Wednesday, 26 April 2017



იტალიელი ფილოსოფოსი და მწერალი უმბერტო ეკო 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ეკოს ოჯახის წევრები ამბობენ, მწერალი პარასკევს გვიან ღამით საკუთარ სახლში გარდაიცვალა. სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი.
უმბერტო ეკო პატარა ქალაქ ალესანდრიაში დაიბადა, ტურინთან ახლოს, 1932 წელს.

1954 წელს მან დაამთავრა ტურინის უნივერსიტეტი, სადაც შუასაუკუნეების ფილოსოფიასა და ლიტერატურას სწავლობდა.
პირველი რომანი – „ვარდის სახელით“ – ეკომ 1980 წელს გამოაქვეყნა. წიგნი მისი ლიტერატურული ნაშრომებიდან ყველაზე პოპულარული გახდა, რომანის მიხედვით 1986 წელს გადაღებულ ფილმში მთავარი როლი შონ კონერმა ითამაშა.
მეშვიდე და უკანასკნელი რომანი „ნული ნომერი“ 2015 წელს გამოქვეყნდა.

1980 წელს უმბერტო ეკომ დაარსა კომუნიკაციების დეპარტამენტი სან მარინოს უნივერსიტეტში. მოგვიანებით, ის გახლდათ პროფესორი და თავმდჯომარე ბოლონიის უმაღლესი ჰუმანიტარული სკოლის.

თავად ეკო მიიჩნევდა, რომ მწერლობა არ იყო მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი.
„ფილოსოფოსი ვარ, რომანებს ვწერ მხოლოდ დასვენების დღეებში,“ – ამბობდა იგი.

No comments:

Post a Comment

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...