან, საწყალ ეგვიპტელებს როგორც უკვე იცით, გადასარევი კბილები ნამდვილად არ ჰქონდათ, თუმცა ცდილობდნენ მაინც რომ კბილებზე ეზრუნათ. მსოფლიოში პირველად, სწორედ ძველმა ეგვიპტელებმა გამოიყენეს კბილის ჯაგრისი და კბილის პასტა, რომელსაც კვერცხის ნაჭუჭისაგან ამზადებდნენ.

ლერწამის კალამი და შავი მელანიპაპირუსის გამოგონებასთან ერთად, ძველი ეგვიპტელები პირველები იყვნენ, ვინც 5200 წლის წინ ლერწამის ღერი კალმად გამოიყენეს, წყლისა და ჭვარტლის ნაზავისაგან კი მელანი შექმნეს.
გიორგი XI ქართლის მეფე 1676-1688, 1703-1709 წლებში, ვახტანგ V-ის ძე, ქართველი, რომელმაც ავღანელები დაიმორჩილა.
ავღანური ტომის ბელადმა მირვეისმა დამოყვრება შესთავაზა გიორგის და თავისი ასულის მითხოვებას შეჰპირდა, 1709 წლის 21 აპრილს დეხი-შეიხში ნიშნობაზე მისულ ქართველებს სუფრა გაუშალეს. როდესაც მისი მხლებლები ლხინის შემდეგ ძილს მიეცნენ, მირვეისმა ნიშანი მისცა და ყველანი ამოწყვიტეს. როგორც პოლონელი მისიონერი, თეოდორ კრუშინსკი წერს, თავდასხმის შემდეგ გიორგი უცბად გამოფხიზლდა, დაავლო ხელი ხმალს, რვა ავღანელი მოკლა, მაგრამ, ბოლოს ვერას გახდაო.
საინტერესოა, რომ მირვეისმა მოკლულ გიორგის ახსნა ჯვარი და ხატები, რომლებსაც საიდუმლოდ ატარებდა და შაჰს გაუგზავნა ნიშნად და საბუთად იმისა, რომ ეს იყო შენი „ერთგული“ მსახურიო – ამით ცდილობდა გიორგის მკვლელობის გამართლებას.
კრუშინსკის უწერია: „ავღანელებმა დამარცხებული ქართველების სიმამაცე ასეთი სიტყვებით შეამკეს: ყიზილბაშები დიაცები არიან ავღანელებთან შედარებით, ხოლო თვითონ ავღანელები კი დიაცები არიან ქართველებთან შედარებითო“

როგორ ვასწავლოთ „ვეფხისტყაოსანი“ სკოლაში
როგორ ასწავლიან და როგორ უნდა ისწავლებოდეს „ვეფხისტყაოსანი“ სკოლაში, ამ საკითხზე „ბათუმელები“ ფილოლოგს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, ლევან გიგინეიშვილს ესაუბრა.
– ბატონო ლევან, რა/ვინ იყო ის, რამაც დაგაინტერესათ „ვეფხისტყაოსნით“, იყო ეს სკოლა?
– სკოლაში კარგი ქართულის მასწავლებელი მყავდა, მაგრამ, ზოგადად, სკოლის პროგრამა ისეა აწყობილი, რომ დამაინტრიგებელი შეიძლება არ გახდეს ტექსტი. უფრო იმისთვის გამზადებენ, როგორ დაწერო თემა ისე, რომ, დავუშვათ, მიგიღონ უმაღლეს სასწავლებელში. თემებიც სტანდარტიზებული იყო – „მეგობრობა ვეფხისტყაოსანში“, „ქალთა სახეები ვეფხისტყაოსანში“… თან, საზეპიროებს გვაძლევდნენ: აუცილებლად უნდა გესწავლა ავთანდილის ანდერძი, ნესტანის წერილი… ვიღაც სწავლობდა, ვიღაც არ სწავლობდა… უბრალოდ, შინაარსის ცოდნაზე იყო აქცენტი. დამაინტრიგებელი თემები – სხვადასხვა ხელნაწერში რატომაა განსხვავება, რას ნიშნავს ეს და რატომ არის ასე და ა.შ. ასეთი რამ არ იყო. ამიტომ სკოლაში არ ჩავარდებოდი ისეთ ინტერესში რომელიმე ავტორით, რომ შემდეგ კვლევა მოგნდომებოდა.

უნივერსიტეტში სხვა დონეზე ვსწავლობდით და იქ „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად დასწავლის აზრიც მომივიდა. დავიწყე სწავლა, – მივედი ავთანდილი ასმათს რომ ხვდება იქამდე. მერე უკვე მივხვდი, რომ ასე არ შეიძლება! ასე, ზეპირად სწავლას თუ აძალებ თავს, ტექსტი შეგძულდება. ძველ საქართველოში ხშირად და ბევრს კითხულობდნენ, ამიტომ იღებდნენ მერე ამ ზეპირ ცოდნას, მაგრამ ჩვენს ეპოქაში, როდესაც ამდენი სხვა ინფორმაციაა, ამდენი სხვა ტექსია, ძალადობა გამოდიოდა [„ვეფხისტყაოსნის“ დაზეპირება].
არის ასეთი გამოთქმა: ღმერთი ან ეშმაკი დეტალებშიაო და მეც აღმოვაჩინე, რომ „ვეფხისტყაოსანში“ ყველაზე საინტერესო რაღაცები სწორედ დეტალებშია. აი, მაგალითად, იოანე პეტრიწზე რომ ვმუშაობდი, იქ არის [რუსთაველს იოანე პეტრიწისგან მიაქვს ტერმინოლოგია ძირითადად, თუმცა რაღაცებს ცვლის, მაგალითად, რუსთაველი არ ამბობს „ტრფიალებას“, ის ამბობს „მიჯნურობას“. რუსთაველი აღმოსავლურ სიტყვას იყენებს] სიტყვა „ნივთი“, რაც ნიშნავს მატერიას, მასალას. მასალა არის პოტენცია, რაც უნდა გახდეს, აქტუალიზირდეს მერე ნივთი. როდესაც ავთანდილი გადაწყვეტს ტარიელის მოძებნას, რუსთაველი ამბობს ავთანდილზე: „იგია ლხინი სოფლისა, იგია ნივთი და ვალი“ – სოფელი არის მთელი სამყარო; აი, ბოლო სიტყვებზე: „იგია ნივთი და ვალი“ – რატომ არის ავთანდილი ნივთი და ვალი?! სულ ვფიქრობდი ამაზე და უცებ ამენთო თავში: აჰაა, პეტრიწს აქვს ეს „ნივთი“, ნივთი არის პოტენცია, „ვალი“ არის მოვალეობა. გამოდის, რომ ის პოტენცია, რაც ავთანდილშია – ავალდებულებს მას, გახდეს სრულყოფილი ადამიანი, ანუ „ლხინი სოფლისა“, მთელი სოფლის, კოსმოსის სიხარული. რაღაც ასეთი უცებ აინთება, ფილოსოფიური აზრი და ძალიან საინტერესოა. ასევე საინტერესოა, როდესაც ხედავ განსხვავებებს სხვადასხვა ხელნაწერში. ამის შემდეგ უნდა ჩართო მთელი შენი დიალექტიკური, ლოგიკური უნარები _ რომელია მათ შორის ავთენტური?!
– ანუ, ძირითადად, ეს იყო უნივერსიტეტი, რამაც „ვეფხისტყაოსნის“ მიმართ ინტერესი გაგიღვიძათ?
– უნივერსიტეტი და მერეც… ეს არის ტექსტთან ხშირი ურთიერთობით; სკოლაშიც რომ დავიწყე სწავლება, მერე უნივერსიტეტშიც ვასწავლიდი „ვეფხისტყაოსანს“… აი, იქ ყოველ შეხებაზე არ შეიძლებოდა რამე ახალი არ აღმომეჩინა… დიდი სიხარულია, როდესაც შენ დაინახე ის, რაც სხვას შეიძლება არ დაუნახავს. მაგალითად, გადასარევი ადგილია – ერთ ხელნაწერზე ნესტანის წერილში წერია: „მუნა გნახო, მანდვე გსახო, განმინათლო გული ჩრდილი“, და ამავე ხელნაწერში გვერდით მიწერილია „მანდვე გსახოს“ ნაცვლად, „მადვე გსახო“. აქ გადამწერი ეტყობა ფიქრობს: „მანდვე“ უნდა ეწეროს, მაგრამ საიდანაც ვწერ იქ „მადვე“ წერია, მოდი „მადვესაც“ დავწერ, რომ წამკითხველმა ნახოს, შეიძლება ისიცაა სწორი, მაგრამ მე „მანდვე“ მგონია. თუმცა არ ვიცი, ასი პროცენტით დარწმუნებული არ ვარო… ამიტომ იქ „მადვეც“ დაწერა. ვფიქრობ, სწორედ „მადვე“ არის სწორი და გამოდის საინტერესო ფილოსოფიურ-თეოლოგიური აზრი. ასეთი რამ სულ ხდება.
