Wednesday, 10 August 2016

ჰერიმ ჩოხატარ-ოღლი
სარწმუნოებით მაჰმადიანი
სულით და სისხლით-ქართველი
პირველად ოსმალეთის პოლიციამ დააპატიმრა მაშინ, როდესაც სახლში იაკობ გოგებაშვილის "დედაენა" უპოვეს...
იბრძოდა ლაზეთის საქართველოსთან შესაერთებლად.
სიკვდილს გადაურჩა 11-ჯერ...
გარდაიცვალა 1959 წელს, იმედგაცრუებული და ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული.
- და როგორ შეგიძლია ლაპარაკი, თუ ტვინი არ გაქვს? - იკითხა დოროთიმ.
- არ ვიცი - უპასუხა საფრთხობელამ - მაგრამ მათ, ვისაც ტვინი არ აქვთ, ძალიან უყვართ ლაპარაკი"
ფრენკ ბრაუმი - "ოზის საოცარი ჯადოქარი
"როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ქალი, ის მაინც ელის მასზე ძლიერ მამაკაცს. არა იმისათვის, რომ მან თავისუფლება შეუზღუდოს, არამედ იმისთვის, რომ მისცეს უფლება იყოს სუსტი."
ერიხ მარია რემარკი

Tuesday, 9 August 2016

ვლადიმერ ნაბაკოვი ჩატარებულ მრავალ ლექციას, საკმაოდ ორიგინალური მეთოდით წარმართავდა: იგი ჩამოაფარებდა ყოველ ფანჯარას ფარდას,რათა აუდიტორიაში მიეღწია მაქსიმალური სიბნელისთვის. ამის შემდეგ, აუდიტორიის ბოლოში აანთებდა სანათს და ხმამაღლა იტყოდა: "რუსული ლიტერატურის ჰორიზონტი, აი ეს არის - ნიკოლოზ გოგოლი." მალევე მეორე ასანთსაც აანთებდა: "ეს კი - ანტონ ჩეხოვია". როდესაც ნათურასაც აანთებდა, ამბობდა: "ეს - დოსტოევსკია". ხოლო, ლექციის დასასრულს, როდესაც ფანჯრებიდან ფარდას გადასწევდა, შემომავალი მზის სხივის შესახებ ლექტორი, სტუდენტებს ეტყოდა: "დაიხსომეთ, ეს - ლევ ტოლსტოია!" ‪
- Vladimir Nabokov • ვლადიმერ ნაბოკოვი

დისლალია

არის ,ბგერათწარმოთქმის დარღვევა, ფიზიოლოგიურად ჯანმრთელი სმენისა და სამეტყველო აპარატის არსებობის პირობებში… 

