Wednesday, 17 August 2016


-მე მხოლოდ მიზეზებს ვეძებ, რად ვერ ბედავენ ადამიანები თავის მოკვლას, მეტი არაფერი, მაგრამ ესეც სულერთია
-ვერ ბედავენო? განა ცოტა იკლავს თავს?
-ძალიან ცოტა.
-არა, მართლა ფიქრობთ ასე?
-
კირილოვმა პასუხი არ გამცა. ადგა და ჩაფიქრებულმა გაიარ-გამოიარა.
მაშ, თქვენი ფიქრით, რა უშლის ხელს ადამიანებს თავი მოიკლან?
- ვიკითხე მე.
ისე დაბნეულად შემომხედა, თითქოს დაავიწყდა, რაზე ვლაპარა კობდით.
-მე... მე ჯერ ცოტა ვიცი... ისე კი ორი რამ უშლის, მხოლოდ ორი: ერთი ძალიან პატარა, მეორე - ძალიან დიდი. მაგრამ ეს პატარაც ძალიან დიდია.
-პატარა რაღაა?
-ტკივილი!
-ტკივილი? ნუთუ ასე ბევრს ნიშნავს... ამ შემთხვევაში?
-ძალიან ბევრს. გვხვდება ორი ჯურის ხალხი: ვინც დიდი მწუხარებისა თუ გაბოროტებისგან იკლავს თავს, ან შეშლილობით მოსდით თუ რაღაც სხვა მიზეზით, ისინი ბევრს არ ფიქრობენ” უცებ გადაწყვეტენ ხოლმე ტკივილი ნაკლებად ადარდებთ; მაგრამ თუ სრულ გონებაზე მყოფი იკლავს თავს, - ის ბევრს ფიქრობს.
- ვითომ შეიძლება სრულ გონებაზე მყოფმა მოიკლას თავი?
-ძალიან ბევრი იკლავს! ტკივილის შიში რომ არა, უფრო მეტიც იქნებოდა. ძალიან ბევრი, ყველა.
- ვითომ ყველა?
კირილოვმა არაფერი თქვა.
- განა არ შეიძლება, უმტკივნეულოდ მოიკლა თავი?
კირილოვი გაჩერდა და შემომხედა.
- წარმოიდგინეთ, თქვენ ქვემოთ დგახართ, ზემოდან კი ვეება, სახლისოდენა ლოდი საცაა უნდა დაგეცეთ თავზე. რომ დაგეცეთ,
გეტკინებათ?
- ვეება ლოდი? რა თქმა უნდა, შემეშინდება.
-მილიონი ფუთი, მთისხელა ლოდი? ცხადია, ტკივილს ვერც ვიგრძნობ.
- ხოლო მართლა რომ მის ქვეშ იდგეთ, ძალიან შეგეშინღებათ,შიშით მაინც შეგეშინდებათ. იცი, არ გეტკინება, და მაინც
გული გაგეწურება” მეტკინებაო
- მეორე დიდი მიზეზი რაღაა?
-საიქიო.
-ესე იგი სასჯელი, არა?
- რაც გინდა დაარქვით, ისე კი საიქიოზე ფიქრია, - მხოლოდ საიქიოზე
- ესეიგი სასჯელი არა?
- რაც გინდა დაარქვით, ისე კი საიქიოზე ფიქრია, - მხოლოდ საიქიოზე.
- ხომ არიან ათეისტები, საიქიოსი რომ არ სწამთ?
არც ამაზე მიპასუხა რამე.
- იქნებ საკუთარი თავით სჯით?
კირილოვი გაწითლდა.
ყველა საკუთარი თავით სჯის. სავსებით თავისუფალი მაშინ ხარ, როცა სიკვდილ-სიცოცხლე შენთვის სულერთია. აი, თავადთავი მიზანი.
-მიზანი? მაშ ეგებ არც არავის მოუნდეს სიცოცხლე?
-არავის, – თქვა გადაჭრით.
-ადამიანს სიცოცხლე უყვარს და სიკვდილის იმიტომ ეშინია,
მე ასე მესმის. ბუნებაც ამას გვკარნახობს.
-ეგ არის მისი ვერაგობა, ამით ატყუებს სწორედ ადამიანს!
-თვალები წამოენთო ინჟინერს, - სიცოცხლე ტკივილი და შიშია, ადამიანი კი უბედური. ახლა ყოველივე ტკივილი და შიშია.