– თქვენ რაც ისაუბრეთ სკოლის სისტემაზე, დიდად არაფერი შეცვლილა. დღეს მეექვსე კლასიდან იწყება პატარ-პატარა სტროფების სწავლება, მე-9 კლასში ანდერძს სწავლობენ და მეათეში უკვე მთლიანად „ვეფხისტყაოსანს“. ეროვნულ გამოცდებშიც შესაბამისად შეტანილია ეს საკითხი. თუმცა მოცემულობა ასეთია _ მოსწავლეთა დიდ ნაწილს ნეგატიური დამოკიდებულება აქვს „ვეფხისტყაოსნის“ მიმართ. ამას როგორ ახსნიდით, ასაკის პრობლემაა? რა არის გამოსავალი?
– მასწავლებელმა უნდა ჩადოს ამ ყველაფერში ხალისი, ინტერესი. „ვეფხისტყაოსანი“ რომ დაიწერა, მაშინ ბევრი არც არაფერი იყო, არც ტელევიზია იყო, არც კინოფილმები, არც თეატრი… ეს [„ვეფხისტყაოსანი“] იყო ძალიან დიდი თავშესაქცევი ტექსტი იმ დიდ თეოლოგიურ და ფილოსოფიურ მემკვიდრეობაში, რომელიც ძნელად იკითხებოდა და არ გაგართობდა/არ გაგახარებდა, თუ, ასე ვთქვათ, სპეციალისტი, პროფესიონალი ინტელექტუალი არ იყავი და მონასტერში არ ცხოვრობდი მთელი დღე და მოსწრება. „ვეფხისტყაოსანი“ დაიწერა, რომ ყველას წაეკითხა, სიხარული მიეღო. იქ ინტრიგა დევს, პოლიტიკური დაპირისპირებები, საბრძოლო, ბატალური სცენები, სიუჟეტის განვითარება, რაღაც დეტექტიური მომენტები… ეს ყველაფერი დიდ ხალისში აგდებდა მკითხველს. ახლა იმდენი სხვა რაღაცაა [ფილმები, თანამედროვე ლიტერატურა და ა.შ.], რომ ბავშვებისთვის „ვეფხისტყაოსანი“ აფეთქებად აღარ ჩანს, თუმცა თავის დროზე ეს იყო დიდი ბომბი. ახლა ჩანს როგორც ანტიკვარული ტექსტი. ამიტომ, რომ ანახო მოსწავლეებს, რატომ იყო „ვეფხისტყაოსანი“ აფეთქება, რა უძღოდა წინ, რატომ დევნიდნენ თვითონ ტექსტს და ავტორს [ყველაზე ძველი ხელნაწერი გვაქვს XVI-XVII საუკუნიდან. ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ მანამდე ამ ტექსტს დევნიდა ოფიციალური ცენზურა]. როგორც ჩანს, რაღაც ისეთი ხედვები შემოიტანა რუსთაველმა, რაც მანამდე არ იყო და სახიფათოდაც ჩათვალეს. აი, ეს ყველაფერი რომ აუხსნა ბავშვებს, შეიძლება დაინტერესდნენ. თავზე მოხვევა არ შეიძლება.
– განათლების სისტემა მოსწავლეებს თავს ახვევს „ვეფხისტყაოსანს“?
– შეიძლება, თუ საზეპიროებს მოსთხოვ და ამ საზეპიროების ანალიზი არ გექნება. ჯობია არ იცოდეს ზეპირად, მაგრამ ესმოდეს რა ითქმება ამა თუ იმ პასაჟში. დავუშათ, რომ იტყვის: „მე სიტყვასა ერთსა გკადრებ, პლატონისგან სწავლა თქმულსა, სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა მერმე სულსა“, – სად ამბობს ამას პლატონი?! მოდი ვნახოთ, პლატონის „დიალოგებში“ თუ არის სადმე მსგავსი… არის ამაზე კვლევები ხომ?! – აჩვენე! ზუსტად იმეორებს პლატონს რუსთაველი თუ თავისას ამატებს რაღაცას?! როგორი ინტერპრეტაციაა ეს – თავისუფალი თუ ზუსტი?! იქნებ ეს რუსთაველის თეორიაა, რომელიც მან ჩადო პლატონის ნათქვამში და სინამდვილეში პლატონს არ აქვს ეს ასე?! უამრავი რაღაცაა… სოკრატე, მაგალითად, – ვეზირი არის სოგრატი [სოგრატი იგივე სოკრატეა, მაშინ ასე გამოითქმოდა, ბიზანტიური გამოთქმით ასე ესმოდათ ქართველებს], რატომ შექმნა ვეზირად რუსთაველმა სოკრატე?! რუსთაველს აქვს 4-5 ირონიული ადგილი [ერთს რომ ამბობ და სხვას გულისხმობ] და აქედან ორი ეკუთვნის სოგრატს [სოკრატეს]. სოკრატე კი ცნობილია თავისი ირონიით. აი, ვნახოთ ეს ორი ირონიული ადგილი სოკრატესი და დავსვათ საკითხი: ეს პედაგოგიური ირონიაა, როგორც სოკრატეს ჰქონდა პლატონის „დიალოგებში“, თუ ჩვეულებრივად გასართობი ირონიაა და არავითარი პედაგოგიური აზრი შიგნით არ დევს?! ძალიან საინტერესო რამეზე შეიძლება გახვიდე. შეიძლება ნახო, რომ სწორედაც ფილოსოფიურ-პედაგოგიური ირონიაა ის ორი შემთხვევა, რომელიც არის სოკრატესთან.
– ასე რომ იმსჯელო მოსწავლესთან, საჭიროა ის იყოს უფრო დიდი ასაკის? როგორ ფიქრობთ, როდის უნდა მივიყვანოთ მოსწავლე/ბავშვი „ვეფხისტყაოსანთან“?
– 14 წლის ასაკიდან უკვე ზრდასრული აზროვნება შეუძლია ბავშვს, როგორ არ შეუძლია! ამდენ წიგნებს ისედაც კითხულობენ. ყოველთვის, როდესაც მოდიან ხოლმე ჩემი მოსწავლეები არდადეგებიდან, ვეკითხდები რა წაიკითხეს და ის აზრი, რომ კომპიუტერულ ეპოქაში ვცხოვრობთ და არაფერს კითხულობენ ახალგაზრდები, არ შეესაბამება სიმართლეს – გაგიკვირდებათ, მთელი ნობელის ლაურეატები, ფამუქი და რა ვიცი, კიდევ რამდენი რამ აქვთ წაკითხული 14-15 წლის ბავშვებს და რატომ არ უნდა იკითხონ „ვეფხსიტყაოსანი“?! უნდა იკითხონ და იმსჯელონ!
– ანუ, დაბალ კლასებში შეტანილი რამდენიმე სტროფიც, რომ იყოს მიწოდებული საინტერესოდ, გამოიწვევდა მოსწავლეთა დაინტერესებას?
– ცხადია, აბა რა! დეტექტივების კითხვა როდის დავიწყეთ?! სადღაც 12 თუ 11 წლის ვიყავი… შეიძლება უფრო ადრეც. არ მესმოდა ის ინტრიგა, რაც იყო?! ახლაც შეიძლება მისცე რაღაც ასეთი გამოცანასავით: ვეფხისტყაოსანში არის ერთადერთი ოცმარცვლიანი სტროფი: „შეკრა წითელი ასი ათასი, პირად მზემან და ტანად სარომან, ასი ათასი…“ აქედან დასვი შეკითხვა: ეს სტროფი ზოგ ხელნაწერში არის, ზოგ ხელნაწერში არ არის. როგორ ფიქრობთ, ეს სტროფი [რუსთაველის სტროფია] ავთენტური არის თუ არ არის? დავუშვათ, რას იტყოდით, თუ გვაქვს ორი ხელნაწერი, ორივე ძველია და ხელნაწერის სიძველე არ გვაჩვენებს. იმსჯელეთ ლოგიკურად. ზოგი იტყვის: რა თქმა უნდა, ეს ჩამატებულია, რადგან თუ ყველა სტროფი 16-მარცვლიანია ეს რატომ არის ოცმარცვლიანი, როგორ გამოტყვრებოდა მათ შორის?! – ესე იგი, ჩამატებულია! მერე სხვა იტყვის: არა! ეს რომ ჩამატებული იყოს, ჩამმატებელი ხომ დაამსგავსებდა?! არ მოინდომებდა ენახათ, რომ ჩამატებულია და 16-მარცვლიანს გააკეთებდა, ესე იგი, ეს თვითონ რუსთაველის ექსპერიმენტატორობაა! მერე ამაზე დაიწყება კამათი და იმის განხილვა, აუცილებელია თუ არა იმ ადგილას ეს სტროფი და მისი არყოფნით ირღვევა რამე თუ არა. ასე საინტერესო ხდება ეს ყველაფერი.