..ანუ,
ბავშვს აქვს სიტყვათა მარაგის საკმაო რაოდენობა, შეუძლია გადმოსცეს აზრი, შეადგინოს წინადადება, მაგრამ დარღვეული აქვს ბგერათწარმოთქმის სისწორე..ამის მიზეზი შეიძლება იყოს არასწორედ განვითარებული სამეტყველო აპარატი; ჩამოუყალიბებელი ფონეტიკური სემნა(ანუ მსგავსი ბგერები ერთნაირად ესმის,ამიტომ ასევე გამოთქვამს)
საარტიკულაციო აპარატის თავისებური განვითარების გამო ხანდახან ცდილობს მოძებნოს საჭირო ბგერასთან მიმგვანებული ბგერა, და ქმინის ამ ბგერის საკუთარ ვარიანტს…
თუ 3-4- წლის ბავშვს შეუძლია დაუშვას ბგერათ ჩანაცველბა ან საკუთარი ვარიანტით საუბარი, მაგალითად -კარგია -კალგია,რვეული- ლვეული; ძველი- ზველი და ა.შ უკვე, განვითარებული ფონეტიკური სმნეის პირობებში, ბავშვებს კარგად ესმით რომ , სიტყვის აზრი მის შემადგენლობაზეა დამოკიდებული…
თუ ბავშვის ფონეტიკური სმენა კარგად არაა ჩამოყალიბებული , მაშინ მის საუბარში შესაძლებელია აღინიშნებოდეს ბგერათჩანაცვლება, მიუხედავად იმისა რომ ის იმ ბგერასაც კარგად გამოთქვამს, რომელსაც ანაცვლებს სხვა ბგერით, უბრალოდ, ვერ ახერხებს მათ სმენით განსხვავებას , ამიტომ ვერ ხვდება აღნიშნულ სიტყვაში რომელი ბგერა გამოიყენოს.
ფონეტიკური სმენის უქონლოიბამ შეასძლებელია შემდეგში გამოიწვიოს, სერიოზული პრობლემები, კითხვისა და წერის დროს…
გართულების შემთხვევაში იწვევს დისლექსაის და დისგრაფიას…
დისლალიის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს: ბავშვის საერთო სისუსტე – ავადმყოფობა მეტყველების ჩამოყალიბების პროცესში; მეტყველების გვიან დაწყება; არასამეტყველო გარემო (არ აქვს ურთიერთობა თანატოლებთან, უფროსებს კი მასთან სათამაშოდ და სალაპარაკოდ იშვიათად სცალიათ); აღზრდის პროცესის ნაკლოვანება (როდესაც მშობლებს მოსწონთ საკუთარი შვილების ასეთი მეტყველება – ხალისობენ, უწონებენ ამით ასტიმულირებენ არასწორ წარმოთქმას და აფერხებენ ბგერათა სწორი წარმოთქმის ჩამოყალიბებას); ფონემატური სმენის ჩამოუყალიბებლობა (ბავშვი ვერ აღიქვამს მისთვის რთული ფონემის სწორ ჟღერადობას, რითიც იგი მსგავსი ფონემისაგან განსხვავდება. ამიტომ ახდენს ამ ბგერების არასწორ გამოყენებას, მიუხედავად იმისა, რომ ის ცალკე აღებულ იმ ფონემასაც კარგად გამოთქვამს, რომელსაც ანაცვლებს სხვა ფონემით. უბრალოდ, ვერ ახერხებს მათ სმენით განსხვავებას, ამიტომ ვერ ხვდება აღნიშნულ სიტყვაში რომელი ბგერა გამოიყენოს); საარტიკულაციო აპარატის მოტორული მზადყოფნის ჩამოყალიბების შეფერხება–საარტიკულაციო აპარატის თავისებური განვითარების გამო, ცდილობს მოძებნოს საჭირო ფონემასთან მიმსგავსებული ფონემა. რთულ ბგერას ცვლის მისთვის უფრო მარტივი არტიკულაციის მქონე ბგერით ან ქმნის ამ ბგერის საკუთარ ვარიანტს... ენის პათოლოგიები – ძალიან დიდი, პატარა ან მოუქნელი ენა. მოკლე ლაგამი; კბილის, ყბის, ტუჩის თანდაყოლილი ნაკლოვანებები; არასწორი თანკბილვა; დისლალია წარმოადგენს ყველაზე გავრცელებულ ნაკლს. მისი ფორმა და ხარისხი დგინდება  სპეციალური ლოგოპედიური გამოკვლევების შედეგად. მეტყველების თერაპევტი შეადგენს ბავშვთან სამუშაო პროგრამას, დარღვეული ბგერების რაოდენობისა და სირთულის შესაბამისად და მოახდენა აღნიშნული  პრობლემის აღმოფხვრას.

