Tuesday, 9 August 2016

მოხუცი ცოლ-ქმარი
ბეღურებივით შეხირხლული
მოხუცი ორი
ვით ანწლის ტოტზე,
შესკუპულან წვრილ აივანზე,
ასგზის გაცვეთილ ლიანდაგებს
მიუგავთ ფიქრი,
ბოლო სადგურთან
შეცურებით მოლაილავეს...
...და თუ არაფერს არ ნიშნავდა,
რაც იყო-იგი,
უნდა ნიშნავდეს,რაც იქნება,
იგი რაღაცას,
მიმჭკნარ უბეზე მიბნეული მიმქრალი სხივი,ააყვავილებს აღდგომისფრად
სადღაც ახალ ცას...
ბეღურებივით გაფუყული
მოხუცი ორი,
ვით ანწლის ტოტზე,
ქანაობენ წვრილ აივანზე
და ნება-ნება,გარინდებით
კენკავენ ფიქრებს,
მოულოდნელად რომ შედგება,
იმ პაემანზე...
ნათია კოპალიანი 2013წ.

No comments:

Post a Comment

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...