– ესე იგი, სწავლების მეთოდიკაშია პრობელმა და არა იმაში, რომ ადრეული ასაკიდან…
– ცხადია, შენ უნდა ჩადო საინტერესო მომენტები და ბავშვები მიხვდნენ, რომ შეიძლება ამაზე ფიქრი, ისეთი რაღაცების მიგნება, რაც შეიძლება მანამდე მიგნებულიც არ იყო.
სკოლებში სტანდარტული თემები არ უნდა იყოს. უნდა მისცე მოსწავლეს უფლება დაწეროს თემა, რაც დააინტერესებს. მაგალითად, დააინტერესა „ყვავილები ვეფხისტყაოსანში“ – რამდენი ყვავილის სახელია, ეს ყვავილები დღეს რა ყვავილებია [სახელები იცვლება ხანდახან] ან რა ფერისაა ის [ყვავილი], რა ფერს გულისხმობს და რატომ გამოიყენა ავტორმა ეს ფერი ამა თუ იმ კონკრეტულ ადგილზე. შეიძლება ეს თემები გაცილებით საინტერესო იყოს ბავშვებისთვის და ასეთი ინდივიდუალური პატარ-პატარა პროექტები რომ გააკეთონ კლასში, თითომ თითო, მეტი ინტერესი გამოიწვიოს. არა ზოგადი, არამედ ინდივიდუალურად [მოსწავლემ] თავისი რაღაც დაიჭიროს ტექსტში და რაღაც თავისი თქვას.
მე [„ვეფხისტყაოსანს“] სკოლაშიც ვასწავლი და უნივერსიტეტშიც წამიყვანია ასეთი კურსი: ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს“ ძალიან დაწვრილებით, დეტალებს ვარჩევთ. ყველაზე საინტერესო ზუსტადაც დეტალებია! მაგალითად, კლასში „ვეფხისტყაოსნის“ გაზეთი გავაკეთებინე და ვაკეთებინებდი რეპორტაჟებს. წერდნენ: აი, ინდოეთში მოვლენები ასე ვითარდება… რაღაცა, რაღაცა და ნამდვილი გაზეთები გვქონდა გაკეთებული. სახალისო მომენტებიც იყო, რა თქმა უნდა, ვითომ ახალი ამბები იყო: „ამას წინათ ჩვენს ტყეში გამოჩნდა ბენგალური ვეფხვი“! და ბევრი ასეთი. ბავშვებს რომ მისცემ თავისუფლებას, შენზე გაცილებით შემოქმედებითები არიან და ძალიან საინტერესო რაღაცებს მოგცემენ. რა თქმა უნდა, მასწავლებელზეც ბევრია დამოკიდებული. არ უნდა გააფეტიშო ეს ტექსტი და ზედმეტად სუბლიმიზაცია არ უნდა მოახდინო – ღრუბლებს ზემოთ არ უნდა აიყვანო და თაროზე შემოდო.
რუსთაველს ძალიან კვიმატი გონება აქვს, ირონიზირება შეუძლია თვითონაც, შეთამაშება იცის… ეკლესიის მამა არ არის შოთა რუსთაველი. მხიარული გონება აქვს და ძალიან შემოქმედებითია. შეუძლია ადამიანების სისუსტეები დაგანახოს თვით ამ ადამიანების თვალსაზრისით. შეიძლება მულტფილმიც, კინოც გადაიღო შოთა რუსთაველზე… „ილიადა“ „ტროა“ გადაიღეს… ჩემთვის წიგნი ჯობია, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან კარგი, რომ გადაიღეს „ტროაც“. არ წამიკითხავს „ანტიტყაოსანი“, მაგრამ კარგია, რომ არის. რუსთაველს უფრო გაუხარდებოდა, რომ შემოქმედებითად იაზრებენ, თუნდაც დასცინიან, თუნდაც ამით ამჩნევენ მაინც. რაღაცას იწვევს ეს, ტექსტი ცოცხლდება. როგორც კი თაროზე შედებ სქელყდიან წიგნებთან და გააძეგლებ, კლავ ამით! შოთა რუსთაველსაც ეგრე ეუბნებოდნენ და განიხილავდნენ [როგორც შამუგიას]: როგორ გარყვნა ჩვენი ქრისტიანული კულტურა, რა გვეშველება ქართველებს, ეს რა საშინელება მოიტანა, ეს გარყვნილი და საძაგელი კაცი შოთა რუსთაველი, დაწვით მისი ნაშრომები… რუსთაველი არის ბომბი, ყველანაირად, მსოფლმხედველობრივადაც… რუსთაველის მიჯნურობის თეორიას იმდროინდელი ეკლესია ჩათვლიდა სატანურად. მიჯნურობა რუსთაველამდე საქართველოში აღიქმებოდა როგორც დემონური სტიქია, ბოროტება. მერე რუსთაველმა გამოაცხადა: არა, ეს ბოროტება კი არ არის, არამედ ამაღლებს სულს და აჰყავს ღმერთამდე, ახალი ხედვა შემოიტანა სრულიად. იმდროინდელი ეკლესიისთვის ეს იქნებოდა სკანდალი.
მასწავლებელმა მოსწავლეები არ უნდა დაღალოს. მაგალითად, სამ ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებს რომ წაიკითხავს ბავშვი, ძალიან იღლება. პაუზები თუ არ გააკეთე, სახალისო მომენტები თუ არ შეიტანე, შუაში სხვა თანამედროვე ტექსტი თუ არ წააკითხე ან ფილმი არ ანახე, ეს დატანჯავს ბავშვებს. ტანჯვა არ უნდა იყოს სწავლა! „სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების“ არ არის სწორი. სწავლის ძირი ტკბილ-მწარეა იმიტომ, რომ სწავლა ტკბილ-მწარე თუ არ არის და მარტო მწარეა, ის სწავლა ცუდი იქნება, სწავლას მოიძულებს ადამიანი. რა თქმა უნდა, გურამიშვილი ამას არ გულისხმობს, მე ახლა მის სიტყვაზე გამოვეკიდე, მაგრამ სწავლაში ორივე ერთად უნდა იყოს, ეს ტკბილ-მწარე პროცესია. მწარე იმ გაგებით, რომ რთულია, მაგრამ მეორე მხრივ, გსიამოვნებს, გიხარია ეს გამოწვევა და როცა დაძლევ რაღაცას, მიხვდები, აღმოაჩენ, ამას სიხარული უნდა ახლდეს, ანუ სწავლის პროცესი უნდა იყოს სახალისო.
მინდა, ვიყოთ ერთად,
სოფელში და წვიმდეს.
შემოჩვეულ სევდას
წვიმის ღვარი შლიდეს.
იფარვიდეს შინდი,
შეციებულ ჩიტებს,
შენ კი... ჩემი დიდი
სიყვარული გჭირდეს.
არა ვგავდეთ დიდებს…
მიკითხავდე ლექსებს..
მიკოცნიდე ლამაზ,
საფერებელ თითებს.
მთელი ღამე ხშირი
თბილი წვიმით წვიმდეს.
შენ კი . . .
ჩემი დიდი
სიყვარული გჭირდეს.
სოფელში და წვიმდეს.
შემოჩვეულ სევდას
წვიმის ღვარი შლიდეს.
იფარვიდეს შინდი,
შეციებულ ჩიტებს,
შენ კი... ჩემი დიდი
სიყვარული გჭირდეს.
არა ვგავდეთ დიდებს…
მიკითხავდე ლექსებს..
მიკოცნიდე ლამაზ,
საფერებელ თითებს.
მთელი ღამე ხშირი
თბილი წვიმით წვიმდეს.
შენ კი . . .
ჩემი დიდი
სიყვარული გჭირდეს.
შოთა ნიშნიანიძე
კონა-კონა იყოს...
და ვაფრქვევდეთ გულში
ჩაბუდებულ სითბოს...
სულ, სულ ენთოს სახლში,
სიყვარულის ცეცხლი...
თმახუჭუჭა ბავშვი
და შენ მყავდე გვერდში...
მინდა მქონდეს სახლი,
ქოხი, ქოხამუხი...
სიყვარულის ძალით
არ ქრებოდეს შუქი...
მინდა ჩვენი სახლი,
ეკლესიას გავდეს
და წაუსვლელ სტუმრად,
სულ, უფალი გვყავდეს...
/ნინო ახალაშვილი/
Friday, 14 April 2017
ქეთევან დედოფალმა უარი თქვა მაჰმადიანობის მიღებაზე, შაჰის ბრძანებით ის წამებით მოკლეს. მან უფლის შემწეობით ჩაშალა შაჰის ზრახვები. ქეთევან დედოფლის მოკვდინება – ეს იყო უდიდესი სისასტიკე, როგორიც კი შაჰ აბასს ოდესმე ჩაუდენია. მან ხელი გაისვარა ასეთი ღირსეული მანდილოსნის სისხლით. ღირსეულისა არა მარტო წამების ატანით, არამედ იმ დიდი პატივისცემით, რაც მან სავსებით დაიმსახურა.
პიეტრო დელა ვალე
1978 წლის 14 აპრილს ქართველობამ იხსნა ქართული ენა, ქართველმა სტუდენტობამ იხსნა ჩვენი საღვთო მშობლიური ენა..