დისგრაფია

დისგრაფია (ბერძნ. δυσ „დის“ — დასუსტებული; γραφος „გრაფოს“ — წერა), აგრეთვე აგრაფია (ბერძნ. α — უარყოფითი ნაწილაკი) არის წერის უნარის დარღვევა, რომელიც არაა დაკავშირებული ინტელექტუალურ შესაძლებლობასთან. ადამიანებს დისგრაფიით შეუძლიათ თავისუფლად კითხვა, თუმცა კოორდინაციის ნაკლებლობის გამო, წერენ მხოლოდ გარკვეულ დონეზე. ასევე მათ უჭირთ ზოგიერთი მოტორული ფუნქციების შესრულება, მაგალითად როგორიცაა ფეხსაცმლის თასმების შეკვრა. საერთოდ დარღვევა ყველა სახის მოტორულ უნარზე არ მოქმედებს. დისგრაფიის მქონე ადამიანებს შეიძლება უჭირდეთ ასოთა დამარცვლა, და ფურცელზე აზრის გადმოცემისას სიტყვებს ხშირად შეცდომით წერდნენ.
სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ დისგრაფიას სერიოზულ საფუძველს უქმნის მეტყველების ფონეტიკურ-ფონემატიკური და ლექსიკურ-გრამატიკული განუვითარებლობა. დისგრაფიის ინდივიდუალური კორექციის მიზნით მეცნიერებათა უმეტესობა გამოჰყოფს დისგრაფიის რამდენიმე ფორმას:
  • დისგრაფიის არტიკულაციურ-აკუსტიკური ფორმა, რომლის არსი გამოიხატება იმაში, რომ ბავშვი, რომელსაც გააჩნია დარღვევები ბგერების წარმოთქმაში, ამ რასწორ წარმოთქმას აფიქსირებს წერის დროსაც, ანუ წერს ისე, როგორც წარმოთქვამს. აქედან გამომდინარე, ჯერ უნდა მოხდეს ბგერების წარმოთქმის კორექცია და ამის შემდეგ შესაძლებელია დისგრაფიის პრობლემის მოგვარება.
  • დისგრაფიის აკუსტიკური (ფონემატიკური) ფორმა, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ ბავშვი ახდენს ფონეტიკურად მსგავსი ბგერების შესატყვისი ასოების შეცვლას, ხოლო ზეპირმეტყველებაში ამ ბგერებს სწორად წარმოთქვამს.
  • ენობრივი ანალიზისა და სინთეზის ნიადაგზე წარმოქმნილი დისგრაფია, რომელიც ყველაზე ხშირია წერათმეტყველებაში დარღვევის მქონე ბავშვებში. ამ ფორმის დისგრაფიისთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელია შემდეგი შეცდომები:
  1. ასოებისა და მარცვლების გამოტოვება
  2. ასოებისა და მარცვლების გადანაცვლება
  3. ასოებისა და მარცვლების განმეორება
  4. სიტყვის წერის დაუსრულებლობა
  5. სიტყვაში ზედმეტი ასოების წერა
  6. სიტყვაში სხვა სიტყვებიდან მარცვლების გადმოტანა - კონტამინაცია.
