Saturday, 22 April 2017

ძველ ეგვიპტური კალენდარი


 ძველ ეგვიპტეში ასტრონომია მაღალ დონეზე იყო განვითარებული. ინტერესი ციური სხეულების მიმართ, პრაქტიკული მოთხოვნებითა და საჭიროებით იყო გამოწვეული. სამეფოს კეთილდღეობა დამოკიდებული იყო ნილოსის ყოველწლიურ ადიდებაზე.
ეგვიპტელებმა უძველეს დროშივე შეამჩნიეს, რომ ნილოსის ადიდებისას, ცაზე ჩნდებოდა სირიუსი, ანუ ეგვიპტურად სოთისი. თანამედროვე კალენდრით, ეს დღე 21 ივნისს ემთხვევა, სწორედ ეს იყო მათთვის ახალი წლის დასაწყისი.
 ნილოსის ადიდების შემდეგ, რამდენიმე თვის განმავლობაში დაბლობები წყლით იფარებოდა. როცა მდინარე კალაპოტს უბრუნდებოდა, იწყებოდა სასოფოლო-სამეურნეო სამუშაოების, ხვნისა და თესვის სეზონი. გაზაფხულობით, კი დგებოდა მოსავლის აღების დრო. სწორედ ამ სასიცოცხლო ციკლს ემყარებოდა ძველ ეგვიიპტური კალენდარი.
ეგვიპტელთა კალენდარი მზის სისტემას ეყრდნობოდა, განსხვავებით სხვა ცივილიზაციებისა. 1 წელი მოიცავდა 360 დღეს, წელიწადი შედგებოდა 12 თვისაგან, რომელნიც თავისთავად იყოფოდნენ 30 კალენდარულ დღედ. უკვე პირველი დინასტიების დროს, დაახლ. ძვ.წ. 3200 წელს მოხდა 5 დამატებითი დღის ჩასმა კალენდარში, რათა სრულყოფილად დამთხვეოდნენ მზის ციკლს. ამ დღეების განმავლობაში აღინიშნებოდა სხვადასხვა დღესასწაულები. ეს დღეები ეძღვნებოდა ღმერთ ოსირისს, ისიდას, ჰორს, სეთსა და ნეფტისს.
არსებობს პატარა მითი, რომელიც ხსნის დამატებით 5 დღის არსებობის მიზეზს. როგორ იცით, ძველ ეგვიპტურ კოსმოგონიურ-სამყაროს შექმნის მითებში, ქვეყნიერების შემქმნელად გვევლინება ატუმი, ხან რა. მან შექმა ორი ღმერთი – შუ (ჰაერის ღმერთი) და ტეფნუტი (სინოტივე). მათ ეყოლათ გები (მიწა) და ქალღმერთი ნუტი (ცა). მათ ერთმანეთი ძალიან უყვარდათ, რითაც ღმერთი რა ძალიან შეწუხდა და ტეფნუტს სთხოვა მათ განცალკევება, ნუტი კი დასაჯა რომ წელიწადის არც ერთ დღეს არ უნდა ეტარებინა ბავშვი მუცლად. სწორედ ამის შემდეგ მოხდა ცისა და მიწის გაყოფა. ღმერთმა თოტმა,  სიბრძნით რას “დამატებითი” 5 დღე გამოსტყუა, სწორედ ამ დღეს იშვა ოსირისი, ჰორი, სეთი, ისიდა და ნეფთისი.
 ყოველი წელი იყოფოდა სამ სეზონად: 
ახეტ - ადიდება, ეგვიპტური წელიწადის დრო.ახეტ (ადიდება, 21 ივნისიდან – 21 ოქტომბრამდე) – პერიოდი, როდესაც ნილოსი დიდდებოდა. მდინარის ადიდება ივნისიდან დეკემბრამდე გრძელდებოდაა, თუმცა ოქტომბერში უკვე ნელ-ნელა კალაპოტს უბრუნდებოდა. ამ დროს ნილოსის მიერ ჩამოტანილი ნოყიერი შლამი კილომეტრობით ვრცელდებოდა ეგვიპტის ტერიტორიაზე და მადლიან მოსავალს უქადდა გლეხებს.  ახეტ სეზონში შემავალი თვეები იყო: თოტი, პაოფი, ატირ,ხოიაკ (სახელები მოცემულია კოპტურ ენაზე).
პერეტ - ეგვიპტური წელიწადის დრო
პერეტ (გამოსვლა, 22 ოქტომბრიდან – 21 თებერვლამდე); ნილოსი საბოლოოდ უბრუნდებოდა თავის პირვანდელ კალაპოტს, იწყებოდა მიწის ხვნა და მოსავლის დათესვა. პერეტ სეზონში შემავალი თვეები – თიბი, მეხირ, ფამენოტ, ფარმუტ.
შემუ - ეგვიპტური წელიწადის დრო
შემუ 
(სიმშრალე, 22 თებერვლიდან – 20 ივნისამდე), ძველი ეგვიპტელებისათვის ეს ზაფხული იყო, სეზონი როდესაც მოსავალს იღებდნენ, ერთ-ერთი ყველაზე ფაციფუცა და დაკავებული დრო მთელს კემეტის ქვეყანაში. ასევე, ეს იყო დრო, როდესაც გადასახადის ამკრეფნი ჩამოივლიდნენ და ფარაონისათვის ყოველწლიურ ხარკს კრეფდნენ. შემუ სეზონში შემავალი თვეები – პახონი, პაინი, ეპიფი, მესორი.
ეგვიპტური კალენდარი ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი და სრულყოფილია ძველი ცივილიზაციების მიერ შექმნილთა შორის. აქვე ერთ პატარა დეტალსაც შეგახსენებთ, მოდი გადავხედოთ საიდან მოდის თანამედროვე კალენდარი რომელსაც ჩვენს დღეს ვიყენებთ. რა თქმა უნდა, იულიუს კეისარიდან და რომაელებიდან. ცეზარის რეოფრმამდე, რომის იმპერია მთვარის კალენდარს იყენებდა. მაშ რა მოხდა? გახსენდებათ კეისარისა და ეგვიპტის კავშირი? დიახ, დიახ – კლეოპატრა. მას შემდეგ, რაც დედოფალი რომში ჩავიდა, მან თან უდიდესი ცოდნა და გამოცდილება ჩაიტანა. სწორედ ამ პერიოდში მოახდინა იულიუსმა ცვლილებები და მზის კალენდარზე გადავიდა იმპერია. ასე რომ, გამოდის ჩვენი კალენდარიც ნაწილობრივ ეგვიპტელების დანატოვარია

No comments:

Post a Comment

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...