და შენი მოდგმა შენი რასა, აღსრულებული მოწამეობრივ განგრძობითობაში, შენივე იდენტიფიკაციის სახეა შენივე ენა, დედა -ენა, ამ ენაზეა შექმნილი ქართული სახელმწიფოებრიობა ამ ენაზეა იგი თვითმყოფადი და მარადიული. თუ რაოდენ ეფერება სამყაროს მისი სიდიადე, ეს იქიდანაც ჩანს თუ ინგლისურში წვიმას ჰქვია rain ქართულად ეს 60 ზე მეტი სიტყვით შეგვიძლია გამოვთქვათ, ამ პატარა მაგალითიდან ჩანს მისი მისტიური სიღრმე. ქართულს სამი ქართულენოვანი განშტოება აქვს, როგორც სამება, ჩვენი სულის ერთადერთი გადარჩენის სრულყოფა. სამი ქართულენოვანი გაგება მეგრულ-სვანური არსით, კუთხური დიალექტური გაგება, უფრო ღრმაა და უფრო თავისუფალი, თავიანთი შერწყმით მიიღება დიადი მრავალფეროვანი ერი.
ჩვენი გზა სრულიად თავისუფალია, რამეთუ ღმერთმა მოგვცა გზა, სწორედ მან უწოდა სამყაროს შექმნის პროცესში, დღეს ნათელი, ღამეს ბნელი, ასევეა მისი გზაც, მისი მოწამეობა ნათელია, მისგან განდგომა ბნელი.
ჭეშმარიტი ქართველი კი ის არის ვინც ამ არჩევანს შორის ნათელს აირჩევს. ნათელს, რომელიც ერის ბნელმოცულ კუთხეებს გაანათებს.

„ განსხვავებით ცხოველისაგან‚ რომელიც ორ განზომილებაში – დროსა და სივრცეში – ცხოვრობს‚ ადამიანი ცხოვრობს სამ განზომილებაში – დროში‚ სივრცეში და ენაში“ - წერდა შესანიშნავი მწერალი ჯემალ ქარჩხაძე.
ქართული ენა ის გარემოა, რომელშიც ვცხოვრობთ, ის სათვალეა, რომლის საშუალებითაც სამყაროს აღვიქვამთ, ის სახლია, სადაც ყოველთვის სიამოვნებით ვბრუნდებით, ის ჰაერია, რომელსაც ისე ვსუნთქავთ, რომ ამაზე არც ვფიქრობთ...
ჩვენ მშობლიურ ენას ვატარებთ ყველგან და ყოველთვის, ვატარებთ, იმ საგზალივით, რომელმაც გაჭირვებისას უნდა გვიშველოს, ზოგჯერ წყალს გამოვადენთ, ზოგჯერ - გუდას ბდღვირს ავადენთ...
დედაენის დღეს გილოცავთ, ენის, რომელიც ჩვენში სისხლივით მოედინება და გვქმნის სწორედ ისეთებს, როგორებიც ვართ!
აკაკი ბაქრაძის მოგონება
1978 წლის მარტ-აპრილის მოვლენების შესახებ. აკაკი ბაქრაძე, ტომი IV, გვ. 453-471. თბილისი 2005
1978 წლის 23 მარტს, ხუთშაბათ დღეს, საქართველოს კპ ცკ-ში პროპაგანდის განყოფილების გამგემ გიორგი ბედინეიშვილმა თათბირი ჩაატარა. თათბირს კულტურის განყოფილების გამგე ალექსანდრე ალექსიძეც ესწრებოდა. მიწევულნი იყვნენ შემოქმედებითი კავშირების მდივნები, კულტურის სხვადასხვა დაწესებულებათა დირექტორები და პარტკომები. თათბირს პროპაგანდის გამგემ მოახსენა:
− ხვალ, 24 მარტს, პრესაში გამოქვეყნდება საქართველოს სსრ-ის ახალი კონსტიტუციის პროექტი. ჩვენ ძალიან სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ მის განხილვას. რაც შეიძლება, მაღალ დონეზე უნდა ჩატარდეს იგი. ახალი კონსტიტუცია არსებითად იგივეა, რაც ძველი, მაგრამ არის ერთი ცვლილება: ამოღებულია მუხლი, სადაც ეწერა − საქართველოს სსრ-ის სახელმწიფო ენა არის ქართული − და მის მაგიერ შეტანილია 75-ე მუხლი, რომელიც ამგვარად გახლავთ ჩამოყალიბებული და გ. ბედინეიშვილმა წაიკითხა 75-ე მუხლი: „საქართველოს სს რესპუბლიკა უზრუნველჰყოფს ქართული ენის ხმარებას სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოებში, კულტურულ და სხვა დაწესებულებებში და ახორციელებს სახელმწიფო ზრუნვას მისი ყოველმხრივი განვითარებისათვის.
საქართველოს სს რესპუბლიკის ყველა ამ ორგანოსა და დაწესებულებაში, თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, უზრუნველყოფილია თავისუფალი ხმარება რუსული, აგრეთვე სხვა ენებისა, რომლებითაც მოსახლეობა სარგებლობს.
რაიმე პრივილეგიები ან შეზღუდვები ამა თუ იმ ენის ხმარებაში არ დაიშვება“ (საქართველოს სს რესპუბლიკის კონსტიტუციის პროექტი დაბეჭდილია 1978 წლის 24 მარტის გაზეთ „კომუნისტში“).
როცა ამ მუხლის კითხვა დამთავრდა, დარბაზში უკმაყოფილების ჩურჩული გაისმა. ჯანსუღ ჩარკვიანმა პროპაგანდის გამგეს კითხვა მისცა: − რამ, რა აუცილებლობამ გამოიწვია მუხლის შეცვლა? გ. ბედინეიშვილმა მიუგო: − ძველ, 1936 წლის კონსტიტუციებში, მხოლოდ საქართველოსა და სომხეთს ჩაუწერეს, რომ ამ ქვეყნებში, შესაბამისად, ქართული და სომხურია სახელმწიფო ენები. სხვა მოკავშირე რესპუბლიკათა კონსტიტუციებში არ ყოფილა მუხლი სახელმწიფო ენის შესახებ. ამიტომ ყველა რესპუბლიკა ერთიან მდგომარეობაში რომ იყოს, გადაწყვიტეს 76-ე მუხლი, სადაც სახელმწიფო ენაზეა ლაპარაკი, ამოეღოთ. ჩაწერეს 75-ე მუხლი. ისიც უნდა გითხრათ, რომ, გარდა საქართველოსა და სომხეთისა, 75-ე მუხლი არ არის არცერთი მოკავშირე რესპუბლიკის კონსტიტუციაში. ამით სკკპ-ის ცკ-მა ღრმა პატივისცემა გამოამჟღავნა ქართული და სომხური ენების მიმართ.
როცა პროპაგანდის განყოფილების გამგემ პასუხი დაამთავრა, სიტყვა ვითხოვე და ვთქვი: − ამგვარ ცვლილებას ქართველი საზოგადოება დადებითად არ შეხვდება. ჩვენი ხალხი არ დაუშვებს ქართული ენის კონსტიტუციურ შეურაცხყოფას. ამან შეიძლება ძალიან ცუდი ნაყოფი გამოიღოს. ამიტომ, უმჯობესია, აღვადგინოთ ის, რაც ეწერა ძველ კონსტიტუციაში და ამოვიღოთ ეს საეჭვო 75-ე მუხლი.
რატომღაც ჩემმა სიტყვებმა გაანაწყენა გ. ბედინეიშვილი და მკაცრად მიპასუხა: − ამ პროექტს შენზე არანაკლებ განათლებული და საქმეში ჩახედული ადამიანები წერდნენ. არც შენზე ნაკლები პატრიოტია აქ ვინმე. მეც გავღიზიანდი და შევეპასუხე: − გიორგი, ჩვენ ძველი ამხანაგები ვართ და კარგად იცი, რომ არც განათლებულობაში ვეჯიბრები ვინმეს და არც პატრიოტობაში. მაგრამ იმას კი გეტყვი, რომ 75-ე მუხლი თაღლითური მუხლია და არავინ მოტყუვდება. მისი ნამდვილი აზრი ჩვენც კარგად გვესმის და მას ხალხიც ჩინებულად გაიგებს. არაფრით არ შეიძლება საქართველოს კონსტიტუციაში არ ეწეროს − საქართველოს სსრ-ის სახელმწიფო ენა არის ქართული. ეს მუხლი აუცილებლად უნდა დაბრუნდეს კონსტიტუციაში.
დარბაზში ვითარება დაიძაბა. მაშინ გიორგი ნატროშვილმა ითხოვა: − აქ მოწვეულთაგან კონსტიტუციის პროექტი არავის წაუკითხავს. თქვენ მხოლოდ ერთი ცვლილება გაგვაცანით, სხვა რა წერია და როგორ, არ ვიცით. ამიტომ გთხოვთ, ჯერ ნუ გამოაქვეყნებთ პროექტს. მოგვეცით საშუალება, წავიკითხოთ, ღრმად გავეცნოთ, მოგახსენოთ ჩვენი აზრი. მოისმინეთ იგი. აწონ-დაწონეთ და ამის შემდეგ გამოაქვეყნეთ პროექტი.