  • აგრამატიკული დისგრაფია. დაკავშირებულია მეტყველების გრამატიკული წყობის განუვითარებლობასთან, როდესაც ბავშვი წერს ვითომ გრამატიკის წესების საპირისპიროდ. ეს შეინიშნება ცალკეული სიტყვის, შესიტყვების, წინადადების და ტექსტის დონეზე. იმ პერიოდში, როდესაც ბავში უკვე დაეუფლა წერის ცოდნას და შეუდგა გრამატიკის წესების შესწავლას, ის, მაგალითად ვერ იყენებს არსებითი სახელების ბრუნვის წესებეს.
  • ოპტიკური დისგრაფია. დისგრაფიის ამ ფორმის საფუძველს წარმოადგენს მხედველობით-სივრცობრივი წარმოდგენის და მხედველობითი ანალიზისა და სინთეზის არასაკმარისი ჩამოყალიბება. თუ ბავშვი ვერ აღიქვამს ასოებს შორის სხვაობას, ის ძნელად აითვისებს მათ მოხაზულობას და ასახავს წერის დროს. ყველაზე ხშირი შეცდომებია:
  1. წერის პროცესში ასოების ელემენტების დაუსრულებლობა
  2. ზედმეტი ელემენტების დამატება
  3. ელემენტების გამოტოვება
  4. ასოების სარკისებურად ასახვა.
  • კინეტიკური დისგრაფია. ყველა სპეციალისტი ცალკე არ გამოჰყოფს ამ ფორმას, მაგრამ უმეტესობა აღნიშნავს წერის პროცესში თვალის მიდევნების მნიშვნელობას და იმას, რომ ბავშვების ნაწილს უჭირს ამის დაუფლება. გარდა ამისა, კინეტიკური დისგრაფია ზოგჯერ განპირობებულია წერის დროს ხელის არასწორი მოძრაობით.
  • მეორადი (არასპეციფიკური) დისგრაფია. მეორადი ხასიათის დარღვევებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ყურადღების კონცენტრაციის, გადართვის და გადანაწილების დეფიციტი. სმენითი და მეტყველებითი სუსტი მეხსიერება ხელს უშლის წაკითხული ტექსტის დამახსოვრებას და წერის დროს მის ასახვა-განმეორებას. კითხვისა და წერის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ამის განხორციელების ტემპს. ბავშვები, რომლებიც ვერ ასწრებენ შემოთავაზებულ ტემპში წერასა და კითხვას, დავალების შესრულებისთვის აჩქარების გამო უშვებენ სხვადასხვა სახის შეცდომებს, მაგრამ ტემპის შემცირების შემთხვევაში იგივე ბავშვები საკმაოდ კარგად კითხულობენ და წერენ.
დისგრაფიის მიზეზი შეიძლება იყოს:
მემკვიდრეობა - მშობლებს ან ოჯახის სხვა წევრებს ხშირად თავადაც აქვთ ანალოგიური პრობლემა.
პრობლემები მუცლადყოფნისა და მშობიარობისას - პრობლემები შეიძლება გამოწვეული იყოს მუცლადყოფნის ან მშობიარობის პროცესის გართულებით, ასევე ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მიღებით ფეხმძიმობის პერიოდში, ჟანგბადის ნაკლებობით, ადრეული ან დაგვიანებული მშობიარობით.
დაბადების შემდგომი ტრავმები - თავის ტრავმები, კვების ნაკლებობა და ტოქსიკურ ნივთიერებებთან კონტაქტი.

