თვალის ჩრდილები და ლაინერი
ალბათ, ძალიან არ გაგიკვირდებათ როდესაც გაიგებთ, რომ თვალის გარშემო ჩრდილები სწორედ ეგვიპტელების მიერაა პირველად ფართოდ გამოყენებული. დაახლ. ძვ.წ. 5000 წელს, უკვე დასტურდება თვალის შავი ლაინერის არსებობა. ყველაზე ფართოდ გავრცელებული მწვანე და შავი ფერები იყო, რომლებსაც მალაქიტისა და ტყვიის შემცველი მადანისაგან ამზადებდნენ.
დაახლ. ძვ.წ. 3000 წელს, ძველმა ეგვიპტელებმა სასწაული აღმოჩენა გააკეთეს, მათ ისწავლეს მცენარე პაპირუსისასგან როგორ გაეკეთებინათ საწერად ვარგისი ქაღალდი. ეგვიპტე პირველი ცივილიზაცია იყო, რომელმაც თხელი ქაღალდის მსგავსი მატერია გამოიყენა საწერად. უკვე, ძვ.წ. 1000 წელს, ეგვიპტიდან პაპირუსის ქაღალდები დასავლე აზიასა და ახლო აღმოსავლეთში გაჰქონდათ. რა თქმა უნდა, თხელი პაპირუსი საწერად უფრო იოლი იყო, ვიდრე თიხის ფირფიტები.
პიტნის სავლებები პირის ჰიგიენისათვის სამწუხაროდ, ეგვიპტელებს მაინც და მაინც მოწესრიგებული პირის ღრუ არ ჰქონიათ. თანამედროვე კვლევებითა და მუმიების შესწავლით დადგინდა, რომ თვით დედოფალი ჰატშეპსუტი და რამზეს დიდიც კი, კბილის ინფექციამ გადაიყოლა. ნუ, რამზესზე ვიტყვით მაინც, დრომ უწიაო, 90 წელს გადაცილებული გარდაიცვალა, მაგრამ ჰატშეპსუტმა ფრიად ახალგზრდამ დატოვა კემეტის ქვეყანა.
კბილებისა და პირის ღრუს ასეთი ცუდი მდგომარეობა საკვებით იყო გამოწვეული. უპირველეს ყოვლისა, ქვიშის ნამცეცები საჭმელზე ხვდებოდა. ხორბალს ქვის დოლაბებით ფქვავდნენ, რაც ფქვილში ქვის ნაწილაკების მოხვედრას იწვევდა, ასეთი ფქვილისგან გამომცხვარი პური კი, კბილების ცვეთას და შემდგომ გაფუჭებას იწვევდა, საბოლოოდ ჯამში, პირიდან არც თუ სასიამოვნო სურნელი ამოსდიოდათ. ამიტომაც, პატარა პიტნის გრანულები შექმნეს, რომელსაც დარიჩინს, კომიფორას (იგივე მურის ხე) და თაფლს ურევდნენ, ლოყებთან ითავსებდნენ და უსიამოვნო სუნიც ქრებოდა.
კბილის პასტა და კბილის ჯაგრისი
ქვიშისა და პურში მოხვედრილი ქვის ნამცეცებისაგან, საწყალ ეგვიპტელებს როგორც უკვე იცით, გადასარევი კბილები ნამდვილად არ ჰქონდათ, თუმცა ცდილობდნენ მაინც რომ კბილებზე ეზრუნათ. მსოფლიოში პირველად, სწორედ ძველმა ეგვიპტელებმა გამოიყენეს კბილის ჯაგრისი და კბილის პასტა, რომელსაც კვერცხის ნაჭუჭისაგან ამზადებდნენ.

ლერწამის კალამი და შავი მელანიპაპირუსის გამოგონებასთან ერთად, ძველი ეგვიპტელები პირველები იყვნენ, ვინც 5200 წლის წინ ლერწამის ღერი კალმად გამოიყენეს, წყლისა და ჭვარტლის ნაზავისაგან კი მელანი შექმნეს.
No comments:
Post a Comment