− რუსულ ტექსტში არაფრის შეცვლა არ შეიძლება, − უპასუხა გ. ნატროშვილს პროპაგანდის განყოფილების გამგემ, − ქართული თარგმანი კი, ბატონო, დახვეწეთ, დაამუშავეთ, გააშალაშინეთ, არავის არაფერი აქვს საწინააღმდეგო, − და თათბირი დახურულად გამოცხადდა.
მეორე დღეს, 24 მარტს, გაზეთ „კომუნისტში“ საქართველოს სსრ-ის კონსტიტუციის პროექტი გამოქვეყნდა. იმავე დღეს საქართველოს კპ ცკ-ის სხდომათა დარბაზში დიდძალი საზოგადოება შეიკრიბა: რაიკომის მდივნები, მინისტრები, ჟურნალ-გაზეთების რედაქტორები, უმაღლეს სასწავლებელთა რექტორები, შემოქმედებითი კავშირების ხელმძღვანელები და ასე შემდეგ. საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის მხრიდან ესწრებოდნენ ედუარდ შევარდნაძე, ვიქტორია სირაძე, სოლიკო ხაბეიშვილი, გიორგი ბედინეიშვილი, ჟიული შარტავა. საერთო ინფორმაცია ედ. შევარდნაძემ მიაწოდა შეკრებილ საზოგადოებას. ს. ხაბეიშვილმა და გ. ბედინეიშვილმა კი ილაპარაკეს იმაზე, რომ აუცილებელია, კონსტიტუციის პროექტის განხილვა ჩატარდეს ერთსულოვნებისა და საზეიმო ვითარებაში.
როცა ოფიციალურ პირთა გამოსვლები დამთავრდა, ედ. შევარდნაძემ დამსწრე საზოგადოებას მიმართა − რას იტყვითო. დარბაზი დადუმდა. ეტყობოდა, საკუთარი ინიციატივით ლაპარაკის დაწყებას არავინ აპირებდა. მაშინ საქართველოს კპ ცკ-ის პირველი მდივანი თავად მიუბრუნდა კრების მონაწილეებსა და კითხვები დაუსვა. პირველად განათლების მინისტრს − ოთარ ქინქლაძეს ჰკითხა: როგორ არისო საქმე განათლების სამინისტროში? ოთარმა უპასუხა: − განათლების სამინისტრო მზად არის კონსტიტუციის პროექტის განსახილველად. ვფიქრობ, მხარდაჭერაც ერთსულოვანი იქნებაო.
ოთარ ქინქლაძის შემდეგ, ედ. შევარდნაძე საქართველოს კპ თბილისის საქალაქო კომიტეტის მდივანს − ნელი გურგენიძეს მიუბრუნდა. მასაც იგივე კითხვა დაუსვა, რაც განათლების მინისტრს. ნ. გურგენიძის პასუხიც დადებითი იყო. კრების მესამე მონაწილე, ვისაც ედ. შევარდნაძემ კითხვით მიმართა, გახლდათ თბილისის უნივერსიტეტის რექტორი დავით ჩხიკვიშვილი.
დავით ჩხიკვიშვილი: ავად ვიყავი და უნივერსიტეტში დღეს მივედი. ამდენად სრულ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ახალი კონსტიტუციის პროექტის განხილვამ კარგად ჩაიაროს. თუმცა გულახდილად უნდა გითხრათ, რომ უკვე შემატყობინეს, რომ როგორც პროფესორ-მასწავლებელთა, ისე სტუდენტთა შორის არის უკმაყოფილება.
ედ. შევარდნაძე: მაინც რით?
დ. ჩხიკვიშვილი: განსაკუთრებით 75-ე მუხლით, სადაც ენაზეა ლაპარაკი.
ედ. შევარდნაძე: რას ამბობენ, რატომ არ მოსწონთ?
დ. ჩხიკვიშვილი: კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით. როგორც გითხარით, ავადმყოფობის შემდეგ, დღეს პირველად მივედი უნივერსიტეტში. ვითარებას ზუსტად გავეცნობი და მოგახსენებთ.
ედ. შევარდნაძე: პირადად თქვენ რა აზრის ხართ, მოგწონთ თუ არა 75-ე მუხლი?
დ. ჩხიკვიშვილი გაჩუმდა. არც ჰო უპასუხა და არც არა.
ედ. შევარდნაძემ საყვედურით შენიშნა: − თუ თქვენ არ გაქვთ შემუშავებული საკუთარი აზრი, მაშინ, ცხადია, ვერ უხელმძღვანელებთ უნივერსიტეტში კონსტიტუციის პროექტის განხილვას, _ და ისევ შეკრებილთ მიმართა, − კიდევ ვის სურს სიტყვა?
მე ვითხოვე სიტყვა და ვთქვი:
− პირველად ახალი კონსტიტუციის შესახებ გუშინ მოვისმინე თათბირზე. დღეს დილით უკვე გაზეთშიც წავიკითხე პროექტი. გუშინაც ვთქვი და დღესაც უნდა გავიმეორო _ არ მომწონს და არ ვეთანხმები 75-ე მუხლს. ისიც უნდა გითხრათ: წეღან აქ რომ ზოგიერთი შეუგნებელი ახსენეს, რომელსაც არ ესმის ამ კონსტიტუციის მნიშვნელობა, მე ვარ.
ედ. შევარდნაძე: მაინც კონკრეტულად რა არ მოგწონთ?
მე: მთელი მუხლი. პირველი სტრიქონიდან ბოლო სტრიქონამდე. მე მიმაჩნია, რომ ენის შესახებ კარგად არის ნათქვამი დღესდღეობით მოქმედ კონსტიტუციაში − საქართველოს სსრ სახელმწიფო ენა არის ქართული. მას შეცვლა არ სჭირდება. 75-ე მუხლი კი დამამცირებელი ქვეტექსტის მატარებელია.
ვ. სირაძე: რატომ კითხულობთ კონსტიტუციას ქვეტექსტებით?
მე: ყოველი ტექსტი, მათ შორის კონსტიტუციისაც, ქვეტექსტის მატარებელია. ყველა შეგნებული მკითხველი მოვალეა, წაიკითხოს ეს ქვეტექსტი.
ედ. შევარდნაძე: კრიტიკოსის პოზიციიდან ნუ გველაპარაკებით.
მე: კრიტიკოსობა არაფერ შუაშია. უბრალოდ ვცდილობ, მკაფიოდ გამოვთქვა აზრი. ხომ ცხადია, მნიშვნელობა რომ არ ჰქონდეს, არავინ მოსკოვში არ ამოიღებდა ძველი კონსტიტუციიდან მუხლს, სადაც ქართველი ენის სახელმწიფოებრიობაზეა ლაპარაკი და არ ჩაწერდა ახალ 75-ე მუხლს. მაშასადამე, არსებობს ჩანაფიქრი, რაც ქართული ენის წინააღმდეგ არის მიმართული.
(როცა ეს საუბარი მიმდინარეობდა, კრების პრეზიდიუმიდან მესმოდა ხმები − ვინ ყოფილა ეს, რა უკუღმართი აზროვნება ჰქონია).
ედ. შევარდნაძე: ჩამოაყალიბეთ ეს მუხლი თქვენ და, სიტყვას გაძლევთ, ისე შევიტანთ კონსტიტუციაში.
მე: ვფიქრობ, არაფერია ჩამოსაყალიბებელი. უბრალოდ ძველი კონსტიტუციიდან ახალ კონსტიტუციაში უნდა გადმოვიტანოთ მუხლი, სადაც ნათქვამია: საქართველოს სსრ-ის სახელმწიფო ენა არის ქართული. აზრი ჩამოყალიბებულია სხარტად და მკაფიოდ. მას არც შეცვლა სჭირდება და არც გასწორება.
ედ. შევარდნაძე: ეს შეუძლებელია.
მე: თუ ეს შეუძლებელია, მაშინ ყველა ჩვენთაგანისათვის გასაგებია: ქართულს კონსტიტუციურად ართმევენ სახელმწიფო ენის ფუნქციას. ჩვენი ხალხიც მოიქცევა მდგომარეობის შესაბამისად.
სიტყვა რომ დავამთავრე და ტრიბუნიდან ჩამოვედი, დარბაზი გააქტიურდა. ზედიზედ გამოვიდნენ კულტურის სამინისტროს, მეცნიერებათა აკადემიის, მხატვართა, კომპოზიტორთა, მწერალთა კავშირების, ინსტიტუტების წარმომადგენლები. ისინი აკრიტიკებდნენ ჩემს სიტყვას და ერთსულოვნად უჭერდნენ მხარს კონსტიტუციის პროექტს.
მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენელმა ესეც კი თქვა:
_ არც კი მოველოდი, რომ ახალი კონსტიტუციის პროექტი რაიმე აზრთა სხვადასხვაობას გამოიწვევდა, იმდენად ბრძნულად არის იგი შედგენილი. მე გამაკვირვა ბაქრაძის გამოსვლამ. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ჩვენი სახელმწიფო ენა არის რუსული. უხერხულიც კი არის სახელმწიფო ენად ქართული მოვითხოვოთ. ჩვენ, კონსტიტუციის თანახმად, არავინ გვიკრძალავს ქართულად ლაპარაკს. ეს უდიდესი მიღწევაა. მე ვიცი, მეფის დროს, როგორ გამოუცხადეს მამაჩემს საყვედური იმის გამო, რომ სამსახურში ქართულად დაილაპარაკა. ახლა ეს არ მოხდება, რადგან ქართულად ლაპარაკის უფლება მონიჭებული გვაქვს. ჩვენში უკვე ყველა განათლებულმა ადამიანმა იცის რუსული და სხვა სახელმწიფო ენა არ გვჭირდება. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია ერთხმად დაუჭერს მხარს ახალი კონსტიტუციის პროექტს.
ორატორთა უმრავლესობა კონსტიტუციის პროექტს უწოდებდა ილია ჭავჭავაძის ოცნების განხორციელებას (ორატორთა გვარებს შეგნებულად არ ვასახელებ. დღევანდელ ვითარებაში ეს საჭიროდ არ მიმაჩნია).
იმდენად დიდი იყო ჩემი სიტყვით აღშფოთება, რომ კრების დასასრულს, დასკვნით სიტყვაში, ედ. შევარდნაძემ ჩემი დაცვა მიზანწეწონილად ჩათვალა. კრების მონაწილეებს მიმართა: − აქედან რომ გახვალთ, ბაქრაძე არ ჩაქოლოთ. იგი გულწრფელად ლაპარაკობდა და აქ სწორედ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ გულახდილად გაგვეზიარებინა ერთმანეთისათვის აზრი. შემდეგ განმარტა, რატომ არ შეიძლებოდა, კონსტიტუციაში ქართული ენა მოეხსენებინათ სახელმწიფო ენის სტატუსით. ცნების − სახელმწიფო ენა − წინააღმდეგი, თავის დროზე, ლენინი იყოო. მართალია, იგი რუსული ენის შესახებ ამბობდა ამას, მაგრამ მისი დებულება თანაბრად ეხებაო ყველა ენას. ერთადერთი, რასაც მოსკოვში მივაღწიეთ, ეს 75-ე მუხლია. იგი აღარ შეიცვლებაო.
ამით ეს თათბირი დამთავრდა.
(როცა 1978 წლის 24 მარტის საქართველოს კპ ცკ-ში ჩატარებული კრების სტენოგრაფიული ჩანაწერი გამოქვეყნდება, მკითხველი მკაფიოდ დაინახავს, რომ, მართალია, მოკლედ, შეკუმშულად, მაგრამ სრულიად ობიექტურად გადმოვეცი ის, რაც თათბირზე მოხდა).
მომავალი ამბებისათვის ამ კრებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. თბილისში თვალის დახამხამებაში გავრცელდა კრების ამბავი.
დაიწყო საზოგადოებრივი აზრისა და კომუნისტური პროპაგანდის ბრძოლა.
1978 წლის 26 მარტს გაზეთ „კომუნისტში“ გამოქვეყნებული საქართველოს კპ ცკ-ის დადგენილება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისაგან მოითხოვდა ერთსულოვნად დაეჭირათ მხარი კონსტიტუციის ახალი პროექტისათვის: „საქართველოს კომპარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა მტკიცე რწმენა გამოთქვა, რომ საქართველოს სსრ ახალი კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა ერთხელ კიდევ დაადასტურებს საქართველოს მშრომელთა მონოლითურ შეკავშირებას კომუნისტური პარტიის ლენინური ცენტრალური კომიტეტის, სკკპ ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროსა და მისი მეთაურის − პარტიისა და ხალხის გამოჩენილი შვილის ლ. ი. ბრეჟნევის გარშემო“.
აქტიურად ამოქმედდა პარტიულ-ადმინისტრაციული აპარატი. იგი ყველა ღონეს ხმარობდა, ზეგავლენა მოეხდინა ადამიანებზე, დაებნიათ და დაეშინებინათ ისინი.
თანამდებობის მქონე პირებს ემუქრებოდნენ მოხსნით.
აწყობდნენ ნაუცბათევ და სახელდახელო კრებებს. მაგალითად, მწერალთა კავშირში ორჯერ ჩატარდა საქართველოს სსრ-ის ახალი კონსტიტუციის განხილვა. 1978 წლის 31 მარტს „ლიტერატურული საქართველო“ იუწყებოდა, რომ მწერალთა კავშირმა მოაწყოო კონსტიტუციის პროექტის განხილვა. სიტყვებით გამოვიდნენო მწერლები: ნოდარ დუმბაძე, იონა ვაკელი, მორის ფოცხიშვილი, ჯანსუღ ჩარკვიანი, ნოდარ წულეისკირი, რევაზ ჯაფარიძე. „ლიტერატურული საქართველო“ დასძენდა: „მწერლებმა აღნიშნეს ის საყოველთაო აღმავლობა, რაც კონსტიტუციის ახალი პროექტის გამოქვეყნებამ გამოიწვია. გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებანი და სურვილები“.
არ არის ეს ინფორმაცია სიმართლის მაუწყებელი. ჯერ ერთი, ეს არ ყოფილა მწერალთა კრება. ეს იყო კრება მწერალთა სახლის მომსახურე პერსონალისა. ამ კრებას დაესწრო მხოლოდ რამდენიმე მწერალი, რომელიც იმ დროს შემთხვევით აღმოჩნდა მწერალთა სახლში. მეორეც, მწერლებს არ მოუწონებიათ კონსტიტუციის პროექტი. პირიქით, მწერლების − იონა ვაკელის, მურმან ლებანიძის, ნოდარ წულეისკირის − მძაფრ-კრიტიკული გამოსვლის შედეგად, კრება სასწრაფოდ შეწყვიტეს და არც რაიმე დადგენილება მიუღიათ.
ამის გამო იყო, რომ 12 აპრილს მწერალთა კავშირში ხელმეორედ ჩატარდა კონსტიტუციის პროექტის განხილვა. ვინ არ გამოვიდა მაშინ სიტყვით (გვარებს აღარ ჩამოვთვლი, რადგან აუცილებლად მიმაჩნია ამ კრების სტენოგრაფიული ჩანაწერის გამოქვეყნება. საერთოდ, მეტად მიზანშეწონილია შეგროვდეს ყველა ის სიტყვა, რომელიც ითქვა ენათმეცნიერების, ისტორიის, ლიტერატურის ინსტიტუტებში, საქართველოს ისტორიის მუზეუმში, უნივერსიტეტში და სხვა დაწესებულებებში და გამოიცეს ცალკე წიგნად. ეს ყველაფერი სრულ წარმოდგენას მოგვცემს იმჟამინდელ მამულიშვილურ განწყობილებაზე. იმ შეუპოვრობაზე, რითაც ქართველი საზოგადოება თავის ღირსებას იცავდა). ვერ ვიტყვი იმას, რომ მწერალთა კრებაზე კონსტიტუციის პროექტს მხარდამჭერი არ ჰყავდა. რა თქმა უნდა, ჰყავდა, მაგრამ უმრავლესობა პროექტს საფუძვლიანად აკრიტიკებდა და თვლიდა, რომ იგი, განსაკუთრებით 75-ე მუხლი, ქართველი ხალხის დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი დოკუმენტი იყო.
მწერალთა კავშირის კრებაზე შექმნილი ატმოსფეროს წარმოსადგენად მოვიტან ნაწყვეტებს ნ. წულეისკირის სიტყვებიდან:
„კონსტიტუციურად გაფორმდა უკანონობა და უსამართლობა, რასაც წლების მანძილზე მისდევდა საქართველოს მთავრობა.
ამით კანონდება ორენოვნება. რატომ ივიწყებენ ლენინს: „რუსულის ძალით დამკვიდრება გაამწვავებს მტრობას“.
ქართველს დღევანდელ საქართველოში ისეთივე უფლება მიეცა, როგორც ემიგრანტებს საფრანგეთში.
ქართველებს საყუდარი არსად აქვთ. ან უნდა იბრძოლონ, ან საკუთარ მიწაში საფლავი გაითხარონ.
ეს ცვლილებები კონსტიტუციაში წინასწარ დასახული პროგრამაა. ესაა ენების დაახლოვების შედეგად ფუძე ენის, რუსული ენის საფუძველზე ერთი ენის შექმნა.
ერები და ენები კაცობრიობის სიმდიდრეა.
ქართველმა მწერალმა უნდა იბრძოლოს. ცალ ხელში ხმალი ეჭიროს, მეორე ხელში – კალამი. თუ ქართველ მწერალს ბრძოლა არ შეუძლია, ტაში მაინც არ უნდა დაუკრას.