დისლექსია

დისლექსია (ბერძნ. δυσ „დის“ — დასუსტებული; λέξις „ლექსის“ — სიტყვა) განისაზღვრება, როგორც დასწავლის უუნარობა. ის პირდაპირ გამოვლინდებაწერილობითი ენის სირთულეში, კონკრეტულად კითხვასა და დამარცვლის დროს. მას გამიჯნავენ კითხვასთან დაკავშირებული სირთულეების სხვა მიზეზებისგან, როგორიცაა მხედველობისა, ან სმენის არანევროლოგიური დარღვევა, ან კითხვის დასწავლის არასწორი მეთოდოლოგია. დისლექსია გამოწვეულია ტვინის მიერ წერითი და,ან ზეპირი ენის განსხვავებული აღქმით. ის მტიკეც უკავშირდება ნევროლოგიურ სხვაობებს, და არ წარმოადგენს ინტელექტუალურ უუნარობას. დისლექსიით დაავადებულ ადამიანს დისლექსიკი ეწოდება. მსგავსი დიაგნოზი უკვე ყველა სახის ინტელექტუალური დონის ადამიანს აქვს დასმული. დისლექსიის დროს აღინიშნება შემდეგი ხასიათის სპეციფიკური შეცდომები და გამოვლენები: სიტყვის ბგერით და დამარცვლით სტრუქტურის დამახინჯება, კითხვის დროს ფონემატიკურად მსგავსი ბგერებისა და გრაფიკულად მიმსგავსებული ასოების შეცვლა, გადაადგილება ან არევა, ზედმეტი ბგერების წარმოთქმა. სიტყვის მხოლოდ დაცალკევებული ასოებით წაკითხვა და აგრეთვე განცალკევებული ბგერებად წარმოთქმა. ძირითად სირთულეს წარმოადგენს ბგერების მარცვლებად და მერე სიტყვებად შეერთება და გარდაქმნა. წაკითხულის აღქმის დარღვევა ვლინდება, როგორც ცალკეული სიტყვის, აგრეთვე წინადადებისა და მთელი ტექსტის დონეზე.
დისლექსია უარყოფით ზეგავლენას ახდენს ბავშვის პიროვნულ განვითარებაზე. წარუმატებლობა კითხვის დაუფლებაში ხელს უწყობს ხასიათის ისეთი თვისებების ჩამოყალიბებას, როგორიცაა თავდაუჯერებლობა,გადამეტებული მორიდებულობა, უმიზეზო ეჭვიანობა, ან პირიქით – აგრესიულობა, ბრაზიანობა, ნეგატივიზმი. ზოგ შემთხვევაში ამ სახის აფექტური რეაქციები შეიძლება უშუალოთ დაუკავშიროთ და შევაფასოთ, როგორც დისლექსიის შედეგი, ზოგჯერ კი – როგორც უშუალო კავშირში არ მყოფი, ანუ თანმხლები გამოვლენები, რომლებიც ერთვებიან ნერვულ-ფსიქიკური დაავადებების ერთიან სტრუქტურაში.
 დისლაქსია შეიძლება  დამახსიათებელი იყოს ოჯახებისათვის, სადაც ნათესავებს მსგავსი პრობლემები აქვთ და თაობებს გადაეცემა. აგრეთვე  შეიძლება ადგილი ქონდეს განვითარების დისლექსიას-კონგენიტალური, დაბადებიდან არსებული და განვითარების პროცესში გამოვლენილი, მაგრამ არა მემკვიდრეობითი. ორივე ტიპის დისლექსია მიეკუთვნება პირველად, ანუ სპეციფიკურ დისლექსიას- კითხვის უნარის დაქვეითებას.  დისლექსია შეიძლება იყოს შეძენილი- მოგვიანებით ჩნდება რაიმე ფიზიკური მდგომარეობის ან დაზიანების გამო-ტრავმები, ჰიპოქსია. ეს არის სიმპტომატური დისლექსია.
 დისლაქსიის მიზეზი შეიძლება იყოს:
  • გენეტიკური ხასიათი, რაც ოჯახის ისტორიას გულისხმობს. გამოკვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ დისლექსიის მქონე პირების  ნათესავებს ჰქონდათ მსგავსი დარრვევები ან პრობლემები. ითვლლება, რომ მემკვიდრეობითი ფაქტორები დისლექსიის 60%-მდე შემთხვევაში გვხვდება.
  • ცაციობა და ალერგიული დაავადებები, რომლებიც ხშირად არის კავშირში კითხვის პრობლემებთან.
  • თავის ტვინის ფუნქციური ასიმეტრიის დისბალანსი, რაც კითხვის პროცესის განხორციელებისას იწვევს მარჯვენა და მარცხენა ჰემოსფეროს ერთობლივი ფუნქციონირების დეფიციტს. ჩვეულებრივ კითხვის სწავლის საწყის პერიოდში დომინირებს მარჯვენა ჰემისფერო: ასოების აღქმა, გარჩევა, მათი სივრცითი ნიშნების ანალიზი; შემდგომში კი უპირატესობას იღებს მარცხენა ჰემისფერო: ასოების და სიტყვების ბგერითი, ფონოლოგიური ნიშნების გარჩევა. დისლექსიის დროს ირღვევა მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროს სტრატეგიების გამოყენება.
  • ნეიროგანვითარების დეფიციტი, რაც გულისხმობს ბავშვის თავის ტვინის იმ ქერქული ზონების ან მათ შრორის კავშირების დეფიციტს, რომელიც უზრუნველყოფს კითხვისათვის აუცილებელ ვიზუალურ(ასო)-ფონოლოგიური(ბგერა) ასოციაციების ჩამოყალიბებას, მათ სინთეზებს.
  • თვალის მოძრაობის, მზერის მოქნილი კონტროლის დეფიციტი, რომელიც ინფორმაციის დეკოდირებას უშლის ხელს.
  • დისლაქსია მამაკაცის შემთხვევაში უფრო ხშირია ვიდრე ქალებში. ხვადასხვა ქვეყნის მონაცემებით სკოლის ასაკის ბავშვების 3-6% აქვთ კითხვის პრობლემები.