ახლა ადამიანს სიცოცხლე უყვარს, რამეთუ ტკივილი და შიში უყვარს. ასე მოუწყვეს. სიცოცხლე ახლა ტკივილისა და შიშის ფასად ეძლევა ადამიანს, აი, ამით აბრმავებენ ხოლმე. ახლა ადამიანი ჯერ კიდევ ის ადამიანი არ არის. გაჩნდება სხვა, ახალი ადამიანი,ვბედნიერი და ამაყი და მისთვის სულერთი იქნება სიკვდილ-სიცო-ცხლე. ვინც ტკივილსა და შიშს დასძლევს, ის თვითონ გახდება ღმერთი. ის ღმერთი კი აღარ იქნება.
- თქვენი აზრით, მაშ, ის ღმერთი მაინც არსებობს?
- ის არ არსებობს, მაგრამ მაინც არის. ლოდში ტკივილი არ
არის, მაგრამ ლოდის შიშში არის ტკივილი. ღმერთი სიკვდილის
შიშია. ვინც შიშსა და ტკივილს დასძლევს, ის თვითონ ღმერთი
იქნება. მაშინ დაიწყება ახალი ცხოვრება, მაშინ შეიქმნება ახა-
ლი ადამიანი, მაშინ ყოველივე ახლებურად იქნება... მაშინ ისტორია ორ ნაწილად გაიყოფა: გორილიდან ღმერთის მოსპობამდე და ღმერთის მოსპობიდან."
-გორილამდე?
-დედამიწისა და ადამიანის ფიზიკურ გარდაქმნამდე.
ადამიანი ღმერთი გახდება და ფიზიკურად გარდაიქმნება.
ქვეყნიერებაც გარდაიქმნება, სულ სხვა აზრები და გრძნობები წარმოიშობა, როგორ გგონიათ ადამიანო მაშინ ფიზიკურად შეიცვლება?
- თუ სიკვდილ სიცოცხლე ერთი გახდება, მაშინ ყველა თავს მოიკლავს და ალბათ ცვლილებაც ეს იქნება.
- მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ტყუილს ხომ მოკლავენ. ვისაც თავისუფლება ყველაფერს ურჩევნია იმან უნდა გაბედოს თავის მოკვლა.
ვინც გაბედავს თავის მოკვლას, ის ჩასწვდება ტყუილის არსს. ამის მიღმა თავისუფლება არარსებობს, ყოველივე აქ არის, ამის იქით აღარაფერია. ვინც გაბედავს და თავს მოიკლავს, ის ღმერთია. ახლა ყველას შეუძლია ისე გააკეთოს, აღარც ღმერთი
იყოს და აღარც არაფერი. მაგრამ ჯერჯერობით ეს არავის გაუკეთებია.
-თვითმკვლელი მილიონობით იყო...
-ოღონდ ამიტომ არა, ყველას შიში აიძულებდა და არა ის, შიში მოეკლა. ვინც მხოლოდ შიშის მოსაკლავად მოიკლავს თავს,
უმალ ღმერთი გახდება.
-იქნება ვერც მოასწროს.
-ეგ სულერთია, - მითხრა დინჯად და ამაყად, ლამის ზიზღითაც. მერე დასძინა, – მწყინს, რომ თითქოს დამცინით კიდეც.
-მე კი ის მიკვირს, წეღან როგორ ბრაზობდით და ახლა რა დინჯად, თუმცა ცხარედ ლაპარაკობთ.
- წეღან? წეღან სასაცილო იყო, –– გაიღიმა კირილოვმა და
მერე დაღონებით დააყოლა,
- მე არც ლანძღვა მიყვარს და არც
არასდროს ვიცინი.
მე წამოვდექი და ქუდი ავიღე
- ჰო, გეტყობათ, მხიარულად ვერ ატარებთ დროს.
- ეგრე გგონიათ? – გაეღიმა ოდნავ გაკვირვებით, - რატომ
მაინც? არა, მე... მე ვიცი, – აირია უცებ, – სხვებისა არ ვიცი,
მაგრამ ვგრძნობ, სხვებივით არ შემიძლია. სხვებს შეუძლიათ ერთი ფიქრიდან მაშინვე სხვა ფიქრზე გადახტნენ. მე სხვაზე არ შემიძლია, მთელი ჩემი სიცოცხლე სულ ერთზე ვფიქრობ. მთელი სიცოცხლე ღმერთი მტანჯავდა, – დაასკვნა უცებ საოცარი გულახდილობით.

No comments:

Post a Comment

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...