ისეთ ვითარებას გვიქმნიან, რომ ვიცრუოთ. ერთი კაცის სიცრუე კიდევ დასაშვებია, ტოტალური − არა. მწერლობამ სიმართლე უნდა თქვას, გინდა ჯვარს აცვან“.
სამწუხაროდ, დასასრულს მწერალთა კავშირის კრება აირია და რაიმე გადაწყვეტილება-დადგენილების მიღება ვერ მოახერხა.
პარტიულ-ადმინისტრაციული აპარატი ცდილობდა საზოგადოება დაექსაქსა. იწვევდნენ დაწესებულებათა არა საერთო კრებებს, არამედ განყოფილებების, ლაბორატორიების, კათედრების, საამქროების მიხედვით ცალ-ცალკე. ხალხს არ აძლევდნენ საშუალებას ერთმანეთისათვის მხარი დაეჭირათ.
საქმეში ხშირად ერეოდა სუკ-იც. მაგალითად, უნივერსიტეტის ლექტორთა პროტესტი დაიწერა, მას ორმოცი კაცი აწერდა ხელს. ეს წერილი გაიგზავნა საკონსტიტუციო კომისიაში. მაგრამ სტუდენტებს, რომელთაც წერილი მიჰქონდათ, დაეწია უნივერსიტეტის ერთი ლექტორი (სხვათა შორის, ისიც აწერდა ხელს ამ პროტესტს), სუკ-ის თანამშრომლებთან ერთად, და ყმაწვილებს წერილი წაართვეს.
სტუდენტები უფრო ეშმაკურად იქცეოდნენ. ისინი რამდენიმე ეგზემპლარად ადგენდნენ საპროტესტო წერილებს. რექტორატისა და პარტკომის მოთხოვნისამებრ ერთ ეგზემპლარს მათ აბარებდნენ, მეორე კი საკონსტიტუციო კომისიაში მიჰქონდათ. რექტორატსა და პარტკომს რომ ეგონათ, ყველაფერს ჩვენ ვაკონტროლებთ, ყველაფერი ჩვენს ხელთ არისო, იმ დროს სტუდენტთა საპროტესტო წერილები დასტა-დასტა ეწყობოდა საკონსტიტუციო კომისიაში.
ასევე აკეთებდნენ სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებიც.
14 აპრილიც მოვიდა. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს საგანგებო სესიაც დაიწყო. უნივერსიტეტის ეზოში ზღვა ახალგაზრდობაა თავშეყრილი. მიმდინარეობს ხვეწნა-მუდარა − ჯერ ნუ წახვალთ. დარჩით აუდიტორიებში. იქნებ უმაღლესი საბჭოს სესიამ ის გადაწყვეტილება მიიღოს, რაც თქვენ დაგაკმაყოფილებთ. სტუდენტები დრტვინავენ. მათ არ სჯერათ დაპირებების. არადა, შიშიც ბუნებრივია. თბილისის ქუჩები, შუკები, ფოლორცები საბჭოთა არმიის რაზმებით არის გაჭედილი. ყველგან დგას საომარი ტექნიკა. საკმარისია განკარგულება და გაუგონარი ხოცვა-ჟლეტა ატყდება.
მილიცია (მართალია, არაგულმოდგინედ) ცდილობდა ხალხი მთავრობის სახლისაკენ არ გაეშვა. მართლაც, დაახევინეს უკან უნივერსიტეტის მეორე კორპუსისა და საავადმყოფოსაკენ (ე. წ. „სამკურნალო კომბინატისაკენ“).
ასე, პირველის ნახევარი იქნებოდა, საავადმყოფოს წინ უნივერსიტეტისა და სამხატვრო აკადემიის სტუდენტები მწკრივად დაეწყვნენ, ერთმანეთს ხელები ჩასჭიდეს და მთავრობის სასახლისაკენ დაიძრნენ. მათ უკან უთვალავი ადამიანი გამოჰყვა. მოდიოდნენ ისინი და მელიქიშვილისა და რუსთაველის ქუჩების პერპენდიკულარული ქუჩებიდან უერთდებოდა და უერთდებოდა ხალხი. ადამიანებით სავსე და გაჭედილი რუსთაველის პროსპექტი უკვე აპრილის მტკვარს ჰგავდა. ამ ხალხის შეჩერება ჩვეულებრივი ძალით უკვე აღარ შეიძლებოდა.
ხალხის თავზე აღმართული იყო სისხლისფერი ასოებით დაწერილი ტრანსპორანტები − აი, ია! ქართული ენა − სახელმწიფო ენა! ილიასა და აკაკის ენა − სახელმწიფო ენა! დედაენა!
მთავრობის სახლიდან მძლავრი რეპროდუქტორებით გადმოიცემა სესიის სხდომა. სულ ტყუილი ლაპარაკია. სესიაზე მსხდომმა დეპუტატებმაც და ქუჩაში აბობოქრებულმა ხალხმაც ჩინებულად იციან − არაფრის გადაწყვეტა არ შეუძლია საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს სესიას. გადაწყვეტილება იქნება ისეთი, როგორი განკარგულებაც მოვა მოსკოვიდან.
თბილისსა და მოსკოვს შორის უწყვეტი სატელეფონო კავშირია. ჯერ არც იქ იციან, როგორ მოიქცნენ: დაუთმონ ქართველ მანიფესტანტებს, უკან დაიხიონ, აღიარონ ქართული ენა სახელმწიფო ენად თუ ცხელი ტყვიით გაუმასპინძლდნენ გათავხედებულებს, თავისი გაიტანონ და ამით მოათავონ საქმე?
ედ. შევარდნაძე ტაატით კითხულობს მოხსენებას. ფეხს ითრევს. მოსკოვის პასუხს ელის. არ უნდა იმის წაკითხვა, რაც მის მოხსენებაში წერია. თუ წაიკითხავს იმას, რაც მოხსენებაში წერია, არავინ უწყის, რას იზამს გამძვინვარებული ხალხი. არადა, რამდენ ხანს უნდა გაჭიანურდეს მოხსენების კითხვა? გარეთ, ქუჩაში, ხალხს მოთმინების ფიალა ევსება. შიგნით, მთავრობის სახლში, დეპუტატების გულის კანკალით ელიან მოსკოვიდან პასუხს.
ჰაერი გაჟღენთილია მოლოდინით: რა მოხდება − განმეორდება 1956 წლის 9 მარტი თუ ამჯერად ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდება?
უცბად ჩოჩქოლი ატყდა. მთავრობის სახლიდან გამოვიდა და მანიფესტანტებისაკენ გამოემართა ედუარდ შევარდნაძე თანმხლები პირებით. იგი მანქანასთან გაჩერდა, მიკროფონი აიღო და იკითხა: − გესმით? გესმით? არაფერი ისმოდა. ცალკერძ დემონსტრანტთა გნიასი იდგა, ცალკერძ რეპროდუქტორები ყვიროდნენ.
− გამოთიშეთ რადიო, არაფერი ისმის, − გასცა განკარგულება.
რეპროდუქტორები გაჩერდნენ.
− შვილებო! − მკაფიოდ გაისმა ედ. შევარდნაძის ხმა. იგი შეჩერდა. პაუზა გააკეთა. აქა-იქ უკმაყოფილო ბუზღუნი გაისმა, მაგრამ ხალხი მალე დაწყნარდა და სმენად გადაიქცა. − საქართველოში ყოველთვის იყო და იქნება ქართული სახელმწიფო ენა! – თქვა მან.
ამ სიტყვებს ხალხი „ვაშას“ ყიჟინით შეხვდა.
მოსკოვმა უკან დაიხია, დათმო. რატომ? 1978 წლის 4 მაისს სკკპ ცკ-ის გენერალური მდივანი ლ. ბრეჟნევი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მიემგზავრებოდა ვიზიტად (ჩავიდა კიდეც). თუ მოსკოვი არ დათმობდა, თბილისში სისხლიან სასაკლაოს მოაწყობდა, მაშინ ვიზიტი ჩაიშლებოდა. სისხლში ამოთხვრილ ბრეჟნევს გფრ-ში არავინ შეუშვებდა. ეტყობა, მოსკოვში იმსჯელეს − რა სჯობდა, ვიზიტის ჩაშლა თუ ქართველებისათვის ანგარიშის გაწევა? გონივრული დასკვნა გააკეთეს: თუ ქართველებს დაუთმობდნენ, მოსკოვი ამით არაფერს აგებდა. კონსტიტუციაში ქართულის სახელმწიფო ენად აღიარებას ფორმალური მნიშვნელობა ენიჭებოდა. პრაქტიკულად მას (ქართულ ენას) ეს ფუნქცია მაინც არ ექნებოდა. თუ ვიზიტი ჩაიშლებოდა, ეს კრემლისათვის დიდი პოლიტიკური მარცხი იქნებოდა.