აუტიზმი

აუტიზმი ნერვული სისტემის დაავადებაა, რომელიც ბავშვის განვითარების შეფერხებით ვლინდება. ბავშვი არ ამჟღავნებს ინტერესს გარემოს მიმართ. აუტიზმი ყალიბდება 3 წლამდე და ყოველი 1000 ბავშვიდან 6-ს ემართება. მისი მიზეზები უცნობია. საუბრობენ გარემოს, ცხოვრების პირობებისა და მშობლებსა და ბავშვს შორის ურთიერთობის როლზე. აუტიზმი თანდათანობით ვითარდება, გამოვლენას იწყებს 15 თვის ასაკიდან, ხოლო მისი საბოლოო ფორმირება 3 წლის ასაკში ხდება. მშობლებმა, რომლებიც შეშფოთებულნი არიან ბავშვის უცნაური საქციელით, ყურადღება უნდა გაამახვილონ შემდეგ ნიშნებზე:
  • ბავშვი უარს ამბობს მშობელთან ტაქტილურ კონტაქტზე;
  • 3 წლისაა, მაგრამ ჯერ კიდევ არ ლაპარაკობს;
  • უპირატესობას ანიჭებს მარტო ყოფნას და თამაშს;
  • არ ეშინია გარესამყაროსი, მაგრამ არ სურს, რაიმე შეცვალოს თავის ცხოვრებაში, არ უყვარს ცვლილებები და სიახლეები;
  • ლაპარაკობს მონოტონურად, თითქოს დაზეპირებული ტექსტით. სხვის სიტყვებს ექოსავით იმეორებს. მეტყველების განვითარებით ჩამორჩება ასაკს.
აუტიზმით დაავადებულ ბავშვებს ოჯახის წევრებისგან უფრო მეტი ყურადღება და მზრუნველობა სჭირდებათ, ამიტომ მშობლებმა და ოჯახის წევრებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი რეკომენდაციები:
  • დაარწმუნეთ ბავშვი, რომ იგი ოჯახის ისეთივე ჩვეულებრივი წევრია, როგორიც დანარჩენები.
  • მიეცით საშუალება, თვითონ შეადგინოს დღის რეჟიმი - სეირნობა, კვება, ძილი, თამაში მისი სურვილისამებრ უნდა ხდებოდეს. თავს ნუ მოახვევთ მისთვის არასასურველ იდეებს. ამან შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს მის ფსიქიკაზე და უფრო გააღრმაოს ქცევის გადახრები.
  • როცა დავალებას სწორად შეასრულებს, გამოხატეთ ეს მისთვის გასაგებად და ხაზგასმით. მათთვის ქება სასარგებლოა.
  • არასწორი საქციელი სწრაფად ექცევათ ჩვევად, ამიტომ მაშინვე აუკრძალეთ და შეეცადეთ გააგებინოთ, რომ ცუდად მოიქცა.
  • ყოველ ახალ დავალებას, ზოგადად, სიახლეს თანდათან შეაგუეთ და რამდენიმეჯერ თქვენთან ერთად შეასრულებინეთ.
  • ნუ დაანახებთ, რომ მისი ქცევით უკმაყოფილო ხართ, ნუ გაუბრაზდებით. ის უფრო მეტად ჩაიკეტება და თქვენთან კონტაქტის ყოველგვარ სურვილს დაკარგავს.
აუტისტი ბავშვი სიცოცხლის პირველი თვეებიდანვე გამოირჩევა უცნაური ქცევით. უპირველეს ყოვლისა, გაურბის უფროსებთან ყოველგვარ კონტაქტს - როცა დედას ხელში აჰყავს, არ ცდილობს ჩაეხუტოს, დედის დანახვისას არ უწვდის ხელებს და არ სთხოვს ხელში აყვანას, არ უყურებს თვალებში, არ რეაგირებს საკუთარ სახელზე. ხშირად ამის გამო ოჯახის წევრები სმენის დეფექტსაც კი ეჭვობენ. 
აუტიზმისთვის დამახასიათებელი ქცევითი გადახრები ჩვილი ასაკიდანვე იპყრობს ყურადღებას.
ბრიტანელი მეცნიერები თვლიან, რომ იმის მიხედვით, თუ როგორ უყურებს პატარა მულტფილმებს, აუტიზმის დიაგნოსტირება შესაძლებელია. სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ჯანმრთელი ჩვილი სიცოცხლის პირველივე თვეებში რეაგირებს მულტგმირების მოძრაობებზე, ხოლო აუტიზმით დაავადებულები ჩვილები მხოლოდ ხმებზე რეაგირებენ. ასეთი დაკვირვება საშუალებას იძლევა, აუტიზმის ნიშნები დაავადების ადრეულ სტადიაზევე გამოვლინდეს და მკურნალობა დროულად დაიწყოს.
მკურნალობა კომპლექსურია და მთელი სიცოცხლის მანძილზე გრძელდება. აუტიზმით დაავადებული არ იკურნება, მაგრამ სწავლობს, იყოს დამოუკიდებელი, საზოგადოების სრულფასოვანი წევრი, ითვისებს სოციალური ადაპტაციის ჩვევებს. თერაპია მოიცავს დამამშვიდებელ საშუალებებს, დიეტას, ფსიქოსოციოლოგიურ მეთოდებს, აუდიოვოკალურ ტრეინინგებს. აუცილებელია მუდმივი სპეციალური სამკურნალო ფიზკულტურა, რათა ბავშვი სწორად ფლობდეს თავის სხეულს. მკურნალობის ერთ-ერთი ძირითადი რგოლია აუტიზმით დაავადებული ბავშვების ოჯახების ურთიერთობა გამოცდილების გაზიარების მიზნით. ეს მათ ყოველდღიური მრავალრიცხოვანი ყოფითი პრობლემების გადაჭრაში ეხმარება. აუტიზმი ფსიქიკის დარღვევაა, აქვს ფართო სპექტრი და ყოველ ცალკეულ შემთხვევაში სხვადასხვანაირად ვლინდება. აუტიზმით დაავადებულ ყველა ბავშვს როდი ეტყობა მისი ფიზიკური ნიშნები; დაავადება უმეტესად ქცევითი ცვლილებებით მჟღავნდება. მშობლებს დიდი ყურადღება და დაკვირვება მოეთხოვებათ, რათა უმნიშვნელო გადახრაც კი დროულად შეამჩნიონ.

