Saturday 1 April 2017

                                          შინდისის გმირები

2008 წლის 11 აგვისტოს დილის 10 საათზე, რუსეთის 53-ე არმიის 70-ე მოტომსროლელი პოლკი ცხინვალის დასატოვებლად ემზადებოდა. მეომრებს შორის იყო ვინმე დროზდოვი, რომელსაც ბატალიონის მეთაურის (გრიგორი ხარიტონოვი) თქმით, სარატოვში ქართველი მეგობარი ჰყავდა.
არმია ნიქოზისკენ მიდიოდა, უეცრად კოლონა ქართული არტილერიის ცეცხლის ქვეშ მოექცა. ჯარისკაცები თავზარდაცემულები უყურებდნენ როგორ ეკიდა ცეცხლი ტანკებს და მძიმე ტექნიკას, იყვნენ დაღუპულებიც.
II ბრიგადის საშტაბო ასეული სოფელ ყელქცეულადან გორისკენ მიემართებოდა. მათ არ ჰქონდას კავშირგაბმულობა და ასეულის ხელმძღვანელობამ არ იცოდა, რომ გორამდე არცერთი ქართული შენაერთი აღარ იმყოფებოდა.
სოფელ შინდისთან ასეულმა ტანკები შენიშნა, ერთ-ერთ ტანკს ქართული დროშა ქონდა დამაგრაბელი რაც ქართველებმაც შეამჩნიეს და აუღელვებლად გააგრძელეს გზა. უეცრად, რკინიგზასთან, გამაყრუებელი ხმა გაისმა, კოლონის პირველი და ბოლო მანქანა ცეცხლის ალში გაეხვია, შიგ მსხდომებმა გადმოსვლა ვერ მოასწრეს... ასეულის მეთაური მიხვდა, რომ ის ტანკები რუსული იყო და დროშა სატყუარა.
ამ დროს რუსული კოლონა უხალისოდ მიდიოდა და ბატალიონის მეთაური, ხარიტონოვიც სდუმდა. დუმილი რადიოკავშირმა დაარღვია, რომელმაც მათ აცნობა, რომ რუსული დაჯგუფება შინდისთან ქართველების ჩასაფრებაში მოჰყვა და ითხოვდნენ დახმარებას. ხარატონოვი მეომრებთან ერთად შინდისისკენ გაემართა.
შინდისში, რუსების მეთაური გაოგნებული იყო ქართველების წინააღმდეგობით. გრიგორ ხარატონოვმა გადაწყვიტა, რომ ისინი არ ეყოფოდნენ ქართველებს და რადიოკავშირის საშუალებით კიდევ ერთი დამხმარე ჯგუფი და მძიმე ტექნიკა გამოიძახა.
რიცხობრივმა უპირატესობამ ბოლოს მაინც თავისი გააკეთა და ამ უთანასწორო ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ.
ადგილზე მისული რუსები გაკვირვებულები დარჩნენ.
ხარიტონოვი და მეორე მეთაური გაოგნებულები და გაქვავებულები იდგნენ, გვამები გადათვალეს და მხოლოდ 12 კაცი აღმოჩნდა.
ჯარისკაცი საშა დროზდოვი გაოცებული იდგა და არ სჯეროდა, რომ მათ თითქმის ასეულს, მხოლოდ 12 ქართველი ებრძოდა. ბატალიონის მეთაური ხარატონოვი მდუმარედ იდგა და ნერვიულად ეწეოდა სიგარეტს...
-აი ასეთი ბიჭები, რომ მყოლოდა იქ...- ჩაილაპარაკა და გაბრუნდა. დროზდოვმა კი გაიფიქრა რომ იგი ჩეჩნეთს გულისხმობდა..
შინდისის უთანასწორო ბრძოლას სულ 17 ქართველი შეეწირა, მათ წინააღმდეგ გამოყენებული იქნა თითქმის ყველა სახის იარაღი, ტანკების 125მმ-იანებით დაწყებული ნაღმტყორცნებით სხვადასხვა ქვემეხებით ტყვიამფრქვევებით დამთავრებული..

No comments:

Post a Comment

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...