ჩანს, უკანდახევა და დათმობა ამ ვითარებამ განაპირობა. მაგრამ მოსკოვმა მაინც იეშმაკა. სახელმწიფო ენის სტატუსი მარტო ქართულს კი არ მიანიჭა, არამედ − სომხურსაც სომხეთში და აზერბაიჯანულსაც აზერბაიჯანში. ამით მოსკოვმა მთელ სსრკ-ის მოსახლეობას უთხრა − კრემლს ქართველთა ჭირვეულობის არ შეშინებია. უბრალოდ, ამგვარი პოლიტიკა სცნო მიზანშეწონილად ამიერკავკასიაში.
14 აპრილის ვნებათაღელვა ბოლომდე დამცხრალი არ იყო, რომ 29 აპრილს, „პეპოს“ პრემიერის დროს, რუსთაველის თეატრში პროკლამაციები გადმოყარეს. სასკოლო, უჯრებიანი რვეულის ფურცლებზე ბავშვური ხელით ეწერა: თავისუფლება ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას!
ერთი ალიაქოთი ატყდა. თეატრი გაივსო სუკ-ისა და საქართველოს კპ თბილისის საქალაქო კომიტეტის თანამშრომლებით. აქეთ-იქით დაწრიალებდნენ. ვერ გადაეწყვიტათ, როგორ მოქცეულიყვნენ. ჯერ თეატრის ყველა გასასვლელის ჩაკეტვა მოინდომეს. როგორც მაყურებელთა, ისე თეატრის პერსონალის გაჩხრეკვა უნდოდათ. მერე მიხვდნენ, რომ ისინი, ვინც პროკლამაციები გადმოყარა, თეატრში უკვე აღარ იქნებოდნენ. წავიდოდნენ. ჩხრეკა კი კიდევ უფრო მეტად გააღიზიანებდა ადამიანებს და პროკლამაციასაც მეტ მნიშვნელობას მიანიჭებდა. ჩხრეკაზე უარი თქვეს. სპექტაკლის მერე მაყურებლებმა მშვიდად გასწიეს შინისაკენ. სუკ-ის აგენტები ერთხანს კიდევ დაეძებდნენ რაღაცას. მერე ისინიც გაიკრიფნენ. ინციდენტი არ გაუხმაურებიათ.
ბუნებრივია, იმხანად თეატრისათვის აღარავის ეცალა, აღარც მაყურებელს და აღარც რეჟისორ-მსახიობებს. ყველა, ვინ აქტიურად და ვინ პასიურად, კონსტიტუციის პრობლემებით იყო დაკავებული (თეატრში, კონსტიტუციის პროექტის განხილვის დროს, რეჟისორი ნანა ხატისკაცი და მსახიობი რუსლან მიქაბერიძე გამოვიდნენ განსაკუთრებით საყურადღებო სიტყვებით).
Saturday, 1 April 2017
1923 წელს ბოლშევიკების მიერ ვაკის პარკში დახვრეტილი ქართველი გმირების სია
1. ანდრონიკაშვილი ალექსანდრე სიმონის-ძე. 51 წლის. გენერალ-მაიორი. ბოლო სიტყვა კომუნისტ ჯალათებს: „სახეზე გეტყობათ რომ გაკვირვებთ ჩვენი სულის სიმტკიცე – იქნება ქართველი ყველა ამისთანა (ხელს იშვერს კვანტალიანისკენ) გგონიათ? მრავალი ათასი ჩვენზე უკეთესები ზრდიან თავიანთ გულში თქვენდამი სიკვდილს!“
2. წულუკიძე ვარდენ გრიგოლის-ძე. 57 წლის. გენერალ-მაიორი. ბოლო სიტყვაში მან ასე მიმართა სასამართლოს: „სიკვდილით ვერ შეგვაშინებთ. ჩვენი სიკვდილი საქართველოს განთავისუფლების თავდებია. იგი დაასალკლდევებს ერის სიმტკიცეს, ერთი ათასად გაამრავლებს მებრძოლთ! გადაეცით ჩვენს ახლობლებს რომ დავიხოცეთ როგორც ქართველ პატრიოტებს შეჰფერით!“
3. ხიმშიაშვილი გიორგი ნიკოლოზის-ძე. 31 წლის. კავალერისტი. პოლკოვნიკი. მისი ბოლო საჯარო სიტყვები იყო: „თქვენ კარგად იცით რომ ბანდიტები არა ვართ! მალე დადგება დრო და თეთრი გიორგი მრისხანედ მოგთხოვთ პასუხს. გაუმარჯოს საქართველოს!“
ვაკის პარკისკენ მიმავალ გზაზე ხიმშიაშვილმა მოახერხა ხელების გახსნა, აართვა რევოლვერი კონვოის, გადახტა სატვირთო ავტომობილიდან, მაგრამ ხელიდან გაუვარდა იარაღი, დადევნებისას ორმა კომუნისტმა, აბაზოვმა და ამიროვმა ფეხები დაუცხრილეს, მძიმედ დაჭრილი პოლკოვნიკი პირველი ჩააგდეს ორმოში.
4. მუსხელიშვილი როსტომ ილიას-ძე. 35 წლის. პოლკოვნიკი. მას ეკუთვნოდა 1922 წლის დუშეთის მაზრის აჯანყების გეგმა, რომელიც წითელი არმიის მთიულეთში შეტყუებას და იქ სრულ განადგურებას ისახავდა მიზნად. ეს გეგმა ქაქუცა ჩოლოყაშვილის, შალვა ფავლენიშვილის და ლაშქარაშვილის რაზმებს უნდა აესრულებინათ.
5. აფხაზი კონსტანტინე ნიკოლოზის-ძე. 55 წლის. გენერალი. ილიას დისწული. სიკვდილის წინ მან ასე მიმართა ჯალათებს: "მე ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი სამშობლოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანისა, ჩვენი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს".
კოტესთან ერთად დახვრიტეს 26 წლის რუისელი ლევან კლიმიაშვილი. "სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი", - წაუწერია სიკვდილის წინ ლევანს მეტეხის ციხის კედელზე.
6. ზანდუკელი მიხეილ ნიკოლოზის-ძე. 29 წლის. უმცროსი ოფიცერი. მონაწილეობდა 1922 წლის დუშეთის მაზრის აჯანყებაში.
7. ბაგრატიონ-მუხრანელი სიმონ ლევანის-ძე. 27 წლის. როტმისტრი. კავალერისტი. 1921-1923 წლებში აქტიურად მოქმედებდა დუშეთში, გორსა და გარეკახეთში. 1922 წელს მეთაურობდა ლაშქარაშვილის რაზმის დანაყოფს.
8. ყარალაშვილი ფარნაოზ ლევანის-ძე. 24 წლის. როტმისტრი. 1922 წლიდან ეხმარებოდა გორის მაზრაში მოქმედ ქართველ პარტიზანებს.
9. კერესელიძე იასონ მათეს-ძე. 32 წლის. ქართული ლეგიონის მეთაურის და ქართველი ნაციონალისტების ლიდერის ლეო კერესელიძის ძმა.
დახვრეტის წინ ციხის დერეფანში მყოფმა იასონმა სხვების გასამხნევებლად საქართველოს ჰიმნი „დიდება“ იმღერა, რასაც სხვა პატიმრებიც აყვნენ.
10. ქუთათელაძე ივანე გრიგოლის-ძე. 40 წლის. ოფიცერი. ადგენდა ოფიცრების საგანგებო რაზმს.
11. ჭიაბრიშვილი სიმონ იაგორის-ძე. 42 წლის. მონაწილეობდა 1922 წლის დუშეთის აჯანყებაში.
12. მაჭავარიანი ალექსანდრე მიხეილის-ძე. 51 წლის. პოლკოვნიკი.
პოლკოვნიკის ბოლო მიმართვა სასამართლოს: „ჩვენ არ გიპირებდით შებრალებას და არც თქვენგან მივიღებდით ლმობიერებას, ეს ჩვენი შეურაცხყოფა იქნებოდა!“
13. გულისაშვილი ელიზბარ ზაქარიას-ძე. 32 წლის. პოლკოვნიკი.
14. კლიმიაშვილი ლევან ირაკლის-ძე. 26 წლის. ჩოლოყაშვილის რაზმში აგზავნიდა ოფიცრებს.
15. ჩრდილელი დიმიტრი ნიკოლოზის-ძე. 29 წლის. გადმოცემის თანახმად დამარხეს ცოცხლად.
უკანასკნელი დაკითხვის წინ დერეფანში შესძახა: „უთხარი მათ რომ მე დამხვრიტეს, ვკვდები როგორც შეშვენის ნამდვილ ქართველს!“

Subscribe to:
Posts (Atom)
ფობია
აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...
-
ვეფხისტყაოსანი საკმაოდ მდიდარი პოემაა პერსონაჟთა წრით . მოქმედება ფართო გეოგრაფიულ არეზეა გაშლილი და პერსონაჟებიც...
-
მეტაფორები ვეფხისტყაოსანში მეტაფორები იმდენად უხვადაა , რომ პოემის მხატვრულ ენის სტილად ხშირად სწორედ მეტაფორულობას...