ა უ ტ ი ზ მ ი

აუტიზმი — ფსიქიკის ისეთი მდგომარეობა, როცა ინდივიდს ახასიათებს ჩაკეტილი ცხოვრება და გარემო სამყაროსაგან სრული მოწყვეტა. წარმოადგენს ავადმყოფურ კონცენტრაციას თავის თავზე. ავადმყოფი ცხოვრობს მის მიერვე შექმნილ არარეალურ სამყაროში. აუტიზმი გონებრივი მოშლილობა, რომელიც წარმოიშობა ადრეულ ასაკში და ხასიათდება საკუთარ თავში ჩაკეტვით, რომელსაც თან ახლავს რეალობისგან მოწყვეტა, სოციალური ინტერაქტიურობის შესაძლებლობის არქონა, განმეორებითი მოძრაობები და მეტყველების მოშლა.
აუტიზმის სიმპტომები ჩვეულებრივ თავს იჩენენ ბავშვის ცხოვრების პირველი სამი წლის განმავლობაში და თან სდევენ მთელი ცხოვრების მანძილზე. 18 თვის ან 2 წლის ასაკში ბავშვი ვერ აღწევს ჩვეულებრივი განვითარების დონეს. მშობელსა და ბავშვს შორის ნორმალური ურთიერთობა ირღვევა. აუტისტი ბავშვები გაურბიან პირდაპირ მზერას და მათი მეტყველება რუდიმენტულია.
გამოხატვის ხარისხის მიხედვით აუტიზმი მრავალნაირია. ყველაზე ძლიერ ფორმას ახასიათებს განმეორებადი, უჩვეულო, თვითსაზიანო და აგრესიული ქცევა. ასეთი ქცევა დიდხანს გრძელდება და მისი შეცვლა ძალიან რთულია. ყველაზე სუსტი ფორმა ჰგავს პიროვნულ დარღვევებს, რომელნიც დაკავშირებულნი არიან სწავლის უნარის დაქვეითებასთან. აუტისტ ბავშვებს იშვიათად შეუძლიათ დამოუკიდებელი ცხოვრება, ძლიერი თერაპიული ინტერვენციის, მშობლის ზრუნვის და ზოგჯერ ჰოსპიტალიზაციის და წამლების გარეშე.
აუტიზმი მეორე მსოფლიო ომის დროს აღმოაჩინეს. იგი პროფესორმა ლეო კანერმა დააფიქსირა. მალე გამოიყო ნიშანთა ერთობლიობაც, რომლის არსებობის პირობებში აუტიზმის დიაგნოზი ისმება. ეს ტრიადა, როგორც მას სპეციალისტები უწოდებენ, შემდეგია: პირველი ნიშანი — სოციალური ურთიერთობების შემცირება ან ხარისხობრივი გაუარესება; სპეციფიკური მეტყველებითი პრობლემები (შეიძლება სიტყვათა მარაგი არც იყოს მცირე, მაგრამ მეორე ადამიანთან ურთიერთობა მაინც შეუძლებელი ხდება); მესამე — გამეორებადობა, სიახლისადმი ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება, სტერეოტიპების დამკვიდრება.
ბაბუაჩემი
ის, მისი დღე და წუთისოფელი,
როცა სწყუროდა, სულ ღვინოს სვამდა,
იდგა ბუხართან ხელადა სველი
და უღვიძებდა ბაბუას მადას.
ენამზიანი და ზამთრის გულში
ტკბილი ქართულით მოლაპარაკე,
ჰყვებოდა მშვიდად ბუხრის გუგუნში
