დისლექსია (ბერძნ. δυσ „დის“ — დასუსტებული; λέξις „ლექსის“ — სიტყვა) განისაზღვრება, როგორც დასწავლის უუნარობა. ის პირდაპირ გამოვლინდებაწერილობითი ენის სირთულეში, კონკრეტულად კითხვასა და დამარცვლის დროს. მას გამიჯნავენ კითხვასთან დაკავშირებული სირთულეების სხვა მიზეზებისგან, როგორიცაა მხედველობისა, ან სმენის არანევროლოგიური დარღვევა, ან კითხვის დასწავლის არასწორი მეთოდოლოგია. დისლექსია გამოწვეულია ტვინის მიერ წერითი და,ან ზეპირი ენის განსხვავებული აღქმით. ის მტიკეც უკავშირდება ნევროლოგიურ სხვაობებს, და არ წარმოადგენს ინტელექტუალურ უუნარობას. დისლექსიით დაავადებულ ადამიანს დისლექსიკი ეწოდება. მსგავსი დიაგნოზი უკვე ყველა სახის ინტელექტუალური დონის ადამიანს აქვს დასმული. დისლექსიის დროს აღინიშნება შემდეგი ხასიათის სპეციფიკური შეცდომები და გამოვლენები: სიტყვის ბგერით და დამარცვლით სტრუქტურის დამახინჯება, კითხვის დროს ფონემატიკურად მსგავსი ბგერებისა და გრაფიკულად მიმსგავსებული ასოების შეცვლა, გადაადგილება ან არევა, ზედმეტი ბგერების წარმოთქმა. სიტყვის მხოლოდ დაცალკევებული ასოებით წაკითხვა და აგრეთვე განცალკევებული ბგერებად წარმოთქმა. ძირითად სირთულეს წარმოადგენს ბგერების მარცვლებად და მერე სიტყვებად შეერთება და გარდაქმნა. წაკითხულის აღქმის დარღვევა ვლინდება, როგორც ცალკეული სიტყვის, აგრეთვე წინადადებისა და მთელი ტექსტის დონეზე.
დისლექსია უარყოფით ზეგავლენას ახდენს ბავშვის პიროვნულ განვითარებაზე. წარუმატებლობა კითხვის დაუფლებაში ხელს უწყობს ხასიათის ისეთი თვისებების ჩამოყალიბებას, როგორიცაა თავდაუჯერებლობა,გადამეტებული მორიდებულობა, უმიზეზო ეჭვიანობა, ან პირიქით – აგრესიულობა, ბრაზიანობა, ნეგატივიზმი. ზოგ შემთხვევაში ამ სახის აფექტური რეაქციები შეიძლება უშუალოთ დაუკავშიროთ და შევაფასოთ, როგორც დისლექსიის შედეგი, ზოგჯერ კი – როგორც უშუალო კავშირში არ მყოფი, ანუ თანმხლები გამოვლენები, რომლებიც ერთვებიან ნერვულ-ფსიქიკური დაავადებების ერთიან სტრუქტურაში.
დისლაქსია შეიძლება დამახსიათებელი იყოს ოჯახებისათვის, სადაც ნათესავებს მსგავსი პრობლემები აქვთ და თაობებს გადაეცემა. აგრეთვე შეიძლება ადგილი ქონდეს განვითარების დისლექსიას-კონგენიტალური, დაბადებიდან არსებული და განვითარების პროცესში გამოვლენილი, მაგრამ არა მემკვიდრეობითი. ორივე ტიპის დისლექსია მიეკუთვნება პირველად, ანუ სპეციფიკურ დისლექსიას- კითხვის უნარის დაქვეითებას. დისლექსია შეიძლება იყოს შეძენილი- მოგვიანებით ჩნდება რაიმე ფიზიკური მდგომარეობის ან დაზიანების გამო-ტრავმები, ჰიპოქსია. ეს არის სიმპტომატური დისლექსია.
დისლაქსიის მიზეზი შეიძლება იყოს:
- გენეტიკური ხასიათი, რაც ოჯახის ისტორიას გულისხმობს. გამოკვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ დისლექსიის მქონე პირების ნათესავებს ჰქონდათ მსგავსი დარრვევები ან პრობლემები. ითვლლება, რომ მემკვიდრეობითი ფაქტორები დისლექსიის 60%-მდე შემთხვევაში გვხვდება.
- ცაციობა და ალერგიული დაავადებები, რომლებიც ხშირად არის კავშირში კითხვის პრობლემებთან.
- თავის ტვინის ფუნქციური ასიმეტრიის დისბალანსი, რაც კითხვის პროცესის განხორციელებისას იწვევს მარჯვენა და მარცხენა ჰემოსფეროს ერთობლივი ფუნქციონირების დეფიციტს. ჩვეულებრივ კითხვის სწავლის საწყის პერიოდში დომინირებს მარჯვენა ჰემისფერო: ასოების აღქმა, გარჩევა, მათი სივრცითი ნიშნების ანალიზი; შემდგომში კი უპირატესობას იღებს მარცხენა ჰემისფერო: ასოების და სიტყვების ბგერითი, ფონოლოგიური ნიშნების გარჩევა. დისლექსიის დროს ირღვევა მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროს სტრატეგიების გამოყენება.
- ნეიროგანვითარების დეფიციტი, რაც გულისხმობს ბავშვის თავის ტვინის იმ ქერქული ზონების ან მათ შრორის კავშირების დეფიციტს, რომელიც უზრუნველყოფს კითხვისათვის აუცილებელ ვიზუალურ(ასო)-ფონოლოგიური(ბგერა) ასოციაციების ჩამოყალიბებას, მათ სინთეზებს.
- თვალის მოძრაობის, მზერის მოქნილი კონტროლის დეფიციტი, რომელიც ინფორმაციის დეკოდირებას უშლის ხელს.
- დისლაქსია მამაკაცის შემთხვევაში უფრო ხშირია ვიდრე ქალებში. ხვადასხვა ქვეყნის მონაცემებით სკოლის ასაკის ბავშვების 3-6% აქვთ კითხვის პრობლემები.
No comments:
Post a Comment