საბა-სულხანის იგავ-არაკებს.
არ იშორებდა წელზე სატევარს,
ბატონკაცური შვენოდა წვერი,
უყვარდა ლხინში ღამის გათევა -
მოგონებები ძველთაგან-ძველი.
უყვარდა მოხუცს ხმალამოწვდილი
ქართველის ეშხი და სილამაზე,
უყვარდა შვილი და შვილიშვილიც,
ამღერებული არწივის ხმაზე.
ლადო ასათიანი 
სალაღობო
ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა.
ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ფართოდ გაშლილი და მოხატული
თამარ დედოფლის დარბაზივითა.
“კაცის გული ისეთია,
ვით მორევი შავი ზღვისა:
რაგინდ კარგი ცოლი ჰყავდეს,
მაინც ენატრება სხვისა!”
დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს,
გაისარჯოს და ბრძოლაში დაიხარჯოს!
გაუმარჯოს საქართველოს მზეს და ზეცას,
საქართველოს ძლიერებას გაუმარჯოს!
დაუკარით! ჯერ ხომ სისხლი გვიდგას ძარღვში,
ჯერ ხომ საროს ფოთლები არ გასცვენია,
ჯერ ხომ მცხეთის სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში
საქართველოს ცხელი გული ასვენია!
დაუკარით! და იმღერეთ ისე მაგრად,
რომ ფილტვები გვეტკინოს და დაგვებეროს!
დაუკარით, რომ ჭაბუკნი ვიყოთ მარად,
რომ ცხოვრებამ ვერასდროს ვერ დაგვაბეროს!
დაუკარით! და იმღერეთ შადიანი,
ფიცხელ ომში რომ მღეროდა მაჩაბელი.
დაუკარით ძველებური დარდიანი,
დაუკარით არწივების ასაფრენი!
ცხრა ლახვარი რომ დამარტყათ ცხრაჯერ გულში,
მტრის ჯინაზე ცხრაჯერ მწარედ გავიცინებ,
დავიღლები საქართველოს სიყვარულში,
სასთუმალზე ერთხელაც არ დავიძინებ!
დაუკარით! მოასწარით, თორემ ჰერი...
და სიბერეც ძუ მგელივით მოგვიხტება,
დაუკარით ძველებური მოსალხენი:
- შავგვრემანებს შავი ჩოხა მოგვიხდება!
დაუკარით ძველებური ლოთიანი,
საათნოვა რომ მღეროდა შაითანთან,
დაუკარით! განა ყველა ლოთი არი?!
განა ყველა სიყვარულით დაიშანთა?!
დაუკარით ძველებური ლოთიანი,
თორემ დარდი ღრუბელივით გასივდება,
გაფრინდება სიყმაწვილე შფოთიანი,
წრფელი გული, ცხელი გული გაცივდება!
”ვაჟკაცსა გული რკინისა,
აბჯარი თუნდა ხისანი,
თვალნი ქორებულ მხედავნი,
ზედ მუხლნი შავარდნისანი”.
ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა.
ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ფართოდ გაშლილი და მოხატული
თამარ დედოფლის დარბაზივითა!
ლადო ასათიანი

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...